Home რუბრიკები პოლიტიკა # იმიტომ, რომ ნაგავი გასატანია! ანუ ულტრათანამედროვე ანეკდოტი: “რუსთავი 2” სიტყვის თავისუფლებისთვის...

# იმიტომ, რომ ნაგავი გასატანია! ანუ ულტრათანამედროვე ანეკდოტი: “რუსთავი 2” სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის”

623

კაცმა რომ თქვას, რა ხდება განსაკუთრებული? ვინმე იარაღით შევარდა რომელიმე მედიასაშუალების ოფისში თუ ტელეანძაზე ძალის გამოყენებით სიგნალი გაუთიშა რომელიმე მაუწყებელს? არა! უბრალოდ, ერთმა უსამართლოდ დაჩაგრულმა მეწილემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი სხვა, ანუ მჩაგვრელი მეწილეების წინააღმდეგ. გამოჩნდნენ კიდევ უფრო ადრე დაჩაგრული მეწილეებიც და მათაც განაცხადეს, _ ჩვენც მივმართავთ სასამართლოსო.

 
 

ნორმალური, ჩვეულებრივი ბიზნესდავაა, რასაც ნორმალურ საზოგადოებაში ხმამაღალი აჟიოტაჟი კი არა, შესაძლოა მცირე ყურადღებაც კი არ მოჰყოლოდა.

ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი ჟურნალისტისთვის, საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება კომპანიის ბიზნესწილების მფლობელი? ანაც, რა ჟურნალსტის საქმეა ეს? ჟურნალისტის მაქსიმალური მოთხოვნა შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ არავინ ჩაერიოს მის საქმიანობასა და სარედაქციო პოლიტიკაში და მორჩა!

ხმაური, წივილ-კივილი და გაიწი-გამატარეც მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება აიწიოს, როცა ვინმე მართლა უხეშად ჩაერევა ჟურნალისტების საქმიანობაში…

თუმცა, “რუსთავი 2”-ს რაც შეეხება, აქ საქმე ორმაგად კომიკურია.

ჯერ ერთი, მავანი მოქალაქის მიერ სრულიად კანონიერად და ყველა სამართლებრივპროცესუალური ნორმის დაცვით სასამართლოსთვის მიმართვის გამო ტელევიზიამ ასეთი პანიკა ატეხოს, სასაცილოა და მეორეც _ კიდევ უფრო სასაცილო და ჩასაბჟირებელია, ვინ ტეხს ამ პანიკას. ტელევიზია, რომლის საინფორმაციოსარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ მთავრობის კანცელარიაში კეთდებოდა თითქმის 10 წლის განმავლობაში.

ხოლო ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა თავს იკლავენ “ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის მცდელობის” გამო, მაშინ არ ამოუღიათ ხმა და არ ჰქონიათ არავითარი პრეტენზია, როდესაც “მცდელობა” კი არა პირდაპირ “ზევიდან” ურეკავდნენ და ხშირად ყოველგვარი ეტიკეტის ნორმების გარეშეც კი, უცენზურო სიტყვების გამოყენებითაც კი უბრძანებდნენ, რა გაეკეთებინათ!

დიახ! შემიძლია თამამად ვთქვა _ ის, რაცრუსთავი 2”- უქნესნაციონალებმაიმ ათი წლის განმავლობაში, თვით საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი არ უკადრებიათ ჟურნალისტებისთვის!

კომუნისტებს ერთი ტელევიზია და რამდენიმე გაზეთი ჰქონდათ. მართალია, იქ მომუშავე ჟურნალისტები პარტიის ნება-სურვილს ასრულებდნენ, მაგრამ მათ მაინც ვერავინ გაუბედავდა ასე პირდაპირ და შეურაცხმყოფელად დაევალებინა, ეს დაწერე და ეს გადაიღეო.

ფორმალურად, მაგრამ მაინც “თხოვნის”, ზრდილობის ეტიკეტის დაცვის ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს…

აი, რაც შეეხება “რუსთავი2”-სა და “ნაცმოძრაობის” დამოკიდებულებას იმ ათიოდე წლის განმავლობაში, ეს იყო “აჯამი მებატონისა” და “დაბეჩავებული ყმის” დამოკიდებულება და ამას ნებისმიერი ამ სფეროში ნამუშევარი ადამიანი დაადსატურებს.

