Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ივანიშვილი _ “წამოცდენათა” დიდოსტატი

ბიძინა ივანიშვილი _ “წამოცდენათა” დიდოსტატი

539

ბიძინა ივანიშვილმა ახლახან სენსაციური თვითმხილება გააკეთა: “როდესაც ვთქვი, მესამე წელიწადს მატერიალურ კეთილდღეობას ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს, ეს იყო წამოცდენა…” თავიც იმართლა, რა მოხდა მერე, ყველას შეიძლება წამოცდეს რაღაცო.

 

ლექსიკონები გადავქექე, მაგრამ ცნება “წამოცდენა” ვერ ვიპოვე. მიახლოებული აღმოჩნდა ცნება “დემაგოგი”. იგი ბერძნულია და ქართულად ხალხის მოზიდვას, ხალხის ნდობის მოპოვების ხელოვნებას, გნებავთ, ეშმაკობას გამოხატავს. თავდაპირველად ძველ ათენში, პერიკლეს მმართველობის ჟამს, დემაგოგობა პოზიტიური, დადებითი შინარსის მქონე იყო; შემდეგში მან თანდათანობით შეიძინა უარყოფითი თვისებები და სალანძღავ საქმედ იქცა; ასეა დღესაც. ბატონი ბიძინას უდიდესი დამსახურებაა, რომ მან დაამკვიდრა პოლიტიკური ცხოვრებისთვის დღემდე უცნობი ქართული ცნება “წამოცდენა”, რითაც ცნება “დემაგოგია,” მგონი, გამოყენებიდანაც გააგდოს კიდეც. ვისაც ჯერ არს, ვთხოვ: ამიერიდან კატეგორიათა ლექსიკონებში ბიძინასეული ცნება “წამოცდენა” აუცილებლად შეიტანონ.

ბატონი ბიძინა თვითონაა მრავალ “წამოცდენათა” შემოქმედი, მაგრამ ამჯერად ყველაზე ვერ შევჩერდები და მხოლოდ რამდენიმეს გაგახსენებთ, პატივცემულო მკითხველო! მაგალითად, ბატონ ბიძინასწამოსცდა”, როცა თავის რაღაც გაერთიანებასქართული ოცნებაუწოდა; სინამდვილეში მისთვისბიძინას ოცნებაუნდა დაერქმია. უდავოდ ნიჭიერმა ისტორიკოსმა, ასოცირებულმა პროფესორმა, პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ ეს ჭეშმარიტება იმთავითვე იყნოსა და გაერთიანება “ქართული ოცნება” ნამდვილად ქართულ ოცნებას რომ მომსახურებოდა და არა მხოლოდ ერთი პიროვნების ინტერესებს, ბატონ ბიძინას ურჩია: გაერთიანებისათვის კლასიკური პოლიტიკური პარტიის სახე და შინაარსი მიეცა, თავისი სოლიდური პროგრამით, ორგანიზაციულ-საწესდებო სტრუქტურითა და მასმედიის საშუალებებით ცენტრში და ადგილზე. ბატონმა ბიძინამ ეს მართლაც სასარგებლო რჩევა ყურადაც არ იღო, უპასუხოდ დატოვა. გაირკვა, რომ ბიძინას სჭირდებოდა არა კლასიკური სტილის პოლიტიკური პარტია, არამედ ერთჯერადი გაერთიანება, რომელიც არა ქართულ ოცნებას, რომელიცწამოცდენაიყო, არამედ ბიძინას ოცნებას შეასხამდა ფრთებს.

ასევე ერთჯერადი გამოყენების ფუნქცია მიეცა მის მიერ გამოშვებულ გაზეთსაც, რომლისთვისაც, “ქართული ოცნებისნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, “ბიძინას ოცნებაეწოდებინათ. თვითონ ბატონმა ბიძინამ საკუთარი თავი ერთჯერადი გამოყენების პერსონად წარმოგვიდგინა. აისრულა რა საწადელი და გაახარა საკუთარი ჭია, ერთი წლის შემდეგ პრემიერობა დატოვა და თავი თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიყენა. როგორც ფეხბურთელს არ უთვლიან ოფსაიდიდან გატანილ ბურთს, ბიძინასაც არ უნდა ჩაეთვალოს რაიმე, რადგან კონსტიტუციური სივრციდანაა გასული, ანუ თამაშგარე მდგომარეობაშია.

არც “ქართულ ოცნებას” და არც ამავე სახელწოდების გაზეთს ქართველებისთვის საოცნებო მიზნებისა და ამოცანების აღსრულებისთვის დიდი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ ბიძინას პირადი მიზნები და შურისძიების ვნებანი წარმატებით განახორციელეს. არ ვიქნები მართალი, რომ არ გამოვხატო დიდი კმაყოფილება “ნაციონალების” ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის, რაც ბიძინას შურისძიებამ მოგვიტანა.

2012 წლის სექტემბერში საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბატონმა ბიძინამ ერთი დიდი “წამოცდენა” აახლა გორელ ამომრჩევლებს: ხმა მოგვეცით და სტალინის ძეგლს ძველ ადგილას აღვადგენო.

გორელებმა ბიძინასწამოცდენასიმართლედ იწამეს და მხარი აქტიურად დაუჭირეს. 3 წელი გავიდა და ძეგლი არ ჩანს, დღეს ყველა ხედავს, თუ რა ცბიერება, სიბილწე და ვერაგობა ყოფილა ჩადებული ბიძინასეულ გორულწამოცდენაში”.

