Home რუბრიკები პოლიტიკა სამშობლოვ, თინდება!

სამშობლოვ, თინდება!

1670

როგორც იქნა, ვენდეთ! უფრო ზუსტად, ჩვენ რა _ პარლამენტი ენდო. არ ენდობოდა და მისი აჯობებდა! ისედაც ეკლებზე ზის უკვე ჩვენი სასიქადულო მილიარდერი და რო რამე, კიდეც ამოხტებოდა აკვირიუმის ზვიგენივით… საქმე და თავშისაცემიც ეგაა, ეგზომ მორჩილი პრეზიდენტ-პარლამენტიც კი ამდენს რომ გაწრუწუნებს ნდობის გამოსაცხადებლად. ყველაფერი რიგზეა და შეთანხმებულიაო, _ ღიმილით გვაცნობა მანამდე პრემიერმინისტრმა, მაგრამ სასახლიდან არგამოსულის თუ ვერგამოგდებულისთვის არ ყოფილა თურმე მთლად ასე _ “ვსიო პო მასლუ”!

“თქვენო ფორსმაჟორში მუშაობთო!” (ეტა, რაზო);

“ეს ძალიან ეტყობა თქვენს არჩევანს მინისტრებისას და ცოტა დალაგდითო!” (ეტა დვაო);

“წელიწადში რამდენჯერ უნდა ცვალოთ თავდაცვის მინისტრიო?” (ეტა ტრიო) (რითმა შემთხვევითია);

“და, საერთოდ, მე აქ პრეზიდენტი ვარ თუ პრობკაო?!” (ეტა ჩეტირეო!) და არ მოაწერა ხელი!

საზოგადოდ, მარგველაშვილს ხელის მოწერა უჭირს ხოლმე. ძირითადადტაბუისტიადა არათუ მისთვის გაგზავნილ და ბიძინასთვის სასურველ კანონპროექტებსა თუ სხვა დოკუმენტებზე, საყვარელ ქალთან ოფიციალურ ქორწინებაზეც ძალიან გაუჭირდა და გააჭიანურა ხელის მოწერა, თუ გახსოვთ.

ამიტომ ზედმეტია ივანიშვილისა და ღარიბაშვილის თუნდაც თავშეკავებული, მაგრამ აშკარა ბრაზი, რადგან მარგველაშვილი ხომ, უბრალოდ, ერთობა! რეალურად მანაც იცის, რომ არც არაფერს წყვეტს მისი ხელის მოწერა _ საბოლოოდ კანონებიც იბადება და ბიჭიც, მიუხედავად იმისა, მოაწერს ის ხელს თუ არა.

ამ კაცს, უბრალოდ, ჰობი აქვს ასეთი _ ხელის მოწერა არ უყვარს!

სამაგიეროდ, თინას უყვარს, ხიდაშელს, ძალიან!

ის ანდაზა ხომ არის ცნობილი: “მინისტრად ჯერ არ დანიშნულიყო და უკვე გენერალური შტაბის უფროსს იბარებდაო!..” თუ როგორ არის ეგა?

მოკლედ, ანდაზა, როგორც გინდათ, ისე იყოს და ჩვენი ახალი თავდაცვის მინისტრის შემხედვარე, ნამდვილად ველოდები ახალი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებას სახელწოდებითთინას ოცნება _ გადაგდებული საქართველოანახუნტრუცებული თინა _ დაბეჩავებული საქართველო”, ან რამე სხვა ამგვარით.

ისე, ასეთი აცანცარებული თვით თინაც კი არასოდეს მინახავს. ვაღიარებ _ ყოველთვის მიკვირდა, რატომ ჰქონდა ამ ყოვლად ცანცარა და უწიგნურის შთაბეჭდილების მომხდენ ქალს ინტელექტუალისა და ჭკვიანის იმიჯი… უფრო ზუსტად, ეგ ვიცოდი, ასეთებს იმიჯს ვინ, რა მეთოდებითა და რა მიზნით უქმნის, მაგრამ ის მიკვირდა, ხალხს როგორ აჯერებენ ასე იოლად…

თუმცა ისიც საკითხავია, სჯერა კი ხალხს ეს? სურათი ასეთია: ხალხს ჯიუტად არ სჯერა, ხოლოთინები” (მიუხედავად სქესისა) სულ უფრო მეტი მონდომებით ცდილობენ, ინტელექტუალებად და ჭკვიანებად მოგვაჩვენონ თავი.