სწორედ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც, ახლა რომ ჰკითხო, “თავისუფლებისთვის მებრძოლები” არიან, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები, ჟარგონით რომ ვთქვათ, მართლაც “ჩმორებივით” ხმარობდნენ. მაგრამ მათში თავმოყვარეობის ოდნავი “გაფაჩუნებაც” კი არ იგრძნობოდა!

სხვათა შორის, იგივე ეხება არაერთ მათგანს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე წამოვიდა სხვადასხვა სახელისუფლებო არხიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა “შეუპოვარი” და “პროფესიონალი”.

ჰოდა, სწორედ ასე შეიქმნა დღევანდელ საქართველოში ულტრათანამედროვე ანეკდოტი:

რუსთავი 2” სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის!”

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ამ ფრაზის წაკითხვაზე ძალიან გაეცინება და გაახსენდება ამ ტელევიზიის საქციელი 2003-დან 2012-მდე, განსაკუთრებით _ 2008-2012 წლებში.

მათთვის ასე სამარცხვინო ფურცლის საკუთარი წარსულიდან “წაშლას” რომ ვერ შეძლებს “რუსთავი2” და ამიტომ ცდილობს მის შეფერადებას და შელამაზებას, ეს კარგად გამოჩნდა შაბათის “კურიერი პი-ეს”-ის მიერ მომზადებული მრავალწუთიანი სიუჟეტიდანაც.

ამ სიუჟეტში გარდარუსთავი 2”-ის იმგმირობებისჩამონათვალისა, როდესაც ამ ტელევიზიას დახურვას უპირებდა სხვადასხვა მთავრობა და ხალხის მხარდაჭერის გამო ვერ დახურა, რაღა თქმა უნდა, ვერ აუარეს გვერდი 2003-2012 წლების პერიოდს და აი, სწორედ აქ იყო ისეთი სასაცილო უსუსურობა, რომ მაყურებელი ან ცოდვით მოკვდებოდა, ან სიცილით.

“მართალია, “რუსთავი 2”-ის მეწილეთა მთავრობის წევრებთან სიახლოვის გამო, ბოლომდე თავისუფლად ვერ გამოვხატავდით ჩვენს პოზიციას, მაგრამ… რამეთუ… ვინაიდან… თუმცა…”-ტიპის ფრაზები, მართლაც რომ “ღვთის გლახის” საცოდავ თავის მართლებას მოაგონებდა ნებისმიერს…

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-მა 2007 წლის 7 ნოემბერს “იმედის” დარბევის დროს საკუთარი საქციელის გამართლებაც სცადა. შეეცადნენ დაემტკიცებინათ, კოლეგების მიმართ სოლიდარულნი ვიყავითო და აჩვენეს კადრები, სადაც ეს ტელევიზია მხოლოდ 4-წამიან განცხადებას ავრცელებს და იმჟამინდელ მთავრობას მოკრძალებულად “სთხოვს განმარტებებს”. აქვეა კადრები, როგორ გადაადგილდება მწვანე საწვიმარ-მოსასხამებში ჩაცმული პოლიცია “იმედის” შენობასთან, სადაც “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს საკმაოდ უხეშად მიუთითებენ, რომ “დატოვონ ტერიტორია!”.

აბა, ვის გახსოვთ შევარდნაძისდროინდელ პოლიციასთან შეჭიდებულ-დატაკებული “რუსთავი 2”? როდესაც პოლიცია მათ სთხოვს, მოშორდნენ, რომელიმე შემთხვევის ადგილს?

ამ “შეუპოვარ” ჟურნალისტებს მუდამ მზად ჰქონდათ ფრაზა: “ჩვენ უფლება გვაქვს, გადავიღოთ! თქვენ ხელს გვიშლით ჟურნალისტურ საქმიანობაში!” და შესაბამისი წივილ-კივილი.

ზუსტად ასევე იქცევიან ისინი დღესაც პოლიციასთან რაიმე უთანხმოების შემთხვევაში.

და, როგორ ფიქრობთ, რა უპასუხამიშას პოლიციასამგაბედულმატელევიზიამ, როდესაც მათ 2007-ის 7 ნოემბერს პირდაპირ და უხეშად მოსთხოვეს _ აბა, დროზე აუდეთ აქედანო? კადრში გარკვევით ისმისრუსთავი 2”-ისშეუპოვარიჟურნალისტის ხმა _ “ახლავე! ახლავე! მივდივართ! რა თქმა უნდა!”

აი, ასეთი “სოლიდარობა, შეუპოვრობა და თანადგომა” გამოიჩინა იმხანად “რუსთავი 2”-მა კოლეგების მიმართ და განა ახლა ნამუსიანობაა, რომ მას ასევე შეუპოვრად არ დაუდგნენ გვერდით კოლეგები?

