Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ბავშვები

სტალინი და ბავშვები

1343

ნაწილი I

ნიკიტა ხრუშჩოვმა პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის სახელი 61-ჯერ ახსენა უარყოფით კონტექსტში. 61 ბრალდება, რომელმაც შოკში ჩააგდო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი და სოციალიტური ბანაკის ქვეყნები, არამედ კაპიტალისტური სამყაროც, რამდენიმე წლის შემდეგ ანეკდოტურ ბრალდებებად იქცა.

 

ამერიკელი ისტორიკოსი, ავტორი წიგნისა “ანტისტალინური სისაძაგლეები”, მონტკლერის (ნიუ ჯერსის შტატი) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გროვერ ფერი ამბობს: “როგორც გაირკვა, მოხსენების ყველასამხილიმტკიცებულებიდან, რომელიც შემოწმებას ექვემდებარებოდა, არც ერთი არ აღმოჩნდა მართალი. არც ერთი!” და იქვე: “დახურულმოხსენებაში ხრუშჩოვს ისეთი სიტყვაც არ დასცდენია სტალინსა და ბერიაზე, რომელიც შეიძლებოდა, სიმართლე ყოფილიყო”.

“დახურულ” მოხსენებაში არაფერი იყო ნათქვამი სტალინის ბავშვთმოძულეობაზე და ამიტომაც თემა “სტალინი და ბავშვები” არც იყო განხილვის საგანი, მაგრამ ახლა, სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის 50 წლის შემდეგ, როდესაც რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერში საქართველოს დიდმა “მეგობარმა”, ჟურნალისტმა ანდრეი განაპოლსკიმ განაცხადა, რომ: “სტალინმა მოაწერა ხელი ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც დახვრიტეს 12 წლამდე ბავშვები, როგორც სამშობლოს მტრები” და დღის წესრიგში დააყენა სტალინური ეპოქის, როგორც “ბავშვთმოძულეობისა და გაუგონარი სისასტიკის ხანის” შესწავლა, გაჩუმება შეუძლებელია.

სწორედ ამ თემას ეძღვნება ჩემი წერილი, რომლის პირველ ნაწილსაც დღეს გთავაზობთ.

ჟურნალ “გზაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ რიმა ჭყონიასთან, რომელიც მას ჟურნალისტმა ლიკა საჯაიამ ჩამოართვა. ამ ინტერვიუში ვკითხულობთ:

“_ როგორც გადმოცემით ვიცი, დედა სამეგრელოდან იყო. ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ქმრის ოჯახიდან გამოგდებული ფეხმძიმე ქალი საქართველოში გავლით მყოფ კაცს მოსკოვში, კერძოდ _ კრემლში წაუყვანია და დედა სტალინთან მოსამსახურედ მუშაობდა ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი თუ რუსი. მე დავიბადე 1936 წელს. დედა არ მახსოვს _ თურმე, ჩვილს კი მივლიდა, მაგრამ მერე სადღაც გაქრა, მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. შეიძლება, მოკლეს კიდეც. მაშინ ხომ ადამიანების ხოცვა არავის უკვირდა…

პატარა გოგონას მძიმე ცხოვრება მქონდა. დაახლოებით 4 წლის ბავშვს მევალებოდა გრძელ და ბნელ სარდაფში ჩასვლა, სადაც იყო ბევრი თეთრი “ვანა” და მასში მოფართხალე ან უკვე გაცივებული ადამიანის სხეული. ეს გახლდათ ოთახი, სადაც კრემლისთვის არასასურველ ხალხს კლავდნენ. მაშინ ამ ყველაფერს ცხადია, ვერ ვაცნობიერებდი. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამ სარდაფიდან უამრავი მიწისქვეშა გასასვლელი იყო, ჩვენ კი ამ სასაკლაომდე რომ მივსულიყავით, გზად ტაძარიც უნდა გაგვევლო და მახსოვს, ყოველი გავლისას ვლოცულობდით ხოლმე.

_ იმ სარდაფში მარტო ჩადიოდით თუ სხვებთან ერთად?

_ ერთ რუს ქალს ჩავყავდი და ვედროს მაძლევდა, რომელშიც სისხლის სუნით გაჟღენთილი ტილო ეგდო და მეუბნებოდა, _ იატაკი გაწმინდეო. მოკლედ, სისხლის წმენდა მევალებოდა…

თუმცა მაშინ ისიც არ ვიცოდი, სისხლი რა იყო. მახსოვს, იქ ლამპები ბჟუტავდა ხოლმე. ხშირად, უნებურად, ხელით შევხებივარ ცივ სხეულს და შემშინებია, არაერთხელ მიტირია კიდეც. ჩემი ბავშვობა კოშმარულ სიზმარს ჰგავდა.

