Home რუბრიკები პოლიტიკა ტოლერანტობის ფაფა და ცისარტყელის მახათი

ტოლერანტობის ფაფა და ცისარტყელის მახათი

549

როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ პირდაპირი მხარდაჭერა გამოხატა .. ლგბტ თემის მიმართ და ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინება ქვეყნის მასშტაბით დააკანონა, საქართველოს მატრაკვეცათა კასტამ იმწამსვე დაიწყოტოლერანტობის ფაფისხარშვა იმ იმედით, რომ აშშ მასშიერბოსჩაუგდებს.

 

რა თქმა უნდა, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების საკითხის მიმართ ღია მხარდაჭერის გამოხატვა ქართველ ე.წ. მოლიბერალო ელემენტებს აქამდეც შეეძლოთ, მაგრამ არ მახსენდება ზედიზედ ამდენი პუბლიკაცია, რეპლიკა, “ფეისბუქპოსტითუ კიდევ სხვა საშუალებით გამოხატული თვალსაზრისი, სადაცმოღვაწენიამა ქვეყნისა ასე აშკარად გამოხატავდნენ მათ მიმართ ღრმა თანაგრძნობას, სიყვარულს, სინაზესა და კიდევ რაღაც აუხსნელ გრძნობას, რომელსაც მაშინ განიცდიან, როდესაც მამაკაცის ტუჩებში ტუჩებით ჩაფრენილ მეორე მამაკაცს ხედავენ!

ასე განსაჯეთ, თვით ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩეულნიც კი უეცრად განიმსჭვალნენ ლესბოსელთა, ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსსექსუალთა მიმართ მზრუნველობითა და უნაზესი გრძნობით. არადა, თუ კარგად გავიხსენებთ, ივანიშვილი 2012 წლის არჩევნების წინ სწორედ ოჯახის სიწმინდითა და ტრადიციული ოჯახური ფასეულობებით აწონებდა თავს საქართველოს ამომრჩეველს.

თუმცა გახსენებაც არ არის საჭირო, რადგან “ივანიშვილის ღარიბაშვილმა” კატეგორიულად განაცხადა, ყველაფერს ვიზამ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს _ ოჯახი ქალისა და მამაკაცი ერთობა არისო!

ზუსტად ვერ გეტყვით, ეს განცხადება უფრო ადრე იყო თუ ამერიკის მთავრობის გამოხდომა _ გპირდებით, ყველაფერს ვიზამთ, რათა მალე ერთსქესიანთა ქორწინება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაკანონდესო…

ისე, რომელმა რომელს დაასწრო, რა მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, ღარიბაშვილი უფროიზამს ყველაფერსთუ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.

სიმართლე გითხრათ, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ “ყველაფრის ქნა” მხოლოდ 2016 წლის შემოდგომის არჩევნებამდე მეჩვენება რეალურად. აი, ამის შემდეგ, თუკი კიდევ ვინმე გაბედავს და რამესიზამს”, მას ამერიკის მთავრობა ისეთსუზამს”, დღემდე რომ არაერთი მთავრობისთვის უქნია არა მხოლოდ საქართველოში!

აი, სწორედ ამ ფონზეა საინტერესო ტოლერანტობის ფაფისმოხარშვის მომლოდინეთა ის რიგი, რომელშიც უკვე აშკარად ჩადგნენ ივანიშვილისრჩეულნი”.

კერძოდ, ამ დღეებში პარლამენტარმა თამარ კორძაიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ის მომხრეა საქართველოში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების დაკანონების და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქართული საზოგადოება ლგბტ თემის მიმართ უფრო ტოლერანტული გახადოს, რასაც შედეგად შესაბამისი კანონის მიღებაც უნდა მოჰყვეს, მისი აზრით, ეს “წინგადადგმული ნაბიჯი” იქნება…

თამარ კორძაიას არც პარლამენტარი ელისო ჩაფიძე ჩამორჩა და საქართველოს მოსახლეობას მანაც ტოლერანტობისკენ მოუწოდა. ჩაფიძის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ დადებითად უნდა აღიქვას ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილებაც და ამერიკის მთავრობის განცხადებაც მსოფლიოში მსგვსი ქორწინების დაკანონების თაობაზე.

რა არის ეს?

თუკი რესპუბლიკელი კორძაიასგან მსგავსი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გაუკვირდებოდა, ელისო ჩაფიძის ასეთი გამოხდომა, რომელიც არა კოალიციაში შემავალი რომელიმეგარეპარტიის, არამედ უშუალოდოცნებისკანდიდატი და პირადად ბიძინას რჩეულია, ხომ არ ნიშნავს ნიადაგის მოსინჯვას საზოგადოებაში, ემანდ, იქნებ არც ისე ძალიან გაბრაზდეს საქართველოს მოსახლეობაო?

თუ არადა, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ბიძინას ერთი პირადი რჩეულის _ ირაკლი ღარიბაშვილისა და მეორე პირადი რჩეულის _ ელისო ჩაფიძის ასე მკვეთრად გამიჯნული პოზიციები?