კოლეგებზე გამასხენდა და, სხვათა შორის, “რუსთავი 2” იმ დონეზეა გათავხედებული, რომ სწორედ იმ კოლეგებს, ვისგანაც თანადგომასა და მხარდაჭერას ითხოვს, იქვე შეურაცხყოფს და, ასე ვთქვათ, “ტექნიკურად” ლანძღავს:

*”რუსთავი 2” დღესდღეობით ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც სიმართლეს ამბობს!”

*”რუსთავი 2” ერთადერთი ობიექტური ინფორმაციის გამშუქებელია დღეს საქართველოში

*”რუსთავი 2”-ის დახურვით, საქართველო საბოლოოდ დაემშვიდობება თავისუფალ სიტყვას!”

*”რუსთავი 2” –ის დახურვა უნდათ იმიტომ, რომ მხოლოდ მას ვერ აკონტროლებენ!”

აი, მხარდაჭერისა და თანადგომის თხოვნის პარალელურად, ასეთი ფრაზებიც უხვად ისმოდა ამ “დაჩაგრული” ტელევიზიის ეთერიდან და რატომღაც ტვინიც არავის დაუყოლებია იმისთვის, რომ ეს, ფაქტობრივად, კოლეგების მძიმე შეურაცხყოფაა.

გამოდის, “რუსთავი2”-ის გარდა, არც ერთი სხვა მედიასაშუალება არ ლაპარაკობს სიმართლეს, არც ერთი ობიექტურად არ აშუქებს მოვლენებს, არც ერთი მათგანი არ არის თავისუფალი და ყველა მათგანს აკონტროლებს ხელისუფლება!

აი, ზემონახსენები ფრაზები სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ამ შინაარსს მივიღებთ!

მაინტერესებს, ნუთუ ეთანხმებიან ამ ყოველივეს “რუსთავი2”-ის კოლეგები?

ან რატომ ბედავს ეს მართლაცნაცებისჯიბის ტელევიზია ამდენს?

ან რა ნამუსით ითხოვენ კოლეგების ასეთი უტიფარი ლანძღვის და ცილისწამების შემდეგ მათგანვე მხარდაჭერას?

თუმცა რა, ვისიმე დაუსაბუთებელი და უარგუმენტო ლანძღვა, ჭორები, ცილისწამება, ჩირქის მოცხება და სხვა ათასგვარი სიბინძურე ხომ ამ ტელეკომპანიისსავიზიტო ბარათიამისი დაარსების დღიდან.

დიახ, დიახ! არათუ 2003 ან 2008 წლიდან, როდესაცნაცებმაჯერ მოიპოვეს და მერე საბოლოოდ განამტკიცეს სრული გავლენა ამ ვითომ ტელევიზიაზე, არამედ 90-ანი წლების ბოლოს, დაარსების დღიდანვე, “რუსთავი 2” შემჩნეულია .. შავი ფულისკენ მიდრეკილებაში და კონკრეტული პოლიტიკოსების დაკვეთების შესრულებაში.

სხვათა შორის, იმავე სიუჟეტში “რუსთავი 2”-ის ისტორიაზე საუბრისას იყო ასეთი ფარაზა – “1997 წლიდან რუსთავი 2”-მა მთელი საქართველო დაფარა”…

აი ასე _ თურმე, აიღო და “დაფარა”…

საუბარია ანალოგური სიხშირის სატელევიზიო სიგნალის გავრცელებაზე სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან მანამდე ეს ტელევიზია მხოლოდ თბილისსა და რუსთავში მაუწყებლობდა.

1997 წლიდან კი თითქმის მთელი წლით მაუწყებლობაშეჩერებულმა ღარიბმა ტელევიზიამ, აი, ასე უცებ და მარტივად შეიძინა უძვირესი გადამცემები, სხვა საჭირო ტექნიკა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიგნალი გაავრცელა! სიუჟეტში არ უთქვამთ, რომ იმავე წლიდან ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ საქართველოში და მათ ხელფასებზე არაკები დადიოდა! არც ის უკითხავს ვინმეს სიუჟეტში, ამხელაშავი ფულისმობილიზება ამ ტელეკომპანიაში ხომ არ იყო ერთერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის კონკრეტყულ ფრთასთან გარიგების შედეგი?

