Home რუბრიკები საზოგადოება “ლაგუნა ვერეს” აღდგენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ხელეწიფება

“ლაგუნა ვერეს” აღდგენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ხელეწიფება

966

13 ივნისის ღამეს მომხდარ ტრაგედიაზე ლაპარაკისას მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, ვერეს ხეობაზე, ზოოპარკზე, სვანიძის ქუჩასა და ახალდაბასთან ჩამოწოლილ მეწყერზე კეთდება. ზარალი 100 მილიონ ლარზე ბევრად მეტიაო, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ხადურმა.

 

ამ ფონზე “ლაგუნა ვერეს” იავარქმნა მეორე პლანზე გადავიდა, მაგრამ ზარალი, რომელიც ამ უნიკალურმა სპორტულმა კომპლექსმა განიცადა, არნახულად დიდია.

საქართველოს დედაქალაქის მოქალაქეთა სახელით თავს უფლებას ვაძლევთ, მივმართოთ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ ერთხელ უკვე გადაარჩინეთლაგუნა”, როცა იგი ხელიდან გამოსტაცეთ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. დადგა დრო, კვლავ ითავოთ ამ კომპლექსის აღდგენის საქმე.

თქვენი კეთილშობილება კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, როცა განაცხადეთ, რომ 13 ივნისის ტრაგედიის შედეგების სალიკვიდაციოდ მზად ხართ; იქ, სადაც მთავრობა ვერ გასწვდება, საკუთარი სახსრებით დაეხმაროთ ხელისუფლებას.

ამ განცხადების გაკეთებისას თქვენ მოიშველიეთ ანდაზა _ ზოგი ჭირი მარგებელიაო. ეს ხალხური სიბრძნე ზედგამოჭრილია “ლაგუნაზე”, რომელიც წელიწად-ნახევარი კაპიტალური რემონტის მოლოდინში იყო.

მოგმართავთ თხოვნით და ვიმედოვნებთ, რომ არ აღმოვჩნდებით იმ წყალწაღებულის მდგომარეობაში, რომელიც ხავსს ეჭიდებოდა. სხვას არავის ხელეწიფება ამ კეთილშობილური საქმის გაკეთება!

საინიციატივო ჯგუფი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here