Home რუბრიკები საზოგადოება ვინ და რატომ ებრძვის საქართველოში თავისუფალ სიტყვას

ვინ და რატომ ებრძვის საქართველოში თავისუფალ სიტყვას

559

ამას წინათ საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” და მისმა ყელყელა რედაქტორმა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც ლგბტ თემის თავგადაკლული აპოლოგეტია, თავის ქათმური ჭკუით, “საქართველო და მსოფლიო” რუსეთის აგენტობაში “ამხილეს”. როგორც ამ ნარნარა “ლიბერასტის” მიერ მისივე სააგენტოთი გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, თურმე 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე ფონდ “რუსული სამყაროსა” და შპს “როსტელკომისგან” “არაპირდაპირი გზით” დაფინანსება მიგვიღია. თურმე რუსულმა კომპანიებმა ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაში 5 მილიონი უნდა დახარჯონ და ამ ყველაფრის შესახებ მანაგაძის “კანტორას” ექსკლუზიურად შეუტყვია.

 

ბოლო დღეებში მედიასივრცეში “ქათმების” კრიახი არ წყდება და ნარნარა ყმაწვილები ლოყებს იკაწრავენ, _ “ბნელი ღრუზინები” ავადსახსენებელ წარსულში გვაბრუნებენო; არის გნიასი და ლამისაა ლიბერასტების ცხვრების ფარა ერთხმად აბღავლდეს, _ “საქართველო და მსოფლიო” საერთოდ უნდა აიკრძალოსო… იმავე ცნობაში, რომლითაც თვალფახულა მანაგაძემ, თავის ჭკუით, გვამხილა, კომენტარი ვინმე “ექსპერტს” _ გრიგოლ გეგელიას სთხოვა და მანაც, რომ იტყვიან, ცოფი ჰყარა: რუსეთიდან დაფინანსებული ყველა მედიასაშუალება კანონით უნდა აიკრძალოს, ხოლო თვით ოკუპაციის ფაქტის უარყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოსო. გეგელიას შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასაც მიადგნენ და მანაც ტოლი არავის დაუდო, _ ვხედავ სერიოზულ გამოწვევას, რადგან რუსულმა მხარემ ქართულ მედიასივრცეში დიდი ფულის ჩადება დაიწყოო. მოკლედ, მედასავლეთე ლიბერასტებმა ტანსაცმელიშემოიბრდღვნეს და განგაშის ზარები დაარისხეს; ეტყობა, გრანტი შემოაკლდათდა ნემსის ყუნწში ძვრებიან, _ იქნებ ძია სემმა ახალი საწოვარა გადმოგვიგდოსო…

ცხადია, ამ ყველაფერში მინიმალურ საფრთხესაც ვერ ვხედავ (და შეუძლებელია, ვხედავდე), რადგან ერთი თვალფახულა, ნარნარა ყმაწვილის კაკანი თავისუფალ სიტყვას ვერასოდეს შეზღუდავს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. გულსაკლავი ისაა, რომ ეს სულით კინტო ცილისწამებას ბედავს და იმის ნაცვლად, რომ თავის “მრავალჭირნახულ” ბეგრაუნდს მიხედოს, ჯანსაღი აზრის ჩახშობაზე, ამოქოლვაზე საუბრობს. ამ მდგომარეობას, ალბათ, ყველაზე მეტად მიესადაგება ბრძნული შეგონება: “ქურდს ყველა ქურდი ჰგონიაო”, _ ხალხს, რომელიც მთელი ცხოვრება უცხოურ დაფინანსებაზეზის და “დონორის” ფინანსურ ჯიქანს მადიანად წოვს, ყველა მწოველი ჰგონია.სხვანაირად არც და ვერც წარმოუდგენიათ, რადგან მათთვის იდეის მსახურებასრულიად უცხო რამ არის. ისე, წარმოიდგინეთ, მანაგაძის მონაჩმახი ერთიპროცენტითაც რომ შეესაბამებოდეს სიმართლეს და რუსეთი მართლა მილიონებსიხდიდეს ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაში, ნომერი პირველი“რუსეთუმე” ხომ სწორედ თვითონ იქნებოდა! განა ვინმე აჯობებდა მას და ბატონალასანიას ამერიკის ან ევროკავშირის ლანძღვაში? აი მერე ნახავდითანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას…

რაც შეეხება მიზეზს, რამ გაამწარა და გააკაპასა ჩვენზე ეს ყელყელა შეთავსებით ჟურნალისტი, მოგეხსენებათ, “საქართველო და მსოფლიო” დღიდან გამოსვლისა, ე.წ. ნეოლიბერალებს დაუღალავად ეპაექრება. ამის გამო მათი სამიზნე არაერთხელ გავმხდარვართ და უსაფუძვლო კრიტიკა თუ ცილისწამებაც არაერთხელ მოგვისმენია. მანაგაძეც იმთავითვე სწორედ იმ “ლიბერასტების” რიგებში იყო და საკმარისია,დასავლეთის, ვთქვათ, ევროკავშირის ან ნატოს მიმართ ობიექტური მასალისგამოქვეყნება “გავბედოთ”, რომ მაშინვე წრიპინს იწყებს. მანაგაძის აგზნებაგანსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება, როცა ე.წ. სექსუალურ უმცირესობებსშევუტევთ და სოდომური ცოდვით შეპყრობილებზე მწარე სიმართლეს ვიტყვით. ბოლო რამდენიმე ნომერში ბევრი ასეთი მასალა გვქონდა და, ამჯერადაც მანაგაძემ პედარასტიის, სოდომიის კრიტიკა პირად შეურაცხყოფად მიიღო _ მისი ნება რომ ყოფილიყო, ამ კრიტიკისთვის რედაქციის ყველა წევრს კუპრის ქვაბში გვაბანავებდა, მაგრამ, ვინაიდან კუპრის ქვაბზე ხელი არ მიუწვდება, ორღობის დედაკაცივით ჭორიკნობა დაიწყო, _ რუსეთი ქართულ მედიას აფინანსებს და დროზე მიხედეთო. თანაც ამ დეზინფორმაციას ისე აქვეყნებს, ხელს არ აწერს. ალბათ, ჰგონია, რომ ასეთი საქციელით საკუთარ თავს პასუხისმგებლობას ააცილებს, მაგრამ მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო და მანაგაძე _ ჩიხტიკოპშიც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მანაგაძესა და მის სულიერ დებსათუ ძმებს, ვიდრე სოდომიზმის კრიტიკას პირად შეურაცხყოფად მიიღებენ დაკრიახს დაიწყებენ, ურჩევნიათ, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ჩუმად მოწოვონ ძიასემის ფინანსური ჯიქანი. ეს, პირველ რიგში, შენ გეხება, მანაგაძევ! ისე არ დაგემართოს, ქათამმა რომ ჩხრიკა და “უმ ბადრიჯანზე” წამოეგო. წამოგება არ გაკლია შენ, როგორც ვხედავ _ აქამდე ქარწაღებული ჭინჭივით ფრიალებდი ხან სად, ხან _ სად. ახლა, ვატყობ, ტარიც გაგიკეთეს და დროშადაც გაქციეს… ყველაფერს ნუ მათქმევინებ! გირჩევ, პირი გამოირეცხო და ვირეშმაკობას შეეშვა! როგორც ჩანს, ტარი “თავისუფალმა დემოკრატებმა” უკვე გიბოძეს და იფრიალე, სადაც გინდა!

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here