იქნებ, გარდა იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხის მიღებისა, სწორედ ამ გარიგების ფასად მოხდა ის, რომ სასამრთლო პროცესიც ტელეკომპანიის სწორედ იმ მფლობელებმა მოიგეს, ვინც ამ გარიგებაზე წავიდა და წააგო დამფუძნებელთა იმ ჯგუფმა, რომელმაც გარიგებაზე უარი თქვა?

იქნებ ბევრმა არც იცის, რომ “რუსთავი2”-ის პირველ დამფუძნებელთა შორის – სასამართლო პროცესის წამგები მხარე იყო ქალბატონი ფიქრია ჩხრაძე და ბატონი თედო ისაკაძე

ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერება ხომ მაშინაც სწორედ მეწილეთა და დაფუძნებელთა შორის წარმოქმნილ სასამართლო დავას უკავშირდებოდა. ხოლო შემდეგ, უკვე “გათავისუფლებული” კერძო მაუწყებელი “რუსთავი 2” მჭიდროდ და საეჭვოდ დაუკავშირდა აწ გარდაცვლილი პრემიერის _ ზურაბ ჟვანიას სახელს

მოკლედ, ამ ტელევიზიას დაებედა დავა მეწილეთა შორის და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პირდაპირი დაკვეთების შესრულება.

გაუთვითცნობერებელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და “თავისუფალი მედიის” თემით მოხერხებულად სპეკულირების შედეგად, “ხალხის დახმარებით” ყოველთვის გაიმარჯვა იმ ჯგუფმა, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მართავდა ტელევიზიას…

დღეს კი უკვე სხვა ვითარებაა.

ძალიან სათუოა, ხალხის ანგარიშგასაწევი რაოდენობა გამოვიდეს ქუჩაში და ამ მძიმედ სახელგატეხილი ტელეკომპანიის დაცვა მოინდომოს. სწორედ ამას ხვდებიან ამ ტელევიზის მესვეურებიც და ყველანაირად ცდილობენ, “შეაშინონხელისუფლება. ისინი ცდილობენ, სასამართლო დავა ხელისუფლების დაკვეთად გაასაღონ და ატარებენ პროპაგანდას, რომ, თუკი ხელისუფლება შეეცდება დახუროსრუსთავი 2” ეს ხელისუფლება ამ ამბავსგადაყვება

არადა, აშკარაა, რომ ეს არის ამ ჩასვრილი ტელეკომპანიის მესვეურთა თავის გადასარჩენი ერთგვარივაბანკი”! სინამდვილეში ეს ხელისუფლება იმასგადაყვება,” თუ მართლა ჩაერევა პროცესებში და სამართლიან პროცესს შეაჩერებსრუსთავი2”-ის სასარგებლოდ!

თუკი ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას არ მოეღო ბოლო სამართლებრივად და მისი სასტიკად არაპროფესიონალი და შერცხვენილი გუნდი არ გაიწმინდა, აი, ამას მართლა გადაჰყვება ეს ხელისუფლება.

რაც დაწყებულია ის ბოლომდე უნდა მივიდეს!

თორემ, თუკი “ნაცებს” კიდევ ერთხელ გავუჩენთ “გამარჯვების” განცდას, ისინი ბოლომდე გადაუვლიან დღევანდელ ხელისუფლებასაც და მერე _ ხალხსაც!

სწორედ ამიტომ ხელისუფლების წამორმადგენლებსაც და ხალხსაც, ვთხოვ კიდევ ერთხელ წაიკითხონ ამ სტატიის სათაური

ბაკურ სვანიძე

 
 

1 COMMENT

  1. რუსთავი2 რომ კარგად ფინანსდება ეს ყველასათვის ადვილი მისახვედრია,მაგრამ ვისი ბრალია,რომ არავინ არ იცის ვისგან?არასამთავრებო ორგანიზაციების არ იყოს,რა გაუხდა ამ მთავრობას იმის გარკვევა,ვინ საიდან და რამდენ ფულს იღებს.ეს მთავრობა რასაც იმსახურებს კიდევ არ იღებს იმის საკადრისს.იმდენს იზამენ თავისი უსაქმურობით,რომ მალე უნამუსო ნაცხროვისაკენ შებრუნდება მოსახლეობა და ოცნებას ხმას აღარავინ არ მისცემს.თუმცა არც ამაზე არ ინაღვლებენ უკვე გაკეთდნენ დედლებივით.იმდენი იშოვეს მოკურცხლავენ საქართველოდან და ისევ ხალხი დარჩება ნაცისტური ნაცხროვის წინაშე დაუცველი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here