Home რუბრიკები საზოგადოება “მეგობარი ქვეყნის” გუბერნატორი სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრება?

“მეგობარი ქვეყნის” გუბერნატორი სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრება?

617

“მეგობარი ქვეყნის” კონკრეტული, იურიდიული და რეცეპტული განსაზღვრება არ არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობაში.

ქვეყნებს შორის მეგობრობა განისაზღვრება კონკრეტული მოლაპარაკებებით კონკრეტულად ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობაზე, იქნება ეს ეკონომიკური, სამრეწველო, კულტურული, სპორტული თუ სამხედრო სფერო. საზოგადოდ კი, სიტყვამეგობრობარასაც ნიშნავს ადამიანურ ენაზე, ყველამ ვიცით. დაახლოებით იმავეს უნდა ნიშნავდეს, ალბათ, ქვეყნებს შორის მეგობრობაც.

კონკრეტულ ურთიერთდახმარებასა და გასაჭირში თანადგომას რომ თავი დავანებოთ, “მეგობარი ქვეყანა,” სულ ცოტა, შენს საშინაო საქმეებში მაინც არ უნდა ერეოდეს უხეშად და მით უფრო _ არ უნდა გემუქრებოდეს!

მგონი, უცნაური არაფერი მითქვამს, ხო?

სამაგიეროდ, უკრაინისა და საქართველოსმეგობრობაუკვე მართლაც ძალიან უცნაურ ფაზაში შედის

აქამდე, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი რეჟიმის წევრებსა და აქტიურ მხარდამჭერებს ამ ჩვენს “მეგობარ” ქვეყანაში სხავადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნიშნავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ და ძებნილად გამოცხადებულიც არაერთი იყო, ჩვენი ქვეყნის ოფიციოზი, ასე თუ ისე, სიმშვიდის შენარჩუნებისა და უკრაინასთან “ურთიერთმეგობრობის” არგაფუჭებისკენ მოგვიწოდებდა.

კარგი, ჯანდაბას, დანიშნოს ჩვენმა “მეგობარმა” ქვეყანამ მაღალ თანამდებობებზე ჩვენ მიერ ძებნილი დამნაშავეები და დავხუჭოთ თვალი, ასე ვთქვათ, ხათრის გამო, მაგრამ…

ჩვენ აუცილებლად შევცვლით საქართველოში ხელისუფლებას! მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ვიქნები და რა თანამდებობაზე, ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოში ამ უნიათო მთავრობის მმართველობის დასრულება. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ ხელისუფლების გაშვებას სახლში!”

როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს სიტყვები?

რა თქმა უნდა, ყველას, გარდა “მეგობარი” ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირისა!

არადა, ეს ფრაზა თქვა სწორედმეგობარიქვეყნის ერთერთი ოლქის გუბერნატორმა და ამავემეგობარიქვეყნის მოქალაქემ!

დიახ! დიახ! ფრაზა ეკუთვნის ოდესის გუბერნატორს და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აი, ასემეგობრულადგვემუქრება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობით!

მან ეს ფრაზაქართულიტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის გადაცემაარჩევანშიწარმოთქვა.

საერთაშორისო დიპლომატიაში, წესით, ასეთ განცხადებებს სერიოზული დიპლომატიური სკანდალი მოსდევს ხოლმე.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა “ყოფილი” სტატუსით სარგებლობს მუქარის ავტორი, ის ოდესმე პრეზიდენტი იყო თუ დამლაგებელი! მთავრია, რომ ერთი ქვეყნის რიგითი გუბერნატორი ოფიციალურად ემუქრება სხვა ქვეყანას სახელმწიფო წყობისა და მთავრობის დამხობით! და, სხვათა შორის, როდესაც ასეთ რამეს უცხო ქვეყნის რიგითი გუბერნატორი ამბობს, ამ შემთხვევაში, იმასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კანონიერი გზით აპირებს სხვა ქვეყნის მთავრობის შეცვლას თუ უკანონოდ!

და რას აპირებს, ნეტავ, უცხო ქვეყნის რიგითი გუბერნატორის ასეთი თავხედური განცხადების პასუხად საქართველოს მთავრობა?

ისევ და ისევ მეგობრული ურთიერთბის არგაფუჭებას”?

ერთი ასეთი ამბავი მახსენდება ედუარდ შევარდნაძის დამოუკიდებელ საქართველოში მოღვაწეობიდან: როდესაც ის საქართველოში დააბრუნეს მოსკოვიდან, ქვეყანაში დიდი გავლენის მქონე ჯაბა იოსელიანზე თქვა: “ჯაბა ჩემი მეგობარია და ჩვენ ერთად კარგად ვითამაშრომლებთ!”

მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც შევარდნაძის ბრძანებით ჯაბა დააპატიმრეს, ჟურნალისტებმა მას შეახსენეს ეს ამბავი. შევარდნაძემ ჩვეული ხუმრობით უპასუხა: “მე ვამბობდი, რომ ჯაბა არის ჩემი მეგობარი, ის კი არ მითქვამს, მე ვარ მისი მეგობარიო!”

ჰოდა, მოდი, საქართველოს მთავრობამაც, ხალხმაც დაძაანპატრიოტობაზეგაქაჩულმა არაერთმა სულელმაც იქნებ კარგად გაარკვიონ _ თუ უკრაინა ჩვენი მეგობარია, ჩვენ არ ვართ მისი მეგობარი თუ როგორაა საქმე?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here