Home რუბრიკები საზოგადოება სულხან მოლაშვილი: “ნაციონალები” ხოცავდნენ პატიმრებს, პირდაპირ კამერებში ისროდნენ ტყვიებს!

სულხან მოლაშვილი: “ნაციონალები” ხოცავდნენ პატიმრებს, პირდაპირ კამერებში ისროდნენ ტყვიებს!

666

კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სულხან მოლაშვილმა სააკაშვილადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი შეაფასა:  

 

„ გარკვეულ ჯგუფს ყელში ამოუვიდა ფუჭი დაპირებები, ბაქიბუქი და დროა, კონკრეტულ საქმეებზე გადავიდეთ. ვამხილოთ ის მოსამართლეები, რომლებიც სპეციალურად არ იხილავენ საქმეებს, ვამხილოთ ის პროკურორები, რომლებიც, ხელფასის აღების გარდა, არაფერს აკეთებენ. სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მას და მის გუნდს არ აქვს არავითარი მორალი, არავითარი ადამიანური გრძნობა, ასეთი ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისინი პატიმრებს ხოცავდნენ, პირდაპირ კამერებში ისროდნენ  ტყვიებს, ძალიან ბევრი ადამიანი დასახიჩრდა, დაიჭრა და გარდაიცვალა. მერაბიშვილი პრემიის სანაცვლოდ გვამებს უკვეთდა! რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანებისგან? ამ ადამიანებისთვის ტერორისტული აქტი, ადამიანების მკვლელობა, პატარა ბავშვის დახრჩობა, გვამების შეკვეთა, მეტროს თავზე შემოწყობა ჩვეულებრივი ამბავია! სააკაშვილი არის ყველა ოკუპანტზე მეტი მტერი!” _ განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here