Home რუბრიკები საზოგადოება მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): თუ ასე გაგრძელდა, ხვალ-ზეგ პრეზიდენტიც კონჩიტა გვეყოლება და პრემიერიც

მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): თუ ასე გაგრძელდა, ხვალ-ზეგ პრეზიდენტიც კონჩიტა გვეყოლება და პრემიერიც

858

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე).

 

_ მამაო, კათოლიკოსპატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: “ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობენ იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწაწყალს იკავებს…” ზუსტად იმ დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა სამთავრობო დადგენილებას, რომლის თანახმადაც, 94 უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 90-ის ნაცვლად, 365 დღე შეუძლია საქართველოში უვიზოდ დარჩენა. წინა ხელისუფლების ანალოგიურმა პოლიტიკამ მოგვცა ის, რომ ათიათასობით თურქმა და ირანელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამჯერად რასთან გვაქვს საქმე?

_ პოლიტიკა იგივეა. ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა საზღვარგარეთ ეკონომიკური გაჭირვების გამო წავიდა. ძალიან ბევრს აქვს ბანკის ვალი, რომელსაც ვერ ისტუმრებს და კარგავს სახლს. ცხადია, ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

რაც შეეხება იმას, რომ ადამიანები უნდა ბრუნდებოდნენ სამშობლოში, ის, რაც პატრიარქმა ბრძანა, სრული ჭეშმარიტებაა და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ის ერის სულიერი მამაა და გული სტკივა, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რათა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს. კი, ბატონო, სხვაც შემოდის, შემოვიდეს; მაგრამ, როგორც ჩვენ გვიღებენ სხვა ქვეყნებში, ჩვენც ისე უნდა ვიღებდეთ მათ. ეს იქნება სწორი პოლიტიკა. სხვანაირად ამ პრობლემების გადაჭრა ვერ მოხერხდება, ვერანაირი საზღვრის გახსნა და ვიღაცებთან უვიზო მიმოსვლა მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.

_ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკის ლიბერალიზაცია ტურისტების რაოდენობას და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გაზრდის.

_ საინტერესოა, რომელ ტურისტებზე საუბრობენ. რომ გაიძახიან, კრიმინალი გაიზარდაო, მარტო ქართველი სჩადის ამ კრიმინალს? რამდენჯერ იყო ხმაური და ერთი ამბავი საროსკიპოების გახსნაზე, ამასაც ქართველები აკეთებდნენ? სულ თურქების გახსნილია. ნარკოტიკები ავიღოთ: საიდან შემოდის, თურქეთიდან არ შემოდის? და ვის შემოაქვს ეს ნარკოტიკები? ისევ იმ ხალხს, რომელსაც ესენი ტურისტებს ეძახიან.

_ გამოდის, ხელისუფლებამ გზა გაუხსნა ამ ყველაფერს?

_ ხელისუფლება განიცდის ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებსაც მმართველ გუნდში სერიოზული ლობი ჰყავთ რესპუბლიკური პარტიის სახით. აი, ეს არის დღეს ჩვენი უბედურება და ჭირი, თუმცა ამ ხელისუფლებაში არიან ნორმალური ადამიანებიც, რომლებსაც სურთ სასარგებლო საქმის კეთება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან და მათი ხმა, ფაქტობრივად, არ ისმის…

_ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტია ძლიერდება და სულ უფრო მაღალ სახელისუფლო პოსტებს იკავებს. როგორ ფიქრობთ, რა ძალებითა და მექანიზმებით ახერხებენ ამას?

_ საქმე ის არის, რომ რესპუბლიკურ პარტიას სერიოზული მხარდაჭერა აქვს დასავლეთისგან, კერძოდ, იმ ძალებისგან, რომლებსაც უნდათ, საქართველო მათი ვასალი და დირექტივების უსიტყვოდ შემსრულებელი იყოს. ცხადია, ამისთვის აქ სჭირდებათ არაქართული ორიენტაციის ხალხი და სწორედ ამას ემსახურება ის პროპაგანდაც, რომ თურმე ქართველი ხალხის არჩევანია დასავლეთი. ეს ასე არ არის, ეს სააკაშვილის დროსაც დიდი ტყუილი იყო და ახლაც ტყუილია. ქართველი ხალხის არჩევანი არის მართლმადიდებლური ცხოვრების წესი, ქართული ტრადიციები და კულტურა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მზე არც დასავლეთიდან ამოდის, არც სამხრეთიდან და არც ჩრდილოეთიდან, მზე ყოველთვის აღმოსავლეთიდან ამოდის…

_ თქვით, რომ ჩვენი არჩევანი არის არა ევროპა, არამედ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი. ეს ორი რამ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?

_ ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა, მეტიც, ის ცხოვრების წესი, რომელსაც ე.წ. ლიბერალები თავს გვახვევენ, და მართლმადიდებლობა აბსოლუტურად საპირისპირო რამეა…

_ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?

_ ავიღოთ 17 მაისი, ჩვენი წესი და ტრადიციაა მამათმავლების აღლუმი და ორგიები?! ახლა ვიღაცები დაიწყებენ ლაპარაკს _ ამის უფლებებს არღვევ, იმას ლახავ, ამას ლახავ… მოდი, ასე ვთქვათ: არიან ავადმყოფები და არიან ჯანმრთელები. მამათმავალი და ამ ცოდვაში მყოფი ადამიანები იყვნენ ყოველთვის ჩვენთანაც და სხვაგანაც, მაგრამ მათ სახლში არავინ უვარდებოდა, არავინ დევნიდა. დღეს რატომ უნდა წარმოჩნდეს ეს ხალხი, რატომ უნდა გაიარონ რუსთაველზე?! საქართველოში თითოეული კუთხე ჩვენი გმირი წინაპრების სისხლითაა მორწყული… აქ უნდა გაიარონ?! ეს ყველაფერი არის დასავლეთის მიერ თავს მოხვეული იდეოლოგია და უკვე დაუფარავად გვეუბნებიან: თუ გინდათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, _ ამ .. უმცირესობების უფლებები უნდა დაიცვათო. მე კი მათ ვეუბნები: არ მჭირდება შენი სავიზო ლიბერალიზაცია იმის სანაცვლოდ, რომ მამათმავლებმა და ვიღაც ავადმყოფებმა აქ ქუჩაში ირბინონ

_ ამას წინათ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, ტრანსგენდერების მიერ სქესის შეცვლის აღიარება საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს. რა მიზანს ემსახურება ეს მოწოდება? ხომ არ მივყავართ ნელნელა იქით, რომ მალე ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებაზეც დაიწყოს საუბარი?

_ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს სახალხო დამცველი არ გვყავს, ის კონჩიტების დამცველია. სხვა რა დავარქვა, არ ვიცი. ჩვენ უმრავლესობა ვართ, ის კი უმცირესობის ინტერესს იცავს; თანაც, ცინიზმი ნახეთ, _ ჩვენ, უმრავლესობას, გვეძახიან მოძალადეებს. არადა, მოძალადეები არიან ისინი, ვისაც ეს საცოდავი .. სექსუალური უმცირესობა გამოჰყავს და საზოგადოებაში მათდამი ზიზღსა და სიძულვილს აღვივებს. თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანიც სწორედ ეს არის და ამიტომ ცდილობენ, მოსახლეობა მუდმივად გააღიზიანონ. კიდევ ვიმეორებ: თუ ასე გაგრძელდა, ხვალზეგ პრეზიდენტიც კონჩიტა გვეყოლება და პრემიერიც.

რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, რა თქმა უნდა, მთელი ეს ე.წ. ნეოლიბერალური პროპაგანდა ამას უმზადებს საფუძველს და ძალიან მალე დაიწყებენ ამაზე საუბარს. შემდეგ იქნება ინცესტი, მერე _ ძაღლებთან, კატებთან… რა თქმა უნდა, მათ “აქვთ” ამის “უფლება”… სად მივდივართ _ უფსკრულში? ეს გზა დაღუპავს საქართველოს, ამიტომ ვამბობ, რომ არ არის ეს ჩვენი არჩევანი, ასეთი დასავლეთი მე არ მინდა.

_ გასაგებია, მაგრამ ხალხში თუ არის პროდასავლური განწყობა? საზოგადოების რა ნაწილი შეიძლება იყოს დღეს ევროინტეგრაციის მომხრე?

_ კონკრეტული ციფრების დასახელება, ცხადია, გამიჭირდება, მაგრამ მე ვარ სასულიერო პირი, ვისმენ აღსარებებს და არანაირ დასავლურ ორიენტაციაზე საუბარი არ არის. ეს არის ტყუილი. კიდევ ვიმეორებ: იმ გარყვნილებისა და აღვირახსნილობის ფონზე, რომელსაც დღევანდელ ევროპაში ვხედავთ, რომელ ჭკუათმყოფელს შეიძლება ევროინტეგრაცია მოსწონდეს. ჩვენ ამ ყველაფერს თავს გვახვევენ პროპაგანდით და ამ პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს ტელევიზია…

_ ტელევიზია, რომელიც დიდწილად ისევნაცმოძრაობისმიერ კონტროლდება.

_ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ კონტროლდება _ “ნაციონალების” თუ ხელისუფლების, მთავარია, რომ ორივეს ერთი ძალა მართავს და დამკვეთიც არის ერთი.

_ ერთსქესიანთა ქორწინებაზე ვსაუბრობდით და მცირე ხნის წინათ ჟურნალ “17 მაისისკორესპონდენტმა ხელისუფლების წამომადგენლებს ასეთი შეკითხვა დაუსვა: წარმოგიდგენიათ თუ არა ორი მამაკაცის ან ორი ქალის ერთობა ოჯახად. უმრავლესობამ თქვა, რომ წარმოუდგენია. როგორ ფიქრობთ, პარადოქსი არ არის ასეთი ადამიანების ყოფნა ხელისუფლების სათავეში?

_ პარადოქსია, საერთოდ, ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის უბედურება და ამის ასე დიდხანს დატოვება არ შეიძლება. რაც შეეხება ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს, არ ვიცი, ვინ თქვა, რომ ორი მამაკაცის ან ორი ქალის ერთობა ოჯახია, მაგრამ, ის ადამიანი ნორმალური რომ არ არის და ცნობიერების სერიოზული პრობლემები აქვს, აშკარაა. ასეთ ადამიანებს არ უნდა ებაროთ სახელმწიფოს სადავეები, თავისთვის კი, რაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, ეს უკვე მათი ნებაა.

_ დასასრულ, თუ მოხდა სასწაული და ჩვენიისტორიული არჩევანიაღსრულდა, ანუ ევროკავშირში შევედით, რას მივიღებთ შედეგად _ რა სახელმწიფო გვექნება?

_ მოდი, რაც არ მოხდება, იმაზე ნუ ვილაპარაკებთ. ეს არის მირაჟი და ჩვენ ახლა ვართ იმ სახედრის მდგომარეობაში, რომელსაც წინ თივა დაუკიდეს და მიჰყვება იმედით, რომ ოდესმე შეჭამს. სწორად გამიგეთ, მე ქართველ ერს სახედარს არ ვადარებ, მაგრამ ვიღაცებს სურთ, ამ მდგომარეობაში გვამყოფონ…

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ერთ საკითხსაც შევეხო, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება საგულდაგულოდ ჩქმალავს, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით _ “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, ჩვენს სკოლებში ცდილობდნენ, ესწავლებინათ ე.წ. სექსუალური აღზრდა. ეს, ღვთის წყალობით, ვერ შეძლეს აქამდე, მაგრამ დღეს უკვე იმავეს სხვა ფორმით ცდილობენ. ამას ეძახიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და არავინ აკონკრეტებს, რას გულისხმობენ. ასევე ხშირად გვესმის სიტყვები გენდერული თანასწორობა. პირდაპირ ვამბობ: სადაც ეს სიტყვები ითქმება, იქ უკვე იგულისხმება ლგბტ საზოგადოება. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ეს საკითხი იყოს საზოგადოებრივი განხილვის საგანი და ყველამ გაიგოს, რაზეა საუბარი. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა “რეფორმებს” გვიმზადებენ და კონკრეტულად რა სიახლეების დანერგვაზეა საუბარი, როცა განათლების მინისტრი სისტემაში მთელი რიგი ნოვაციების დანერგვაზე ლაპარაკობს. ისე, საზოგადოდ, ყველამ ვიცით, რა მზაკვრობა იმალება ამ ცვლილებების მიღმა და კიდევ გავიმეორებ: მათი ვერანაირი მცდელობა მიზანს ვერ მიაღწევს. ჯობია, გონს მოეგონ და ნუ გაყოფენ თავს უბედურებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ღვთისა და ერის რისხვა არ ასცდებათ

მინდა, ვისარგებლო შემთხევით და უკრაინის მთავრობას მადლობა გადავუხადო “ნაციონალების” წაყვანისთვის; იქნებ რესპუბლიკელებიც წაეყვანათ… რაც უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს, მით უკეთესი. იქნებ ასე მაინც მოვიშოროთ ეს ჭირი და უბედურება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here