Home რუბრიკები პოლიტიკა მსოფლიოს ახალი ეკონომიკური წესრიგი

მსოფლიოს ახალი ეკონომიკური წესრიგი

973

შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატივა

8-10 ივლისს უფაში (ბაშკირეთის დედაქალაქი, რუსეთი) ერთდროულად გამართულმა სამიტმა _ BRICS (ქართული აბრევიატურა _ ბრიჩს)-ისა და თანამშრომლობის შანხაიური ორგანიზაციის (თშო) _ მნიშვნელოვანი შტრიხები შეიტანა მსოფლიოს ახალ სურათში, რომელიც უკვე აღარ აიგება დასავლეთის ან აშშ-ის გარშემო. 

 

ლაპარაკია ახალ წესებზე მსოფლიოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. უკვე შეიძლება ითქვას, რომ განხორციელდა პროექტი დიდი ევრაზიისა, რომელიც გარდაიქმნება ახალი ძალის ცენტრად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა, რომელზეც მსოფლიოს მედიასაშუალებები ბოლო დღეებია, განუწყვეტლივ წერენ, ქართული მედია, როგორც ჩანს, ამერიკელების შიშითა თუ ხათრით, საერთოდ, არაფერს წერს და ლაპარაკობს.

ქართულ სატელევიზიო სივრცეში რამდენიმეწამიანი სიუჟეტიც არ გასულა 100-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ბრიჩსის ბანკის შექმნაზე, თანამშრომლობის შანხაიურ ორგანიზაციაში ინდოეთისა და პაკისტანის გაწევრებაზე და, საერთოდ, მსოფლიოში ერთპოლუსიანი წესრიგის დასამარებაზე, ჯაჯანიძის შიბაქსა და სამართალდამცველების მიერ ვინმე კიკიანის ვითომ ცემისთვის კი არც დრო დანანებიათ და არც ტელემაყურებლის ნერვები, თან ქილიკობდნენ, აი, ამერიკელების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთს დედა უტირა, დღედღეზე ჩამოიშლება და ფრთხილად ვიყოთ, ნანგრევები თავზე არ დაგვეცესომაგრამ, როგორც ჩანს, ნეკროლოგი რუსეთის გარდაცვალებაზე ნაადრევია, პირიქით _ დაინგრა ძველი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აშშის ინტერესებს იყო მორგებული და შეიქმნა ახალი, რომელიც აზიისა და სამხრეთ ამერიკის გიგანტი ქვეყნების, აგრეთვე, რუსეთის ამბიციებს დააკმაყოფილებს ეკონომიკის სწრაფად განვითარებაზე.

BRICS _ ეს არის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა. თანამშრომლობის შანხაიურ ორგანიზაციაში თავდაპირველად (2001 წ.) შედიოდა 6 სახელმწიფო _ ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, ამა წლის 10 ივლისს კი მას შეუერთდა ინდოეთი და პაკისტანი. ბრიჩსისა და თშო-ს ერთობლივი სამიტი პირველად 2009 წელს გაიმართა, მსოფლიოს ფინანსური კრიზისის პერიოდში. მას შემდეგ ბევრი რამ კარდინალურად შეიცვალა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში, ხოლო ჩინეთისა და აშშ-ის მეტოქეობა ახალ ფაზაში შევიდა.

ბრიჩსი არ არის ქვეყნების ტრადიციული კავშირი, ეს უფრო ელიტებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობაა. მასში შემავალი ქვეყნები განსხვავდებიან გეოპოლიტიკური მიზნებითა და ფასეულობებით. ყველას სხვადასხვანაირი სიტუაცია აქვს ეკონომიკაში. ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდა წელიწადში 7%-ით, ბრაზილიისა და რუსეთის ეკონომიკები წელს 1,5-3%-ით შემცირდება, ინდოეთის ეკონომიკა კი 8%-ით გაიზრდება. მიუხედავად ასეთი განსხვავებულობისა, ამ ქვეყნებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის არქიტექტურაზე.

