Home რუბრიკები საზოგადოება “ეს ინჩა კატარვუმ?!” ანუ როგორ აყალბებენ ისტორიას ჩვენი მეზობლები

“ეს ინჩა კატარვუმ?!” ანუ როგორ აყალბებენ ისტორიას ჩვენი მეზობლები

1110

ჩვენი მეზობელი სომხეთის ვაიმეცნიერთა მხრიდან ისტორიის ფალსიფიცირებასა და ქართული კულტურის ძეგლების სომხეთის კუთვნილებად გამოცხადებაზე არაერთხელ წერდა “საქართველო და მსოფლიო”. ბოლო სტატია (იხ. #9, 11-17 მარტი, 2015 წ.) ეხებოდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კონფიდენციალურ წერილს, რომელიც მან საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოში სომხეთის პრემიერმინისტრის _ ოვიკ აბრამიანის სტუმრობის შემდეგ.

წერილში გამოთქმულია თხოვნა: “დაუბრუნოს (საქართველომ _ რედ.) ჩამორთმეული ტაძრები, მინასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი არის ან იყო განლაგებული _ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დანართის სახით გაწვდით სომეხთა ეპარქიისთვის ჩამორთმეული 442 ტაძრის, მონასტრის (მოქმედი და არამოქმედი) და მათი ნანგრევების სიას”.

თუ სიას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ლაპარაკია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კოლოსალური რაოდენობის საკუთრებაზე, რომელთა საქართველოს იურისდიქციიდან გამოყვანა და ეჩმიაძინისთვის დაქვემდებარება სურს სომხურ ეკლესიას.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში სომხეთის ეკლესიამ (მთავრობამ) არ შეიტანა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული 211 ეკლესია, ამით ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენელ ნაწილებად არ ცნო.

აღარაფერს ვამბობთ ქართულისაფერავის”, ხაჭაპურის, მაწვნის, ჩურჩხელის სომეხი ერის კუთვნილებად და სოფიკო ჭიაურელისა და ქეთი მელუას სომხებად გამოცხადებაზე.

სომხებმა, როგორც ისტორიკოსი და პუბლიცისტი სიმონ ქვარიანი წერს, დიდი როლი ითამაშეს ქართული სახელმწიფოს დაცემაში, განსაკუთრებით _ 1795 წელს საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, რომელსაც საქართველოს ასაოხრებლად სომეხი იაკობ ბებუთოვი მოუძღოდა. აღა-მახმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ სომხები ძარცვავდნენ მტრისგან გაქცეული ქართველების სახლ-კარს.

ყარაბაღელმა სომხებმა მელიქ აბოვმა, მელიქ ჯიმშიდიმ და მელიქ ფრიდონმა ქვეშევრდომებიანად თავი შეაფარეს საქართველოს. მელიქ აბოვმა ერეკლე მეორისგან მიიღო პრივილეგიები და დასახლდა მეფისგან ნაბოძებ ბოლნისდმანისთან, სადაც ჩამოიყვანა და დაასახლა 700-ზე მეტი კომლი ყარაბაღელი სომეხი. მელიქ აბოვი თავისი რაზმებით თავს ესხმოდა ჯავახეთს, მიჰქონდა ნადავლი და მოჰყავდა ხალხი, ასახლებდა თავის სამფლობელოში და ისინი გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადაჰყავდა” (შოთა ლომსაძე. “სამცხეჯავახეთი”. თბილისიმეცნიერება”. 1975 .).

აი, რას წერდა სომეხთა უმადურობით აღშფოთებული ივანე ჯავახიშვილი: “უეჭველია, ეს სრულიად შეუწყნარებელი საქციელი იყო _ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის წყალობით საქართველოში სომხები აუცილებელი განადგურებისგან თავშესაფარს პოულობდნენ, მადლობის მაგიერ კი საქართველოს საშინაო საქმეებში გარეშე ძალის ჩარევას ცდილობდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით ჩვენში მიწაწყლის მიღება სურდათ. მათი საქციელი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა” (ივ. ჯავახიშვილი. “საქართველოს საზღვრები”. გვ. 38).

სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ ხომ “მთელი მოძრაობა შექმნა ძველი, დაკარგული “არმენიის” ნაწილობრივ მაინც საქართველოში გადმოსატანად. მას, რა თქმა უნდა, წინ საქართველოს სამეფოს არსებობა ეღობებოდა და სომხების კათალიკოსმაც აქეთ მიიტანა იერიში (თამარ და აკაკი პაპავები. “მარიამ _ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი”. ბუენოს-აირესი. 1956 წ. გვ. 86).

სომეხთა მიერ ისტორიის გაყალბებასა და უსაფუძვლო პრეტენზიებზე არა მხოლოდ ქართული, არამედ აზერბაიჯანული პრესაც წერს.

გთავაზობთ აზერბაიჯანელი მეცნიერის _ შელალე ჰასანოვას წერილსერევანი _ უძველესი ქალაქი”, რომელიც აზერბაიჯანულ საიტზე _ haqq.azზე _ გამოქვეყნდა:

დასანანია! მტკივნეულია! საწყენია! ბრიტანული The Telegraph-ის დანართის _ “მოგზაურობის” ვერსიით, ერევანი ევროპის 16 ყველაზე ძველი ქალაქის სიაშია. ეს ხომ სიცრუეა! ფალსიფიკაცია! ჩვენ ბევრს ვწერდით იმის შესახებ, რომ ერევანი 500 წლის წინათ შაჰ ისმაილის ბრძანებით აშენებული შუასაუკუნეების აზერბაიჯანული ქალაქია, ფაქტებით უარვყოფდით სომეხთა ვერსიას, რომ ერევანი 29 წლით ძველია რომზე და ა.შ., მაგრამ _ ამაოდ!

რაც უნდა საწყენი იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ვერ შევძელით სიმართლის გატანა აზერბაიჯანული მედიის საზღვრებს გარეთ. არავინ შეისმინა ჩვენი ნათქვამი არც დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, არც ავტორიტეტულ საზღვარგარეთულ მედიასაშუალებებში, არც დასავლურ სამეცნიერო წრეებში. ამის მტკიცებულებაა The Telegraph -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობა, რომელშიც გვარწმუნებენ, რომ თითქოს პირველი მცხოვრებლები ერევანში ჩვ.. აღმდე 782 წელს გამოჩნდნენ, რომის დაარსებამდე 30 წლით ადრე ქალაქი აზიიდან ევროპაში მიმავალი ქარავნების გადასასვლელი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო”.

ნონსენსი _ ბრიტანული საიტი წერს სიძველეზე და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც 1958 წელს აშენებული ერევნის რესპუბლიკის მოედანია გამოსახული. გასაკვირი არც არის, სომხეთის დედაქალაქში ხომ სიძველეები მხოლოდ შუა საუკუნეების აზერბაიჯანული ხუროთმოძღვრების ძეგლები იყო, რომლებიც სომხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს, რათა მათთვის არ შეეხსენებინათ, რომ მოსულები იყვნენ უძველესი ოგუზების მიწაზე. The Telegraph-ი, აგრეთვე, ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ “ქალაქი დაიპყრეს ასირიელებმა, ბიზანტიელებმა, რომაელებმა, სპარსელებმა, არაბებმა, სელჩუკებმა, მონგოლებმა და თურქებმა, და საბჭოთა წითელმა არმიამ 1920 წელს”. ბოლო ფრაზა ყველაზე პიკანტურია! აი, თურმე რა _ სომხეთში უკვე “დაავიწყდათ”, რომ სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუქმნა მათ სახელმწიფო ძირძველი აზერბაიჯანული მიწების ხარჯზე, და ინგლისურ საიტზე სსრკ დამპყრობელ იმპერიად გამოჰყავთ. აი, კიდევ ერთი ღალატი სომხებისა რუსეთის მიმართ. როგორც ჩანს, მათ ძალიან უნდათ, ისტორიული მეხსიერებიდან ამოშალონ ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე კავკასიაში სომხეთი არ არსებობდა. და, როგორც ვხედავთ, სომხები ტარანის მეთოდით მიილტვიან დასახული მიზნისკენ.