_ თქვენთან ერთად ვინც ალაგებდა სარდაფს, ის ქალი როგორ დაგამახსოვრდათ?

_ იმ ქალის სახე კარგად მახსოვს, მაგრამ უკვე ცოცხალი აღარ არის… ძალიან ცელქი, მაგრამ დამჯერი ვიყავი. ერთხელ სტალინის ოთახის დალაგებაც კი დამავალეს. დაგვის დროს მაგიდის ქვეშ რაღაც ოქროსფერი, გრძელი “ტრუბკა” ვნახე და ისე მომეწონა, ავიღე, საგულდაგულოდ შევინახე. რამდენიმე საათის შემდეგ აჩოჩქოლდნენ მოსამსახურეები, _ სტალინმა ყალიონი დაკარგაო. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მივხვდი: ახლა რომ გაიგონ, მე ავიღე, მაწამებენ-მეთქი და მოპარული ნივთი საპირფარეშოში ჩავაგდე. ძალიან “ქვა” ვიყავი და რომ მოგეკალი, ვერ გამომტეხავდი. ხომ მაწამეს, მცემეს, მუხლებზეც დიდხანს დამაყენეს ქალებმა, _ ოთახი ხომ შენ დაალაგე და იპოვიდიო, მაგრამ ვერაფერი დამაცდევინეს.

_ სტალინს ხშირად ხვდებოდით?

 _ ცხადია, ზოგჯერ ვხვდებოდი ხოლმე დერეფანში. ის მოსამსახურეებს ცუდად არ გვექცეოდა, მაგრამ რაც იქ ვნახე, საშინელება იყო. სხვათა შორის, ებრაელებს შტამპს რომ უკეთებდნენ, ხომ იცით? ჰოდა, მეც დაშტამპული ვარ _ ზურგზე ახლაც მეტყობა ნიშანი”.

როგორც რესპონდენტის მონაყოლიდან ირკვევა, ფეხმძიმე ქალი ვიღაც გამვლელს მოსკოვში ჩაუყვანია, იქ ისე, როგორც ბევრი სხვა, სტალინთან დამლაგებლად მოუწყვია, სადაც იმშობიარა კიდეც. “ბიულეტენიდანდაბრუნებულ ქალს ჩვილი იქვე, კრემლში მიუგდია და თვითონ გაუჩინარებულა. მონათხრობიდან არ ჩანს, ვინ გაზარდა ჩვილი, მაგრამ ფაქტია, რომ გაიზარდა და უკვე ოთხი წლის გოგონას კრემლის სარდაფში მოწყობილ ადამიანების სასაკლაოში დამლაგებლად ამუშავებდნენ. ის ხშირად უყურებდა თეთრვანაშიმოფართხალე მომაკვდავ ადამიანებს. ერთხელ, როდესაც ის (ოთხი წლის გოგონა!) სტალინის სამუშაო ოთახს ალაგებდა კრემლში მაგიდის ქვეშ უპოვია ოქროსფერიტრუბკა”, რომელიც მოეწონა.

სტალინს თურმე ხშირად ხვდებოდა კრემლის დერეფანში… გოგონამ იქ უამრავი საშინელება ნახა. და, როგორც ადებდნენ ებრაელებს ზურგზე დამღას, სწორედ ასეთი დამღა ამჩნევია ზურგზე. ასეთი დამღა კი თურმე კრემლში ბევრს ჰქონია.

ჟურნალ “გზაში” გამოქვეყნებულ სტატიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მოგიყვებით ასეთ ფაქტს:

1995 წელს ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც შევხვდი უკვე ძალადაკარგული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ მუშაკებს. შესვენებისას ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი და მითხრა: “შევიტყვე, საქართველოდან ხართ და სტალინის საზოგადოებას ხელმძღვანელობთ”. როცა ვუთხარი, მთელი ჩემი ცხოვრება სტალინის ფენომენის შესწავლას ვემსახურები-მეთქი, გაკვირვებულმა შემომხედა, _ თქვენ სერიოზულ პიროვნებად გამოიყურებით და, როგორ შეიძლება, სტალინის სახელს სცემდეთ პატივსო. შემდეგ კი დასძინა, სტალინი შეიყვანდა შახტაში 1000-2000 ბავშვს, ავტომატით ხოცავდა, შემდეგ კი მათ სისხლში დადიოდაო. კომენტარს არც ამაზე არ გავაკეთებ, რადგან ამ ორ ადამიანს, მათ ნათქვამს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავს.

