Home რუბრიკები საზოგადოება “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”

9544

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას”, _ ეს სიტყვები ქართული ენისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ ათქმევინა გამოჩენილ ქართველ პოეტ გრიგოლ ორბელიანს XIX საუკუნეში. XXI საუკუნეშიც მძიმე განსაცდელშია ჩვენი მშობლიური ენა, რომელსაც არც სააკაშვილის ხელისუფლება სწყალობდა და არც ამჟამინდელი ხელისუფლება.

 

სახელმწიფო ენის ხელშეწყობის, ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვისა და ენის ნორმათა დამკვიდრების მიზნით, 1997 წელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ამ საქმის გამოცდილი სპეციალისტი, ბატონი ლევან ღვინჯილია. პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა ამ სტრუქტურამ, რომელიც მართლაც ქმედუნარიანი იყო, მხოლოდ შვიდი წელი იარსება.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ენის პალატა ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუქვემდებარეს, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ გააუქმეს.

ათ წელზე მეტია, დღის წესრიგში დგას ენის პალატის აღდგენის ან თუნდაც ანალოგიური სტრუქტურის შექმნის საკითხი, მაგრამ ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

საქართველოში, ქართული, ეროვნული, სახელმწიფო ენა სრულიად დაუცველია. ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა აფხაზურიც, ამიტომ აფხაზებთან დასაახლოებლად, მათ ჩვენკენ შემოსაბრუნებლად აუცილებელია ქართული და აფხაზური ენების დამცავი სტრუქტურის შექმნა, ხელისუფლება კი რატომღაც აფერხებს, აჭიანურებს ასეთი უწყების შექმნას. არადა, ამისთვის მიზერული თანხის გამოყოფაა საჭირო ბიუჯეტიდან.

ქართული ენის გასაცოდავებულ მდგომარეობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით კოლხეთის უძველეს მიწაზე. ზუგდიდში განსაკუთრებით თვალში საცემია, შენობების ფასადებზე გაკრული აბრები, ბანერები, რეკლამები და .. მათზე უპირატესობა, ქართულთან შედარებით, ენიჭება ინგლისურ ენას, უფრო მეტიც _ ქართული წარწერა ბევრგან საერთოდ არ არის. ამის თაობაზე თხოვნით მივმართე ზუგდიდის საკრებულოს, მერიას, ქართული ენის რაიმე დამცავი მექანიზმის შექმნამდე, თავიანთი ძალებით ეზრუნათ ქართული ენის დაცვაზე. იდეა მოეწონათ, დაპირებაც იყო, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, არადა, ამის შესაძლებლობა და სახსრები ნამდვილად აქვთ.

ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here