Home რუბრიკები ბლოგი ლიბერალური ექსტრემიზმი და ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით!

ლიბერალური ექსტრემიზმი და ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით!

ნორვეგიის პარლამენტმა მიიღო კანონირომლის მიხედვითაც 7 წლის ბავშვებს უფლება ექნებათ თავად აირჩიონ თავიანთი სქესი!

როგორც ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრმა ბენტ ჰეიემ განაცხადა, 7-დან 16 წლამდე ბავშვები უნდა დაეკითხონ მშობლებს, სანამ სქესის შეცვლას დააპირებენ. თუმცა, კანონის თანახმად, ბავშვებს უფლება ეძლევათ მიიღონ სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მშობლების ნებართვის და ყოველგვარი ფსიქიატრიული შეფასების გარეშე. „ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ამ კანონის განხორციელებთ“, – აღნიშნა მან. 

ევროპის ბევრ ქვეყანაში კანონმდებლობა ტრანსსექსუალების მიმართ საკმაოდ ტოლერანტულია, თუმცა იქაც კი, ასაკი მკაცრად განსაზღვრულია – 18 წელი.

ფინელი უფლებადამცველი იოჰან ბეკმანი თვლის, რომ ეს ყველაფერი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ძალადობაა და ძალიან საშიშია ბავშვის განვითარებისთვის.

ბევრი ორგანიზაცია ლობირებს კანონს მესამე სქესის შესახებაც, რაც გულისხმობს ისეთ ადამიანს, რომელიც ვერ გარკვეულა თავის ორიენტაციაში. ვთვლი, რომ ეს არის თანამედროვე დასავლური პოლიტიკის გამოძახილი, სადაც მიმდინარეობს კოლექტიური იდენტობის განადგურების პროცესი. ეს არის დასავლური ლიბერალური ექსტრემიზმის შედეგი! ისინი პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიემართებიან. ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება“, – აცხადებს იოჰან ბეკმანი და ასევე გვამცნობს, რომ ფინეთის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი ითხოვს ინცესტის ლეგალიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიაში არსებობს პარტია, რომელიცპედოფილიის ლეგალიზაციას ითხოვს. ეს სოდომისტების რევოლუციაა! ეს უკვე საშიშია“, – ამბობს ფინელი უფლებადამცველი.

ახლახან საქართველოს სახალხო დამცველმა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დარღვევები რომ ვერ აღმოაჩინა, იუსტიციის მინისტრს მიმართა და ტრანსგენდერებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება თხოვა. მიზეზად ის დაასახელა, რომ მათი ახალი სქესის დოკუმენტებში დაფიქსირების შეფერხება, ტრანსგენდერებს განათლების მიღებასა და სამსახურის დაწყებაში უშლით ხელს.

საინტერესოა, რამდენი ტრანსგენდერია დღეს საქართველოში, რომელთა განათლების საკითხმა და უმუშევრობამ ასე შეაწუხა ნანუაშვილი.

ღიმილისმომგვრელი სულაც არ არის საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია, რადგან ბრიყვი ნანუაშვილი, მსგავსად უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციისა, იმ „პატრონის“ ჯიბიდან იკვებება, რომელსაც სურს საქართველოც მაქსიმალურად ლიბერალურ ქვეყნად აქციოს. ჩვენ ხომ სწორედ ასეთი ევროპისკენ მივისწრაფით. ხომ კარგად ვიცით, – სადაც ვიქნებით იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ!

თუმცა, არავინ დაფიქრებულა, რომ დღევანდელი ევროპა აღარაა ის 1970-80-იანი წლების ევროპა, რომელსაც ფილმებში ვხედავდით, რომელსაც შაბათობით, ტელევიზორში გადაცემა „ილუზიონი“ გვაჩვენებდა. ჯანსაღად მოაზროვნე ევროპელები ყოველგვარი ზემოთმოყვანილის წინააღმდეგნი არიან, აწობენ მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებს გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, – მაგრამ მათ ხელისუფლება არ უსმენს, არავის აინტერესებს „უმრავლესობის“ აზრი! მთავარი ხომ „უმცირესობათა“ უფლებებია – ასეთია დღევანდელი, თავსმოხვეული „დემოკრატიის“ არსი!

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ერთი წუთით დავფიქრდეთ: ნუთუ აშშ-ს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ლგბტ-ს წარმომადგენელია, ან მოსახლეობის თუნდაც 50 პროცენტზე მეტმა გაამართლა ერთსქესიანთა ქორწინება? რა თქმა უნდა – არა. მაშ, რატომ დაუკანონეს „დემოკრატიულ ქვეყანაში“ საზოგადოების აბსოლუტურ „უმრავლესობას“ „უმცირესობის“ ცხოვრების წესი – წესად?განა დემოკრატია არ ნიშნავსუმრავლესობისაზრის უპირობო გათვალისწინებას?

