Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: იზრდება პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის ეს ნაწილი არსებული საგარეო...

თამარ კიკნაძე: იზრდება პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის ეს ნაწილი არსებული საგარეო კურსის ცვლილებას ემხრობა

575

ჩვენი პოლიტიკოსების ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სოჭში შეხვედრამაც მიიპყრო.

შეუმჩნეველი არ დარჩა შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის _ კარლ ბილდტის რუსულ ნავთობკომპანიაში მრჩევლად დანიშვნაც, რომელსაც სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურნენ: “ეს ის კარლ ბილდტი არ არის, მანჰეტენის სექტისპრადვინუტებისაქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების უმთავრეს ლობისტად რომ წარმოგვიდგენდნენ? ბილდტი პრიორიტეტს ანიჭებს თავის და არა საქართველოს ინტერესებს! იქნებ, ამ ფაქტმა მაინც გამოაფხიზლოს ქართველი პოლიტიკოსები”.

მთელი კვირის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ თოქშოუში ვისმენდითპროევროპელებისაღშფოთებას, რომ საქართველოს მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრების მომხრეა, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზი ვერ შევიტყვეთ.

მთავარ თემად რიგის სამიტი რჩება, რაც უფრო ახლოვდებააღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტი, პოლიტოლოგებიც გააქტიურდნენ, მათი მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ზოგიერთი ამბობს, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შეიძლება უარი თქვან საერთო დეკლარაციის ხელმოწერაზე ან დემარშის რაიმე სხვა ფორმას მიმართონო. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ყველა პოლიტოლოგს ცივი წყალი გადაასხა: “ჩვენ რიგის სამიტზე ახალს არაფერს ველოდებით, ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მოხდება, ამის მოლოდინი, არც გვქონდა…”

გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ თამარ კიკნაძეს ვესაუბრეთ.

_ წინა კვირის ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ის იყო, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში ეწვია

_ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც დასავლეთი ვარაუდობდა, რუსეთმა რამდენიმე რაუნდი მოიგო, ამიტომ მოხდა დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კორექტირება. ჯონ კერის ვიზიტიც სოჭში ამის დამადასტურებელია. ეს ვიზიტი ამერიკული მხარის თხოვნით მოეწყო. კერი ოთხი საათის განმავლობაში ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და ოთხი საათი _ პრეზიდენტ პუტინს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და, გარკვეულწლად, მოხდა პოზიციების შეჯერება. პრესკონფერენციაზე კერი და ლავროვი განსაკუთრებული მეგობრული განწყობის დემონსტრირებას ცდილობდნენ. მათ ისაუბრეს მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. მოსკოვში ჩავიდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდიც. ზოგიერთი ამერიკელი პოლიტოლოგის აზრით, აღნიშნული ვიზიტი ამერიკის პოზიციების დათმობაზე მიუთითებს, თუმცა კულისებს მიღმა კონფრონტაცია მაინც გრძელდება, ამის დასტურია მაკედონიაში განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, მაკედონია რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს არ შეუერთდა, გარდა ამისა, ეს ქვეყანა რუსეთ-თურქეთის გაზსადენის ტრანზიტული ქვეყანაა, ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ მაკედონიაში მიმდინარე პროცესები მართულია. ამის შესახებ ლავროვმა სერბეთში ისაუბრა.

_ აშშის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტსეახლა”, არ დადგა დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც გადახედოს საგარეო პოლიტიკას?

_ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური მოთამაშე არ არის, ის პოლიტიკის ობიექტია. ჩვენი ქვეყნა აშშის სატელიტია და ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, ამიტომაც ამ პოლიტიკურ კონიექტურაში ზის. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც შეინიშნება სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მისი შემადგენელი ნაწილია. დღეს შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი დაგეგმილია და ტექნოლოგიურად დამუშავებული.

_ ქალბატონო თამარ, გასული კვირის მთავარი თემა ევრაზიულ კავშირში გაწევრების მსურველთა რაოდენობა იყო. ყველა პოლიტიკურ თოქშოუში მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, ყველა ცდილობდა გამომწვევი მიზეზის დადგენას.

 _ საერთოდ, ამ კვლევებს ნაკლებად ვენდობი. შედეგებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და სადავო მომენტია. რაც შეეხება ევრაზიაში გაწევრების მსურველთა 31%-ს, საქართველოში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, ამიტომ იზრდება პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა. მოსახლეობის ეს ნაწილი არსებული საგარეო კურსის ცვლილებას ემხრობა.

რომელიმე კავშირში შესვლა გარკვეული პირობების საფუძველზე უნდა მოხდეს, პოლიტიკა ვაჭრობაა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ვაჭრობა ქვეყნის სასარგებლოდ უნდა წარმოებდეს. საქართველოს კი, სამწუხაროდ, რუსეთთან სავაჭრო ცოტა რამ დარჩა. ჩვენ ყოველთვის ვუშვებდით შეცდომებს, ეს ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებაა. გაიხსენეთ, როგორ და რა დროს მოხდა ჩვენი შესვლა დსთში _ ჯერ აფხაზეთი დავკარგეთ და მერე იძულებული შევიქენით, უპირობოდ შევსულიყავით.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური სივრცე ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ უპირობოდ იქ გაწევრებაც დაუშვებელია, აუცილებლად უნდა წამოვაყენოთ ჩვენი პირობები და მათ განხორციელებას ვეცადოთ. ამის ნათელი მაგალითია ბელარუსის პრეზიდენტი ალქსანდრე ლუკაშენკო, რომელიც, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არაჩეულებრივად ვაჭრობს როგორც ევროპელებთან, ისე რუსეთთან.

