Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: უცხოეთიდან მრჩევლის გამოგზავნა ნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულია

თამარ კიკნაძე: უცხოეთიდან მრჩევლის გამოგზავნა ნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულია

514

გასული კვირის ყველა ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ცნობამ გადაფარა, თუმცა ჩვენი ინტერესის სფეროში მაინც მოხვდა სიახლე:

 

ადმინისტრაციის პრესსამსახურმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ბოილი დანიშნა. ჩვენი ყურადღება, აგრეთვე, მიიპყროისლამური სახელმწიფოსმიერ რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, პროვინციის დაარსებამ. კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ “ისლამურმა სახელმწიფომჩრდილოეთ კავკასიაში ვილაიეთი დააარსა. ზოგი ქართველი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს საქართველოს საფრთხეს არ შეუქმნის

_ ე.წ ისლამური სახელმწიფოს ქმედებები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოს. ის ანადგურებს კაცობრიობის მიერ შექმნილ უნიკალურ ძეგლებსა და ცდილობს ისტორიული მეხსიერების წაშლას. აღნიშულ სახელმწიფოში უკვე 5-6 მილიონი მოსახლეა. დღეს “ისლამურ სახელმწიფოს” სახელმწიფოებრივი ნიშნებიც აქვს თავისი მმართველობით, სტრუქტურებით და უკვე საკუთარი ფულის მოჭრაზეც არის საუბარი, თანაც დაპყრობილ ტერიტორიაზე 5-6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დასავლური ლიბერალიზმის კრიზის ფონზე, “ისლამური სახელმწიფო” ბევრი ახალგაზრდისთვის არის მომხიბვლელი; იქ ჩადიან ადამიანები ევროპიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან… ახლახან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, რომელიც ამ ორგანიზაციის რიგებში იბრძოდა.

საერთაშორისო თანამეგობრობა საკმარისად კონსოლიდირებული არ არის “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად. მხოლოდ საჰაერო დარტყმები სასურველ შედეგს არ იძლევა და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. სამაგიეროდ, ამ დარტყმებისას იბომბება სირიის ტერიტორიაც, “ისლამური სახელმწიფო” ნავთობს დაბალ ფასად შავ ბაზარზე ყიდის, მსოფლიოს დახურულ აუქციონებზე იყიდება კულტურის უნიკალური შედევრები. ეტყობა, ამ ორგანიზაციას გარკვეული ფუნქცია აქვს შესასრულებელი და მისი არსებობა ხელს აძლევთ გარკვეულ ძალებს.

_ “ისლამური სახელმწიფო” _ ჩრდილოეთ კავკასიაში, ნატოს საწვრთნელი ცენტრები _ საქართველოშიშესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა განაცხადოს _ თავს ვიცავო და მართლაც, გადაწყვიტოს იარაღით თავის დაცვა ამ ყველაფრისგანდიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ?

_ საფრთხე ნამდვილად დიდია. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მიზანი, ჩემი აზრით, პოლიტიკური რუკის შეცვლაც არის. რაც შეეხება საქართველოში საწვრთნელი ცენტრის განთავსებას, რუსეთი ამ ნაბიჯს მტრულ აქციად განიხილავს, ამიტომ მას რეაქცია აუცილებლად ექნება.

საერთოდ, დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ძირითადი საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა, თუმცა ევროპაში განწყობა სხადასხვანაირია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა თვით ევროპასაც სერიოზულად დაარტყა, ამიტომ ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთთან კავშირი მაინც შეინარჩუნა. ეს კარგად გამოჩნდა პეტერბურგის სამიტზე, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები იყო ჩასული, მათ შორის, ეკონომიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები და სხვ. ასეთი შეხვედრები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის გარეშე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები ვერ წყდება, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოსპრობლემაც. რუსეთის ხელისუფლებამ კი სირიის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვინ იბრძვისისლამურ სახელმწიფოში”? _ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტები, რომლებიც სირიაში, ერაყსა და ლიბიაში იბრძოდნენ, ამიტომ ამ პროცესებში რუსეთის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

_ ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მფარველი ამ მეტად მძიმე ვითარებაში? ვის შეუძლია, “ისლამური სახელმწიფოსგანმომდინარე საფრთხე აგვარიდოს? ზოგი ქართველი პოლიტიკოსი თვლის, რომ ამის გაკეთება რუსეთს შეუძლია, ხოლო ზოგი ამბობს, რომისლამური სახელმწიფორუსეთის შექმნილია.

