Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი პატარა ბრძოლა მაინც მოიგეთ, დაკარგული მიწები დაიბრუნეთ და სტალინზე მერე ილაპარაკეთ!

ერთი პატარა ბრძოლა მაინც მოიგეთ, დაკარგული მიწები დაიბრუნეთ და სტალინზე მერე ილაპარაკეთ!

1368

ჩაიარა 9 მაისმა. ეს დღე თბილისში ერთობ მოკრძალებულად აღინიშნა, მაგრამ მაინც მადლობა პრეზიდენტს, პრემიერს, თავდაცვის ახალ მინისტრს, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით რომ შეამკეს, თუმცა მოსკოვში ჩასვლის და აღლუმზე დასწრების სიმამაცე არავის ეყო. ვინც ამას “ოკუპანტის კარზე მიახლებას” უწოდებს, კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველომ ყველაზე მეტი სისხლი (ახლა ამას კონტრიბუციას ეძახიან) გაიღო იმ საშინელ ომში და ამ გამარჯვებაში ჩვენი წილის დათმობა არა მხოლოდ ვეტერანების, არამედ საკუთარი ისტორიის უარყოფაა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამგვარი ღონისძიებები ყველაზე მოსახერხებელია მძიმე, მაგრამ აუცილებელი დიალოგის დასაწყებად.

ვაკის პარკის არაოფიციალური ნაწილი უფრო შეუხედავი იყო და მძიმე ემოციებს აღძრავდა. “ლენტებზე მონადირეთა” მიმართ უკვე ბევრი ითქვა, ყველაზე გონებამახვილებმა მათ ქართული ლექსის პერიფრაზიც უძღვნეს: “ერთი შვილ მაინც გავზარდე, ლენტებზე მეომარია”! ნაცმოძრაობისის ნარჩენები, რომლებიც დღეს ასე გახელებით ებრძვიან .. გეორგიევსკი ლენტებს, 2008 წელს ან რუს გენერლებს ატარებდნენ, ან ფულს სთავაზობდნენ სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ. ყოველ შემთხვევაში, არც ერთ მათგანს მათთვის სამხრეები არ ჩამოუგლეჯია, ახლა კი დაუსჯელობით თავგასულები რუს ტურისტებს მანქანებიდან ახევენ ამ ბაფთებს და ამ უაზრო აგრესიას პატრიოტიზმის მანტიით მოსავენ.

წარსულის პოლიტიკოსები და მათი ხელის ბიჭები (ხანდახან გოგონებიც), როგორც სჩვევიათ, ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. სტალინის ძეგლი კარგი იყო 2003 წელს, როცა მის კვარცხლბეკთან შეკრებილ გორელებს სააკაშვილი თბილისში წამოსვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ აგულიანებდა, მისი მომხრეები კი, ხალხში გარეულები, ჩურჩულით აგებინებდნენ – სტალინის დაბადების დღეს არის დაბადებული ჩვენი მიშიკოო! როცა ძალაუფლებაში ფესვი გაიდგეს, მერე სტალინის ძეგლიც მოიშორეს, თანაც ქურდულად _ ღამით!

დიდი სამამულო ომის ვეტერანები მიშიკოს არჩევნების წინ ახსენდებოდა და თავსაც უქონავდა, ახლა მისი მომხრეები ვაკის პარკში მისულ ადამიანებს ლურჯ საღებავს ასხამენ და სულში აფურთხებენ. ომის სამარცხვინოდ წამგებნი ყველაზე მასშტაბურ ომში გამარჯვებულებს შეურაცხყოფენ, საზოგადოება კი მათ, საკადრისი პასუხის გაცემის ნაცვლად, ამუნათებს, თითქოს მგლის თავზე სახარების კითხვას ოდესმე აზრი ჰქონია!

საზოგადოდ, სრულიად უკუღმართი პარადიგმაა გამეფებული. ყველა, ვინც 9 მაისს დღესასწაულად მიიჩნევს, მონა და რუსეთუმეა, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჟღურტულებს – პატრიოტი. მართალია, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა არაერთხელ გარკვევით გვითხრეს, რომ ახლო მომავალში ნატოში არც ჩვენ მიგვიღებენ და არც უკრაინას, მაგრამ ნატოს ერთგულების დემონსტრირება კვლავაც პოლიტიკურ ტრენდად რჩება.

