Home რუბრიკები პოლიტიკა “მრეკეთ თავში, ქალბატონო მარგალიტა!”

“მრეკეთ თავში, ქალბატონო მარგალიტა!”

1480

სწორედ ასეთი გამომეტყველებით იჯდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პორშენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე.

თვითონ ჯონ კერიმიზოლაციაშიმყოფ რუსეთში, კერძოდ, სოჭში პუტინთან და ლავროვთან 8-საათიანი საუბრის შემდეგ კიევში ჩასვლა ვერ მოახერხა (ორივე ხელი დაკავებული ჰქონდალავროვის ნაჩუქარი პომიდვრითა და კარტოფილით სავსე კალათები ეჭირა, პერანგის ქვეშ კი გამარჯვებისდროშიანი მაისური ეცვა) და ამბავი თავის თანაშემწეს დააბარა. პოროშენკომ ისღა მოახერხა, რომ დიპლომატიურ ენაზე ამოღერღა: “აშშისა და უკრაინის კოორდინირებულ მოქმედებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!”, ანუ, ხალხურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ჩვენს ბედს რუსეთთან ვაჭრობაში რომ გადაწყვეტთ, ჩვენც გაგვაფრთხილეთ ხოლმეო!

პოროშენკომ თავისი და მთლიანად ქვეყნის ბედი მაშინ გადაწყვიტა, როცა ქალბატონი ნულანდის მკერდზე დაკიდებულ “წმინდა პორფილეს ხატზე” დაიფიცა, თუმცა იმხანად მაიდანზე ორცხობილებით დატვირთულ მარგალიტა ბიცოლას დამფიცებლების იმხელა რიგი დაუდგა, თვითონაც რომ არ ელოდა, და ამით გახარებულმა ევროკავშირსაც აგინა და უკრაინის მომავალი მთავრობაც დააკომპლექტა. თანაც, ისე იმარჯვა, რომ საქართველოდან გაძევებულიგამოცდილი კადრებიცჩაუსვა, მაყურებლად კი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის კადრი დაუნიშნა.

ოლიგოკრატიასთან მებრძოლ რევოლუციურ უკრაინას ოლიგარქი პოროშენკო გზაში დააწიეს, მანაც დაიჯერა, რომ ამდენი ძალისხმევის შემდეგ მარგალიტა ბიცოლა მართლაც აპრეზიდენტებდა და საჯაროდ დადო პირობა – მშვიდობის პრეზიდენტი ვარ და ომს, დღეს თუ არა, ხვალ დავამთავრებო! “ოლიგარქებთან მეომარმა” და შეთავსებით “ომის მინისტრმა” სააკაშვილმა, რომელიც მრჩევლად მიუჩინეს პოროშენკოს ამერიკელმა ბიძიებმა და ბიცოლებმა, სასწრაფოდ განაცხადა, უკრაინისთვის იარაღს გამოვაყოფინებ დასავლეთიდანო. მაკკეინ ბიძიამ იმავე წუთს დაუჭირა მხარი ამ შეძახილს და დიდი კამპანია გააჩაღა, თუმცა კიევიდან ახლა უკვე მოსკოვში ჩასულ მარგალიტა ბიცოლას პრეზიდენტმა ობამამ ზურგში განცხადება მიაყოლა _ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის დაფინანსების შესახებ სენატის კანონპროექტს ვეტოს დავადებო!

ვეტოების ქართველი ოსტატი მარგველაშვილი კი ანგელა მერკელის, ჯონ კერისა და ვიქტორია ნულანდის პუტინთან სტუმრობას გამოეხმაურა და თბილისში ვიზიტად მყოფ ავსტრიის პრეზიდენტს რჩევა მისცა: “რუსეთის მიმართ სანქციები არა მხოლოდ შესანარჩუნებელია, არამედ გასაძლიერებელია პოლიტიკური მესიჯი რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის ნაწილში”. კი გაუკვირდა ეს ჰაინც ფიშერს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ქართველი კოლეგის ლოგიკამ გააოცა, რომლის თანახმად, “ბუნებრივია, საქართველო ვერ ხეირობს და პირიქით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ ამ სანქციების მიზანი ძალიან ნათელია”.

