Home რუბრიკები პოლიტიკა ქართულო ჯარო, აშშ-ის არმიაზე სწორდი!

ქართულო ჯარო, აშშ-ის არმიაზე სწორდი!

726

ჩვენი შინნაზარდი ლიბერალები დროდადრო გვაბრიყვებენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს თავიანთი ჩექმებით შემოაქვთთავისუფლების მიწა”, ჰაერი უმალ იჟღინთებათავისუფლების სურნელით”, წყალიც იღებსთავისუფლების გემოსდა წარმოიდგინეთ, აშშის სარაკეტოსაავიაციო დარტყმების შემდეგ შენობებიც კი რაღაცგანსაკუთრებული თავისუფლებითინგრევა და იწვის

 

“თავისუფლება ამერიკულად”, სამწუხაროდ, დაავიწყდა ევროკავშირის წამყვან ქვეყანას _ გერმანიას, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკულ საოკუპაციო ზონაში, სახელდახელოდ აგებულ ტყვეთა ბანაკებში ამერიკელმა “დემოკრატებმა” შიმშილით ამოხოცეს მილიონზე მეტი გერმანელი სამხედრო პირი. სამაგიეროდ “ატლანტიკგაღმელების” ველურობა მშვენივრად ახსოვთ ვიეტნამში, პანამაში, გრანადაში, იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში, სადაც კი “დემოკრატიის” დასამკვიდრებლად შეიჭრნენ “მამაცი იანკები”… “უწყინარი ამერიკელები” მოწინააღმდეგეებსაც ირჩევენ, როგორიც მათ სიმამაცეს შეეფერება _ სამხედრო დარგში მათზე აშკარად სუსტს, თუმცა პატარა ვიეტნამმა უზარმაზარ აშშ-ს, რა თქმა უნდა, დიდი საბჭოთა კავშირის დახმარებით, კბილები, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩამოუღო.

ყველაზე მეტად კი ამერიკელებს უყვართ ისეთი ომი, რომელშიც თვითონ არ მონაწილეობენ, მხოლოდ სვამენ ლუდს, წრუპავენ კოქტეილს და დასდევენ ადგილობრივ ქალებს. “ჰამბურგერგამოკვებილნი” და “კოკა-კოლდალეულნი” აუპატიურებენ ყველაფერს, რაც კი მოძრაობს; არც ერთმანეთს ინდობენ. აგერ, პენტაგონის ოფიციალური სტატისტიკა: რაოდენობა ამერიკელი სამხედროებისა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 2013-დან 2014 წლის ჩათვლით, გაიზარდა 19 ათასიდან 26 ათასამდე. გამოდის, რომ აშშის არმიაში ყოველდღიურად აუპატიურებენ 71 სამხედროს! აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სიაში არ შედის სხვამოკავშირესახელმწიფოების მცხოვრებთა (როგორც ქალების, ისე კაცების) გაუპატიურების შემთხვევები. მაგალითად, იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, სადაც განლაგებულია აშშის სამხედრო ბაზა, ერთი თვის განმავლობაში ამერიკელები აუპატიურებენ დაახლოებით 25 ადგილობრივ ქალს. ეს _ ოფიციალურად. იაპონური მასმედიის მონაცემებით კი, სამჯერ მეტი გაუპატიურებული ქალი, სირცხვილის გამო, არ აცხადებს პოლიციაში მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე.

ვერც სამხრეთ კორეაში განლაგებული ამერიკული ბაზების ხელმძღვანელობა დაიკვეხნის სამაგალითო დისციპლინით. 1952-2014 წლებში აშშის სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ სამხრეთ კორეაში 100 ათასს გადააჭარბა! პირველ ადგილზე, რასაკვირველია, გაუპატიურებებია; მეორეზე _ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები; ხოლო მესამეზე _ განზრახული და არაგანზრახული მკვლელობები… უფრო ზუსტად, მკვლელობების დიდი უმრავლესობა სახელდება, როგორც “არაგანზრახული” მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამერიკელი სამხედროები სამხრეთ კორეის სასამართლოებისთვის მიუწვდომელნი არიან!..

მკითხველი დაინტერესდება, იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც აშშ-ის სასამართლო საკადრისად სჯიდა ამერიკელ ჯარისკაცებს და ოფიცრებს მათ მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულითვის? სჯიდა, მაგრამ ასეთი მაგალითები ძალზე იშვიათია, შეიძლება ითქვას, თითზე ჩამოსათვლელი!

ამერიკელებისთვის სულერთია, რომელმოკავშირექვეყანაში იმყოფებიან, თავს ყველგან დაუსჯელად გრძნობენ. იქ მათ ვერავინ გაასამართლებს, მით უმეტეს, აშშში არავინ მოსთხოვს მათ პასუხსველურებისმიმართ ჩადენილ დანაშაულზე! მოკლედ, როგორც ანგლოსაქსები ცინკურად ხუმრობენ, “ატლანტიკისგაღმელი ჯენტლმენი პასუხს არ აგებს იმაზე, რასაც სჩადის ჯენტლმენი ატლანტიკის გამოღმა”.

მაშ, დაემსგავსოს ქართული ჯარი ამერიკულ არმიას? ვინაა მომხრე?

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here