ბრიჩსი ეძებს ეკონომიკის ზრდის ახალ წყაროებს. პერსპექტიულია ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი, ყირგიზეთი) და ჩინეთისაბრეშუმის გზისინტეგრაცია, რომელიც სამხრეთი და ცენტრალური აზიის გავლით ევროკავშირამდე უნდა მივიდეს. თშო, რომელშიც გაერთიანებული არიან ქვეყნები, რომლებიც ორივე პროექტში მონაწილეობენ, ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო პლატფორმაა. ჩინეთმააბრეშუმის გზისპროექტის განსახორციელებლად 40-მილიარდიანი ფონდი შექმნა. ფული, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდება.

იქმნება ბრიჩსის განვითარების ბანკი 100-მილიარდიანი კაპიტალითა და შტაბ-ბინით შანხაიში. ამ ბანაკს უხელმძღვანელებს ინდოელი ფინანსისტი კუნდაპურ ვამან კამათჰი. ეს სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება, რომელიც ძალიან აქტუალურია რუსული კომპანიებისთვის, რომლებსაც სანქციები დაუწესეს.

უფრო ადრე შეიქმნა ინფრასტრუქტრული ინვესტიციების აზიური ბანკი 100-მილიარდიანი კაპიტალით, რომელშიც ჩინეთის წილი 16%-ია, რუსეთის _ 6%; ამ ბანკში თავისი წილი აქვს 40-ზე მეტ სახელმწიფოს, რომლებსაც ხელს არ აძლევთ აშშ-ის გეგმები _ ჩინეთისა და რუსეთის გარეშე ითანამშრომლოს წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან. ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს ბანკსა და განვითარების აზიურ ბანკს, რომელიც აშშსა და იაპონიას ემორჩილება. ეს ქვეყნები არ შევიდნენ ახალ ბანკში. ნიშანდობლივია, რომ ჩინეთი, რომლის ეკონომიკაც მეორეა მსოფლიოში, მსოფლიოს ბანკში მეორე კატეგორიის ქვეყნებშია, განვიარების აზიურ ბანკში კი მისი წილი მხოლოდ 5%- შეადგენს, აშშისა და იაპონიისა _ 15-15%-.

ბრიჩსის ჩარჩოებში იქმნება სავალუტო რეზერვი _ თავისებური ურთიერთდახმარების სალარო, რომელსაც კრიზისის შემთხვევაში ნაციონალური ბაზრების სტაბილიზების ინსტრუმენტად გამოიყენებენ. ამ სალაროში ჩინეთი 41 მილიარდს შეიტანს, რუსეთი _ 18 მილიარდს, ამდენივე თანხას შეიტანენ ინდოეთი და ბრაზილია, სამხრეთი აფრიკა კი _ 5 მილიარდს. გარდა ამისა, იქმნება ანგარიშსწორების სისტემაც, იმისთვის, რომ დამოკიდებულნი არ იყვნენ დასავლურ ორგანიზაციებზე.

უფაში შემუშავებულ დოკუმენტებს შორის არის დეკლარაცია, ბრიჩსის მოქმედების გეგმა და ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგია 2020 წლამდე, რომელშიც უამრავი პუნქტია და ყველა მიმართულია 4 კონტინენტზე მდებარე სხვადასხვა ქვეყნის ამბიციური მცდელობების დასაკმაყოფილებლად. გარდა ამისა, დამტკიცდა ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამა 2016-2018 წლებში.

როგორც ჩანს, ბრიჩსი მხოლოდ დასაწყისია ოცნების რეალიზებისა ახალ გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგზე, სადაც გასაქანი არ ექნება ანგლოამერიკული ოლიგარქიის იმპერიალისტურ დომინირებას და ქვეყნები შეინარჩუნებენ სუვერენიტეტს, კულტურები კი ერთმანეთისადმი პატივისცემით განიმსჭვალებიან.

დაიწყო საერთაშორისო საფინანსო სისტემის რეფორმირება და ამის გამო აშშ გაღიზიანებას ვერ მალავს. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა დებორა ლი ჯეიმსმა საინფორმაციო სააგენტო ღეუტერს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთს “აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე” უწოდა და აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის “შემაშფოთებელი მოქმედებების” საბაბით ევროპის კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება მოითხოვა, თანაც ნატოს წევრ-სახელმწიფოებს თავიანთი ქვეყნების მთლიანი შიგა პროდუქტის 2%-ის დათმობისკენ მოუწოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესანარჩუნებლად.

