Home რუბრიკები სამართალი ირმა ჭკადუა: აჩვენეთ მსოფლიოს კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ ადამიანებს სააკაშვილის...

ირმა ჭკადუა: აჩვენეთ მსოფლიოს კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ ადამიანებს სააკაშვილის ჯალათები

1204

2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ სათავეში მოსვლიდან ზუსტად ოთხი თვის თავზე ჩადენილი პირველი სისხლიანი დანაშაული იყო. 

 

ამითნაცკრიმინალებმამოსახლეობა მომავალი ცხრაწლიანი ტერორისთვის შეამზადეს დაბელადისერთპიროვნულ მმართველობას გარკვეული წინაპირობა შეუქმნეს. თავის მხრივ, პროპაგანდისტული მანქანაც აქტიურად ამუშავდა და სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტები წელებზე ფეხს იდგამდნენ, რათა ევგენი აფრასიძე ნამდვილ კაციჭამია კრიმინალად გამოეყვანათ. მიუხედავად ამისა, “ნაცსექტისმიერ დატრიალებულმა უბედურებამპოსტრევოლუციურიქართველი საზოგადოება შეძრა.

 ხალხი დაშოკა და დაამუნჯა ენით აუწერელმა სისასტიკემ; ამბობდნენ, რომ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე, რომელიც აღნიშნულ სპეცოპერაციამდე ზუსტად თორმეტი დღით ადრე (12 მარტს) გლდანში მამა ბასილი მკალავიშვილის დაპატიმრებასა და სპეცრაზმის მიერ მრევლის დარბევას პირადად ესწრებოდა, ევგენი და ომეხი აფრასიძეების ცეცხლმოკიდებულ ცხედრებზე ხელებს ითბობდა. შემდეგ გამოვიდა სააკაშვილი და პირდაპირ ეთერში ამაყად განაცხადა: მე გავეცი დაბომბვის ბრძანება და დიახაც, სწორად მოვიქეციო. ერთი სიტყვით, ეს ამბები ყველას გვახსოვს და ცხრა წლის განმავლობაში დიდი თუ პატარა იმას გაიძახოდა, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონო. ზოგი იმასაც ამბობდა, სააკაშვილის ბრალეულობის დამტკიცება მარტივიაო (რადგან მისი სატელევიზიო აღიარება, ფაქტობრივად, მტკიცებულებაა), მაგრამ ეს უბედურება “ნაცებს”, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩათ. მეტიც, ამას წინათ გია ბარამიძემ ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემასთან განაცხადა, რა გახდა ეს საქმე ასეთი, ნამდვილ სვანებს ჰკითხეთ, ვინ იყვნენ აფრასიძეები და ათიდან ცხრა გეტყვით სიმართლესო. იმავე ინტერვიუში მან ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა საჭირო იყო სპეცოპერაციის ჩასატარებლად ავიაცია და ასეულობით სპეცრაზმელი, ცინიკურად უპასუხა: “მადლობა ღმერთს და სწორედ იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით იყო პოლიციელი, აბსოლუტურად მთელი სოფელი იყო გაკონტროლებული. მათ ვერ მოახერხეს გაღწევა და რა ამოცანაც ჰქონდა სპეცოპერაციას, რომ დაეპატიმრებინათ ეს ადამიანები, შესრულდა. სამი მათგანი იქნა დაპატიმრებული. სამწუხაროდ, ორი დაიღუპა იმის გამო, რომ თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიციელებისთვის ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით წინააღმდეგობა გაეწიათ…”

საქართველოში სამართალი რომ არ არსებობს და ბადაშვილის უსისხლძარღვო პროკურატურას დამნაშავეების დაპატიმრება არ შეუძლია, ყველა ვხედავთ, მაგრამ, მკვლელი ბარამიძე რომ ჰონორზეა და კიდევ აქეთ გვამუნათებს, ჩვენ რომ არა, სვანეთი დღესაც ბნელ წარსულში იქნებოდაო, ეს უკვე თავზე ლაფის დასხმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ისევ “ნაცრეჟიმი” ბოგინობს, სახელმწიფო კი იმდენად უსუსურია, რომ არ შეუძლია, საზოგადოების მთავარი დაკვეთის შესრულება, რაც, პირველ რიგში, სწორედ ბარამიძისნაირი დამნაშავეების გასამართლებაში გამოიხატება.