აქამდე, აზრთა სხვადასხვაობას სხვადასხვა საკითხზე კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიით ხსნიდნენ ხოლმე “მეოცნებენი”. ამჯერად კი გვაქვს უშუალოდ “ოცნების”, არა როგორც კოალიციის, არამედ როგორც კონკრეტული პარტიის მიერ წამოწეული პოლიტიკური ფიგურების, მეტიც, პირადად ბიძინა ივანიშვილის მოწადინებითა და ხელდახსმით გაპოლიტიკოსებული პერსონების მძიმე მენტალური დაპირისპირება!

რას ნიშნავს ეს?

ახსნა ძალიან მარტივია _ ისევ და ისევ მაგიური სიტყვა “გრანტი”!

თუ გავისხენებთ, საიდან და როგორ მოხვდა ქალბატონი ელისო ჩაფიძესოლოლაკის შუშის სასახლეში”, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება!

ელისო ჩაფიძე სწორედ ის ჟურნალისტია, რომელიც ივანიშვილმა თავის პირველ, 2011 წლის სექტემბრის “ეპისტოლეში” შალვა რამიშვილისა და სხვა “ნიჭიერთა” გვერდით არ მოიხსენია!

ამით გაბრაზებულმა ჩაფიძემ ივანიშვილს, პირდაპირი მნიშვნელობით, “გადაუარა” და მიწასთან გაასწორა. მილიარდერს, როგორც ჩანს, ვიღაცამ ჩააგონა, რომ ჩაფიძე “მძიმე წონაა” და მასთან დაპირისპირება არ ღირდა, ანუ ჩაფიძის შემთხვევაშიც ბატონი მილიარდერი ზუსტად ისე დააგოიმეს, როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში, გნებავთ, პოლიტიკურ და გნებავთ, სრულიად უნიჭოხელოვნების ნიმუშებისშეძენის საკითხებში.

აი, სწორედ ამის შემდეგ დაიბარა ელისო ჩაფიძე მილიარდერმა “შუშებში”. იქიდან გამოსული ჟურნალისტი კი უკვე სულ სხვა გუნებაზე იყო და დაუფარავი აღტაცებით გაიძახოდა, “არ ყოფილა ბატონი ბიძინა ისეთი”-ო!

აი, როგორიისეთიარ ყოფილა ბატონი ბიძინა, დღემდე ვერ გავიგეთ, სამაგიეროდ, ელისო ჩაფიძის მატერიალური მდგომარეიობა რომ ძალიან გაუმჯობესდა, ფაქტია!

ჰოდა, როგორც ჩანს, ყოფილ მეგრანტე ჟურნალისტს ბოლო ხანსარ ყოფილა ისეთი”- ინერციით ნაშოვნი მატერიალური კეთლდღეობა შემოაკლდა და ახლა ისიცტოლერანტობის ფაფისდუღილში აპირებს გადაშვებას მეტიერბოსმოსაპოვებლად!

თუ შეამჩნიეთ, ამას წინათ “პირველ არხზე” ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ივანიშვილს განაწყენებული ტონით წამოსცდა: “აწი უფრო მეტს დავფიქრდები, ვიდრე ვიღაცების რჩევით ხელოვნების ნიმუშებს შევიძენო”.

ძნელი სათქმელია, როდის დაფიქრდება ამის ნახევარს მაინც ბატონი ბიძინა, ვიდრე თავისი შვილის ტელევიზიისთვის ვიღაცების რჩევით პროდიუსერებს, ჟურნალისტებსა და წამყვანებს შეარჩევს ყოფილი “ნაციონალების” ჯიბის კონტინგენტიდან…

უფრო ძნელი სათქმელია, როდის დაფიქრდება ამის მეათედს მაინც, ვიდრე საკუთარი პარტიის საარჩევნო სიისთვის პოლიტიკოსებსა და იურისტებს შეარჩევს

მაგრამ ფაქტია: თუკიოცნების” 2016 წლის საარჩევნო სიებში კვლავ ჯიუტად იქნება წარმოდგენილი ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებისწინგადადგმულ ნაბიჯადწარმომჩენი კანდიდატები, ამ საარჩევნო სიას კარგი დღე არ უწერია!

სამაგიეროდ, ნაკლებად აღელვებს საარჩევნო სიები ე.წ. დრამატურგ ლაშა ბუღაძეს. ის უკვე დაუფარავდუმწლაკუნებს პირსამ ჩვენსტოლერანტობის ფაფის მოთუხთუხე ქვაბსდა პირდაპირ აცხადებს, რომ ისეთი ტოლერანტულია ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინებების დაკანონების მიმართ, ტოლერანტობის უნახავს გაგხდის პირდაპირ!

ამ შემთხვევაშიც, ბუღაძე, როგორც სჩვევია ხოლმე, განსაკუთრებით მსუყეერბოსელოდება და დიდი მონდომებით აგრძელებს ზნეობის დამცველთამიბმასრუსეთუმეებსა და ანტიდასავლელებთან.