ბოლო კვლევების თანახმად, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში გამოკითხულთა უმეტესობას ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომი სწორედ მათ მოიგეს. ეს პროპაგანდა ისეთი ინტენსიური იყო, რომ ბოლოს თვითონაც დაიჯერეს, თითქოს სწორედ ასე იყო. აკადემიკოსმა ალექსანდრე ჭაჭიამ ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში სრულიად მართებულად ბრძანა: ჰიტლერს დანიის დაპყრობისთვის ერთ დღე დასჭირდა, საფრანგეთის _ ერთი თვე. 2,5-მილიონიანმა ფრანგულმა არმიამ 80 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ნაცისტებს ჩაბარდააშშმა და დიდმა ბრიტანეთმა 320 და 300 ათასი სამხედრო დაკარგეს, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც 3-მილიონიანმა საქართველომ”.

სწორედ ასე იყო და სამარცხვინოა, როცა წინაპრების მიმართ მადლიერების ნაცვლად გლობალურ იდეოლოგიურ ისტერიაში ცდილობს მავანი გარევას. სასაცილოა, მაგრამ ცოცხალ მტრებზე გამარჯვების უნარის არმქონენი (და აქ მხოლოდ სააკაშვილსა და მისმამაცთანამებრძოლებს როდი ვგულისხმობ) ექვსი ათეული წლის წინათ გარდაცვლილ გენერალისიმუსთან ბრძოლას განაგრძობენ! საბჭოთა კავშირის დაშლის მოსურნენი ყოველთვის იყენებდნენ რეპრესიების თემას, თუმცა საკითხის ბოლომდე გარკვევას არ ცდილობდნენ.

ორი აზრი არ არის – რეპრესიები იყო და ძნელია, საქართველოში მოძებნო ოჯახი, რომელსაც იგი რაიმენაირად არ შეხებოდა. და მაინც, ვინ იყო რეპრესიების შემოქმედი და ვის დაბრალდა საბოლოოდ სისხლის მდინარეები? ყურით მოთრეული ტერმინი “37 წელითითქოს იმას მიანიშნებს, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ამ ერთ წელიწადს იყო, მაგრამ რა ვუყოთ 1917 წლიდან, რევოლუციის მომენტიდან, განადგურებულ ადამიანებს? ან ვინმეს სჯერა, რომ რევოლუციის 20 წლისთავზე უცებ ამოვარდა რეპრესიების ქარიშხალი, მანამდე კი დიად საბჭოეთში მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება სუფევდა?

რეპრესიების ავტორები და სულისჩამდგმელები ლენინი და ტროცკი იყვნენ. მხოლოდ ლენინის ბრძანებების ტექსტის წაკითხვა შეგზარავს ადამიანს, რომელიც პირდაპირ მოითხოვს ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის, განსაკუთრებით _ სამღვდელოების განადგურებას. ასეც ხდებოდა. საზოგადოება “მემორიალის” მონაცემებით, 1937-38 წლები ყველაზე მასშტაბური რეპრესიების წლები იყო: დააპატიმრეს 1,7 მილიონი ადამიანი და მათგან 700 ათასი დახვრიტეს. საშინელი ციფრებია, თუმცა ვნახოთ, როგორ იყო ეს ყველაფერი სინამდვილეში.

“90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ტერორის სტატისტიკას ვსწავლობდი. უზარმაზარი მასალა გავაანალიზე. სერიოზული სტატისტიკა 1921 წლიდან იწყება, მანამდე მხოლოდ ცალკეული ეპიზოდებია ცნობილი (ეს სწორედ ის “ცალკეული ეპიზოდებია”, როცა ლენინისა და ტროცკის მეცადინეობით სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ხვრეტდნენ ადამიანებს – ნ. დ.). ამ უზარმაზარი მასალის შესწავლა 1994 წელს დავასრულე და გამოქვეყნება დავაპირე, მაგრამ ციფრებს რომ შევხედე…

ჩემი გაანგარიშებით, 1921-დან 1987 წლამდე (66 წელი!) უშიშროების ორგანოების მიერ დაპატიმრებული იყო 7 მილიონ 100 ათასი ადამიანი. ამასთანავე, მათ შორის არაპოლიტიკური მუხლებით დაპატიმრებულებიც ითვლება, თანაც _ საკმაოდ ბევრი. მათაც უშიშროება აპატიმრებდა ბანდიტიზმის, კონტრაბანდის, ყალბი ფულის მოჭრისა და სხვა ბრალდებებით. სტატისტიკა მოწესრიგებულია, ზუსტად არის აღნუსხული, სად გადაიყვანეს პატიმარი, რამდენი საქმე გადაეცა საგანგებო თათბირს, რამდენი – სასამართლოსა და ტრიბუნალს, არასასამართლო ორგანოებს, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი გაიქცა. სხვათა შორის, გაქცევათა რაოდენობა ძალიან მცირე იყო.

