Home რუბრიკები ისტორია სიმართლე “გულაგის არქიპელაგის” შესახებ

სიმართლე “გულაგის არქიპელაგის” შესახებ

2196

რატომ ცდილობენ ისტორიის ფალსიფიკაციას

საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების სისხლიან რეპრესიებზე უამრავი კვლევა ჩაატარეს და ნაშრომებიც გამოაქვეყნეს სპეციალისტებმა, მათ შორის, დასავლელებმაც, რომლებსაც მოჰყავდათ გამაოგნებელი მონაცემები რეპრესირებულთა შესახებ: ზოგი 10 მილიონს ასახელებდა, ზოგი _ 16 მლნ-ს, ზოგიც _ 60-ს… 

 

ცნობილმა რუსმა მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა ამ თემაზე წიგნიც კი დაწერა _ “გულაგის არქიპელაგი”, რომელშიც ბევრი სუბიექტური მოსაზრება და ფალსიფიცირებული მონაცემია. მოგვიანებით, როცა ისტორიკოსებს უკვე განსაიდუმლოებულ დოკუმენტებზე მუშაობის ნება დართეს, გაირკვა, რომ სტალინის მიერ 60 მილიონი რეპრესირებული, რბილად რომ ვთქვათ, გაბუქებულია და 1921-53 წლებში (!) კონტრრევოლუციური და სხვა განსაკუთრებით სახიფათო დანაშაულის ჩადენის გამო სსრკში მსჯავრში დაედო 4 060 036 ადამიანს, მათგან 799 455 სიკვდილით დასაჯეს. პატიმართა მაქსიმალური რაოდენობა, 1950 წლის 1 იანვრის მონაცემებით, იყო 2 760 095 კაცი. საშუალოდ პატიმართა რაოდენობა კი 1,5 მლნდან 2,5 მლნმდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელსდემოკრატიის სავანეაშშში პატიმართა რაოდენობამ 2,2 მლნ მიაღწია.

დასავლელი მკვლევარების მიერ რეპრესირებულთა მონაცემების ფალსიფიკაციის მიზანი მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების მისაკუთრება და სსრკ-ის, უწინარესად, ამ ომში გამარჯვების სულისჩამდგმელის, სტალინის, როლის დამცრობა-დაკნინება რომ იყო, კარგად წარმოაჩინა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, ახლახან გარდაცვლილი ვიქტორ ზემსკოვის კვლევის შედეგებმა, რომლის შესახებაც მასალა _ “რეპრესიები უემოციოდ.

ვიქტორ ზემსკოვის ფაქტები და არგუმენტები” _ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოვაქვეყნეთ (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #28, 28 ივლისი-4 აგვისტო, 2015 წ.).

დღეს კი გთავაზობთ ინტერვიუს ვიქტორ ზემსკოვთან, რომელიც 26 წლის წინათ, 1989 წელს დაიბეჭდა გაზეთ “არგუმენტი ი ფაკტიში”.

“მხატვრული კვლევის გამოცდილება”, _ ასე შეაფასა თავისი ნაშრომი თვითონ ოსტატმა, _ დღეს ყურადღების ცენტრშია. და, რაც უნდა იყოს მკითხველის რეაქცია _ შეძრწუნება, გულისწყრომა, განცვიფრება, ცრემლი, აღშფოთება, თანაგრძნობა _ მას მოსდევს შეკითხვა: “სად არის იმ ტრაგიკული პერიოდის დოკუმენტები?”

სამოქალაქო სტატისტიკის იმედი, მიუხედავად იმ სისხლიანი წლების ყველაზე ნიჭიერი ხუმარების _ ილფისა და პეტროვის მტკიცებისა, რომ ყველაფერი იცის, ნაკლებია. შესაძლებელი იყო, რომ სტალინური “გამარჯვებების” მსახურ ქალს (სტატისტიკას _ რედ.) ჭეშმარიტება აესახა? სხვა საქმეა ბერიას აღმრიცხველის სტატისტიკა. დავადოთ ის, როგორც პერგამენტი, “გულაგის არქიპელაგს” და გავერკვეთ ეპოქის უდიდეს დანაშაულებში.

დაჯავშნილი სეიფები საიმედოდ ინახავს ავის მომასწავებელ არქივებს. ოღონდ გაუგებარია, რა მიზეზებით მოხვდა “გულაგის” დოკუმენტაციის ნაწილი სამოქალაქო არქივში, ყველაზე უწყინარ დოკუმენტებს შორის. ამ დოკუმენტებს მიაკვლია მეცნიერმა _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის, სსრკ-ის ისტორიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა ვიქტორ ზემსკოვმა, რომელმაც მასალები “არგუმენტი ი ფაქტის” რედაქციას გააცნო.

აიფ”: _ შეგიძლიათ, სიცხადე შეიტანოთ: რა არის ეს _ “გასაოცარი ქვეყანა გულაგი, გეოგრაფიულად არქიპელაგად დანაწევრებული, მაგრამ კონტინენტში შებორკილი, _ თითქმის უხილავი ქვეყანა”?