_ არა მგონია, “ისლამური სახელმწიფო” რუსეთის შექმნილი იყოს, რადგან უკვე გითხარით, რომ ამ “სახელმწიფოში” ის ადამიანები არიან, რომლებიც ლიბიაში, სირიასა და ერაყში იბრძოდნენ და ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. საგულისხმოა, რომ ლიბია, სირია და ერაყი სეკულარული სახელმწიფოები იყო და ეს ისლამისტური ჯგუფები მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ახლო აღმოსავლეთში ეს სამი სახელმწიფო, ასე თუ ისე, მშვიდობას ინარჩუნებდა და რეგიონიც უფრო სტაბილური და მშვიდობიანი იყო. დღეს კი ეს რეგიონი ტერორიზმის ყველაზე ცხელი ადგილია.

ამერიკას განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, იგი სხვა კონტინენტზეა, ამიტომ აქ მიმდინარე პროცესები მას პირდაპირ არ ეხება, თუმცა მისი ინტერესების სფეროშია. ისინი ანგლოსაქსური პოლიტიკის კარგი გამგრძელებლები არიან. მათ შექმნეს ევროატლანტიკური სტრუქტურები და პროცესებს იმ პრინციპებით წარმართავენ, რომლითაც თავის დროზე ინგლისი. აშშ ახალი ტიპის მსოფლიო იმპერიაა და ამაზე ამ ქვეყნის პოლიტიკოსები დაუფარავად საუბრობენ.

_ ამერიკამ ორმოცდაათივე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორ მიიღებს ამ ფაქტს მართლმადიდებელი საბერძნეთი, რომელიც მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას?

_ ევროპის პოლიტიკური ელიტისთვის ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ იმავე საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მილიონიანი აქცია გაიმართა; წინააღმდეგობაა გერმანიაში, თურქეთში, იტალიაში და სხვ. რაც შეეხება საბერძნეთს, იქ რთული პროცესები ვითარდება და მათი შედეგები დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს.

დღეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დასავლეთის პოლიტიკური ელიტის პრიორიტეტია. ამაზე ახლახან განცხადებები გააკეთეს ობამამ, კერიმ, ბაიდენმა. ზოგიერთი ქართველი ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ახალი ცივილიზაციისა და ეპოქის დასაბამია და თუ ამას შევეგუეთ, სრულიად ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბების მონაწილენი გავხდებით.

დღეს დიდძალი ფული იდება ე.წ. ტრანსჰუმანიზმის განვითარებაში, რაც ხელოვნური ადამიანის შექმნას გულისხმობს და ეს მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ხელეწიფებათ. ერთქესიანთა ქორწინების ძირითადი მიზანი ადამიანთა გამრავლებაზე კონტროლის მოპოვებაა. ტრანსჰუმანიზმი, ფაქტობრივად, ღმერთთან შეჯიბრებას ნიშნავს და, როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ამბობს, “ადამიანის ღმერთთან შეჭიდება ძალიან ცუდად დამთავრდება”.

დღეს დასავლური ლიბერალური აზროვნება კრიზისშია და ადამიანის განუხრელი თავისუფლება ადამიანთა მოდგმის თვითლიკვიდაციას უწყობს ხელს.