რატომ გახდა საჭირო ხრუშჩოვის შემდეგ სრულიად ახალი ბრალდებების წამოყენება სტალინის წინააღმდეგ?

მას შემდეგ, რაც ფარდა აეხადა სრულიად უსაფუძვლო და ყალბ ბრალდებებს, რომლებიც ხრუშჩოვის მიერ მეოცე ყრილობაზე იქნა გამოთქმული, და აქტიურად დაიწყო სტალინის პიროვნების რეაბილიტაცია (თუმცა ის არავის გაუსამართლებია _ გრ. ონიანი), აგონიაში ჩავარდნილმა კაპიტალისტურმა სამყარომ ახალი შეტევა წამოიწყო სტალინსა და სტალინიზმზე და ამისათვის გამონახეს ყველაზე ფაქიზი და მტკივნეული თემა _ არასრულწლოვნები. ამის წინა პლანზე წამოწევის საფუძველი გაუთვითცნობიერებლად და თვალის ასახვევად გახდა 1935 წლის 7 აპრილის ბრძანებულება, რომელიც საბჭოთა კავშირში არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის დანაშაულის დასჯას ეხებოდა. ეს კი გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა:

 გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი სერგეი ჩერნიახოვსკი წერს:

“ოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირში გაუქმებული იყო არასრულწლოვან მოქალაქეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათზე მზრუნველობა დაკისრებული ჰქონდა სამედიცინო და პედაგოგიურ სამსახურებს. აღნიშნულმა გარემოებებმა შექმნა ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფერო და გახშირდა როგორც ძარცვა-ყაჩაღობა, ასევე ადამიანთა მკვლელობა. კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო ის გარემოება, რომ დამნაშავეთა სამყარომ თავისი დასაყრდენი ჰპოვა არასრულწლოვანებში, რომელიც გადაიქცა ქაოსისა და ანარქიის ძირითად წყაროდ”.

ამ და სხვა გარემოებათა გამო კლიმენტ ვოროშილოვმა პოლიტბიუროს სახელზე შეიტანა განცხადება, განეხილათ ქვეყანაში არასრულწლოვან მოქალაქეთა სისხლის სამართლის დანაშაულთა საკითხი და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. საკითხის ღრმად შესწავლის შემდეგ, 1935 წლის 7 აპრილს, პოლიტბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე, სსრკ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება არასრულწლოვანთა დანაშაულის მოზრდილთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან გათანაბრების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერდა მიხეილ კალინინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი და ივანე აკულოვი.

1935 წლის 9 აპრილს გაზეთმაპრავდამსრულად გამოაქვეყნა ბრძანებულება და დაავალა ყველა პედაგოგიურ კოლექტივსა და ბავშვთა დაწესებულებას, ჩაეტარებინათ ფართო ახსნაგანმარტება არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის გაზრდის თაობაზე.

საარქივო მასალების ხელმისაწვდომობის შემდეგ ანტისტალინელები გამალებით ეძებდნენ ბავშვთა მიმართ გამამტყუნებელი საქმიანობის საბუთს; დაეძებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დაქირავებული აგენტები, არამედ ცნობილი უცხოელი მკვლევარებიც.

კანადელი მეცნიერი და მკვლევარი პიტერ სოლომონი, რომელიც თავგამოდებულ ანტისტალინელად არის ცნობილი, თავის გამოკვლევაში წერს:

“საარქივო მასალების მრავალმხრივ დამუშავების შემდეგ მე (და ჩემმა მეგობრებმაც) ვერ აღმოვაჩინეთ სტალინურ პერიოდში არასრულწლოვანთა დახვრეტის ვერც ერთი ფაქტი.

1935 წლის 31 მაისის სახალხო კომისართა საბჭოსა და ცენტრალური კომიტეტის (#-32, სტ. 252) გადაწყვეტილებაში კატეგორიულად იყო ჩაწერილი, რომ:

არ შეიძლება დაიხვრიტოს პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტში არ შესრულებია 18 წელი, და ქალები ორსულობის პერიოდში”.

