Home რუბრიკები პოლიტიკა “დემოკრატიის” გაკვეთილი ჯორჯ ფრიდმანისგან

“დემოკრატიის” გაკვეთილი ჯორჯ ფრიდმანისგან

673

კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია “სტრატფორის” დირექტორი ჯორჯ ფრიდმანი ხშირად აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიებს. “სტრატფორი” Strategic Forecasting Inc. ამ კომპანიას Barron’s Magazine-მა თავის ერთ-ერთ სტატიაში მას “ჩრდილოვანი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო” უწოდა) ჯორჯ ფრიდმანმა 1996 წელს დააფუძნა და მას შემდეგ კომპანიის უცვლელი ხელმძღვანელია.

კომპანია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის თავმოყრითა და ანალიზით არის დაკავებული. ინფორმაციას იღებს როგორც ღია წყაროებიდან და მედიიდან, ასევე საკუთარი წყაროებიდან. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე კომპანიის ანალიტიკოსები ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პროგნოზებს ამზადებენ. სხვათა შორის, “სტრატფორის” საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა.

კომპანიის კლიენტთა სია გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არის უმსხვილესი კორპორაციები და სამთავრობო უწყებები როგორც ამერიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სტრატფორისხელმომწერებს მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ შეუძლიათ, გაუგზავნონ შეკითხვა და 24 საათში მიიღონ პასუხი, ასევე, მონაწილეობა მიიღონ ყოველთვიურ ტელეკონფერენციაში, რომელსაც თვით ჯორჯ ფრიდმანი მართავს.

2009 წლის ივლისიდან 2011 წლის დეკემბრამდე “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა საიდუმლოებით მოცული “სტრატფორის” რეპუტაციას სერიოზულად დაარტა. გამოქვეყნდა 50 ათასი ადამიანის პირადი მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში “სტრატფორთან” თანამშრომლობდნენ, მათ შორის, ნატოს, ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, MI-6-ისა და ბრიტანეთის პარლამენტის წევრების _ 600 მაღალი თანამდებობის პირის.

2009 წლის 1 ოქტომბერს კომპანიის ხელმძღვანელები ერთმანეთს სწერდნენ იმის თაობაზე, ხომ არ გადაეცათ კლიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაცია. საბოლოოდ ამაზე უარი თქვეს, რადგან “ბრენდის თვალსაზრისით, რომელიც ხარისხს, სტატუსსა და იდუმალების ორეოლს ეფუძნება, ეს ჩვენი შიგა სამუშაოს ზედმეტი დემონსტრაცია იქნება და ნეგატიურად აისახება იდუმალების ორეოლზე. არავინ იცის, როგორ მოვიპოვებთ ინფორმაციას. ეს “სტრატფორის” ყველაზე მაგარი და საიდუმლო თვისებაა. დაუმუშავებელი ინფორმაციის გამოქვეყნება ყურადღებას მიიქცევს რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ ჩვენს სამუშაოს პროგნოზირებულს გახდის, რაც ინფორმაციის მოპოვების ირგვლივ საიდუმლო ორეოლს გააცამტვერებს”.

ახლახან მედიაში გაჟონა 4 თებერვალს გამართული ჯორჯ ფრიდმანის შეხვედრის ვიდეოჩანაწერმა ჩიკაგოს გლობალურ საკითხთა საბჭოში. ამ “იდუმალების ორეოლით” მოსილი პიროვნების გამოსვლის გასაჯაროებამ შოკის ეფექტი იქონია.

 მხოლოდ რამდენიმე ამონარიდი:

* აშშის მთავარი გეოპოლიტიკური ინტერესები პირველი და მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე, ცივი ომის პერიოდში კონცენტრირებული იყო გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობებზე;

* ევროპელები ომებში დაიხოცებიან, “ევროპული განსაკუთრებულობის” იდეა ევროპას ომებამდე მიიყვანს;

* ევროპაში აშშის სახმელეთო ჯარების სარდალმა (გენერალი ბენ ჰოჯესი) უკრაინელ სამხედროებს ამერიკული ჯილდოები გადასცა, რათა ეჩვენებინა, რომ უკრაინის არმია მისი არმიაა;

* დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რას იზამენ უკრაინელები: ყველაფერს იღონებენ, რათა აშშ-ის რისხვა არ გამოიწვიონ;

* უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას აშშ უარყოფს, მაგრამ იარაღს მიაწვდიან;

* აშშ რუსეთის ირგვლივ “სანიტარულ კორდონს” აშენებს და რუსეთმა იცის ამის თაობაზე;

* რუსეთი ფიქრობს, რომ აშშ მის დაშლას აპირებს. მე ვფიქრობ, როგორც პიტერ ლორიმ თქვა, “ჩვენ არ გვინდა თქვენი მოკვლა, უბრალოდ, ცოტა გატკენთ”;

* აშშ-ის ფუნდამენტური ინტერესია, აკონტროლოს ოკეანეები და პლანეტები. დღემდე ეს ვერავინ მოახერხა;

* ევროპაში ბრიტანეთის იმპერიის გზა ევროპელთა ერთმანეთისთვის მიქსევაა;

