Home რუბრიკები პოლიტიკა თეთრი სახლის ცისფერი არჩევანი, ანუ სატანის ზეობა დედამიწაზე

თეთრი სახლის ცისფერი არჩევანი, ანუ სატანის ზეობა დედამიწაზე

959

ვაშინგტონში ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება, გნებავთ, დემოტრაკიის გამარჯვება თეთრი სახლის ლგბტ ფერებით შეღებვითა და ამ ფონზე ბებერი პედერასტების თვალცრემლიანიზასაობითაღნიშნესერთი მაგათი დედაცო! _ შეუკურთხებს მავანი და დამამუნათებს, _ პოტომაკის ნაპირებზე, რაც უნდათ, ის ქნან, თუნდაც თავში ქვა იხალონ, ბოლოს და ბოლოს, ვაშინგტონამდე კარგა ხნით ადრე მსოფლიოს ოცზე მეტი სახელმწიფოს დედაქალაქში დააკანონეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებები და რაღა ამერიკაზე გავწყერით ქართველებიო?! ჰოდა, წინამდებარე წერილის მიზანიც ის არის, რომ მკითხველთან ერთად ვიმსჯელოთ, უკიდურესი შეშფოთება ან გულარხეინობა საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო ჩვენისტატეგიული მოკავშირესახელმწიფოს მიერ მიღებული კანონის მიმართ.

 

ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, მოვთაფლავთ და გავხრწნით მათ. წინ წამოვწევთ მდაბიო გრძნობებს ლიტერატურასა და ხელოვნებაში, თანდათან მოვუსპობთ მათ სოციალურ არსს. ხელოვანს ჩავუკლავთ მისწრაფებებს, გადავაჩვევთ შექმნან ღირსეული სახეები. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე მდაბიო გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ, ყველანი, მხარს დავუჭერთ და შევაქებთ სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს,” _ ეს არის ამონარიდი ალენ დალესის საიდუმლო მოხსენებიდან, რომლითაც ის 1947 წელს წარსდგა აშშ-ის კონგრესის წინაშე, და რომლის სტენოგრამა მეორე დღესვე იდო სტალინის მაგიდაზე.

გავიხსენოთ ვაშინგტონისძაღლიშვილისააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი:

ცხვირმოუხოცავი, რიგ შემთხვევაში, საეჭვო სექსუალური ორიენტაციის მინისტრები თუ, საზოგადოდ, მაღალჩინოსნები; ამორალურობის, გარყვნილების მქადაგებელი მწერლები თუ პოეტები (ბუღაძეები, ბურჭულაძე-დეისაძეები და ა.შ.), რომლებიც, მათ მიმართ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, განებივრებულები არიან სხვადასხვა პრემიითა თუ გრანტებით; ე.წ. სატელევიზიო თოქშოუები, რომლებიც სულის წარმწყმედ ქვენა გრძნობებს პროპაგანდას უწევენ, რომელსაც ახალი ხელისუფლების პირობებშიც აგრძელებენ კონჩიტა გაბუნიები; მართლმადიდებელი დედაეკლესიის დისკრედიტაციის არცთუ წარუმატებელი მცდელობები; ქართველი ერის სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის არაერთგზის თავხედური შეურაცხყოფა; სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ ასობით ახალგაზრდის ქუჩაში დახვრეტა; ციხეებში მასობრივი ტერორი, პატიმართა წამება-გაუპატიურება; ე.წ. ჩაშვების ინსტიტუტის დაკანონება; 7 ნოემბერი, 26 მაისი და ა.შ. ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ურწმუნო თომებისთვისაც ცხადი გახდება, რომ ზემოთ ციტირებული “კეთილი ზრახვანი”, ე.წ. შეთქმულების თეორიების მოყვარულთა ავადმყოფური ფანტაზია კი არა, საქართველოში ალენ დალესის თეორიის (“პადვინუტების” ლექსიკით თუ ვიტყვით) იმპლემენტაციის სასტიკი რეალობაა.

და, მიუხედავად ყველაფრისა:

ჩვენ, ყველანი მხარს დავუჭერთ და შევაქებთ სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს”…

აკი, უჭერდნენ და დღესაც მხარს უჭერენ საკუთარძაღლიშვილსადა მის რეჟიმს!

სხვა მრავალთაგან ერთი მიზეზი იოსებ სტალინის მიერ რკინის ფარდის დაშვებისა, ალბათ, ალენ დალესის დოქტრინაც იყო და, ვიდრე რკინის ფარდაში ჯერ ჭუჭრუტანები არ გაჩნდა და ბოლოს, ვიდრე ამერიკის გავლენის აგენტების (გორბაჩოვი და მისი რაზმი) მეცადინეობით ბერლინის კედელი და საბჭოთა კავშირიც არ დაინგრა, ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეთა “ობლიკო მორალე”-ს ძვრაც ვერ უყვეს!