ერთი სიტყვით, ჩემი ქვეყანა ზარალდება, მაგრამ ჯანდაბას ჩვენი თავი, თქვენ ოღონდ რუსეთს მიაწექითო! პოროშენკოსავით, მარგველაშვილსაც მარგალიტა ამყოლაძისწმინდა პორფილეს ხატზეაქვს დაფიცებული და ეს ალაპარაკებს ამ სისულელეებს. მარგალიტა ბიცოლა კი ამასობაში სწორედ რუსეთშია ჩასული, ოღონდ არავინ იცის, რა მიზნით. კიევში მან განაცხადა, რომ ჯონ კერის ვიზიტის შესახებ მოუყვა პოროშენკოს და დაადასტურა, რომ აშშ მინსკის შეთანხმებას უჭერს მხარს.

ასეა თუ ისე, კულუარებიდან მაინც გამოჟონა ამბავმა, რომ მარგალიტა ბიცოლა მოსკოვში კიევსა და ლუგანსკ-დონეცკს შორის მომავალ ურთიერთობაზე სალაპარაკოდ ჩავიდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს 1995 წლის დეიტონის პროცესის მსგავსი სცენარი იქნება; იმხანად ბოსნია და ჰერცეგოვინა ფორმალურად ერთიანი იუგოსლავიის შემადგენლობაში დარჩა, მაგრამ ფართო ავტონომიით. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გავლენის რეალური ბერკეტები მესამე მხარემ – ეუთომ აიღო ხელში. უკრაინის შემთხვევაში დონბასი სპეციალური სტატუსის მქონე რეგიონი გახდება, ხოლო საგარეო მართვასნორმანდიული ოთხეულიდა აშშ განახორციელებენ.

რა მოხდა მერე _ უკრაინა მთლიანად გარედან იმართება და ამ მოდელში დაუმორჩილებელი რეგიონებიც თუ ჩაერთვებიან?! ოღონდ სავარაუდოა, რომ დონეცკი და ლუგანსკი ამ ფორმულას არ დაყაბულდებიან, მოსკოვმა კი უკვე განაცხადა, რომ არავითარ გარიგებაზე წასვლას არ აპირებს, მით უფრო _ სირიის მიმართ საკუთარი პოზიციის დათმობის ხარჯზე.

არც დაუთმია, როგორც ირკვევა, და არა მხოლოდ სირიის საკითხში. ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა ბრიუსელში 18 მაისს დაადასტურა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში, რათა 2016 წლის 1 იანვარს უკრაინის შეთანხმება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ამოქმედდეს. შეგახსენებთ, რომ ამ მოლაპარაკებებს მოსკოვი შეთანხმების ხელმოწერამდე მოითხოვდა, თუმცა ევროკავშირმა ქედმაღლურად უარყო დიალოგი. მერე რა მოვლენებიც განვითარდა, ამის შეხსენება არც ღირს.

ისმის კითხვა: თუ მაინც რუსეთთან შეთანხმებით უნდა ემოქმედათ, ან სახელმწიფო გადატრიალება რა საჭირო იყო, ან სისხლისმღვრელი ომი სამხრეთაღმოსავლეთ უკრაინაში?

თავში, თავში რეკეთ, ქალბატონო მარგალიტა, და საკუთარ თავსაც რეკეთ, ეგებ მიხვდეთ რამეს!

მარგალიტა ბიცოლა დღესაც ვერ ხვდება, რატომ არ მუშაობსმაიდნისსცენარი რუსეთში და რატომ იზრდება ანტიამერიკული განწყობილება (მხოლოდ რუსეთში?). მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლუდმილა ალექსეევამ ნულანდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: “ადამიანის უფლებები და ანტიამერიკანიზმი აწუხებთ”. სად სცალია მარგალიტა ბიცოლას, თორემ თავის ქვეყანაშიც მოიკითხავდა ადამიანის უფლებებს – მისი თანამოქალაქეები რომ აპროტესტებენ, მათ კი ამერიკული არმია უპირისპირდება!

თუმცა რაღაცას მაინც ხვდება, რაკი იმავე ალექსეევას უთხრა: “მოხარული ვიქნებოდით, გარკვეულ ასპექტებში დაგხმარებოდით, მაგრამ პირიქით არ გამოგვივიდეს და უარესი არ ვქნათ”. უარესის მეტს რას შვრებიან, მაგრამ ეს უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებში გამოსდით, თორემ ახლო აღმოსავლეთში ისეთიდემოკრატიადაამკვიდრეს, რომ თავადაც გაოცებულნი არიან.