ჯამში, მთელი საბჭოთა წყობის განმავლობაში 7 მილიონი დაპატიმრებული გამოვიდა. რა უნდა მექნა? საზოგადოებრივი აზრი ასეთი იყო, რომ მხოლოდ 1937_1939 წლებში 12 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს. და მეც ამ საზოგადოებას ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ _ არა საბჭოთა ხელისუფლების, არა რუსული დემოკრატიის, არამედ ამ ხალხის. ზუსტად ვიცოდი, რომ არ დამიჯერებდნენ და, რაც მთავარია, ადამიანთა ამ წრისთვის ეს იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ, რასაც პატივისცემის ღირსი ადამიანები ამბობდნენ, სიცრუე ყოფილა. და ჩემი კვლევა გვერდზე გადავდე, აღარ გამომიქვეყნებია”.

ეს სიტყვები საზოგადოება “მემორიალის” თავმჯდომარე არსენი როგინსკის ეკუთვნის. მან ამის შესახებ 2012 წელს მრგვალ მაგიდასთან “ისტორიკოსი რეალობასა და მეხსიერებას შორის” ილაპარაკა.

ახლა სხვა სტატისტიკაც ვნახოთ. პროფესორმა გია მეფარიშვილმა გამოწვლილვით დაამუშავა სასამართლო განაჩენების სტატისტიკა და ასეთი შედეგი მიიღო: 1937-1940 წლებში (ანუ გაგანია სტალინური ტერორის პერიოდში) საქართველოში გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა 10%- შეადგენდა, ხოლოდემოკრატიის შუქურისმმართველობისას, 2008-2010 წლებში, _ 0,01%-! ანუ, თუ სტალინის მმართველობის პერიოდში ყოველი 100 დაპატიმრებულიდან 10 გაამართლეს, სააკაშვილის მმართველობისას ყოველი 100-დან მხოლოდ ერთი მართლდებოდა და ისიც _ საპროცესო გარიგებით!

ციფრები მართლაც ჯიუტი რამ არის _ ვერც შეეკამათები, ვერც შეაშინებ, ვერც დაარწმუნებ; თუმცა არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ადამიანების უანგარიშო განადგურებას (1921 წლამდე, სტატისტიკა რომ არ არსებობს) და უკანონობას, 1937 წელს მართლაც მოჰყვა “ენ-კა-ვე-დე-ს” წმენდა და რეპრესიულ მანქანაში ახლა უკვე გუშინდელი ჯალათები მოყვნენ. საკითხავია _ უნდა ჩაითვალონ თუ არა რეპრესიების მსხვერპლად ისინი, ვინც 37 წლამდე აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს?

არადა, ყველაზე დიდი ხმაური სწორედ ამ მოვლენებს მოჰყვა და დღემდე მოჰყვება. ხომ არაფერს გაგონებთ ეს _ როცა გუშინდელი ჯალათიპოლიტიკური მოტივით დევნაზეგაჰყვირის?

ვერაფერი გადაწონის იმ მსხვერპლს, რომელიც მხოლოდ საქართველომ გაიღო იმ წლებში. ამის მაგალითად მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილი იკმარებდა, მაგრამ სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია, როცა იგიც რეპრესირებულად ითვლება და ჯალათი იაგოდაც! ხვრეტდნენ ანგარებით, პირადი ანგარიშსწორების სურვილით, შურით, იდეური მოტივაციით, მაგრამ გავიდა 70 წელი დადემოკრატიისზეობისას ასევე ურცხვად, საჩვენებლად დახვრიტეს პროფესორი გურამ შარაძე _ დღისითმზისით ილია ჭავჭავაძის პროსპექტზე. არ დაუხვრეტიათ, მაგრამგაზითმოინელეს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია, ქუჩაში დახვრეტილ ახალგაზრდებზე და სპეცოპერაციებში ლიკვიდირებულებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

და ეს ადამიანები ებრძვიან სტალინს?!

მწერალმა და ჟურნალისტმა, დისიდენტმა სერგეი დოვლატოვმა რომანში “ზონა” მოსწრებულად თქვა ამის თაობაზე: “ჩვენ გაუთავებლად ვაკრიტიკებთ ამხანაგ სტალინს და მიზეზებიც გვაქვს, მაგრამ მინდა, დავსვა კითხვა – ვინ დაწერა 4 მილიონი “დონოსი”? ძერჟინსკიმ? ეჟოვმა? აბაკუმოვმა და იაგოდამ? არა, უბრალო საბჭოთა ადამიანები აბეზღებდნენ ერთმანეთს”. ასეთი “უბრალო” ადამიანები დღესაც ბევრია და იმაში, რაც ასე არ მოგვწონდა გუშინდელი ხელისუფლების ნამოქმედარში, უთუოდ მათი წვლილიც არის.