სამაგიეროდ, თავიანთ საზოგადოებას მიხედეს და ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენებული დასავლური ცივილიზაცია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ისე გარყვნეს და გაათახსირეს, რომ მივიღეთ ყოველგვარი იდეალებისგან, ზნეობისგან, ანუ ღმერთისგან თავისუფალი დასავლელი ახალგაზრდობა, რომლისთვისაც ერთსქესიანი ქორწინებები, ინცესტი, პედოფილია და სხვა გარყვნილებანი, მომაკვდინებელი ცოდვა კი არა, ჩვეულებრივი ამბავია!

1992 წელს, როცა გაეროს სამედიცინო კომიტეტმა მამათმავლობა დაავადებათა სიიდან ამოიღო, დაიწყო ლგბტ-თა ტრიუმფალური სვლა მსოფლიოში და ვიდრე აშშ-მა არ დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინებები, შედარებით არხეინად ვიყავით, რადგან ერთია, როცა ამას ჰოლანდია ან ნორვეგია დააკანონებს და სხვა, როდესაც ამას მსოფლიო დემოკრატიის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ბირთვული ზესახელმწიფო აკეთებს. ლგბტ თემის ლიდერად მოგვევლინა აშშ, რომლის სახმდივანმა ჯონ კერიმ დანარჩენ მსოფლიოში პედერასტიის ექსპორტირების პირობა დადო, რომელსაც სატელიტ ევროკავშირში ადვილად შეძლებენ და, თუ ალენ დალესის დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილის ზემოთ ხსენებულ იმპლემენტაციას გავიხსენებთ, უდავოა, რომ საქართველოს ჯერიც დადგა. ხოლო, თუ ყურები ჩამოვყარეთ და ახლავე არ დავარისხეთ განგაშის ზარები, ამერიკის ვასალ, გაფარჩაკებულ საქართველოში (რომლის ყველა ხელისუფლებას საქართველო აშშის სტრატეგიული მოკავშირე ჰგონია), რომელიც გაძეძგილია .. არასამთავრობო თუ სამთავრობო ნომრიანი აგენტებით, ჯონ კერის დაპირების ასრულება არ გაუჭირდება!

თეთრი სახლის ცისფერი პარასკევი ხვალინდელ შავ დღედ რომ არ გვექცეს ქართველებს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და აშშ ვაღიაროთ ყველა უზნეობის დამამკვიდრებელ ბუდედ, საიდანაც აფრენილმა გუგულებმა შხამიანი კვერცხები დადეს მსოფლიოში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახით!

უნდა ვამხილოთ და შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ ამ “კვერცხებს”, თორემ ხომ ვიცით, გუგულის კვერცხებიდან გამოჩეკილი ბარტყები რომ დაიზრდებიან, როგორც წესი, ბუდის ნამდვილ პატრონს აძევებენ!

ზემოთ გაეროს მიერ დაავადებების სიიდან პედერასტიის ამოღებაზე ვთქვი და იცით, ახლახან რა შეიტანა გაერომ დაავადებათა ნუსხაში?

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი _ სიყვარული!

გაერომ, რომელიც უკვე დიდი ხანია, თეთრი სახლის სანოტარო კანტორად იქცა; გაერომ, რომელმაც “გაუპრავა” ამერიკას სერბეთის დაბომბვა, კოსოვოს აღიარება; გაერომ, რომლის გენერალური მდივანი დიდ პატივად თვლის ევროვიზიაზე “გამარჯვებული” კონჩიტას მიღებას და მასთან ფოტოს გადაღებას!

ეს ისე, ცნობისთვის, მაგრამ რას ნიშნავს სიყვარულის, ამ უსათნოესი გრძნობის, რომელიც საფუძველთა საფუძველია ქრისტეს მოძღვრებისა, დაავადებად მიჩნევა?

რას და იმას, რომ აშშის მიერ მსოფლიოს გაპედერასტების საქმეში გაერო აშშის მოკავშირეა!

საბოლოოდ კი, მსოფლიოს ლგბტ-ზაცია სატანის ღმერთთან ბრძოლას ნიშნავს.

უღმერთოთა კავშირი გასული საუკუნის 20-30-იანი წლების საბჭოთა საქართველოშიც იყო და უფრო მეტიც, ამ კავშირის თავმჯდომარე, ამხანაგი მალაქია ტოროშელიძე მთაწმინდაზეც კი იყო დაკრძალული!

მიუხედავად ამისა, უღმერთოთა კავშირის ბრძოლას ღმერთთან სატანის ბრძოლას ვერ დაარქმევდი, რადგან ათეიზმი, რომელსაც ბოლშევიზმი იზიარებდა, არც ღმერთს ცნობდა და არც _ ეშმაკს, ანუ მისტიკური ძალების არსებობას უარყოფდა.

