Home რუბრიკები საზოგადოება სტალინისა და დავით აღმაშენებლის ძეგლები ძველ ადგილას უნდა დავაბრუნოთ!

სტალინისა და დავით აღმაშენებლის ძეგლები ძველ ადგილას უნდა დავაბრუნოთ!

1899

 “ _ ქალბატონო მანანა, პრემიერმა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანაზე ისაუბრა და, ალბათ, მისი ეს ინიციატივა ძალიან მალე შესრულდება. ხომ არ იცით, რა პოზიცია აქვს მას სტალინის ძეგლის დადგმაზე?

 

_ დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი, ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.

_ სტალინის ძეგლის დადგმაზე თუ არის რაიმე სიახლე?

_ ვისი? და რა სიახლე უნდა იყოს, რა ხდება?

_ გორში აქციების დაწყებას გეგმავენ, მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ დაიდგას.

_ სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია არ შეცვლილა.

_ ანუ სტალინის ძეგლი არ დაიდგმება?

_ არა!”

ეს დიალოგი მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელ მანანა თოქმაჯიშვილსა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილს შორის გაიმართა და გამოქვეყნდა კიდეც გაზეთის წინა ნომერში (8-14 ივლისი, 2015 ., #25) სათაურითვინ უშლის ხელს სტალინის ძეგლის თავის ადგილას დაბრუნებას გორში”.

საკითხი ერთობ რთული და, ამასთანავე, ბურუსით მოცულია; ისევე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების “საქმენი საგმირონი”. ორივე ძეგლთან დაკავშირებული პრობლემები “ნაცურმა” ხელისუფლებამ გააჩინა და, თუ პირველ შემთხვევაში (დავით აღმაშენებლის) ინიციატივა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ სააკაშვილის გუნება-განწყობილების ნაყოფია, სტალინის ძეგლის დემონტაჟი კოლექტიური შემოქმედებაა, ანუ დასავლელი, განსაკუთრებით _ აშშ-ის, პოლიტიკოსებისა და მათი ყურმოჭრილი მონის _ სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. მათი ინიციატივითვე ააფეთქეს ქუთაისის “დიდების მემორიალიც”. ღარიბაშვილს ორივე საკითხი თავსატეხად ექცა, ვინაიდან ობიექტურ, კანონიერ, სწრაფ რეაგირებას მოითხოვს მისგან. ასეთია ხალხის სურვილი. და რომ ეს ასეა, პრემიერის განცხადებიდანაც ჩანს _ ნაწილობრივ, მხოლოდ აღმაშენებლის ძეგლზე, მაგრამ ეკა ნასყიდაშვილის მასალამ ცივი წყალი გადაგვასხა მეც და სხვებსაც, ვინც აღნიშნული საკითხების სწრაფ გადაჭრას ველოდით.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მუშაკი “ცივი შხაპის” შემოქმედია თავისი ზერელე პასუხით, _ “კულტურის სამინისტრის პრეროგატივაა”-ო. ჩვენ კი გვეგონა, პრემიერის ნათქვამს მიწაზე დაშვებამდე, ჰაერშივე დაიჭერდა მერია. ნაცვლად ამისა, მივიღეთ უსუსური პასუხი.

საზოგადოება მოითხოვს ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნებას, მაგრამ არის კი ამის შესაძლებლობა?

წინა ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებისა და ამჟამინდელის გულგრილობის შედეგად სასტუმრორადისონ ბლუ ივერიასმიმდებარე ტერიტორია ისე შეიცვალა და ჩაიხერგა უსახური შენობებით, კაფეებით, “ნაცურმახელისუფლებამ ისე უსწრაფესად მოაოხრა ის მიდამო, ძეგლის კი არა, ნემსის ჩაგდებაც გაჭირდება.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ დავით აღმაშენებლის ძეგლი უსახური მინის შენობის წინ, რომელშიც სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ამ შენობის აშენებით დაიკარგა სივრცე, ნებისმიერი ძეგლის აღქმისთვის საჭირო და აუცილებელი. ამ ტერიტორიას “ნაცებმა” ის დამართეს, რაც პარლამენტის შენობას. მიზანი _ არც პარლამენტის შენობა ყოფილიყო პარლამენტისთვის და არც დიდი მეფის ძეგლი დაბრუნებოდა ძველ ადგილას.

სტალინის ძეგლის მიმართ კი უნიათო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. გორელების, და არა მხოლოდ მათი, საქციელი ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. კარგად გვახსოვს გორისა და ქუთაისის ამბავი _ რა ცოტა ხალხი გამოვიდა ძეგლების დასაცავად. არც გორსა და არც ქუთაისში ქუდზე კაცი არ გამოსულა, სააკაშვილის ჯალათი პოლიციისა შეეშინდათ. გარდა ამისა, ყველამ გაუწია ანგარიში საკუთარ ოჯახს. ადამიანები ვერ აიტანდნენ რეპრესიებს, ძეგლები კი ყველაფერს იტანენ. საპროტესტო აქციაზე ბევრი გორელი რომ გამოსულიყო და მათ თბილისელებიც მიმატებოდნენ, შედეგი სხვა იქნებოდა.

დღეს სხვა ვითარებაა _ სადამსჯელო ოპერაციები აღარ ტარდება, მაგრამ საზოგადოება ისეთივე ინდიფერენტულია, როგორც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა ძეგლებს, რასაც მოისურვებდნენ, იმას უშვრებოდნენ. არადა, კატეგორიული სახალხო მოთხოვნის შემთხვევაში, არათუ სტალინს, ჰიტლერსაც კი დაუდგამენ ძეგლს.