ვიქტორ ზემსკოვი: _ 1940 წლის 1 მარტის მდგომარეობით, “გულაგი” (ბანაკების მთავარი სამმართველო _ რედ.) შედგებოდა 53 ბანაკისგან (მათ შორის, იმ ბანაკებისგან, რომლებიც დაკავებული იყო სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობით), 425 გამასწორებელ-შრომითი კოლონიისგან (მათ შორის, 170 სამრეწველო, 83 _ სასოფლო-სამეურნეო და 172 _ “კონტრაგენული”, ანუ სხვა მეურნეობებში მშენებლობაზე მომუშავენი), რომლებიც გაერთიანებული იყო საოლქო, სამხარეო, რესპუბლიკურ გამასწორებელ-შრომით კოლონიებში, და არასრუწლოვანთა 50 კოლონიისგან.

“გულაგის” სისტემაში იზოლაციის ორგანოებთან ერთად შედიოდა ე.წ. გამასწორებელი სამუშაოების ბიუროები, რომელთა ამოცანაც იყო მსჯავრდადებულთა არა იზოლაცია, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა იმ პირთა მიმართ, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ იძულებითი მუშაობა.

1940 წლის 1 მარტსგულაგისგამასწორებელშრომით ბანაკებში პატიმართა საერთო რაოდენობა დადგინდა ცენტრალური აღრიცხვის მონაცემების მიხედვით _ 1 668 200 კაცი. მათგან 352 ათასი სასჯელს იხდიდა გამასწორებელშრომით კოლონიებში (მათ შორის სამრეწველო და სასოფლოსამეურნეო კოლონიებში _ 192 ათასი).

პატიმრები განაწილდნენ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მიხედვით (1940 წლის 1 მარტი): კონტრრევოლუციური მოღვაწეობის გამო _ 28,7%; მმართველობის წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის _ 5,4%; ხულიგნობისთვის, სპეკულაციისა და სხვა დანაშაულისთვის _ 12,4%; ქურდობისთვის _ 9,7%; თანამდებობრივი დანაშაულისთვის _ 8,9%; პიროვნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის _ 5,9%; სოციალისტური საკუთრების დატაცებისთვის _ 1,5%; სხვა დანაშაულისთვის _ 27,5%.

_ “ თავხედობა არ მეყოფა, დავწერო არქიპელაგის ისტორია: მე დოკუმენტები არ წამიკითხავს”, _ ამბობს სოლჟენიცინი თავის ნაშრომზე. თქვენ ეს დოკუმენტები წაიკითხეთ, იყო თუ არა ზუსტი ნობელის პრემიის ლაურეატი?

_ კონკრეტული რომ ვიყო, გთავაზობთ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ საწყისი თავებით, რომლებიც “ნოვი მირის” მე-8 ნომერში გამოქვეყნდა. მოვიყვან რამდენიმე სტრიქონს და მათ “გავშიფრავ”.

*”მათ, ვინც არქიპელაგის მცველებად მიდიან, იწვევენ სამხედრო კომისარიატების გავლით”.

1940 წლის დასაწყისში “გულაგის” გასამხედროებული დაცვა 107 ათას ადამიანს ითვლიდა, მათი შენახვა წელიწადში 790 მლნ რუბლი ჯდებოდა. კოლონიებისა და ბანაკების ადმინისტრაციები წლიდან წლამდე განიცდიდნენ სირთულეებს მცველებად თავისუფლად დაქირავებული მუშაკების შერჩევის გამო და ამიტომ ამ საქმეში ჩართავდნენ ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც პატიმრების ნდობას იმსახურებდნენ. 1939 წლის იანვარში დაცვაში პატიმარ მსროლელთა რაოდენობა 25 ათასი იყო, 1940 წელს კი შემცირდა და 12 ათასი შეადგინა.

*”გადატვირთული იყო 1945-46 წლები, ოდესაც ევროპიდან მოდიოდნენ და მოდიოდნენ ეშელონები და ყველანიგულაგშიუნდა გაეგზავნათ”.

1946 წელს შესამოწმებელ-გასაფილტრ ბანაკებში შემოწმება გაიარა 228 ათასმა რეპატრიანტმა. მათგან 199,1 ათასი 1947 წლის 1 იანვარს გადაიყვანეს სპეცდასახლებებში, შეიყვანეს სამრეწველო კადრებში (“მუშა ბატალიონებში”) და საცხოვრებელი ადგილების მიხედვით გაამგზავრეს. დანარჩენ 28,9 ათას რეპატრიანტს კი გაუგრძელეს შემოწმება (მათი ნაწილი, შესამოწმებელ-გასაფილტრავის გარდა, გამასწორებელ-შრომით ბანაკებშიც იმყოფებოდა).