აქედან გამომდინარე, ამერიკიდან უხვად დაფინანსებულ დღევანდელ სატანისტებთან შედარებით, საბჭოეთის უღმერთოთა კავშირი უცოდველ კრავად გამოიყურება, რადგან ბარაკ ჰუსეინ ობამას, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და ჯონ ქერის მეცადინეობით, ლგბტთა ბინძურმა სექტამ ეკლესიაში (ჯერჯერობით მხოლოდ პროტესტანტულებში) შეღწევაც შეძლო, სადაც უკვე გეიმღვდლებიც ჰყავთ და ერთსქესიანი წყვილების ჯვრისწერაც ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივი ამბავი.

ეს უკვე აშკარა ბრძოლაა არა მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიასთან, არამედ ყველა იმ კონფესიასთან, რომლებიც აღიარებს მამა ღმერთს და მისგან შექმნილ ადამსა და ევას; ამიტომ არის ეს ბრძოლა სატანისა გამჩენი ღმერთის წინააღმდეგ!

საქართველოში ალაპარაკდნენ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რაც, ჩემი აზრით, სრული აბსურდია. რეფერენდუმი რაზე, ხალხო, უკანალის მიცემის დაკანონებაზე?! _ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ამის გაფიქრებაც კი ქართველი ერის შეურაცხყოფა და უდიდესი მკრეხელობა მგონია!

ერთსქესიანთა ქორწინების თემა წყალგამყოფი უნდა გახდეს ქართულ პოლიტიკაში და მომავალ არჩევნებში საქართველოს მრავალეროვანმა ამომრჩეველმა, მემარცხენე-მემარჯვენეებსა და ნატო-კატოს მიმდევრებს კი არა, მხოლოდ იმ პარტიებს უნდა მისცეს ხმა, რომლებიც ახლავე საჯაროდ გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ!

მსგავსი “პლებისცისტი” ამას წინათ რომელიღაც ტელევიზიამ ჩაატარა, როდესაც ლგბტ დროშის დაჭერა შესთავაზა პოლიტიკოსებს და ამ საკითხზე რესპუბლიკელების, ალასანიას პარტიისა და “ნაცების” ერთგვარი თვითლუსტრაცია მოხდა, როდესაც ამ პარტიების წარმომადგენლებმა არ ითაკილეს სატანის მიმდევართა ბაირაღის აფრიალება!

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ კი ერთხმად აღნავლდნენ ვაშინგტონზე ჭიპლარით გადაბმული გუგულის კვერცხიდან გამოჩეკილი არასამთავრობოები, პოლიტიკოსები თუ მწერლები:

თამარ კორძაია საჯაროდ იმუქრება, ერთსქესიანთა ქორწინება აუცილებლად უნდა დაკანონდესო.

ეს ის თამროა, რომელიც ნახალოვკაში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოგებამდე, იმაზე, რითაც დღეს გვემუქრება, არათუ კატეგორიულ “არას” ამბობდა ამომრჩევლებთან შეხვედრებზე, არამედ რესპუბლიკური პარტიის წევრობასაც კი უარყოფდა და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით დათრგუნვილმა ნახალოვკამ სოსო მანჯავიძეს ის თამრო არჩია. ნახალოვკა, მალევე მიხვდა, რომ ეს, ის თამრო კი არა, რესპუბლიკელი უნამუსო ქალი ყოფილა.

გადეპუტატებულმა დედაკაცმა მალევე შეურაცხყო ჩვენი პატრიარქი, _ როგორ თუ ქართველი ერისთვის მტკივნეულ საკითხებზე მთავრობისთვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებს, ბარემ დეპუტატის მანდატი მივცეთო. ამის გამო სრულიად ნახალოვკას სიმწრის გმინვა აღმოხდა, _ ეს რა მაგრად “ვთოხლეთო”…

ან რად ღირსმწერალილაშამალიაროვიჩბუღაძე, რომელსაც თავის დროზე წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფა შევარჩინეთ და რომელმაცნაცებისპერიოდშიმალიარმამასთან ერთად ფული გვარიანად ქაფა, ახლა კი ქართველ ხალხს ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ ადეკვატური ქცევისკენ მოუწოდებს და შეურაცხგვყოფს ქართველებს, როცა ჩვენ დამოკიდებულებას ამ სიბინძურის მიმართ რუსეთის პროპაგანდას აბრალებს.

კაცი კაცი რომ უნდა იყოს და ქალი _ ქალი, ამას რუსეთის პროპაგანდა სჭირდება?

 ზემოთ ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის წყალგამყოფი ვახსენე და ახლა დამატებით დავძენ:

ამ ძველი, მარადიული დეპუტატების, პოლიტიკოსების დაპირებების იმედად ჩვენი მტერი იყოს!

ერთადერთი იმედი, დამცავი ფარი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქია!

ღმერთო, დიდი დღე მიეცი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რათა მტერნი ძრწოდენ და მოყვარენი სასოებდნენ!

უფლის იმედით,

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here