Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა პაპუაშვილი: მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას!

ზაზა პაპუაშვილი: მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას!

563

პარლამენტარი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი მიესალმება პრემიერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობაპაპუაშვილმარეპორტიორთანსაუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერი ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის უმრავლესობის აზრს აჟღერებს და მის ინტერესებს იცავს.

 

„აბსოლუტურად ვეთანხმები და მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას. პრემიერმინისტრი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს და იცავს მის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას. იგი პატივს სცემს თავისი ქვეყნის ტრადიციას და ისტორიას, რაზეც დაფუძნებულია ჩვენი კულტურა.  ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ქვეყნის მეთაური, რომელმაც იცის თავისი ხალხის აზრი, გამოთქვამს ჩვენს მოსაზრებას, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შედეგად შექმნილი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ბრმად არაფრის გადმოწერა და გადმოღება არ შეიძლება. თუ  ქვეყანა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ გააქრობს კარგს და არა ფსევდოტრადიციებს,  მისგან არაფერი დარჩება. ეს არის დასაცავი და მოსავლელი. მე არ ვიცი, ამერიკაში მიღებული კანონი შემდგომ რა მოვლენებს გამოიწვევს, ვნახოთ, რამდენად კმაყოფილი დარჩებიან ამერიკელები ამ გადაწყვეტილების შემდეგ. მიმაჩნია, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს დედა და მამა, ამ მოცემულობით მოვედით აქამდე, ამის აღრევა მხოლოდ უბედურებას გამოიწვევს, კარგს არაფერს.

ჩვენ საკუთარი ქვეყანა უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად.  უნდა ვეცადოთ ჩვენი თვითმყოფადობის დაცვასა და გადარჩენას”, _ განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here