გაუგებარია, ამ “ერბოს” მომლოდინეებს რატომ არ ესმით, რომ უზნეობის მიბმა “მედასავლეთეებთან” და ზნეობის მიბმა “რუსეთუმეებთან” არის სწორედ პუტინის წისქვილზე წყლის დასხმა?!

თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთიდან მსუყე გრანტების მოლოდინი მართლაც ძალიან აბრმავებს თვალს და აყრუებს ყურს.

ამავეერბოსელოდებიან, როგორც ჩანს, მედიასაშუალებები და უკვე დღეში 2-3-ჯერ მაინც გადააწყდება მაყურებელი სხვადასხვა ტელევიზიის ეთერშისტერეოტიპების მსხვრეველსიუჟეტებს.

უფრო სწორად თვითონ ამ სიუჟეტების ავტორები და გმირები უწოდებენ ასე საკუთარ თავს, თორემ რეალურად ასეთი ყოვლად უაზრო სიუჟეტები არაფერსაც არ “ამსხვრევს”, უბრალოდ, კიდევ ერთხელ განამტკიცებს საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ აზრს, რომ მამაკაცურ საქმეებში ზოგჯერ, იშვიათად და ასე თუ ისე გამოდგებიან და გამოერევიან ხოლმე გამონაკლისი ქალები.

მაგალითად, ბოლო პერიოდში ვნახე სიუჟეტები პოლიციელ ქალებზე, სამხედრო მფრინავ ქალებზე, მაშველ ქალზე…

და ყველა ეს სიუჟეტი ერთსა და იმავეს გვაუწყებდა: “ამ ქალებს სურთ, დაამსხვრიონ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალი ვერ გააკეთებს მამაკაცის საქმეს. ისინი თავისი ცხოვრებით ამტკიცებენ, რომ ქალისთვის დაუძლეველი არაფერია!” _ ეს ყოვლად სულელური ფორმულა უკვე ძალიან შემოვიდა “მოდაში” და მას ხშირად იყენებენ “ერბოს” მომლოდინე “ტოლერანტები”.

არადა, ნამდვილად გაუგებარია, რანაირად “ამსხვრევს სტერეოტიპებს” ასიოდე ქალის არსებობა რამდენიმე ათეულათასიან არმიაში, 4-5 ქალის არსებობა _ რამდენიმე ასეულ სამხედრო მფრინავში ან ერთადერთი ქალის არსებობა რამდენიმე ათეულ მაშველს შორის?!

რომელსტერეოტიპებზესაუბრობს ეს ხალხი, როდესაც მსოფლიოს ახსოვს მეფე ქალებიც, დიქტატორი ქალებიც, ჯალათი ქალებიც, მარტენის ღუმელთან მდგომი ქალებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, რომის პაპი ქალიც კი!

მაშ, რაღას “ამსხვრევენ” ეს ქალები და ჟურნალისტები?

მე უფრო მგონია, რომ ისინი კი არ “ამსხვრევენ”, არამედ კიდევ უფრო განამტკიცებენ სტერეოტიპს, ზოგიერთი მატრაკვეცა ქალის ტვინისმიერი სიტუტუცის შესახებ.

თორემ ისსტერეოტიპები”, რომლებზეც ისინი მიგვანიშნებენ, მხოლოდ მაშინ დაირღვევა, როდესაც ჯარში, პოლიციაში, მაშველებში, აგრეთვე, სამოქალაქო შრომის მძიმე სამუშაოებზე _ “რასტვორისმოზელაზე, “ბალგარკაზედა .. _ ქალი მეტი იქნება, ვიდრე მამაკაცი. ეს კი არასოდეს მოხდება!

თორემ ერთეული ქალების გამოჩენა სხვადასხვამამაკაცურსამუშაოებზე მსოფლიოს დასაბამიდან არ უკვირს და ეს სულელური სიუჟეტები ვერანაირ სტერეოტიპს ვერამსხვრევს”.

თუმცა ვის რაში აინტერსებს რეალური შედეგი ან ის, რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა და სახელმწიფო ასეთმა სისულელემ

არც იმაზე ფიქრობს არავინ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი და მდიდარი ქვეყანაა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, დაცული მოქალაქეებით, მეტ-ნაკლები სოციალური პრობლემატიკით, მაგრამ მაინც უზრუნველყოფილი მოსახლეობითა და დალაგებული სახელმწიფო სტრუქტურებით…

ანუ მათ საქმე და საზრუნავი არაფერი აქვთ! უსაქმური კაცი კი რასაც აკეთებს ხოლმე ხანდახან უსაქმურობისგან, ყველამ ვიცით…

აი, ჩვენ, ანუ საქართველოს სახელმწიფოს გვაქვს კი საქმე ისე, ცისარტყელ ფერებში ამოვლებული მახათი ერთ ადგილში რომ გავირჭოთ?

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here