როგორც ჩანს, “მოსკოვის შემაშფოთებელი მოქმედებები” ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრ ქვეყნებს სულაც არ აშფოთებთ. ნატოს მხოლოდ 4 წევრი (28-დან) ასრულებს თავდაცვის ღონისძიებებისთვის დაწესებული თანხების ნორმატივს. ასე რომ, იგავარაკებისაშინელი რუსებისშესახებ ჯერჯერობით არ მუშაობს.

რუსეთს შეუძლია, დასავლეთს უპასუხოს. ლაპარაკია არა სამხედრო სფეროზე, არამედ ფინანსებსა და ეკონომიკაზე. წლის დასაწყისიდან რუსეთის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვება 6,5-ჯერ გაიზარდა, ვერცხლის _ 7,7-ჯერ. მოპოვებულია 83,01 ტონა ოქრო, ვერცხლი _ 411,7 ტ. ვაშინგტონისთვის, ამ შემაშფოთებელ სტატისტიკასთან ერთად, ამუშავდა ბრიჩსის განვითარების ბანკიც 100-მილიარდიანი კაპიტალით; აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთი თავის წილს ამ ბანკში ოქროთი გაამყარებს, ამის თაობაზე შანხაის ოქროს ბირჟის ვიცე-პრეზიდენტმა შენ განმა განაცხადა.

პეკინის ძალაუფლება შესაშური სისწრაფით ვრცელდება. ივნისში ჩინეთის უძველესი საფინანსო ორგანიზაცია (დაარსებულია 1912 წ.) _ ჩინეთის ბანკი (Banl of China Ltd) _ ოფიციალურად შეუერთდა ლონდონის ოქროს ფიქსინგს _ ოქროს ფასის ყოველდღიურ განსაზღვრას, რომელიც 1919 წლიდან მოქმედებს ბრიტანელი ბანკირის _ ნათან როტშილდის ინიციატივით.

პეკინი მიღწეულით არ კმაყოფილდება: ელიტართა რიგებში შესასვლელად ემზადება ჩინეთის სამრეწველო-კომერციული ბანკი. ჩინეთს სურს, დოლარის, ევროს, გირვანქა სტერლინგისა და იუანის შევიწროება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვში იუანის გაძლიერება, ამიტომ ფსონს ოქროს ზოდების შესყიდვაზე დებს.

“ჩინელებს სურთ, საერთაშორისო ვაჭრობის ყველა მწვერვალი დაიპყრონ, ამიტომ მიისწრაფვიან, წარმოდგენილნი იყვნენ იქ, სადაც განისაზღვრება ფასები”, _ Bloomberg-ს მოჰყავს Sharps Pixely Ltd-ს აღმასრულებელი დირექტორის _ როს ნორმანის ფრაზა.

ანუ ლონდონის ოქროს ბირჟა, რომელიც ამ დარგში უდიდესია (მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გაიყიდა 20,2 მილიარდი დოლარის ოქროს ზოდები), ჩინეთისთვის ნელნელა გადაიქცევა ტრამპლინად, რომელიც იუანს საშუალებას მისცემს, დაასუსტოს დოლარი და მასთან დაკავშირებული სავალუტო სისტემები. რა თქმა უნდა, ლაპარაკია მხოლოდ იუანისკონსერვატიულექსპანსიაზე, რადგან დოლარის მკვეთრი დაცემა გაანადგურებს ჩინეთის ეკონომიკას, რომელიც აშშის სახელმწიფო ვალს აფინანსებს. სწორედ ეს მჭიდრო დამოკიდებულება ორ ქვეყანას შორის ქმნის ისეთ მოვლენას, რომელსაცჩაიმერიკას” (ჩინეთი და ამერიკა) უწოდებენ.