მაინც ხდება გამონაკლისი, როდესაც ეს “ინწილიკტუალები” თავს ვეღარ იკავებენ და აცანცარდებიან ხოლმე. ეს უმეტესად ის შემთხვევებია, როდესაც ჰგონიათ, რომ “წარმატებულის” იმიჯს უფრო და უფრო ამართლებენ. აი, ჩვენი აწ უკვე თავდაცვის მინისტრიც ისე აახუნტრუცა მორიგმა თანამდებობრივმა წინსვლამ, რომ მისი ცანცარი უკვე საყოველთაოდ შესამჩნევი გახდა.

ვერაფრით გავიხსენე, ბოლოს როდის მინახავს ასეთი უაღრესად თვითკმაყოფილი სახე და გამომეტყველება! პატარა თინიკოლამის ასკინკილით დარბოდა პარლამენტის დერეფნებში ტელეკამერების წინ და ისე ახუნტრუცდა, ორიოდე დღე ვერ მოითმინა და გენერალური შტაბის უფროსიც კი გამოიძახა ქუთაისში.

ცანცარობა თინა ხიდაშელის დამახასიათებელი იყო ყოველთვის და პირდაპირ უნდა უნდა ვთქვათ _ ვითომ “ინწილიკტუალისა” და “ძაან ნაკითხის” ნიღაბი დაკვირვებული თვალისთვის ყოველთვის ცუდად ჰქონდა მორგებული, მაგრამ ისეთ აცანაცარებას, როგორიც თავდაცვის მინისტრად დასახელების შემდეგ დაემართა, მისგანაც კი არ ველოდი.

მე უკვე მინისტრი ვარ! მე უკვე მინისტრი ვარ! მინისტრი ვარ! მინისტრი ვარ!” _ ისეთი გაცისკროვნებულაცანცარებული სახით იმეორებდა ხიდაშელი ყველა კამერასა და მიკროფონთან, რომ მართლაც უნამუსო იქნებოდა პარლამენტი, თუ ნდობას არ გამოუცხადებდა!

თუმცა ცანცარა თინას არც ეს აღელვებდა ნამეტნავად _ “სულაც არ არის საჭირო პარლამენტის კენჭისყრა და ნდობა!” _ ეს ფარაზაც კი ესროლა გაოგნებულ ჟურნალისტებს.

და რის მაქნისია პარლამენტი, რომლის არც კენჭისყრა ყოფილა საჭირო, არც ნდობის გამოცხადება და, საერთოდ, მისი შეკრებაც კი არავის არაფერში ანაღვლებს?! ან რა საჭიროა პრეზიდენტი, რომელიც 7 დღით გადადებს მინისტრთა კაბინეტის წარდგენილ შემადგენლობაზე ხელის მოწერას თუ 700 დღით, როცა არაფერს ცვლის?!

რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არც პარლამენტი სჭირდება ვინმეს და არც _ პრეზიდენტი. აქ მთავარია ასრულება თინიკოსა და თინიკოსებრთა ოცნებისა, რომლისთვისაც რატომღაცქართული ოცნებადაურქმევიათ!

თორემ ნდობასა და დამტკიცებას რაც შეეხება, სად წავა? ნდობაც იქნება, დამტკიცებაც, კენჭისყრაც და ყანწის ტრიალიც!

ცრემლის ღვრაც იქნება! აბა, არა? როგორ არა, როდესაც ეს “სუსტი სქესის” წარმომადგენლები ისეთ “მძიმე” საქმეს შეჭიდებიან, როგორიც არის მინისტრობა.

აბა, მოუსმინეთ!

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: “მინისტრობა არ არის პრივილეგია! მინისტრობა არის, პირველ რიგში, უდიდესი დისკომფორტი!”

აი, ასე! ზუსტად ასე განგვიცხადა “სტრასბურგის პრინცესამ” პირდაპირ სატელევიზიო ჩართვაში, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებამდე ორიოდე საათით ადრე.

ნუ, ის ხომ ისედაც ვიცოდით და უკვე სამი წელია, ყოველდღე ვიცით, სულ ვიცით, მუდამ ვიცით და ვინ აღარ იცის, რომ თეა წულუკიანმა “თავი გაწირა” და ევროპაში მისთვის შექმნილი “უმაგრესი” სამუშაო პირობებისა და უდიდესი სახელფასო ანაზღაურების მიუხედავად, მაინც წამოვიდა სამშობლოში!

ჰო, მაგრამ მთლად ასე უნდა გაგვეწირა? მაინცდამაინც მინისტრად უნდა ჩამოგვეყვანა? ის არ ეყოფოდა ადამიანს, რომ იმ კარგი და კომფორტული პირობებიდან მოდიოდა, კიდევ ეს მინისტრობა, დავიდარაბა, ხათაბალა დისკომფორტი უნდოდა?