როგორ მოვიქცეთ? კვლავინდებურად განვაგრძოთ მუშტების ქნევა და ვწეროთ უარყოფის სტატიები ადგილობრივ მედიასაშუალებებში? თუ აქტიურობასა და სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ დიასპორულ ორგანიზაციებს, საელჩოებს, პრეზიდენტთან არსებულ სტრატეგიული კვლევების ცენტრს, დიასპორების კომიტეტს, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და სხვებს? ამასთანავე, დრო ხომ არ დადგა, გავაძლიეროთ მუშაობა ავტორიტეტულ ლობისტურ ორგანიზაციებთან და უარი ვთქვათ დილეტანტების მომსახურებაზე? და, რაც მთავარია, უნდა შევიმუშავოთ ქვეყნის პიარის ეფექტიანი კონცეფცია და თავი დავანებოთ საკუთარი თავის ქებას უცხოეთში განხორციელებული ერთჯერადი ღონისძიების გამო, რომლებიც სტუმრებს უფრო ფლავით, ქაბაბითა და ფაჰლავით ამახსოვრდებათ, ვიდრე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თეზისებით.

ათეულობით მაგალითიდან მოვიყვან ერთს: 2012 წელს შევადგინეთ წინასწარი სია 67 ქრისტიანული ალბანური ეკლესიისა, რომლებიც სომხურმა გრიგორიანულმა ეკლესიამ მიიტაცა. მათი ნაწილი წარდგენილი იყო ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზეტოლერანტულობის აზერბაიჯანული მოდელი ევროპულ მულტიკულტურიზმში”. მოკლედ, დიდი მუშაობა გავწიეთ, მაგრამ მისი გამოძახილი აქამდე არ ჩანს. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ არავინ დაინტერესდა ამ დოკუმენტის ბედით, არავინ იბრძოლა, სიმართლე მიეტანათ ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტამდე. ამის გამო ხომ არავის სჯიან. მოხსენება გააკეთეს, გაისეირნეს და მორჩა.

უწოდო ერევანს უძველესი ქალაქი _ ეს ნიშნავს, რომ გადახაზო ისტორია ერივანის ციხესიმაგრისა, რომლითაც დაიწყო აზერბაიჯანული ქალაქი ირავანი და რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, 1936 წელს სახელი გადაარქვეს და ერევანი უწოდეს. ერევნელი ცრუმეცნიერები კი თავიანთ მოგონილს, დიდი ხანია, ნერგავენ დასავლეთის სამეცნიერო წრეებში. ისინი ხმას არ იღებენ სეფევიდების პერიოდში აზერბაიჯანელი ბეგლარბეგების არსებობაზეც კი. იმხანად ერივანი და ნახიჭევანი წარმოადგენდა ულკეს, ანუ ყიზილბაშური ტომის _ უსტაჯლუს _ საცხოვრებელს. იმ პერიოდში ამ აზერბაიჯანულ მიწებს ჩუხურსაადი ეწოდებოდა. სეფევიდების დინასტიის დასუსტების შემდეგ იმპერიის ბეგლარბეგები 20 აზერბაიჯანულ სახანოდ დაიყო, მათგან ერთერთი იყო ერივანის სახანო. მოკლედ, ამ მიწაზე არასოდეს ყოფილა აღმოსავლეთი სომხეთი.

მაგრამ წაიკითხეთ ვიკიპედიაში სტატია “ერივანის სახანო” და წააწყდებით ასეთ ფრაზას: “სახანო მდებარეობდა აღმოსავლეთ სომხეთის ისტორიულ ტერიტორიაზე” და სხვა ტყუილებს. და კვლავ შეკითხვა, რომელიც შეიძლება რიტორიკულ შეკითხვად დარჩეს: რა ვუყოთ ვიკიპედიას, რომელიც სავსეა სომხური ფალსიფიკაციებით?

აღარაფერს ვამბობ ანტიაზერბაიჯანული სტატიის ინგლისურენოვან ვერსიაზე, რომელიც ძრწოლის მომგვრელია. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ახალაშენებული ერევანი ბრიტანელებს ევროპის ყველაზე ძველ ქალაქად მოეჩვენათ, ბაქო კი მისი გობუსტანით, ქალწულის კოშკით, იჩერი-შეხერით, გარეუბნებში მდებარე უძველესი კოშკებით ბორტს მიღმა დარჩა.