ინტრიგა არის ის, რომ ჩინეთს ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია მოსკოვის დაუხმარებლად, რომელიც, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად, ოქროს მთავარი მომპოვებელია. გლობალური წესრიგი “ოქროს ციებ-ცხელების” გავლენას განიცდის. მისი მოქმედება ჰგავს ტექნოლოგია Web 2.0-ს, რომლის გამოყენებისას სისტემები ქსელური ურთიერთმოქმედების გზით მით უკეთესად მუშაობს, რაც მეტი ადამიანი იყენებს. ვირუსი გაშვებულია. მისი ფართოდ გავრცელების სტიმული კი ოქროზე მოთხოვნის ზრდაა. ოქროს საკითხებზე საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, ჩინეთი წლეულს ოქროს შესყიდვებს 3%-ით გაზრდის. რუსეთის ოქროს მარაგიც იმატებს _ მიმდინარე წლის ივნისში 1250,9 ტონა შეადგინა. ეს მონაცემები საკმარისი აღმოჩნდა, ჯიმ რიკარდსს (ავტორი წიგნისა “ფულის სიკვდილი: საერთაშორისო სავალუტო სისტემის მოახლოებული კოლაფსი”) CNBC-ის ეთერში განეცხადებინა, რომ რუსეთი სწრაფად გადავა ოქროს რუბლზე. ანალოგიურ პოზიციაზეა გამოცემა Money norning-ის ანალიტიკოსი პიტერ კრაუტიც, რომელიც წერს, რომ, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, რუსეთი ზრდის ოქროს მარაგს და “ამ ტენდენციამ შეიძლება დაანგრიოს დოლარი”. რიკარდსი კი დარწმუნებულია, რომ დოლარის აღსასრული მაშინ დადგება, როცა ჩინეთი გამოაქვეყნებს მონაცემებს ოქროს რეალური რეზერვის შესახებ. ჯერჯერობით კი ყველაფერი ჭორის დონეზეა. მაგალითად, პორტალი Goldseek.com იუწყება, რომ ჩინეთის ოქროს მარაგი 9816,03 ტონას შეადგენს.

“ოქროს ციებ-ცხელება” არ შემოიფარგლება რუსეთითა და ჩინეთით, მასში ჩართულია თურქეთიც, რომელიც, ოქროს საკითხების საერთაშორისო საბჭოს ექსპერტ ალისტერ ჰიუტონის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა ამ ძვირფასი ლითონის მოხმარების მიხედვით (გლობალური მოთხოვნის 6%) _ წელიწადში 181 ტ. ოქროს დაგროვების გზას დაადგა ირანიც და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ირანის დაბლოკილი აქტივები 100 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ბრძოლა რაც შეიძლება მეტი ოქროს ხელში ჩასაგდებად ახლა იწყება.

აღსანიშნავია, რომ ბრიჩსის წევრი ქვეყნები G20-ის წევრებიც არიან და შეუძლიათ გავლენა იქონიონდიდი ოცეულისგადაწყვეტილებებზე.

უფაში გამართულ სამიტზე ბრიჩსის წევრები ქვეყნების ლიდერებმა აქცენტი გააკეთეს მსოფლიოს ეკონომიკის პრობლემებზე და ერთხმად დაუჭირეს მხარი გაეროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწრაფოდ რეფორმირებას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: რუსეთი თავისთვის და სპეციალურად ინდოეთისთვის ააგებს უახლეს ატომურ წყალქვეშა ნავს და ეს იქნება ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი მრავალმიზნიანი სუბმარინა პროექტიასენის”  მიხედვით ან მისი მოდიფიკაცია.

“იასენის” კლასის წყალქვეშა ნავი, რომელსაც “ავიამზიდების მკვლელს” უწოდებენ, უმძლავრესად ითვლება.

წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი 90 კაცისგან შედგება, ახალი თაობის ატომური რეაქტორის წყალობით სუბმარინას შეუძლია, განავითაროს საათში 70 კმ სიჩქარე, წყნარი სვლა კი უზრუნველყოფილია საათში 36 კმ სიჩქარით.

ინდოეთისთვის განკუთვნილი “იასენი” აღჭურვილი იქნება 8 ვერტიკალური სარაკეტო შახტით, აგრეთვე, 13 კმ რადიუსის სიშორეზე მოქმედი წყალქვეშა რაკეტა “შკვალით”.

მსოფლიოს ძველი წესრიგი სწრაფად ინგრევა, ნაპრალი კი, რომლიდანაც გამოსჭვივის ძალების ახალი ბალანსი, რაც დრო გადის, მეტი ჩნდება. ამ რბოლაში რუსეთი და ჩინეთი ლიდერობენ. თუ ვინ გადაკვეთს ფინიშის ხაზს პირველი, მხოლოდ ორიოდე წლის შემდეგ გვეცოდინება.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here