რატომ არის დღემდე აფრასიძეების საქმე გამოუძიებელი და უნდა დადგეს თუ არა, აღნიშნული საქმიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის _ გია ბარამიძის პასუხისმგებლობის საკითხი? ამ თემაზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოაფრასიძეების ადვოკატს _ ირმა ჭკადუას დაუკავშირდა.

_ ქალბატონო ირმა, ამას წინათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა, ჰკითხეთ ნამდვილ სვანებს და ათიდან ცხრა გეტყვით, ვინ იყვნენ აფრასიძეებიო. რას უპასუხებთ მას?

_ საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხონ, ვინ იყვნენნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები და ვინ იყო კონკრეტულად გია ბარამიძე. ეს კაცი პარლამენტში მხილებულია თავისი მეგობრის გაყიდვაში, მას ხელი აქვს სისხლში გასვრილი და ეს იცის მთელმა საქართველომ. ის, რაც მან თქვა, არის ბინძური ცილისწამება და ამისთვის აუცილებლად მოუწევს პასუხისგება, თუ არადა, დაამტკიცოს, რომ ოდესღაც აფრასიძეებმა ვინმე მოკლეს, გაიტაცეს ან გააუპატიურეს. ბარამიძე ვერ გამოძვრება ამ საქმიდან, მან კარგად იცის, რომ, ადრე თუ გვიან, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება, ამიტომ უტიფრად ამბობს, აფრასიძეები კრიმინალები იყვნენო. კრიმინალები და კაცისმკვლელები რომ იყვნენ, იმიტომ გაისტუმრა ხალხმა მათი ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე და ჯერ სად არიან, მთავარი წინ ელოდებათ

_ რას გულისხმობთ?

_ აჩვენონ მსოფლიოს ის კადრები, სააკაშვილის ჯალათები როგორ აწამებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. ანახვონ ფართო საზოგადოებას და სრულიად მსოფლიოს, რა უბედურება ტრიალებდა აქ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეს და მით უფრო სამწუხაროა, რომ ის ფესვები, რომლებიც “ნაცმოძრაობას” ღრმად ჰქონდა გადგმული, ჯერ კიდევ არ არის ამოძირკვული. ესენი კიდევ ბედავენ ლაპარაკს და იმის ნაცვლად, რომ ჩუმად იყვნენ, დიდ გულზე არიან. ეს არის ხელისუფლების სისუსტის შედეგი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოდესმე მოვა ისეთი ხელისუფალი, რომელიც ყველას მიუჩენს თავის ადგილს. აი, მაშინ ილაპარაკოს ბარამიძემ, ვინ არის მკვლელი და კრიმინალი.

_ დღევანდელ ხელისუფლებას რატომ არ შეუძლია ეს ყველაფერი?

_ ამ შეკითხვით ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა მიმართოთ, მაგრამ ფაქტია, მათ ვერ გაბედეს იმ კადრების ჩვენება. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელი იყო და არა მხოლოდ საქართველოში; მსოფლიოს უნდა ენახა, რა უბედურებასთან გვქონდა საქმე.

_ რატომ ვერ ხერხდება აფრასიძეების საქმის ხელახლა გამოძიება, რა უშლის ხელს პროკურატურას?

_ ამ საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ოჯახს არსად ეჩქარება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვინდა, გამოძიება ჩატარდეს ხარისხიანად და არ გვინდა ორ-სამ დღეში გახსნილი საქმე. ეს ოჯახის პოზიციაა.

რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას, დარწმუნებული იყავით, რომ არც ერთი პირი, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება, დაუსჯელი არ დარჩება, ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას.

_ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს? მან თავის დროზე პირდაპირ განაცხადა, მე გავეცი აფრასიძეების ოჯახის დაბომბვის ბრძანებაო.