ტყუილით, მანიპულირებით, სხვისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალების ოსტატები სტალინს ან რეპრესიებს კი არ ებრძვიან (ციფრები აკი მოვიტანე უკვე), არამედ იმას, რაც ყველაფერს გადაწონის – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას. მართლაც, თუ ესეც არ ყოფილა, მაშინ სტალინს არც არაფერი გაუკეთებია, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მის დროს აშენებულსა და გაკეთებულს ყიდიან დღემდე და, როგორც ირკვევა, გასაყიდი კიდევ ყოფილა დარჩენილი!

სინამდვილეში ეს სულაც არ არის გასაკვირი. საკონცენტრაციო ბანაკების შემქმნელ ტროცკის (იმ ბანაკებთან შედარებით გულაგის ბანაკები სანატორიუმს ჰგავდა), რომელიც ლამის სიმართლისთვის წამებულად უნდათ, წარმოაჩინონ, იდეური მემკვიდრეები ჰყავს აშშში და ჩვენიდემოკრატისააკაშვილის მხარდამჭერებიც სწორედ ისინი არიან, ოღონდ დღეს მათ ნეოკონსერვატორებს უწოდებენ. ისინი განაგრძობენ ტროცკის “პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის” იდეას, რომელმაც იუგოსლავიიდან დაწყებული, საქართველოთი და უკრაინით გაგრძელებული არაბული სამყაროც მოიცვა. რა მოუტანა ამ ე.წ. ხავერდოვანმა რევოლუციებმა ამ ქვეყნების ხალხებს, 2003 წელს თუ არა, დღეს მაინც ყველამ დაინახა.

და ისევ “გეორგიევსკი ლენტებს” დავუბრუნდეთ. “ნაციონალების” ვერსიით, ისინი ოკუპაციის სიმბოლოა. მე თუ მკითხავთ, ოკუპაციის სიმბოლო არის სააკაშვილის გაღეჭილი ჰალსტუხი, ეროვნული სირცხვილიმისი განცხადება, რომ 150 დაკარგული სოფელი უსარგებლო ქვა და ღორღი ყოფილა, მაგრამ მათ ხომ არ რცხვენიათ და უსირცხვილო ადამიანს რა უნდა შეასმინო! უნდა დასაჯო უზნეობისთვის და პარლამენტში ანრუსთავი 2”-ზე არ უნდა ედებატო.

ეს ბაფთები, “გეორგიევსკის” კი არა, წმინდა გიორგის სახელს ატარებს, თუმცა ამის ცოდნას ვერ მოსთხოვ სუბიექტებს, რომლებიც რუსეთისა და სლოვაკეთის დროშებს ვერ არჩევენ. ვერც იმას მოსთხოვ, იცოდნენ, რომ ამ ბაფთაზე მაგრდებოდა ორდენები, რომლებიც დიდ სამამულო ომში ჩვენმა ვეტრანებმა საკუთარი სისხლით და არა ლურჯი საღებავით მოიპოვეს. მათ არც ის იციან, რომ წმინდა გიორგის ბაფთით შემოუერთდა საქართველოს სამცხე-ჯავახეთი 1829 წელს და აჭარა _ 1878 წელს, ამიტომ სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს ტერიტორიების დამკარგავნი მისი გამთლიანების სიმბოლოებს უპირისპირდებიან.

“ნაციონალები”, რომლებმაც წმინდა გიორგის სახელის პრივატიზება მოინდომეს და თავისუფლების მოედანზე მისი ძეგლიც კი აღმართეს, უპირისპირდებიან ბაფთას, რომელიც პირველად სწორედ წმინდა გიორგის ორდენთან ერთად გაჩნდა. “ნაციონალების” იდეურმა მამამ, ლენინმა (ტროცკისთან ერთად), ყველა სამხედრო პირი გაათანაბრა და წმინდა გიორგის ბაფთაც ხმარებიდან ამოიღო. 1942 წელს სტალინმა აღადგინა ეს ბაფთა, მაგრამ იდეოლოგიური კონიუნქტურის გამო მას “გვარდიული ბაფთა” ეწოდა. ასეა, წავალთ-წამოვალთ და ისევ სტალინთან მივალთ, ყელში გყავთ გაჩხერილი.

ეი, თქვენ! მსოფლიო ომი კი არა, ერთ პატარა ბრძოლა მოიგეთ, საქართველოს დაკარგული მიწები დაიბრუნეთ და სტალინზე მერე ილაპარაკეთ!

თუმცა თქვენ რა გეთქმით, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, დაგლახვროთ წმინდა გიორგიმ!

ნანა დევდარიანი

3 COMMENTS

  1. ყოველთვის დიდი ინტერესით გისმენთ და ვკითხულობ თქვენს ნააზრევს ქალბატონო ნანა…მადლობთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here