ირევანს საფუძველი ჩაეყარა XVI საუკუნის დასაწყისში, როგორც სეფევიდების, ანუ თურქულ-აზერბაიჯანული იმპერიის ციხესიმაგრეს ოსმალეთის იმპერიის საზღვარზე. ცნობილი თურქი მოგზაურის ევლიე ჩელების მემუარების მიხედვით, შაჰმა ისმაილ I სეფევიმ 1504 წელს გასცა ბრძანება, მდინარე ზენგზე აეგოთ ციხესიმაგრე აღმოსავლეთით ოსმალების გადაადგილების შესაჩერებლად. მშენებლობა დაევალა ვეზირ რევან-ღულუ ხანს, აქედან მომდინარეობს ციხესიმაგრის სახელწოდებაც _ რევან-ყალა, რომელიც ტრანსფორმირდა ერევნად. 7 წლის შემდეგ 850 მ სიმაღლეზე აიგო 7 ჰა ფართობის ციხესიმაგრე.

1655 წელს ირევანში ჩავიდა ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე, 10 წლის შემდეგ კი _ ჟაკ შარდენი, რომელმაც ის აღწერა, როგორც აზერბაიჯანული ქალაქი. მოგზაური წერს, რომ ციხესიმაგრეში იყო 800 სახლი, რომელშიც მხოლოდ მუსლიმანები ცხოვრობდნენ. მან აღწერა მეჩეთები, მარმარილოს აუზები შადრევნებით, ბაღები, სარდარის სარკეებიანი სასახლე, აზერბაიჯანელთა წეს-ჩვეულებები და ცხოვრება. ეს ფაქტები იმიტომ არის ფასეული, რომ შემონახულია სარწმუნო ცნობები ქალაქზე, რომელიც 1679 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა, სტიქიური უბედურების შემდეგ მმართველმა ზალ ხანმა სხვა აზერბაიჯანელ ხანებთან ერთად სწრაფად აღადგინა ქალაქი და კიდევ უფრო გააძლიერა ციხესიმაგრე.

არსებობს კიდევ უფრო სარწმუნო არგუმენტი იმისა, რომ ერევანი აზერბაიჯანს ეკუთვნის. ის შემონახულია 1918 წლის 29 მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველმა მეთაურმა ფათალი ხან ხოისკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ გაჯინსკის მისწერა: “ჩვენ სომხებთან ყველა სადავო საკითხი მოვაგვარეთ, ისინი მიიღებენ ულტიმატუმს და დაასრულებენ ომს. ჩვენ მათ დავუთმეთ ირავანი”.

საქმე ის არის, რომ 1918 წლის 28 მაისს სომხებმა ისე გამოაცხადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, არც ტერიტორია ჰქონდათ და არც პოლიტიკური ცენტრი. 1918 წლის 29 მაისს ახალგამოცხადებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ძირძველი აზერბაიჯანული ქალაქი ირევანი და მის გარშემო ტერიტორია, დაახლოებით 9,5 ათასი კვ.კმ ფართობი, სომხებს დაუთმო.

ის, რომ ერევანი 500-ზე ოდნავ მეტი წლისაა, უარყოფს სომხების ვარაუდს, რომლებმაც ქალაქის დაარსების თარიღად უსაფუძვლოდ გამოაცხადეს 782 წელი ჩვ.წ. აღრიცხვამდე. ერევნის დაძველება სომხებს რამდენიმე მიზეზით სჭირდებოდათ: პირველი _ მათ მოსვენებას არ აძლევდათ ის, რომ 1958 წელს საქართველომ აღნიშნა თბილისის დაარსების 1500 წლისთავი; მეორე _ აუცილებელი იყო, მოეძებნათ სომხური ბაზა სიტყვა “ირევანის” წარმოშობის დასასაბუთებლად. ასე მომწიფდა პოლიტიკური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც საბჭოთა სომხეთის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა არქეოლოგიური აღმოჩენების გამოყენება გადაწყვიტა.