აქვე უნდა აღინიშნოს აშშ-ის ხელისუფლების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მთელ მსოფლიოში გარანტირებულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სრული ფინანსური (!) მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ტოლერანტობის და ლგბტ პირთა უფლებების დაცვას. აშშ-ის ელჩებს და საელჩოებს დავალებული აქვთ ჩაატარონ კერძო განხილვები და უმასპინძლონ მრგვალ მაგიდას. სავარაუდოდ, დავალებას ისინი დღეიდან გაორმაგებული ძალით შეასრულებენ, რადგან „რაც კარგია აშშ-სთვის, კარგია მთელი მსოფლიოსთვის“! განა ეს სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ არის? მაგრამ, რომელ საერთაშორისო სასამართლოში გინდა უჩმვლო აშშ-ს? ისიც ხომ ვიცით, – თუ „დემოკრატია“ არ არის შენს ქვეყანაში, „დემოკრატია“ თავად მოვა შენთან, როგორც ის მივიდა ლიბიაში, ერაყში, სირიაში, უკრაინაში…

დასავლეთში ჰომოსექსუალიზმი უკვე „გადამწყვეტი არგუმენტია“ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნისას. ლგბტ-ს წარმომადგენლები ხდებიან ქვეყნის პრემიერმინისტრები, მინისტრები, ევროპარლამენტის დეპუტატები, ქალაქის მერები…

სწორედ ამიტომ, ევროპის „ბოსები“ მოსახლეობას კარგა ხანია აღარაფერს ეკითხებიან, წყვეტენ საკითხებს საკუთარი ზნეობის და მორალის მიხედვით, ხოლო მერე, ამ ყველაფერს „დემოკრატიით“ ფუთავენ და ასე აწვდიან ხალხს. თავიანთი ბნელი საქმიანობის „დემოკრატიად“ გასაღებაში კი, მათ მძლავრი, საერთაშორისო ტელევიზიები ეხმარებიან, რომლებიც მათსავე დაქვემდებარებაშია.

საქართველოში, ერთსქესიანთა ქორწინება, არც წელს, არც, სავარაუდოდ, გაისად არ დაკანონდება, თუმცა ამისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ, სხვადასხვა ტოლერანტული კანონების მიღებით „გვაჩვევენ“. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, უწყინარი „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებით დაიწყო, რომლის აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასე აგვიხსნა: „დიახ, ამ კანონის ამოცანაა პროპაგანდა იმისა, რომ ძალადობა არის დანაშაული, ცოდვა და მიუღებელი თანამედროვე საზოგადოებაში… და ძალადობის გამართლება არ არის არც ცივილური, არც კანონიერი და არც ქრისტიანული“, – განგვიმარტა დავით უსუფაშვილმა. ერთი შეხედვით, ვერ მიედავები, კარგი სიტყვებია, ყოველგვარი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ უსუფაშვილმა რატომღაც არ ახსენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 239, ხულიგნობა: „ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“. თუკი საღი აზრით შევხედავთ ყოველივეს, დისკრიმინაციაა სწორედ საზოგადეობიდან ლგბტ წარმომადგენლების გამოყოფა და მათთვის ცალკე კანონის შექმნა.

ტელევიზიით უკვე შეგვაჩვიეს, რომ ქართველები ევროპის ნაწილი ვართ, ევროპისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, მათთან უნდა ვასოცირდებოდეთ, რათა უვიზოდ ვიფრინოთ „სადღაც რომში, პარიზსა თუ ნეაპოლში“, თუმცა რიგით ქართველს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს წარმოადგენს, დღევანდელი პურის ფული აქვს საფიქრალი. არც იმაზე დავფიქრებულვართ, რამდენად ვასოცირდებით რუმინელებთან, ბულგარელებთან, უნგრელებთან… თუ, მაინც და მაინც, ფრანგებს ან გერმანელებს უნდა შევედაროთ, დავაკოპიროთ მათი ზნე-ჩვეულებანი და ჩვენი ტრადიციები მათსაზე გავცვალოთ?

დროა გონს მოვეგოთ, სანამ „შავ ზღვაში ჩავარდნილა მზე საქართველოსი“, თორემ იქიდან ნამდვილად ვეღარ ამოვიყვანთ?!

ლევან ზანგურაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here