Home რუბრიკები საზოგადოება “თვითმხილველთა” ქვეყანა

“თვითმხილველთა” ქვეყანა

579

პირდაპირ დავიწყოთ:

დიახ! ეს ის ქვეყანაა, რომელშიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თეთრი ლომის ბოკვერის _ შუმბას სახელი უფრო ხშირად ისმოდა მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, ვიდრე ზურაბ მუზაშვილისა!

 

ბევრმა ახლაც შეიძლება იკითხოს, ვინ არის ზურაბ მუზაშვილიო. სამაგიეროდ, ქუჩაში გაჩერებული ნებისმიერი გამვლელი დაუფიქრებლად გეტყვის, რომ შუმბა _ ეს არის ის საწყალი და უდანაშაულო ლომის ბოკვერი, რომელიც გულქვა და სისხლისმსმელმა მაშველებმა (სპეცრაზმმა, მეხანძრეებმა, პოლიციამ თუ სხვამ) ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ჩაცხრილეს ვოლიერში!

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში ყველა ასეთი უტიფარია, მაგრამ თავს დავდებ, რომ იმ პოზიორ ამაზრზენ ტიპებს, რომლებიც შუმბას გამო ვითომ ცრემლებს აღვარღვარებენ, ზურაბ მუზაშვილის სახელი და გვარი დამახსოვრებული ნამდვილად არ ექნებათ.

ზურაბ მუზაშვილი ხომ ის მაშველია, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა იმ საშინელ ღამეს საკუთარი სიცოცხლის ფასად! ასეთი ადამიანების დაფასებაში, მათი სახელის უკვდავყოფასა და გულწრფელ გლოვაში კი გრანტებს არავინ იძლევა!

ამიტომაც მოდურია მტაცებელი ცხოველების “გლოვა” და “გულაჩუყებული” პოზის მიღება იმის გამო, თუ როგორ “ჩახოცა სისხლისმსმელმა სპეცრაზმმა ვოლიერებში ჩაკეტილი ცხოველები”.

“ცხოველთა დასაცავად” კი სერიოზული გრანტები მოდის და ამაზე ხელსაყრელი შემთხვევა როდისღა უნდა მიეცეთ პატივცემულ “გრანტოვშიკებს”?! ესენი ხომ იმ ტიპის ადამიანები არიან, რომლებსაც ტრაგედია სულ ფეხებზე ჰკიდიათ და, თუნდაც გაწყდეს და გაიჟუჟოს ნახევარი თბილისი, მაინც იმაზე იფიქრებენ, რა თემა ააგორონ, რაც შეიძლება მეტი გრანტი რომ შეჭამონ.

რაღა თქმა უნდა, გრანტიჭამიათა რაოდენობა შეუზღუდავი არ არის. ეს ის მცირე წრეა ადამიანებისა, რომლებიც მერე სოციალურ ქსელებშიგულისამაჩუყებელი.. პოსტებითა თუ ფოტოებით ახერხებენ გულუბრყვილო ადამიანების აყოლიებას, პანიკის შექმნას, თავიანთთვის მომგებიანი დაგრანტმომტანიაზრის გავრცელებას.

ამისთვის კი ყველაზე ეფექტიანი სიტყვაა თვითმხილველი!

დიახ! სწორედ “თვითმხილველმა განაცხადა, რომ სისხლისმსმელმა სპეცრაზმელმა თუ მაშველმა ვეფხვს, რომელიც არავის ესხმოდა თავს, ტყვიების მთელი მარაგი დააცალა”.

დიახ! სწორედ “თვითმხილველმა მოგვიყვა, რომ ლომი, რომელიც ადამიანისკენ დინჯი ნაბიჯით მიემართებოდა და ბოროტი განზრახვა არ ედო გულში, სადისტურად მოკლა გულქვა სპეცრაზმელ-მაშველმა”!

დიახ! სწორედ “თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ეგზალტირებული სპეცრაზმელები ყიჟინით შეიჭრნენ ზოოპარკში და ვოლიერებში ჩაკეტილი ცხოველები უმოწყალოდ დახოცეს”.

აი, ასეთი “თვითმხილველების” ქვეყანა ვართ ჩვენ!

