Home რუბრიკები საზოგადოება ილია მეორე: ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ევროპაზე ადრე ჰქონდა მაღალი კულტურა

ილია მეორე: ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ევროპაზე ადრე ჰქონდა მაღალი კულტურა

603

 “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ევროპას, რომ საქართველოს ევროპაზე ადრე ჰქონდა მაღალი კულტურა”, _ ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

 

“ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფასეულობები… ჩვენი ქართული ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ევროპას, რომ საქართველოს ევროპაზე ადრე ჰქონდა მაღალი კულტურა. ჩვენი სულიერება ისე ძლიერია და მაღლა დგას, უცხო ქვეყნებს შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ საქართველოსგან…

ღმერთმა ისეთი სამშობლო მოგვცა, რომ ჩვენზე ბედნიერი არავინ უნდა იყოს დედამიწაზე.” _  ბრძანა პატრიარქმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here