_ ქალბატონო თამარ, ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები საქართველოშიც გამოჩნდებიან, მით უმეტეს, რომ აშშის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მსოფლიომ უნდა მიიღოს ეს კანონიო. საქართველოს პრემიერმა, თავის მხრივ, განაცხადა _ საქართველოს კონსტიტუციაში აუცილებლად შევა მუხლი, რომლითაც მკვეთრად იქნება გამოხატული, რომ ოჯახი მხოლოდ კაცისა და ქალის ერთობააო. შეძლებს ღარიბაშვილი კონსტიტუციაში ამ მუხლის შეტანას?

_ ჩემი აზრით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია და ღარიბაშვილი მათ აზრს გამოხატავს, მაგრამ ის ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. პრემიერის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება დიდი ვაჟკაცობა და სითამამე იყო, რადგან დასავლეთი მას ჰომოფობიაში დასდებს ბრალს, თუმცა არჩევნების წინ მას დივიდენდებს შესძენს. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება იგი ამ სიტუაციას.

_ ღარიბაშვილის განცხადება ევროპასა და ამერიკას არ მოეწონება, შესაძლოა, ზურგიც კი შეაქციონ. ვის უნდა შეაფაროს თავი? ის არაბებთან მეგობრობს, ინვესტიციებსაც მათგან ელოდება

_ დასავლეთიც არ არის ერთფეროვანი. ამერიკაშიც რესპუბლიკელებმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატეს ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ, ჩვენი პოლიტიკის არსიც მის დივერსიფიცირებაში მდგომარეობს, ქართველებმა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას სწორი პარტნიორები უნდა ავირჩიოთ და უსიტყვოდ და უაპელაციოდ არ შევასრულოთ ჩვენთვის მიუღებელი რეკომენდაციები. ეს კი დიდ ერუდიციას, სითამამეს, პოლიტიკურ ალღოს, თავის შეწუხებას მოითხოვს. დღეს ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას არ უნდა ემსახურებოდეს. ვისაც ქვეყნის კეთილდღეობა უნდა, ის ყოველდღიურად უნდა სჩადიოდეს სამოქალაქო გმირობას, რისკავდეს. საქართველო მძიმე სიტუაციაშია და ამიტომ დღეს ხელისუფლებაში გმირები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ მხრივ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მივესალმები, მაგრამ მას უნდა ჰყავდეს გუნდი, რომელთან ერთადაც პრობლემის მოგვარებას მოახერხებს. “ქართული ოცნებათავისი რიგების გაძლერებას არ ცდილობს, არც სტრუქტურულად და არც პერსონალიებით. ხელისუფლება მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ხარჯზე ძლიერდება. რესპუბლიკელები მკვეთრად პროდასავლური ძალა არიან და ყოველგვარ დასავლურს, უაპელაციოდ იღებენ.

_ ერთსქესიანთა ქორწინება რომ დაკანონდეს, ეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს უფრო არ დაგვაშორებს?

_ აფხაზები და ოსები ერთსქესიანთა ქორწინებას არ მიიღებენ და არც ჩვენ უნდა დავაკანონოთ. საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა და ასეთ ქორწინებებს ჩვენი ეკლესია უარყოფითად აფასებს. სწორედ ამით არის განპირობებული შეტევები ჩვენს პატრიარქსა და ეკლესიაზე. დემოგრაფიულად კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ.

_ პრემიერ ღარიბაშვილს ევროსაბჭოდან მრჩეველი გამოუგზავნეს, თანაც, ადამიანის უფლებათა დამცველი. ეს კარგია თუ ცუდი?

_ დღეს ქვეყნების სუვერენიტეტის დონე სულ უფრო მცირდება. უცხოეთიდან მრჩევლის გამოგზავნა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი შეზღუდულია. საქართველომ ევროასოცირებას მოაწერა ხელი და ეს ჩვენი ხელისუფლების არჩევანი იყო. მაგრამ ევროკავშირი პრობლემების წინაშე დგას და მის ერთიანობასაც საფრთხე ემუქრება. როგორც “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც უწყობს ამას ხელს. საერთოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში ვიმყოფებით. პოლიტიკური თვალსაზისით, ეს საინტერესო პროცესია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here