Home რუბრიკები საზოგადოება დამოუკიდებელი სახელმწიფოების ვეტერანთა (პენსიონერთა) საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირი

დამოუკიდებელი სახელმწიფოების ვეტერანთა (პენსიონერთა) საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირი

523

საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, რ. დ. ნაცარიშვილს

პატივცემულო რევაზ დავითის ძევ!

საკოორდინაციო საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ, რევაზ დავითის ძევ, საქართველოს ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ყველა ვეტერანს ფაშიზმზე დიადი გამარჯვების 70 წლისთავს, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის ყველა მოძმე ხალხის ძალების გაუგონარი დაძაბვით. ამ გამარჯვების მისაღწევად მილიონობით ჩვენმა ბაბუამ, მამამ, დედამ, ძმამ და დამ, თანაპოლკელმა გასწირა სიცოცხლე.

სამარადისო ხსოვნა და დიდება მათ!

ჩვენი მტრები ყველანაირად ცდილობენ, გააშავონ, დააკნინონ მნიშვნელობა ჩვენი დიადი გამარჯვებისა, საბჭოთა ადამიანის გმირობისა, რომელმაც ევროპის ქვეყნები და სრულიად მსოფლიო ფაშისტური ჭირისგან იხსნა.

ვეტერანები სულის სიღრმემდე აღშფოთებული ვართ ასეთი დამოკიდებულებით დიადი იუბილისადმი.

ვეტერანთა საერთაშორისო კავშირი გისურვებთ ჯანმრთელობას, გაერთიანებას, ერთგულებას იმ ადამიანების ანდერძისადმი, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს დიადი გამარჯვებისთვის.

ღრმა პატივისცემით,

საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი

. სოროკინი,

ფლოტის ადმირალი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here