ამასობაში NDI- საქართველოში მორიგი კვლევა გამოაქვეყნა დაწმინდა პორფილეს ხატზედაფიცებულებს არნახული რეიტინგები გამოუცხო. ეს კვლევაც ისეთივე სანდოა, როგორც 2012 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნებული შედეგი, რომლის თანახმადაცნაციონალური მოძრაობაკვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებდა, ხოლოქართულ ოცნებასსაპატიო უმცირესობის როლი უნდა რგებოდა. “ჩამოლაბორანტებული” პატრიოტთა ალიანსი და “დემოკრატიული მოძრაობა” ამერიკის საელჩოში დაწერილ ციფრებზე ალაპარაკდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი თავის პატრონებს კვლევა ტრადიციულად მოუწონა. იყო ერთი სჯა-ბაასი და დებატები, თუმცა ყველაზე დიდი ვნებათაღელვა იმან გამოიწვია, რომ NDI-ს მიერ გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში შესვლას უჭერს მხარს.

წმინდა პორფილეს ხატზედაფიცებულნი ისეთ ისტერიკაში ჩავარდნენ, რომ ლამის ინტერნეტის გამორთვაზე ალაპარაკდნენ; “რუსული პროპაგანდააკეთებს ამასო, _ გაიძახიან ჯიუტად. პროპაგანდა ისეთი უნდა, ამერიკელები რომ ეწევიან, აგერ უკვე 25 წელია, მაგრამ მურტალოსი არ იყოს, მოუძველდათ მეთოდები და ხალხი ამასაღარ ჭამს”.

რაკი NDI- კვლევების ფასი ჩვენში, კარგა ხანია, ცნობილია, ბევრი იმასაც ამბობს, რომ ასეთ ისტერიკას 31% ვერ გამოიწვევდა და, როგორც ჩანს, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია. თავში, თავში რეკეთ მაგათ, მარგალიტა ბიცოლა, და საკუთარ თავსაც ნუ დაზოგავთ, ეგებ დასკვნები გააკეთოთ!

რთული სათქმელია, როგორ დასკვნებს გამოიტანს ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტიდან, რადგან, როცა მარგველაშვილი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე ლაპარაკობდა, პარალელურად, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: “ჩვენთვის მთავარია სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის, რუსეთთან, თუმცა ჩვენი ტერიტორიების 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას”.

ამ ორი წყაროს გარდა, ავსტრიის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებებსაც გაეცნო. მას ორი საკითხი აინტერესებდა: როგორ უყურებს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები. ფიშერმა დასძინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გულისხმობდა, როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს.

პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, კიდევ რამე თუ გაუკვირდებოდა, ალბათ, არ ეგონა, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო: საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა. რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო”.

ნეიტრალური ქვეყნის პრეზიდენტისთვის გასაგები უნდა იყოს, რა იგულისხმა პატრიარქმა, მაგრამ, როგორც მარგველაშვილი აპირებს პუტინთან შეხვედრას მხოლოდ “დასავლელ პარტნიორებთან მოთათბირების” შემდეგ, ისევე უნდა ეთათბიროს ავსტრიის პრეზიდენტიც მარგალიტა ბიცოლას. სხვაგვარად საკუთარ ბედს უკვე ევროპის სახელმწიფოებიც ვეღარ განაგებენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის იმჟამინდელი რესპუბლიკები გაცილებით დამოუკიდებელნი იყვნენ, ვიდრე დღევანდელსუვერენულპირობებში. სამმა პრეზიდენტმა _ ელცინმა, შუშკევიჩმა და კრავჩუკმა ერთი შეხვედრით გამოუყვანეს წირვა მსოფლიოს ზესახელმწიფოს. იმხანად ეს არ ჩანდა, მაგრამ მათაც “წმინდა პორფილეს ხატზე” ჰქონდათ დაფიცებული და მარგალიტა ბიცოლაც იქვე, კულისებში ფუსფუსებდა. მერე მათაც რეკა სათითაოდ თავში და, კალამბურისთვის ბოდიში, თავი ქუდში ეგონა, მაგრამ დრო გავიდა და რუსეთში დამფიცებელი აღარ შერჩა ხელში, პირველი პირების დონეზე, თორემ ისე დამფიცებლები როგორ არ ჰყავს! ეგ არის, რომ მათ ამინდის შეცვლა არც საკუთარ ქვეყანაში შეუძლიათ და არც სხვაგან.

მარგალიტა ბიცოლა კი კვლავ ინდისხურმის გაყიდვას ლამობს მელიტოპოლში, ოღონდ მაიდნის ორცხობილების შემდეგ სულ უფრო ცოტას სჯერა მისი წყალობისა.

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here