თუმცა, არა მხოლოდ საქართველოში აღმოჩნდებიან ხოლმე “თვითმხილველები”. მსოფლიოს ახსოვს “თვითმხილველი” იმისა, როგორ გაიქცა ჰიტლერი კოლუმბიაში! გაგვიგია იმის “თვითმხილველის” შესახებაც, რომ მანქანაში პრეზიდენტ კენედის ნაცვლად თოჯინა იყო, ხოლო თვითონ კენედი უვნებელი და საღსალამათი სადღაც ბრაზილიის ჯუნგლებში ნადირობით ირჩენს თავს და ასე შემდეგ…

ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ ტრაგედიას მოჰყვება ხოლმე ფანტაზიორი “თვითმხილველების” ჯოგი, რომლებიც უამრავ “გულისამაჩუყებელ” ამბავს ყვებიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე…

თუმცა, მე იმ ადამიანებისა უფრო მიკვირს, რომლებსაც ამთვითმხილველებისასე იოლად სჯერათ!

თქვენ წარმოიდგინეთ, არაერთი ასეთი ადამიანი “ფაქტადაც” კი აღიქვამს რაღაც სულელურ ვიდეოკადრებს, რომლებიც სინამდვილეში არაფერს ასაბუთებს.

მას შემდეგ, რაც ზედიზედ მოვიგერიე იმ სულელების შეტევა, რომლებიც რატომღაც “ცხოველთმოძულეობას” მაბრალებდნენ, ოფიციალურად მოვითხოვე, დაედო ვინმეს თუნდაც ერთი ფაქტი იმისა, როგორ ხოცავენ “სისხლმოწყურებული” სპეცრაზმელები “უდანაშაულო” ცხოველებს ვოლიერებში. ჩემი მოთხოვნა მთელი კვირის განმავლობაში ვერავინ დააკმაყოფილა, ამიტომაც, სავარაუდოდ, ამ მოთხოვნამ არაერთი ადამიანი მოიყვანა გონს, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც “პირველ ჩვენებას” ბოლომდე “მიაწვა” და დიდი რიხით გადმომიგზავნა “ვიდეოფაქტები”.

ვიდეოფაქტი #1. ვიღაც ტიპი, რომლის არც სახელია მითითებული, არც გვარი, არც თანამდებობა, ყვება, როგორ ეხვეწებოდა ზოოპარკის ერთ-ერთი მომვლელი სპეცრაზმელს _ არ მოკლათ ეგ ლომი, უვნებელიაო! ხოლო გულქვა და სისხლმოწყურებულმა სპეცრაზმელმა ლომი მოკლა, მერე კი იქვე მახლობლად დაბმული მგელი დაინახა და ისიც ზედ მიაკლა!

ვიდეოფაქტი #2. კარდში ჩანს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. არ ჩანს მოსაუბრის სახე და ვიღაც ამას ასაღებს, როგორც “ფარულ ჩანაწერს”. ის “იდუმალი თვითმხილველი” კი, რომელიც სახეს არ აჩვენებს, ყვება, როგორ დახოცეს “სისხლისმსმელმა” სპეცრაზმელება ხეებზე ასული დათვები.

ამ სურათიდან გამომდინარე, ერთი კითხვა მიჩნდება _ ადამიანები, რომლებიც, აი, ამ სისულელეებს ასე იოლად იჯერებენ, როგორღა გამოთქვამენ პერეტენზიას, რომ გაქნილი პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ ვეღარ მოატყუებენ?!

როდესაც საშუალოზე დაბალი ნიჭის ვიღაც თაღლითითვითმხილველისმონათხრობს ასე იოლად იჯერებ, არ გიჩნდება ეჭვი, არ ითხოვ ფაქტის დასაბუთებას და პირდაპირ სდებ ბრალს ვაჟკაც, გაბედულ და სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლის დამთმობ მაშველებსა და სპეცრაზმელებსსისხლისმსმელობასადაუმწეო ცხოველების განუკითხავად ჟლეტაში”, მაშინ შენ, ქალბატონო თუ ბატონო, ან ინტრიგანი ხარ და კონკრეტულ გამორჩენას ელი, ან, უბრალოდ, დებილი ხარ და ჩლუნგი!

მაპატიეთ ასეთი პირდაპირი და ხისტი გამოთქმებისთვის, მაგრამ იქნებ ამან მაინც იმოქმედოს ამ მართლა დაჩლუნგებული საზოგადოების გონებაზე და გამოაფხიზლოს ისინი, ვისით მანიპულირებაც ასე იოლად შეუძლიათ სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტებს!

