Home რუბრიკები საზოგადოება რატომ ყიდულობენ საქართველოში საცხოვრებელს აზერბაიჯანის მოქალაქეები?

რატომ ყიდულობენ საქართველოში საცხოვრებელს აზერბაიჯანის მოქალაქეები?

491

“საქართველოში უცხოელ ინვესტორთაგან ყველაზე მეტ ბინას (სახლს) აზერბაიჯანის, თურქეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ყიდულობენ. 2014-2015 წლებში ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოხატეს დასავლეთ ევროპისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა”, _ აღნიშნულია აზერბაიჯანის გაზეთ “ეხოს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორები: ბ. საფაროვი, ნ. ალიევი), რომელშიც განხილულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, ინვესტიციების მოზიდვის გეგმები, უცხოელი ბიზნესმენების საქმიანობა და სხვა საკითხები. აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესებას იჩენენ აზერბაიჯანელი ინვესტორებიც, რომლებსაც ბოლო ხანს საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვება სურთ.

 

აზერბაიჯანელი ექსპერტი აზერ ალახვერანოვი განმარტავს, რით არის გამოწვეული აზერბაიჯანელთა დაინტერესება საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებით. “პირველი _ საქართველო, პოლიტიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანელებისთვის პროევროპული ქვეყანაა; მეორე _ საქართველოს ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანი პლუსი აქვს: შავი ზღვის სანაპირო, თურქეთთან მეზობლობა, ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო პირობები; მესამე _ საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს, ბევრი ერთობლივი საწარმოა შექმნილი, აქ ასევე მუშაობენ აზერბაიჯანული კომპანიები და ბანკების ფილიალები. მარტო “სოკარს” საქართველოში 50 ბენზინგასამართი სადგური აქვს, ხოლო სამშენებლო კომპანია “აკორდი” უამრავ ობიექტს აშენებს. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ აზერბაიჯანელი სპეციალისტების განსაზღვრული რაოდენობა სამუშაოდ საქართველოში მიდის, მათ იქ საკუთარ ბინაში სურთ ცხოვრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ბინადრობის უფლებას _ დროებითი ცხოვრების უფლებას ითხოვენ; სამომავლოდ კი, არ არის გამორიცხული, მუდმივი ცხოვრების უფლებაც და მოქალაქობაც მიიღონ. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოს ევროკავშირთან, ალბათ, მალე ექნება უვიზო რეჟიმი”, _ ამბობს აზერ ალახვერანოვი.

ჩნდება კითხვა _ რატომ მაინცდამაინც საქართველო და არა თურქეთი ან უკრაინა, რომლებიც ასევე შავიზღვისპირა სახელმწიფოებია? “იმიტომ, რომ თურქეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ბიზნესის დაწყება რთული საქმეა. რაც შეეხება უკრაინას, ეს ქვეყანა ჩვენი თანამემამულეებისთვის, გასაგები მიზეზების გამო, ნაკლებად მიმზიდველია. იქ მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები საქართველოში გადმოსახლდნენ”, _ აღნიშნავს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

ЭХО (აზერბაიჯანი)

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here