არა რა! დანდობა არ ვიცით ქართველებმა! გაგვეშვა სადმე წყნარად, დავუშვათ, კინოში შემსვლელებს რომ ბილეთებს უხევენ იქ, მშვიდად, უპრობლემოდ. ხომ იქნებოდა დასვენებული? ქალმა ისედაც თავი გაწირა სამშობლოსთვის და ჩვენ კიდევ ავდექით და აქ მინისტრიობა შევტენეთ! ხალხი ვართ ახლა ჩვენ?

თანაც, რომ იცოდეთ, ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა და არც ბოლო.

აი, რას ამბობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე:

“მინისტრობის დროს მთელი წელიწად-ნახევარი ჰაერში, თვითმფრინავში გავატარე! ეს იყო უმძიმესი პერიოდი ჩემს ცხიოვრებაში!”

აბა!

ხედავთ, რა დღეში ვაგდებთ ადამიანებს?!

ამ დროს კი ვიღაც ტუტუცები გამოდიან და აქციებს ატარებენ, _ მეტი ქალი პარლამენტში და მთავრობაშიო! ნამუსი აღარ გაქვთ, ადამიანებო? ცოდონი არ არიან? ან ჩვენ მაინც დაგვინდეთ, სამი-ოთხი ასე აწუწუნებული და აწიკვინებული ქალი კიდევ ჯანდაბას! მეტი და მეტი ქალი რომ აწიკვინდება და აწუწუნდება, _ მძიმეა ეს მინისტრობა და ნუ გვტენითო, რა გაუძლებს მერე მაგათ?!

დადებითი არის ის, რომ ნელ-ნელა უკვე სახელმწიფოსა და ოჯახს შორის ე.წ. ინტერესთა კონფლიქტის დაძლევასაც ვეჩვევით. მაგალითად, როდესაც ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე _ ჯერ გენპროკურორის მოადგილე, შემდეგ კი _ სასაზღვრო დეპარტამენტის შეფი, თუ არ ვცდები, სწორედ რესპუბლიკელები და თინათინ ხიდაშელი გაჰკიოდნენ ხმამაღლა, _ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი! ოჯახური კლანი არ შეიძლება მართავდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს ერთობლივად, მით უმეტეს, ძალოვან მიმართულებასო!

ახლა კი უკვე წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. გამოვედით “გურჯული” სიბნელიდან და ჩამორჩენილობიდან. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო თავდაცვის პირველი ქალი მინისტრის პასუხი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დასმულ კითხვაზე:

“ქალბატონო თინა, თქვენ თავდაცვის მინისტრი ხართ, თქვენი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარეა, ეს არანაირ დისკომფორტს არ ქმნის?”

ქალბატონი თინას პასუხი: არა, არავითარი დისკომფორტი არ გვექმნება, ჩვენ საჯარო სექტორში გავიცანით ერთმანეთი და შეგუებულები ვართ, რომ დიდხანს მოგვიწევს ყოფნა საჯარო სექტორში”.

ბრძნული პასუხია!

მათ, პირადად, არ უქმნით დისკომფორტს ეს ყველაფერი და ქვეყნის, სახელმწიფოს, კონსტიტუციის დისკომფორტი ვის დაჰკარგვია?!

მაშ, წინ _ ახალი და დიადი მიზნებისაკენ!

ხომ ვხედავთ, როგორ სანაქებოდ განაგრძობენ გმირი ქართველი ქალების ტრადიციას თანამედროვე ქართველი ქალებიც და, როგორც თინა წავკისელი, როგორც მაია წყნეთელი, როგორც თამარ ვაშლოვნელი _ სამშობლოსთვის სამსხვერპლოზე მისატანად, არათუ სიკვდილს, თვით მინისტრობასაც კი არ ერიდებიან!

ბარაქალა თქვენ, ჭეშმარიტო ქართველო ქალებო!

ბაკურ სვანიძე

სამშობლოვ, თინდება!

1 COMMENT

  1. ერთი ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცუდ რაღაცას გააკეთებს ეგ ქალი!თინა!

  2. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია,"ქვევრში’ვბუყბუყებთ,არ გამიკვირდება მათი არასრულწლოვანი ვაჟი ,პრეზიდენტად მოგვევლინოს?!

  3. აპაა შენ იცი ქალბატონო თინა ჯარს მიხედე შენ იმედზეა საქართველო ჯარს სულისკვეთება არ მოუკლა მიეცით ძალა იდგნენ საქართველოს სადარაჯოზე

  4. 25 წელია საქართველოს დედა არა ჰყავს.გეკითხებით რა მოვიმოქმედოთ რომ გვეშველოს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here