1940 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომა-გასწორების კოლონიების მთავარმა სამმართველომ მთავრობის სახელზე შეადგინა საიდუმლო მოხსენება სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლის ერთი თავი დათმობილი აქვს არასრულწლოვანთა შორის მუშაობას. მასში ნათქვამია:

“სისტემაში მუშაობს მიმღებ-გამანაწილებელი იზოლატორი და შრომითი კოლონიები არასრულწლოვანთა და ზედამხედველობის გარეშე დატოვებულ მოზარდთათვის.

მიმღებ-გამანაწილებელი უზრუნველყოფს ქუჩიდან უპატრონოდ და უმეთვალყურეოდ დატოვებულ ბავშვთა მიღებას, რომელიც ჩერდება ადგილზე ერთი თვის განმავლობაში. თუ მოზარდს არ გამოუჩნდება მშობელი ან მასზე მზრუნველი სანდო პირი, მოზარდები ნაწილდებიან სხვადასხვა მიმართულებით.

162 მიმღებ-გამანაწილებლის არსებობის ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული და განაწილებული იქნა 952 834 მოზარდი, როგორც საბავშვო ბაღებში, ისე მრეწველობის, ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროებში, ასევე, შრომით კოლონიებში.

ამჟამად ქვეყანაში ღია და დახურული ტიპის 50 შრომითი კოლონიაა.

ღია ტიპის კოლონიებში იმყოფებიან მოზარდები, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული, ხოლო დახურული ტიპის კოლონიებში არიან დამნაშავე მოზარდები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ორჯერ და მეტჯერ.

ჩვენი მოვალეობაა, მოზარდებს შევუქმნათ გამოსწორებისა და მათი სწორი აღზდის ყველა პირობა.

კოლონიებში არასრულწლოვანები მუშაობენ შემდეგ დარგებზე: ლითონის დამუშავება, ხის დამუშავება, ფეხსაცმელების წარმოება და საფეიქრო მრეწველობა. ყველა კოლონიაში მოქმედებს საშუალო და დაწყებითი სკოლები.

კოლონიებში არსებობს კლუბები შესაბამისი თვითშემოქმებითი სექციებით: მუსიკალური, დრამატული, სიმღერის, ტექნიკური, ფიზკულტურისა და სხვ.

კოლონიებს ემსახურება 1200 აღმზრდელი, ხოლო სკოლაში _ 800 მასწავლებელი; 225 ხელოვნების მუშაკი ემსახურება თვითშემოქმედებით სექციებს.

ყველა კოლონიაშია პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციაა, რომლებშიც გაერთიანებული არიან გაუსამართლებელი მოზარდები. 1940 წლის 1 მარტისთვის კოლონიებში ირიცხება 4126 პიონერი და 1075 კომკავშირელი.

დღის რეჟიმი კოლონიებში შემდეგნაირად არის გაწერილი: 16 წლამდე არასრულწლოვანები ყოველდღიურად მუშაობენ წარმოებაში 4 საათი და სწავლობენ სკოლაში 4 საათი. დანარჩენ დროს ისინი თვითშემოქმედებით წრეებში და კომკავშირულ და პიონერულ ორგანიზაციებში ატარებენ.

16-დან 18 წლამდე მოზარდები წარმოებაში მუშაობენ 6 საათი, დანარჩენ დროს ისინი სწავლას და წრეებში მუშაობას ანდომებენ.

1939 წელს მოზარდებმა შრომით კოლონიებში შეასრულეს 169 778 მანეთის პროგრამა _ გამოშვებული იქნა ფართო მოხმარების საგნები.

შრომითი კოლექტივებიდან გასული მოზარდებიდან ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში წარმოებაში ჩაება და პროფესიულ საქმიანობას განაგრძობს 28 280 ყოფილი მსჯავრდებული; მათგან 83,7% მრეწველობასა და ტრანსპორტშია დაკავებული, 7,8% _ სოფლის მეურნეობაში, 8,5% _ სხვადასხვა დაწესებულებაში”.

ბავშვების მიმართ სტალინისა და სტალინური ეპოქის დამოკიდებულებას უფრო კარგად მომავალ წერილებში მოგითხრობთ, მაგრამ ამჟამად მინდა, გაგაცნოთ “ტირან” და “ბავშთმოძულე” სტალინის შემდეგ მოსული “დემოკრატი” ხრუშჩოვის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ.

საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში, 1921 წლიდან 1991 წლამდე, არასრულწლოვანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1964 წლის 11 აგვისტოს, და ისიც ხრუშჩოვის ბრძანებით.

