Home რუბრიკები პოლიტიკა უსუფაშვილმა ქართველ ამომრჩეველს დასცინა

უსუფაშვილმა ქართველ ამომრჩეველს დასცინა

533

10 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის სახელით გამოსვლისას დეპუტატებს ასე მიმართა: “ხალხის რჩეულები ვართ და მეტი უნდა ვიმუშაოთ”. 

 

ცხადია, ამ განცხადების ადრესატი უკლებლივ ყველა დეპუტატი იყო, მათ შორის, “ნაციონალიც”, თავისუფალი დემოკრატიც და რესპუბლიკელიც. მიუხედავად ამისა, პატივცემულმა თავმჯდომარემ ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, თვალიც არ დაუხამხამებია. მოკლედ, ინტონაცია ისეთი ბუნებრივი იყო, კინაღამ გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ რესპუბლიკური პარტია სინამდვილეში სამპროცენტიანი პოლიტიკური ბალაგანი კი არა, რეიტინგის უკონკურენტო ლიდერია.

 საზოგდოდ, ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის მიუნჰაუზენების ლაყბობა უცხო ხილი არ არის. მხოლოდ იმის გახსენება რად ღირს, “ნაცების ბარონი” სააკაშვილი რუსულ ავიაციას ღრუბელ-ღრუბელ რომ დაემალა; საქართველო რომ სინგაპური და დუბაი უნდა გამხდარიყო, თავის დროზე ასევე არანაკლებ შთამბეჭდავი ზღაპარი იყო, მაგრამ უსუფაშვილის განცხადებამ მაინც ყველარეკორდიმოხსნა. ხალხის რჩეულები ვართო _ ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ენას ძვალი არ აქვს და შუბლს _ ძარღვი, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა. ცინიზმი და ბედის ირონიაა, რომ სამპროცენტიანი პოლიტიკური ცვედანი, რომელიც, სულ რაღაც, ორწლინახევრის წინათ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე ოცნებობდა, ახლა თავის თავს ხალხის რჩეულს უწოდებს. მეტიც, ეს პოლიტიკური იმპოტენტი მასთან ერთად პარლამენტში მსხდომ სხვა იმპოტენტებსაც ხალხის მიერ არჩეულ კანონმდებლებად მოიხსენიებს და კოლეგებს ეუბნება, დაგავიწყდათ, მოსახლეობა რომ გენდოთ, ამომრჩეველს იმედი არ უნდა გაუცრუოთო. ვინ-ვინ და “რესპების ქორმა” ძალიან კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში მისი პარტია პარლამენტში ვერ გაჭაჭანდება; იცის, რომ დეპუტატის მანდატი და ფუმფულა სავარძელი სანატრელი გაუხდება, მაგრამ მას ეს საერთოდ არ ადარდებს. უსუფაშვილიც და მისი თანაგუნდელებიც ამ მხრივ თავს სრულიად დაცულად გრძნობენ, რადგან ზუსტად იციან, რომდემოკრატიული დასავლეთირიგგარეშე არჩევნებს არ დაუშვებს. ისე, ნათქვამია, ცოდვა გამხელილი სჯობსო და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას: უსუფაშვილი იმის თქმასაც რომ არ თაკილობს, ხალხის რჩეულები ვართო, ისევ და ისევ ჩვენი, რიგითი ამომრჩევლის, ბრალია. თავის დროზე “ნაცების” სიძულვილს რომ არ დავებრმავებინეთ და საარჩევნო ყუთთან იმ განწყობით არ მივსულიყავით, ოღონდ სააკაშვილის რეჟიმი არა და ვინც გინდა, ნებისმიერიო, ახლა სამპროცენტიანი “რესპის” მიუნჰაუზენობა ნერვებს არ მოგვიშლიდა. ყოველ შემთხვევაში, სიტყვა არჩეულის ხსენებაზე უსუფაშვილს “რუხი ოლიგარქის” სახე მოელანდებოდა და საკუთარ თავს თვითონვე მიჯირყვნიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველმა საზოგადოებამ თავის დროზე ვერ გაითვალისწინა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ბრმა არჩევანი მალე თავში საცემი შეიძლებოდა გახდომოდა და მილიარდერი ივანიშვილი მესიასავით მიიღო. ეგ იყო და ოლიგარქს ყველაფრის უფლება მივეცით, მათ შორის, კოალიციაში წამყვან ძალად რესპუბლიკელების დაყენებისაც და აი შედეგი: დღეს ეს პარტია ურცხვად გვეუბნება, თქვენი არჩეული ვართ, ჩვენ თქვენს პოლიტიკურ ნებას გამოვხატავთო. ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, თურმე ჩვენი ნება ყოფილა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაც, მიწების უცხოელებზე გასხვისების მოღალატეობრივი დადგენილებაც და ..

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველო სულ მალე “ჭეშმარიტ დასავლურ დემოკრატიას” ეზიარება და აქაც ისეთივე კანონებს მიიღებენ, როგორსაც ამერიკა და ევროპის სახელმწიფოები იღებენ. ვგულისხმობ სოდომიის დაკანონებას, შემდეგ ერთსქესიანთა ოჯახებისთვის შვილის აყვანის უფლების მიცემას და კიდევ სხვა მრავალ მსგავს გადაწყვეტილებას. მოკლედ, როცა ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებენ, არ გაგიკვირდეთ, თუ იგივე უსუფაშვილი კვლავ წარბშეუხრელად გამოგვიცხადებს, ეს ჩვენი არჩევანიაო. იქნებ მართლაც ასე არის. სხვა შემთხვევაში ხალხი არ დაუშვებდა პოლიტიკური მუმიების პარპაშს და, თავის მხრივ, ვერც სამპროცენტიანი პოლიტიკური ცვედანები გაბედავდნენ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას.

ასეა თუ ისე, ფაქტია, საზოგადოება დუმს, არადა, საკითხავია _ ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ოქროა, თუ ის, როცა დუმილით გაიცემა ღმერთი…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here