_ ეს განცხადება მან 2009 წელს სასტუმრო “რადისონის” გახსნაზე გააკეთა და ამით საქართველოს და სრულიად მსოფლიოს აღიარებითი ჩვენება მისცა. როგორც ჩანს, ცოდვები არ ასვენებდა, თორემ არავის უკითხავს ამ საკითხზე მისთვის რამე. სხვათა შორის, ამ განცხადებით მან თავდაყირა დააყენა ვერსია, რომ თურმე დაბომბვა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც აფრასიძეების სახლიდან გაიხსნა ცეცხლი. აი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გახდება მისი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი და კიდევ ვიმეორებ: ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა ისეთი ხელისუფალი, რომელიც ამათ საბოლოოდ ჩამოხსნის ნიღაბს. პირადად სააკაშვილმა კი უნდა იცოდეს, რომ, სადაც უნდა წავიდეს, დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა დაიმალოს, საბრალდებო სკამი არ ასცდება, ის აუცილებლად დაისჯება და ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს კანონის წინაშე.

_ მაგრამ სააკაშვილს დღეს იმ დონეზე მფარველობენ, რომ თვით ინტერპოლმაც უარი თქვა ძებნის გამოცხადებაზე. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანის ჩამოყვანა და გასამართლება?

_ გასაგებია, რომ მათ წაღებული აქვთ საქართველოდან მილიარდები და დღეს ამ მილიარდებს ისევ საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ; გასაგებია, რომ ჰყავთ სერიოზული ლობისტური ჯგუფები დასავლეთში და სერიოზული მხარდაჭერითაც სარგებლობენ გარკვეულ წრეებში, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკური კონიუქტურაა; სჭირდებათ და იყენებენ, ამიტომ მფარველობენ, ამიტომ იცავენ კბილებით, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის ამოწურავს ეს კაცი თავის მისიას იმავე უკრაინაში და მაშინ კი ეტყვიან, აიბარგეო. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ მობეზრდებათ სააკაშვილის დაცვა, მფარველობა და მას აუცილებლად მოუწევს გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და რომელმაც კონკრეტული საქმეების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ამ ხალხს, მათ შორის კეზერაშვილსაც და სხვებსაც, ჩადენილი აქვთ სერიოზული დანაშაულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, რა დროც უნდა გავიდეს და რა პოლიტიკურმა ძალებმაც უნდა გაუწიონ ამ ადამიანებს მფარველობა, მათ დაცვას ვერავინ შეძლებს. კიდევ ვიმეორებ: მათ აუცილებლად მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ძველთაძველი შეგონებაა: მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან _ არაფერსო. ბარამიძეს შეეძლო, კორექტული მაინც ყოფილიყო და უფრო მოზომილი განცხადება გაეკეთებინა, მაგრამმამალი ნაციბოღმის ნთხევას არ მოერიდა და ზემოაღნიშნულ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: “ნებისმიერ მესტიელს ჰკითხეთ, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რას აკეთებდნენ, რა ხდებოდა გზაზე, სტუმრის აყვანა იყო თუ ტურისტების აყვანა, ყველას შიშის ზარს სცემდნენ; პერიოდულად ადამიანებს იტაცებდნენ, აყაჩაღებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ…”

ზუსტად ამაზეა ნათქვამი: “ჩემი შენ გითხარიო…”, ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ იმდენი მოკლა, იმდენი აწამა, იმდენი დააყაჩაღა და გააუპატიურა, ვინ დათვლის; მაგრამ რა?! ყველა ეს მკვლელი, მწამებელი, ყაჩაღი და გამაუპატიურებელი გარეთ დადის, მეტიც, ბევრი მათგანი ისევ პოსტზე რჩება და იმ დროს ელოდება, როცანაცებიდაბრუნდებიან, ამიტომაც არის გია ბარამიძეც დიდ გულზე

 

1 COMMENT

  1. me arasodes davijereb rom saqartveloshi samartali izeimebs..radgan mteli cxovreba usamartlobashi vcxovrobt.es albat sasjelia..chventvis movlenili…avitanot shinauri mtrebi.

  2. აჩვენეთ მსოფლიოს კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ ადამიანებს სააკაშვილის ჯალათები და ლარი გამყარდება!

  3. ბარამიძე რომ არაკაცია ეს ყველამ იცის, მაგრამ მე მიკვირს სვანების, რატომ არ იძიებენ შურს და რატომ აბლატავებენ ასე ამ სატანას

  4. დღევანდელი ხელისუფლების საქმეებსაც ამოიღებენ და გაარჩევენ,არავის არაფერი არ შერჩება,ამის იმედი არავის ქონდეს,ბუმერანგის გეშინოდეთ თქვენც,მოტყუებული ხალხის ხელისუფლება დიდხანს ვერ იარსებებს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here