 1964 წლის 27 იანვარს ლენინგრადში მოხდა საშინელი მკვლელობა. 37 წლის დიასახლისი ლარისა კუპრევა თავის 3 წლის ბიჭუნასთან საკუთარ ბინაში ნაჯახით დაჩეხეს.

სამი დღის შემდეგ დაიჭირეს მკვლელი _ 15 წლის ლენინგრადელი არკადი ნეილანდი. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში ბავშვის დახვრეტის პრეცენდენტი არ ყოფილა, მკვლელმაც თავისუფლად ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართალდამცველებს დაწვრილებით მოუყვა ტრაგედიის ამბავი.

1964 წლის 17 თებერვალს ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნით, მკვლელობიდან 20 დღის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის _ დახვრეტის გამოყენების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდიუმის დადგენილება ირიბად არკადი ნეილანდის მიმართი იქნა გამოტანილი, მას დახვრეტა მაინც არ ემუქრებოდა, რადგან კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს.

“დემოკრატიის ბაირახტარმა” ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც მთელი 10 წლის განმავლობაში თავი გამოაცხადა კანონმდებლადაც და კანონის აღმსრულებლადაც, პრინციპულად მოსთხოვა სასამართლოს, არკადი ნეილანდისთვის დახვრეტის განაჩენი გამოეტანა.

1964 წლის 23 მარტს საბჭოთა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ პირველად გამოიტანა სიკვდილითY დასჯის განაჩენი, იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო, სასამართლო და იურიდიული სამყარო აპროტესტებდა კანონის უგულებელყოფას.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ლეონიდ ბრეჟნევის, კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, არკადი ნეილანდი, როგორც ხრუშჩოვის ზვარაკი, 1964 წლის 11 აგვისტოს დახვრიტეს.

ცნობისათვის:

*ამერიკის შეერთებულ შტატებში არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯა მხოლოდ 2002 წელს გაუქმდა. 1990-დან 2007 წლამდე, 17 წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯის 56 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის: ირანში, იემენში, ჩინეთში, კონგოში, ნიგერიაში, პაკისტანში, საუდის არაბეთში, სუდანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (რაც დღესაც ხდება).

 * 2002 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯის საკითხი წყდებოდა ხუთმა ხმამ გაიმარჯვა ოთხის წინააღმდეგ. სწორედ იმ ერთმა ხმამ იხსნა 72 ამერიკელი არასრულწლოვანი, რომლებიც დასახვრეტად ჰყავდათ გამზადებული, თუმცა მათ სასჯელი უვადო პატიმრობით შეუცვალეს ყოველგვარი შეღავათის გაუთვალისწინებლად დროზე ადრე გათავისუფლების შესახებ.

*შემაძრწუნებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1944 წლის 16 ივნისს 14 წლის ჯორჯ სტინის სიკვდილით დასჯის სცენა.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით, შავკანიანი ჯორჯ სტინი ქუჩაში ესაუბრებოდა თეთრკანიან გოგონას, რომელიც მეორე დღეს მის მეგობართან ერთად მოკლული ნახეს. სწორედ შერიფის განცხადება გახდა საფუძველი 14 წლის ჯორჯ სტინის სიკვდილით დასჯისა, რომელსაც ასე აღწერს თვითმხილველი:

 ჯალათები უხერხულობაში ჩავარდნენ, რადგან განსასჯელი ისე პატარა იყო, რომ მის წვრილ მაჯებს სახელურები არ შემოეჭირა. განსასჯელი ტანითაც პატარა იყო ელექტროსკამისთვის და საჭირო სიმაღლეს ვერ წვდებოდა. ამის გამო შედგა ოქმი და ჯორჯს სკამზე დაუდეს ბიბლია, რომელიც თან ჰქონდა და იმაზე დასვეს, რათა სიმაღლე მომატებოდა და სტანდარტებში მოქცეულიყო.

ახლობლებმა ჯორჯის სიკვდილით დასჯიდან 70 წლის შემდეგ სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ ჯორჯი მკვლელი არ იყო, ეს მტკიცებულებები გაიზიარა ამერიკულმა სასამართლომ და აღიარა, რომ დაშვებული იყო სამართლებრივი შეცდომა _ ჯორჯ

სტინი უდანაშაულო იყო.

ამაზეა ნათქვამი: ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგის _ ოქროც არაო.

სტალინი თურმე ბავშთმოძულე და ტირანი იყო, სხვები კი დემოკრატები და მამა აბრამის ბატკნები.

გაგრძელება იქნება

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here