ასეთი “მალემრწმენი” ადამიანები საზოგადოებისთვისაც საშიშნი არიან, რადგან მოსალოდნელია, ხვალ “ფეისბუქში” რომელიმე “თვითმხილველმა” გამოაქვეყნოს: “ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოხარშა ბაკურ სვანიძემ ჩვილი ბავშვი და შეჭამა!” და ზუსტად ვიცი, მთელი ეს საზოგადოებად წოდებული “ნაროდი” დიდი ჟივილ-ხივილით დაიჯერებს ამას და და ისე გამაკრავს ჯვარზე, იმასაც კი არავინ მოითხოვს, რომ ჩემს გვამს თუნდაც ექსპერტიზა ჩაუტარონ და დაადგინონ, აღმოჩნდება თუ არა ჩემს ნაწლავებში ჩვილი ბავშვის სხეულის ნაწილების კვალი, რათა სიკვდილის შემდეგ მაინც მოიხადოს ვინმემ ბოდიში უდანაშაულო ადამიანის წამებისთვის!

ძალიან დიდ საზიზღრობას ვწერ, ხო? _ დიახ! და ზუტად ასე და ამაზე მეტადაც საზიზღრები ხართ თქვენ, “თვალზეცრემლმომდგაროვითომუმწეო ცხოველთაგამოგულაჩუყებულოვითომ ადამიანებო!

“იცი თუ არა შენ, რომ პრაღის ზოოპარკიდან როდესაც ცხოველები გაიქცნენ, მაშველებმა მხოლოდ 100 ცხოველი მოკლეს აუცილებლობის გამო, დანარჩენი 900 კი დააძინეს!” _ მწერს ერთი “ჩემზე უფრო ცხოველთმოყვარე” და რატომღაც არ ელოდება ჩემგან შეკითხვას:

კარგი, პატივცემულო, მაგრამ გთხოვთ, დამისახელოთ რაოდენობა, _ რამდენი ცხოველი მოკლეს თბილისში სპეცრაზმელებმა?”

რა თქმა უნდა არ იცის! 1 მოკლეს? 5? 10? 50?

არა! მან იცის, რომგაჟუჟეს” “დახოცეს” “გაანადგურეს” “მოსპეს”!

და აი, კონკრეტულად რამდენი ცხოველის მოკვლას ვარქმევთ ამ შემთხვევაში “დახოცვას” და “გაჟუჟვას” ეს ციფრები, აგერ, ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგაც კი არავის დაუსახელებია!

მეტიც! თბილისმა კაცობრიობას შესთავაზა კიდევ ერთისაპროტესტო ნოუჰაუ”!

აბა, თუ მიხვდებით, როდესაც ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველი ქალაქის ცენტრში ადამიანს შეჭამს, ვინ უნდა დაკითხოს პროკურატურამ?

პასუხების ვარიანტები:

) ფილარმონიის მთავარი ადმინისტრატორი;

) ღვინის ქარხნის მთავარი დეგუსტატორი.

და ასე შემდეგ! მიამატეთ, ვინც გინდათ! ოღონდ არამც და არამც არ ჩაწეროთ პროკურატურის მიერ დასაკითხთა ჩამონათვალშიზოოპარკის დირექტორი”, რადგან ამ შემთხვევაში ლაშა ბუღაძე, გია ცინაძემყუდრო, ნინია კაკაბაძე და სხვა ძალიანპრადვინუტი ლიბერალშუბლგანათებულნიაუცილებლად მოაწყობენ საპროტესტო აქციასბნელებისწინააღმდეგ ლოზუნგით: “ხელები შორს ზოოპარკის დირექტორისგან!”.

ანუ, შესავალში ნათქვამი ჩემი სიტყვებისა არ იყოს, საქართველო _ ეს ის ქვეყანაა, რომელშიც ლაშა ბუღაძე გვისაზღვრავს, ვინ უნდა დაკითხოს პროკურატიურამ და ვინ _ არა!

ეს ის ქვეყანაა, რომელშიც ანი ნადარეიშვილი წამებით მოკლული სერგო თეთრაძის ქვრივს ისე უტიფრად ეუბნება ფრაზას _ “შენი ქმრის გადაცემული მონაცემებით უამრავი ადამიანი ჩახოცეს 2008 წელს” _ გეგონება, ეს ამბავი უკვე გამოიკვლია, დაამტკიცა და დაადასტურა გამოძიებამ.