* ჩემი რეკომენდაციაა, იმ პოლიტიკას მივყვეთ, რომელსაც რეიგანი იყენებდა ირანისა და ერაყის მიმართ. რეიგანი ომში მონაწილე ორივე ქვეყანას უჭერდა მხარს. ასე რომ, ისინი ერთმანეთთან ომობდნენ და არა ჩვენ წინააღმდეგ;

* ჩვენ არ შეგვწევს ძალა, ყველგან შევიყვანთ ჩვენი ჯარები, მაგრამ შეგვიძლია, დაპირისპირებულ მხარეებს დავუჭიროთ მხარი, რათა ისინი ერთმანეთზე იყვნენ კონცენტრირებული და არა ჩვენზე. თავის დროზე არც ბრიტანელებს მოუხდენიათ ინდოეთის ოკუპაცია, მათ კონტროლზე აიყვანეს ინდური სახელმწიფოები და ერთმანეთს წაჰკიდეს;

* ახლა საკითხი ასე დგას – გახდება თუ არა უკრაინა ბუფერული სახელმწიფო რუსეთსა და დასავლეთს შორის თუ იგი ნეიტრალური სახელმწიფო იქნება? რუსეთისთვის უკრაინის სტატუსი სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეა და რუსებს არ შეუძლიათ, ასე უბრალოდ მიატოვონ ეს საკითხი და გავიდნენ. ამ მიზეზით აგზავნის აშშ ჯარებს რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ამ მოქმედებებით აშშ “ზღვათაშორისს” (“Intermarium”) ამზადებს, მაგრამ რჩება შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს: რას მოიმოქმედებს ამ ვითარებაში გერმანია?

* ევროპაში ერთი რეალური უცნობია _ გერმანელები. როცა აშშ უსაფრთხოების სარტყელს ააგებს და რუსეთის გავლენა უკრაინაზე შესუსტდება, რას იზამენ გერმანელები, არ ვიცით;

* აშშ-ის პირველი რიგის ამოცანაა, არ დაუშვას, რომ გერმანული კაპიტალი და ტექნოლოგიები რუსეთის ბუნებრივ რესურსებსა და მუშახელს შეუერთდეს. ეს დაუმარცხებელი კომბინაციაა, რომლის წინააღმდეგ აშშ უკვე მთელი საუკუნეა ყველა ხერხს მიმართავს. აშშ-ს ამისთვის კოზირი აქვს _ ეს არის ხაზი ბალტიისპირეთსა და შავ ზღვას შორის.

ეს მხოლოდ მშრალი ციტატებია, თავის გამოსვლაში ფრიდმანმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ აშშ არ შეუძლია მთელი ევრაზიის ოკუპირება (ყურადღება მიაქციეთ _ არ შეუძლია, განა არ სურს). “როგორც კი ჩვენი ჯარისკაცის ჩექმა ევრაზიის მიწაზე დადგება, ავტომატურად დავკარგავთ რაოდენობრივ უპირატესობას”, _ მსჯელობს ფრიდმანი; ერაყის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ აშშ შეუძლია მოწინააღმდეგის არმიის განადგურება, მაგრამ ძალა არ შესწევს, განახორციელოს ერაყის ოკუპაცია.

მართლაც, 130-ათასიანი ამერიკული არმია 25-მილიონიანი ერაყის ოკუპაციას ვერ განახორციელებს (შეგახსენებთ: უკრაინაში 45 მილიონი ადამიანი ცხოვრობს), ამიტომსტრატფორისდირექტორი მოუწოდებს, აშშმა მხარი დაუჭიროს დაპირისპირებულ მხარეებსპოლიტიკურად, ფინანსურად, სამხედრო მრჩევლების მივლინებით. “და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როგორც ამას იაპონიაში ვაკეთებდითარა, ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში, სადაც სამხედრო ძალით ჩავერიეთ პრევენციული დარტყმის (spoiling attack) ტაქტიკით. ეს ტაქტიკა არ გულისხმობს მოწინააღმდეგის განადგურებას, მისი მიზანია მტრის წონასწორობიდან გამოყვანა, დასუსტება. ჩვენ ამას ყველა ომში ვაკეთებდით

თუმცა ჩვენი, ჯერ კიდევ ახალგაზრდებისა და სულელების, პრობლემა არის ის, რომ ამის შემდეგ არ ვეუბნებით საკუთარ თავს: მორჩა, საქმე გაკეთებულია, შინ დავბრუნდეთ”. ამის ნაცვლად ვამბობთ: “რა იოლად გამოგვივიდა, მოდი, ახლა დემოკრატიაც ავაშენოთ”. ეს ის მომენტია, როცა უგუნურება გვძლევს, ამიტომ პასუხი ასეთია _ აშშ-ს არ შეუძლია, ევრაზიაში შეიჭრას ჯარებით. ეს შერჩევით და იშვიათად უნდა გავაკეთოთ”.

