Home რუბრიკები ბლოგი აშშ-ის „შტატიანი ძაღლიშვილი“ უკრაინლებს მიადგა: „ქართველი ექიმების ხელფასი 15 000 დოლარამდეა“

აშშ-ის „შტატიანი ძაღლიშვილი“ უკრაინლებს მიადგა: „ქართველი ექიმების ხელფასი 15 000 დოლარამდეა“

639

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა საქართველოში სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა, რომლის შედეგად ქართველი ექიმების ხელფასი 5 000 აშშ დოლარიდან 15 000 დოლარამდეა. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტობისას  უამრავ სიცრუეში გამოჭერილმა მიხეილმა ოდესის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.


 
 
 
 

“ჩვენ გვსურს მშენებლობა, ჩვენ გვსურს განვითარება, რუსეთს იმდენი ნავთობი აქვს… მე კი ავაშენე ქვეყანა ნავთობისა და გაზის გარეშე, ისეთი ცათამბრჯენები, რომლებიც მათ არც დაესიზმრებათ. მშვიდობის პირობებში ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ. მე ავაშენე 6000 კილომეტრი გზა ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ასევე 4 ახალი ქალაქი. მე შევქმენი ჯანდაცვის ახალი სისტემა, აქ კითხულობდნენ, რამდენს იღებს ქართველი ექიმი? 5 000 დოლარიდან 15 000-მდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით და ვაკეთებდით ყველაფერს ხალხის საკეთილდღეოდ. მათ კი ეს აღიზიანებთ!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„იცით, რომ მე ჩამოვიყვანე რუსი ოპოზიციონერები, მოვუწოდე რუს ტურისტებს აქ ჩამოსვლა, ინვესტიციები განახორციელონ. მაგრამ უკრაინა ჩვენი მიწაა, უკრაინა უნდა იყოს ერთიანი ქვეყანა, უნდა იყოს მშვიდობა და ის უნდა განვითარდეს, მაშინ რუსეთთან შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება. ვის სჭირდება ასეთი მტერი?\\\\\\\\\\\\\\\”, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ჩანს, ბატონ სააკაშვილს ამერიკელებისგან კარტ-ბლანში აქვს მიღებული: „იმოქმედე როგორც გინდა: მოიტყუე, შეპირდი, იოცნებე….ოღონდ რუსეთი დააკნინე, აძაგე და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გააკეთე“….

ხოდა, მიშაც ხომ დაწაფულია მსგავს რაღაცეებში, მასზე უკეთ ვინ იცის- როგორ და რანაირად გააღიზიანოს რუსეთი ისე, რომ მაქსიმალურად დააპირისპიროს და ავნოს საკუთარ (აწ უკვე უკრაინას) ქვეყანას?!.

ამჟამად, იგივე სცენარი უკრაინაშიც მეორდება და ამ ანტიეროვნულ საქმეს  ამერიკელების გამოცდილ-გამობრძმედილი „ძაღლიშვილი“ უდგას ავანგარდში.

https://www.youtube.com/watch?v=ZnThr8kZHGk

კონსტანტინე ჩიკვილაძე


 

 
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here