Home რუბრიკები პოლიტიკა პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები: აშშ დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის

პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები: აშშ დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის

604

“აშშ, არ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყნად ჩაითვალოს, რადგან იქ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ამერიკელთა უმრავლესობის ნებით, არამედ ეკონომიკური ელიტის ინტერესების გათვალისწინებით”, _ ამ დასკვნამდე მივიდნენ პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები.

გერმანული გამოცემა DiutShe Wirtschafts Nachrichten წერს, რომ აშშ-ის თავგამოდებული მომხრეების მტკიცებით, ისინი, ვინც ამერიკის პოლიტიკას აკრიტიკებენ, ღალატობენ “მსოფლიოს უძველეს და უძლიერეს დემოკრატიას”, რადგან სწორედ აშშ-ისა და რუსეთის კონფლიქტში მიმდინარეობს ბრძოლა “დასავლური ფასეულობების” დასაცავად. ამასთანავე, რუსეთს წარმოადგენენ “ფაშისტურ სახელმწიფოდ”. მაგრამ პრინსტონის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა აჩვენებს, სინამდვილეში ვის ინტერესებს ემსახურებიან ამერიკელი პოლიტიკოსები. ნაშრომის ავტორები მარტინ გილენსი და ბენჯამინ პეიჯი ასკვნიან, რომ “ეკონომიკურ ელიტებსა და ორგანიზებულ ჯგუფებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ამერიკის მთავრობაზე, ჯგუფები კი, რომლებმაც ამერიკელთა უმრავლესობის ინტერესები უნდა დაიცვან, აშშ-ის პოლიტიკაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენენ.

აშშ-ს უმრავლესობა არ მართავს, ყოველ შემთხვევაში, არა იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოსახლეობასა და კანონმდებლობას შორის. თუ უმრავლესობა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომელიც განსხვავდება ეკონომიკური ელიტების ან ორგანიზებული ჯგუფების მოსაზრებისგან, მაშინ უმრავლესობა მარცხდება. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას გადაწყვეტილებისადმი მორჩილება აშშ-ის კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მისი რეალიზება პრაქტიკაში თითქმის არ ხდება”.

როგორც DiutShe Wirtschafts Nachrichten  წერს, გამოკვლევის შედეგები ევროპელებისთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს. რადგან ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს ხშირად გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქმნიან, რომლებიც ადამიანების ვიწრო წრის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here