აი, ასე _ გულახდილად, ცინიკურად და მოურიდებლად ახსნა ჯორჯ ფრიდმანმა შეერთებული შტატების “დემოკრატიული” ვნებანი. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას აშშ ყოველთვის იმით უპასუხებდა, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არადა, ფრიდმანი პირდაპირ აცხადებს, რომ “უკრაინაში შესვლით ნატო სტალინგრადიდან მხოლოდ 100 კილომეტრით იქნება დაშორებული, ხოლო მოსკოვიდან _ 500 კილომეტრით.” (აქ ფრიდმანმა სტალინგრადი ლენინგრადში აურია, ანუ სანკტ-პეტრებურგში, მაგრამ იდეა ნათელია _ ნ.დ.)

სტრატფორისდამფუძნებლის ეს გამოსვლა ჩიკაგოში ჩვენებურიატლანტისტებისადა პროამერიკული ელიტისთვის ნიშანდობლივი უნდა იყოს. შეერთებული შტატები აღარ მალავს საკუთარ მისწრაფებებს, არც მეთოდებს, რომლებსაც რეგულარულად მიმართავს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად. ახლა მათ მხოლოდ უნდა დაადასტურონ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემთხვევა. ისეთი აზრობრივი კონსტრუქციები, როგორიცააქართველი სამხედროები იქ (ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში _ სულ ერთია) საქართველოს ინტერესებს იცავენ, სრულიად გაანადგურა ჯორჯ ფრიდმანის ამ ისტორიულმა გამოსვლამ.

ვისაც გვესმის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კეთილშობილ ქალთა პანსიონისგან ძალიან შორს არის, არც ეს ცინიზმი გაგვიკვირდება და არც ამერიკული “თვითკრიტიკა”. საკითხი ახლა ასე დგას: ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ _ ან ამერიკული ექსპანსიონიზმის სამსახურში ჩავაყენოთ საქართველო (თან ისე, რომ არც ნატოში მიგვიღებენ და არც ევროკავშირში), ან თავი დავანებოთ ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკურ თამაშებს და მათ შორის გაგლეჯილი საქართველოს ჩიხიდან გამოყვანა ვცადოთ.

ვიდრე ამერიკელები რუსეთს “უბრალოდ, ცოტა ატკენენ” (მეტი რომ არაფერი შეუძლიათ, ფრიდმანმა ეს დაადასტურა), საქართველო რეალური საფრთხის წინაშეა. ქართულ პროდასავლურ ელიტასსტრატფორისამ შეგონების შემდეგ მაინც უნდა აეხილოს თვალი იმაზე, რომ მხოლოდ პაიკები არიან ამ სასტიკ თამაშში და, რაც მთავარია, განწირული ან გასაწირი პაიკები, რომლებიც ვერასოდეს გახდებიან ლაზიერები. ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს უფრთხილდებიან, თორემ თავადაც კარგად უწყიან, რომ ფრიდმანის იდეოლოგიით, სუვერენული სახელმწიფო არ შენდება, არც მთლიანდება. ეს სახელმწიფოთა დამორჩილების, დაშლისა და მათი რესურსების გამოყენების იდეოლოგიაა. თუ ძალიან გინდათ, ამასდემოკრატიის მშენებლობადაარქვით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ფრიდმანს ამის არ სჯერა!

P.S. ფრიდმანის გამოსვლასა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს ერთმანეთისგან, შინაარსისა და სულისკვეთების გარდა, 23 წელი აშორებს, მაგრამ იმხანად ნათქვამი სიმართლე ბევრისთვის მხოლოდ ახლა გახდა გასაგები: “ჩვენ მივესწრაფვოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო.… სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს.… ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთოევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი (მხედველობაში მაქვს ხელისუფლებანი და არა ხალხები) ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია, გაანადგურონ ერის ნება საერთოდ და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში _ მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა განაგოს ქვეყნიერება და დაამყაროს . . ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიო წესრიგის არსია: განადგურება ყველა სახელმწიფოს (ქრისტიანული იქნება ის თუ მუსლიმანური, რელიგიას ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას) დამოუკიდებლობისა, გენოციდი ამ ქვეყნების მოსახლეობისა და საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტისა” (ზვიად გამსახურდია).

აშშის ფუნდამენტური ინტერესია, აკონტროლოს ოკეანეები და პლანეტები” (ჯორჯ ფრიდმანი).

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. ნანა, შენი წერილის პათოსია, თუ რა ცუდი ძიები არიან ამერიკელები. მე შემიძლია მოგაწოდო(თუ ინებებ) ანალოგიური მარგალიტები, რომლის ავტორია არა ჟირინოვსკი, არამედ ვიტალი ტრეტიაკოვი, სერგეი მარკოვი და ძმანი მათნი. გარწმუნებ ეფექტი იდენტური იქნება. რა ვქნათ? პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ პრობლემა ამერიკასა, რუსეთსა ან ჩინეთში კი არ არის, არამედ ჩვენშია. სანამ ჩვენთან პოლიტიკა ლაქიობა ჰგონიათ, სანამ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკის, ან რუსეთის, ან ჩინეთის დახმარებას აპირებენ. და რაც მთავარია მრევლიც ასე ფიქრობს არაფერი გვეშველება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here