Home რუბრიკები საზოგადოება გმირის უკვდავსაყოფად

გმირის უკვდავსაყოფად

542

9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, სამეგრელომ ღირსეული პატივი მიაგო ჩვენს თანამემამულეს, ლეგენდარულ მელიტონ ქანთარიას, რომელმაც რუს მიხეილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე _ ფაშიზმისგან კაცობრიობის გადარჩენის სიმბოლოდ.

9 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით ქალაქ ჯვარში საზეიმოდ გაიხსნა საბჭოთა კავშირის გმირის _ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი.

20 წელიწადზე მეტი დასჭირდა იმ ბიუროკრატიული ბარიერების და აკვიატებული პოზიციების დაძლევას, რომლებითაც ჩახერგილი იყო ამ კეთილშობილური აქტის განსახორციელებელი გზა.

მადლობა უნდა ვუთხრათ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, მათი გაერთიანების ხელმძღვანელებს, რომელთა დაჟინებამ და პრინციპულობამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო.

გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს ომის ვეტერანებმა, რაიონის მოსახლეობამ, მათ შორის, ახალგაზრდებმა და, რა თქმა უნდა, ქანთარიების გვარის წარმომადგენლებმა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და წალენჯიხის გამგებელი გიორგი გულორდავა.

ბიუსტის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე რომან შეროზია, 2015 წლის აპრილში ბრინჯაოში ჩამოასხა მოქანდაკე თეიმურაზ კიკნაველიძემ.

ბექა ქანთარია (ავტორის ფოტო)

გმირის უკვდავსაყოფად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here