კიდევ ერთი “წამოცდენა” ბატონმა ბიძინამ სომხეთში ვიზიტისას გააკეთა: “რუსეთთან ადრე არსებულ სარკინიგზო მიმოსვლას აღვადგენ”-ო.

საქართველოსთვის ამ მეტად სასარგებლო, მრავალმხრივ მომგებიან წამოწყებას ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ საქმის წამოწყება არა და არ ჩანს და ამ ხელისუფლების ხელში არც იქნება. სინდისი რომ აწუხებდეს, ბიძინამ უნდა თქვას: რა ვქნა, “წამომცდადა მაპატიეთო. სინამდვილეში ამ საკითხზე ფიქრიც კი ბიძინას აშშის ელჩმა ნორლანდმა კატეგორიულად აუკრძალა, რადგან რკინიგზა, თავისი შედეგებით, აშშის ინტერესებს ძირეულად ეწინააღმდეგება.

რკინიგზის წინააღმდეგ სააკაშვილიც აიფოფრა; არ გაგიკვირდეთ, იგი ხომ აშშ-ის “ძაღლიშვილია”. ბოლო არ უჩანს ბატონი ბიძინას “წამოცდენათა” შედევრებს, მაგრამ ერთს კიდევ გაახლებთ, რადგან იგი სხვებისგან განსხვავებულია.

2011 წლის ბოლოს ერთ ინტერვიუში ბატონ ბიძინას ჭეშმარიტება “წამოსცდა”, როცა განაცხადა: აგვისტოს ომი ცხინვალში პირველმა ქართულმა მხარემ წამოიწყო და სააკაშვილი მართებულად დაადანაშაულა; ირიბად ომის მაპროვოცირებელ ძალებზეც მიანიშნა. მაგრამ ბიძინას ეს მართალი “წამოცდენა” სწრაფად ალაგმა აშშ-ის ელჩმა და საწყალი ბიძინაც დადუმდა. საწყის ეტაპზე ბატონი ბიძინას “წამოცდენები” ხალხმა სიმართლედ იწამა და მათ მხარი აქტიურად დაუჭირა. ხალხის მიზიდვით ბიძინამ საწადელს მიაღწია _ სააკაშვილის “ნაციონალებს” ხერხემალი ჩაუნგრია; იცის, რომ ისინი ხელისუფლების სათავეში ვეღარ მოვლენ, ხოლო რა ბედი ეწევა ე.წ. ქართულ ოცნებას 2016 წლის არჩევნებში, ბიძინას ნაკლებად აინტერესებს.

ოცნებისპარლამენტარებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მომავალი წლის არჩევნებში ბატონი ბიძინასწამოცდენებიხალხს უკვე ვეღარ მოიზიდავს, ამიტომ, როგორც იტყვიან, მოსწრებაზე არიან: უსირცხვილოდ იჯიბავენ არა მხოლოდ მომატებულ ხელფასებს, არამედ კიდევ უფრო მომატებულ დანამატებსა და მსუყე პრემიებსაც. მოკლედ, პარლამენტი დღეს ბიზნესასპარეზია და არა ხალხის მსახური ხელისუფლების განშტოება.

ბატონ ბიძინას ვეკითხები: ვინ ხართ თქვენ, თუ არა ხალხის უსირცხვილოდ გამბრიყვებელი, ცბიერი მატყუარა? ბოლო 25 წლის განმავლობაში ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ სააკაშვილმა და ეს 3 წელიწადია თქვენ, ბატონო ბიძინა, ვაიმეოცნებეებით საქართველო ისეთ მონურ, გათახსირებულ, გარყვნილ, ზნეობადაკარგულ კონდიციამდე მიიყვანეთ, ილია მართალი რომ გაცოცხლდეს, ლექსს “ბედნიერი ერი” არ გვაკმარებდა და მოზრდილი პოემით გაგვამათრახებდა, ხოლო დიდი მგოსანი აკაკი ასჯერ მაინც შესძახებდა: “ფურთხის ღირსი ხარ…”

აშშ-დასავლეთის ზემოქმედებისა და მათ მიერ მოსყიდული შინაური მოღალატეების მიერ საქართველო ეროვნული გაქრობის მიჯნამდეა მიყვანილი. ასეთ დროს ობიექტურად ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური კანონზომიერება ითხოვს კავშირსა და მეგობრობას დიდ მეზობელ რუსეთთან, მაგრამ ეს მეგობრობა არ იქნება აშშ-ნატოსგან ჩამოშორების გარეშე, რადგან ვაინაციონალებსა და ვაიმეოცნეებს არ ძალუძთ აშშ-ნატოზე უარის თქმა, იმედი 2016 წლის არჩევნების შედეგებზე უნდა გადავიტანოთ.

გადაჭრით ვაცხადებ: საქართველოს გადასარჩენად, გასამთლიანებლად, ენის, მამულის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად ობიექტურ აუცილებლობად იქცა გაფორმება რუსეთთან გეორგიევსკის ახალი ტრაქტატისა ახალი შინაარსით, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის გათვალისწინებით.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

 

1 COMMENT

  1. ნაცების ხელი ენატრება ავტორს ეტყობა, პატრიოტთა ალიანსი ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში.ამას რომ ვერ ხვდები გასაგებია რა მწირი აზროვნება გაგაჩნიათ, თქვენ ხომ მათი მომხრეები ხართ.არ დაბლოკოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here