_ ზოგიერთი პოლიტოლოგი ამბობს, დეკლარაცია, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს რიგის სამიტზე, აქამდე გაურკვეველია, ამიტომ შესაძლოა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამაცაღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტი დემარშით დატოვონო

_ ეჭვი მეპარება, რომ მსგავსი რამ მოხდეს. რიგის სამიტზე ჩვენთვის საინტერესო არაფერი იქნება, რადგან თვით უკრაინის მიმართაც კი დასავლეთმა პოლიტიკა შეცვალა და საუბარი დაიწყო იმაზე, რომ მოხდეს ქვეყნის ფედერალიზაცია. ითხოვენ, კიევმა მინსკის შეთანხმება გაითვალისწინოს. უკრაინის ფედერალიზაცია რუსეთს მისცემს საშუალებას, ფედერაციის სუბიექტებმა ცენტრის გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ დაბლოკონ, რომელიც კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ რუსეთმა მართოს უკრაინა. მინსკის შეთანხმებაში ბევრი მუხლია ჩადებული რუსეთის სასარგებლოდ, რაც დასავლელთა თანხმობით მოხდა. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ დასავლეთმა უკან დაიხია. რუსეთმა რამდენიმე რაუნდი მოიგო. დასავლეთი ამას ითვალისწინებს და შემხვედრ ნაბიჯებსაც დგამს.

_ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რუსეთის ნავთობკომპანიაში მრჩევლად დაინიშნა. ეს რაზე მიანიშნებს, ბილდტი ხომ ცნობილი რუსოფობია?

_ ორი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. ერთი ის, რომ ბილდტმა სარფიანი შეთავაზება მიიღო და, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დათანხმდა. გაიხსენეთ, გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, მანაც რუსულ ენერგო კომპანიაში დაწყო მუშაობა.

 და მეორე _ კარლ ბილდტი არის უკრაინაში შექმნილი რეფორმების ჯგუფის წევრი, შესაძლოა, მან რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეული მედიატორის როლი შეასრულოს. ასეთი რაღაცები პოლიტიკაში ჩვეულებრივი რამ არის. კულისებს მიღმა ზოგიერთი პიროვნება საკონტაქტო პირის როლს თამაშობს. მოკლედ, გამორიცხული არაფერია.

პოლიტიკა პრაგმატული სფეროა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს პრაგმატიზმი ხშირად პოლიტიკოსთა პირად ინტერესებს ეხება.

_ გასულ კვირას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის წარმომადგენლობა გვესტუმრა. მათ დასახვედრად საქართველოს მთავრობამ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში 17 მილიონი ლარი დახარჯა. ღირდა კი ამხელა თანხად მათი ჩამოსვლა და უახლოეს მომავალში რაიმე სიკეთეს უნდა ველოდოთ?

_ ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს აზრს მოგახსენებთ. დღეს ბანკების ერაა. ბანკი ის დაწესებულებაა, რომელიც არაფრისგან ქმნის ფულს. თითოეული ჩვენგანი ყოველ საბანკო ოპერაციაში გარკვეულ პროცენტს ვიხდით, რაც ჯამში სოლიდური თანხაა და ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება საქართველოში. სწორედ ბანკებმა ითამაშეს დიდი როლი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკებაში. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ბანკის მოვალეა, ბევრმა ბინა დაკარგა. ასე რომ, ბანკიც არის ქვეყნის კონტროლის ერთერთი მექანიზმი. ჩემში, მაგალითად, ეჭვს იწვევს ქადაგიძის მხარდამჭერი განცხადებებიც.

“იბიარდის” წარმომადგენლობამ მხარი ეროვნულ ბანკს დაუჭირა, რაც მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ.

რა თქმა უნდა, იზოლაციაში ვერ ვიქნებით, მაგრამ, როდესაც ლარი ასე გაუფასურდა, საქართველოს აქტივების ფასიც საკმაოდ დაბალია. ეს კი სპეკულაციების საშუალებას იძლევა. მოვლენები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და, თუ მსოფლიო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ხშირად ქვეყნებისთვის მძიმე შედეგებით მთავრდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. სხვისი რა მოგახსენოთ და ლუკაშენკო ჩემთვის ევროპის უკანასკნელი დიქტატორი კი არა, სამაგალითო პოლიტიკოსია..
    ქალბატონ თამარს სრულად ვეთანხმები იმაში, რომ ხ მ ო-ები (ხალხის მძარცველი ორგანიზაციები, ანუ ბანკები) დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ სიტუაციებზე და აქ არღაც უნდა იღონოს მთავრობამ სანამ დროა… დრო კი არც ისე ბევრია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here