*”შეიძლება ვცდები, მაგრამ ვიტყვი: 37-38 წლების ნაკადი არც ერთადერთი იყო და არც მთავარი, ის იყო ერთერთი იმ სამი დიდი ნაკადიდან, რომლებმაც აქოთებული მილები ჩაყარეს საპატიმროების კანალიზაციაში”.

ცნობაგულაგის მოსახლეობის მოძრაობის შესახებთავისთავად ყველაფერს ამბობს. გარდა ამისა, არის კიდევ ცნობაენკავედეს” (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი _ რედ.)

*”1939 წლის გათავისუფლება _ ეს ორგანოების ისტორიაში დაუჯერებელი შემთხვევაა, ლაქა მათ ისტორიაზე! თუმცა ეს ანტინაკადი დიდი არ ყოფილა ერთის გარდა _ დაკავებულთა 2 პროცენტი…”

1939 წელს “გულაგიდან” გაათავისუფლეს 327 400 ადამიანი, მათ შორის ბანაკებიდან _ 223 600, კოლონიებიდან _ 103 800.

*”…ხომ რჩებოდნენ დედებიცოლები და შვილები. არც ისე ზუსტი სოციალური ანალიზით, ადვილი წარმოსადგენია მათი განწყობა ოჯახის უფროსის დაპატიმრების შემდეგ. ამით, უბრალოდ, აიძულებდნენ, ისინიც ჩაესვათ საპყრობილეში!”

და აპატიმრებდნენ კიდეც. “გულაგში” მყოფი “სამშობლოს მოღალატეების” ოჯახების წევრთა რაოდენობა (1 იანვრისთვის): 1939 წ. _ 13172; 1940 წ. _ 13044; 1941 წ. _ 12128; 1942 წ. _ 12429; 1943 წ. _ 8817; 1944 წ. _ 6033; 1945 წ. _ 5698; 1946 წ. _ 2197; 1947 წ. _ 1014.

*”მათგან ზოგიერთმა (პატიმარმა _ რედ.) მოახერხა, პატარა უკუნაკადებში მოხვედრილიყო და გამოეღწია! ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ, რომ სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ ეძლევათ და სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია”.

1947 წლის ივლისში “გულაგის” აგენტურული ქსელის ხვედრითი წილი მოიცავდა პატიმრების მხოლოდ 8%-ს, ანუ _ 139 ათას ადამიანს, მათგან 10 ათასი იყო რეზიდენტი, 4 ათასი _ აგენტი, 125 ათასი _ ცნობების მიმწოდებელი.

_ როგორი ვითარება იყოყველაფრის გამსუფთავებელი” 58- სტატიით დაპატიმრებულთა მიმართ, რომელმაც ძალა მისცაყოველთვის ფხიზლად მყოფ და ყველაფერში შემღწევი ორგანოების მრავალწლიან მოღვაწეობას”? რამდენმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე მისიყოველმომცველი ჩახუტება”?

_ კონტრრევოლუციური დანაშაულის ჩამდენთა ხვედრითი წილი “გულაგის” ბანაკების პატიმართა შორის იყო: 1934 წელს _ 26,5%; 1935 წ. _ 16,3%; 1936 წ. _ 12,6%; 1937 წ. _ 12,8%; 1938 წ. _ 18,6%; 1939 წ. _ 34,5%; 1940 წ. _ 33,1%; 1941 წ. _ 28,7%; 1942 წ. _ 29,6%; 1943 წ. _ 35,6%; 1944 წ. _ 40,7%; 1945 წ. _ 41,2%; 1946 წ. _ 59,5%; 1947 წ. _ 54,3%; 1948 წ. _ 38,0%.

არსებობს მონაცემები ამ სტატიის ცალკეული მუხლების მიხედვითაც. გამოთვლილია პატიმართა მოკვდაობის ზრდის მაჩვენებლები ომის წლებში “კვების ნორმებისა და საკვების კალორიულობის” შემცირების გამო. აგრეთვე, გამოთვლილია ყოველწლიური ცვლილებები “ერთ პატიმარზე საცხოვრებელი ფართობის მიხედვით”.

_ ყველაზე მეტად რამ განგაცვიფრათ მოკვლეულ დოკუმენტებში?

_ “გულაგის” ყოველწლიური ანგარიშების პრეამბულებში ყოველთვის ხაზგასმული იყო, რომ “გულაგი” სადამსჯელო ორგანოზე მეტად აღმზრდელობითი ორგანოა. ამ დოკუმენტების შემდგენელთა წარმოდგენით, “არქიპელაგი” იყო თითქმის საქველმოქმედო დაწესებულება, რომელიც გზააბნეულ მოქალაქეებს სოციალიზმის აქტიურ აღმშენებლად გადაქცევაში ეხმარებოდა. “გულაგის” ნაკრები ანგარიშები _ ასგვერდიანი ტომები _ სახალხო მეურნეობის საწარმოს ანგარიშებს უფრო ჰგავს. მათში აღრიცხულია იმ ლურსმნების რაოდენობაც კი, რომლებიც ტარის შესაქმნელად გამოიყენეს.

არგუმენტი ფაქტისმასალების მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here