საუბარია ლურსმნული ანბანით დაწერილ ფილაზე, რომელიც 1950 წელს იპოვეს ერევნის გარეუბანში. მასზე იყო მხოლოდ სამი ნიშანი “რბნ” (ადრე ხმოვნები არ იყო) და თარიღი 782 წ. ჩვ.წ. აღ-მდე. ეს ფილა 8 წლის განმავლობაში არავის უხსენებია და მხოლოდ 1958 წელს, ანუ ძველი თბილისის იუბილიდან ძალიან მალე, სომხებმა არტეფაქტი ლურსმნული ანბანის გაშიფრულ ძეგლად წარმოადგინეს, რომელიც თითქოს ამტკიცებდა, რომ ძველ ქალაქს ეწოდებოდა ერებუნი. არადა, მათთვის სასურველი ხმოვნების ჩასმით, მიიღეს სიტყვაერებუნი”, და ასე ახსნეს ეტიმოლოგიურ კავშირი ერევანთან. მიუხედავად იმისა, რომ უძველეს წარწერაზე მითითებული არ ყოფილა ქალაქრბნ”-ის გეოგრაფიული მდებარეობა, სომეხმა ფალსიფიკატორებმა ეს არქეოლოგიური აღმოჩენა საკმარისად ჩათვალეს ერევნის ისტორიის დასაძველებლად.

აღსანიშნავია, რომ იუნესკოს (განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების გაეროს ორგანიზაცია) აქამდე არ უღიარებია ლურსმნულდამწერლობიანი ბაზალტის ქვა უძველესი ქალაქის _ ერებუნის _ არსებობის მტკიცებულებად. თვითონ განსაჯეთ: ერევანი მართლა რომ ყოფილიყო სომხური კულტურის ნაწილი, ეს აუცილებლად აისახებოდა სომეხთა ისტორიაში და ისინი აუცილებლად აღნიშნავდნენ თავიანთი ქალაქის დაარსების თარიღს.

როგორც ხედავთ, არგუმენტები საკმაოდ ბევრია, რომლებიც უარყოფენ ერევნის, როგორც უძველესი ქალაქის, არსებობას, მაგრამ ვინ უნდა აგოს პასუხი ტყუილზე?

ვის უნდა მოეკითხოს, რომ ზემოხსენებულ სარეიტინგო სიაში, ქართულ მცხეთასთან და ქუთაისთან ერთად, არ იცის კავკასიური ალბანეთის ცენტრის დედაქალაქი _ აზერბაიჯანული ქალაქი გაბალა ან შეკი უძველესი ეკლესიით, რომელიც 1244 წელს არქიდიაკონმა სერაფიმემ აღადგინა?

ვიდრე კითხვებს ვსვამთ, უძველესი ძეგლების არმქონე ერევანი მართლაც უძველესი ევროპული ქალაქების სიაში მოხვდა, საბერძნეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ხორვატიის ქალაქების გვერდით.

მტკივნეულია! საწყენია!

შელალე ჰასანოვა

haqqin.az

14.04.2015 .

 

4 COMMENTS

  1. ქსენოფობი არ ვარ,მაგრამ ამ მტაცებელი,ფლიდი,გამყიდველი,ფარისეველი და მოღალატე ერზე უარესი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.სანტა-კლაუსი სომხად გაასაღეს,მალე მამა ღმერთს სომხად შერაცხავენ.მიკვირს ამდენ ხანს რატომ არ გააკეთეს ეს.ალბათ ხალხის რისხვის შეეშინდათ.

  2. აზერბაიჯანელებმა სომხებს დაუთმეს თავისი ტერიტორია, ჩვენ კი საინგილოს არ გვითმობენ. რატომ?

  3. უნამუსო და დაუნდობელი ერი, რა ნამუსით ითხოვთ ქართველების თანადგომას თქვე ნაგლებო

  4. არც აზერბაიჯანელები არიან მამა აბრაამის ბატკნები,ეგენიც კარგად ითხოვენ და ითვისებენ ჩვენს მიწა-წყალს(და არა მარტო მას).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here