არადა, სერგო თეთრაძის მხეცური მკვლელობიდან, “ნაცრეჟიმის” დასრულებამდე იმდენი დრო ჰქონდათ, მართლაც რამე რეალური სამხილი რომ არსებულიყო სერგო თეთრაძის წინააღმდეგ, მთელი ეს წლები ბაირაღივით ექნებოდათ აფრიალებული!

ხედავთ? თურმე ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იოლი შესაძლებელია, არსებობდეს კავშირი არა მხოლოდ ვეფხვებსა და არჩევნებს შორის, არამედ იმავე ვეფხვებსა და ლაშა ბუღაძეს შორისაც ან თუნდაც წამებით მოკლულ სერგო თეთრაძეს შორისაც!

დიახ! .. ცხოველთა დამცველების უმეტესობა, როდესაც არგუმენტებს ვერ უძლებს ხოლმე, ბოლოს ვეღარ ითმენს, სკდება ფურუნკულივით და ამჟღავნებს თავს _ სინამდვილეში ვინ არის და რა სურს:

“შე ბიძინას პრეზერვატივო!” “ყველანი ღრუსები ხართ “ინფო 9”-ის მთელი შემადგენლობა” _ აი, ასეთი ფრაზებით ასრულებენ ხოლმე ჩემთან კამათს “ცხოველთა დამცველები”…

თუ რომელიმე მეტყვით, რა კავშირშიაბიძინადა, მით უმეტეს, “ინფო 9” ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებთან, მართლა გავჩუმდები და არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა თემებზეც არასოდეს ამოვიღებ ხმას!

თუმცა, ფაქტია, ამ ქვეყანაში ყველაფერი ყველაფერთან შეიძლება იყოს კავშირში.

მაგალითად, ლაშა ბუღაძის ერთერთი მოტრფიალე ამ სიტყვებით მეცა: “ჯერ შენი ნაწარმოებები დადგან ქოვერნგარდენში და შენ მოგცენ ბიბისის პრემია და მერე ილაპარაკე ლაშა ბუღაძეზე!”

ანუ, ასეთი ადამიანების აზრით, ლაშა ბუღაძის, როგორც საზოგადოების წევრის, საქციელზე აზრის გამოთქმა შეუძლიათ მხოლოდ დრამატურგებს და თანაც ისეთ დრამატურგებს, რომელთა პიესებიცქოვერნგარდენშიარის დადგმული და ვისაცბიბისისპრიზი აქვს აღებული!

დანარჩენმა ენა უნდა ჩავიგდოთ და პროკურატურამაც დაკითხვაზე მხოლოდ ის უნდა დაიბაროს, ვისი დაკითხვის წინააღმდეგიც ლაშა ბუღაძე არ იქნება, მაგრამ, თუ ბუღაძეს არ ეცლება, მაშინმყუდროსუნდა დავეკითხოთ ჭკუა!

დიახ!

მჯერა, რომ ასე მოაზროვნე საზოგადოება ღირსეულ, სწორ და საამაყო გადაწყვეტილებებს მიიღებს არჩევნებზე, როგორც ეს ამ საზოგადოებას არაერთხელ გაუკეთებია!

ასეთი საზოგადოების ხელში ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო “გაბრწყინდება”, განათდება და 25-წლიანი ბჟუტვის შემდეგ, საბოლოოდ გადაიქცევა “რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურად”!

მთავარია, “თვითმხილველები” არ მოგვაკლდეს და შემდეგ ამ “თვითმხილველების” მონაჩმახით მოპოზიორე “გულაჩუყებულნიც”, მათ შორის, ისეთი “ცნობილი ფეისებიც”, რომლებიც თავის დროზე ადამიანების ცემა-წამება-მკვლელობას არ აპროტესტებდნენ, დღეის კი “უდანაშაულო ვეფხვის” გამო ყველაზე მეტ კურცხალს აგორებენ და “მისი უგულჩვილესობის” ტიტულს ეპოტინებიან…

და გმირი მაშველი? _ ეგ ვიღას დაკარგვია! დიდი საქმე! მას ხომ ამ ადამიანების გადარჩენა სამსახურებრივად ევალებოდა და, ბოლოს და ბოლოს, ვის არ გადაურჩენია სასიკვდილოდ განწირული 7 ადამიანი?!

ბაკურ სვანიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here