Home რუბრიკები საზოგადოება სუპერთასის ბილეთები 12 ივლისის 9 საათიდან გაიყიდება

სუპერთასის ბილეთები 12 ივლისის 9 საათიდან გაიყიდება

546

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს, 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება.

 

“რამდენიმე კვირის წინათ შეიქმნა პრობლემები ელექტრობილეთებზე და ფედერაციამ თავის თავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება _ ბილეთების დამზადება, რეალიზება და სხვ. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შევატყობინებდით დროს და ადგილს, სად გაიყიდებოდა ბილეთები. ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-თან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფას. შეგვიძლია, გითხრათ, რომ 12 ივლისს, კვირას, 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები”, _ განაცხადა სიჭინავამ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here