ხელისუფლებამ იცის, რომ საზოგადოება ძეგლების ძველ ადგილებზე დაბრუნების მოთხოვნით მასობრივ საპროტესტო აქციებს არ გამართავს და, რადგან ასეა, ცდილობს, კოჭი უგოროს დასავლეთს. არადა, საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტიც შეიცვლიდა აზრს და ივანიშვილიც, რომელმაც ერთხელ თქვა, სტალინთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება მაქვსო. “ამ მოსაზრებამ” აფიქრებინა პრემიერს ის, რაც თოქმაჯიშვილმა გაახმოვანა.

ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და არა ერთმა პირმა, თუნდაც პრემიერმა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი აყოლილია ანტისტალინურ, ანტისაბჭოურ პროპაგანდას და ისტორიის ფალსიფიცირებულ ფურცლებს სინამდვილედ აღიქვამს. ცოტას თუ შეაქვს სინათლე ამ ბოროტებისა და სიცრუის მორევში და მათ შორის გაზეთი “საქართველო და მსოფლიოა”. მადლობა გრიგოლ ონიანს, რომელიც გაზეთის ყველა ნომერში აქვეყნებს სიმართლეს სტალინურ ეპოქაზე, ამან თვალი უნდა აუხილოს სიცრუეს აყოლილ საზოგადოებას.

სტალინის პიროვნება იყო, არის და იქნება საზოგადოებრიობის, მათ შორის, უცხოელთა დიდი ინტერესის საგანი. გასული საუკუნის სამოციან წლებში ტურიზმის სისტემაში ვმუშაობდი და გამუდმებით მიწევდა ტურისტულ მარშრუტში სტალინის სახლ-მუზეუმის შეტანა ამერიკელი, ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი თუ სხვა ტურისტების თხოვნით. ამ სახლ-მუზეუმს დღესაც არ აკლია უცხოელი სტუმრები. ჩვენ კი რა გავხდით?!

უნდა შევიგნოთ, რომ სტალინის სახელი საქართველოსთან არის დაკავშირებული და ის გაცილებით მეტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, ვიდრე დიდი მეფე დავით აღმაშენებლი, ბუმბერაზი რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და სხვ.

საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამ, ფაშიზმზე გამარჯვებამ, სხვა დიდმა საქმეებმა მოუტანეს სტალინს უკვდავება, ჩვენ კი ძეგლსაც ვამადლით. ტირანი იყოო, მაგრამ არანაკლები ტირანი იყო ჩინგის ყაენი. დრო იყო მაშინ ისეთი. რაც შეეხება სტალინის ტირანობას _ ეს საკითხი გამოწვლილვით არის შესასწავლი, ფალსიფიცირებული ისტორიის ჩამოშორებითა და სინამდვილის გამომზეურებით.

სისხლისმსმელ ტირან ჩინგის ყაენს ლონდონის ცენტრში, ჰაიდ პარკში, ძეგლი დაუდგეს, ინგლისელი მკვლევარების მიერ შექმნილი სქელტანიანი წიგნის თანხლებით, რომელშიც განმარტებულია მის მიერ წარმოებული ომები და, ამასთანავე, პროგრესი, წინსვლა არა მხოლოდ მონღოლთათვის, არამედ კაცობრიობისთვის. ჩინგის ყაენის ნამოქმედარში პოზიტივი სჭარბობს ნეგატივს _ ასეა წიგნში. მონღოლი ხალხი დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ეკიდება ჩინგის ყაენის პიროვნებას. მისი ძეგლები ამშვენებს მონგოლეთის დედაქალაქ ულანბატორს.

ქართველებს სტალინისთვის ძეგლი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ქართული საგანძურის დაბრუნებისთვის უნდა დაედგა. არამც და არამც არ ვაკნინებ ექვთიმე თაყაიშვილის სახელსა და ღვაწლს, მაგრამ ვიაზროვნოთ რეალურად და ვთქვათ სიმართლე _ შეძლებდა კი გასული საუკუნის ოციან წლებში გაუქმებული საქართველოს მთავრობის წევრი საფრანგეთის საკუთრებაში გადასული ქართული საგანძურის დაბრუნებას? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ეს საგანძური ექვთიმეს თავის სახლში ჰქონდა? მხოლოდ სტალინის უშუალო ძალისხმევით მოხდა დაბრუნება ქართული საგანძურისა, რომელიც უკვე საფრანგეთს ჰქონდა მისაკუთრებული. ეს საქმე საბჭოთა კავშირის მეთაურის _ იოსებ სტალინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის _ შარლ დე გოლის მოლაპარაკებით გადაწყდა.

მხოლოდ სტალინის მითითებით შეიტანეს საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენა და ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ჩანაწერი არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ ჰქონდა. შევარდნაძე კი შეეცადა, საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის შექმნისას პროექტიდან ქართული ენა ამოეღო და, როდესაც ამას გამოსვლები მოჰყვა, ხალხი დაარწმუნა თავის უცოდველობაში და ყველაფერი მოსკოვს გადააბრალა.

სტალინი იყო პიროვნება, რომელმაც აგრარული საქართველო ინდუსტრიულ ქვეყნად აქცია _ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, თბილისის საავიაციო ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა და ა.შ., რომ აღარაფერი ვთქვათ სამგორის სარწყავ სისტემაზე, მეცნიერებათა აკადემიასა და სხვა მრავალზე. ჩვენ კი ასეთ პიროვნებას ვაგინებთ, ვლანძღავთ, ისტორიის გამყალბებელთა ფეხის ხმას აყოლილნი.

დიახ, სტალინის ძეგლი უნდა დაუბრუნდეს გორს და ეს საქმე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა ითავოს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here