Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველო პოლიტიკოსებო, რომელს გაქვთ ამის თავი, მილოშ ზემანივით კარზე მიუთითოთ ამერიკის ელჩს?

ქართველო პოლიტიკოსებო, რომელს გაქვთ ამის თავი, მილოშ ზემანივით კარზე მიუთითოთ ამერიკის ელჩს?

673

ჩეხეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათ ისეთი რამ მოიმოქმედა, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ვერც კი წარმოიდგენდნენ. კერძოდ, მან საკუთარი რეზიდენციიდან უბოდიშოდ დაიფრინა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ისიც დააყოლა, შენი ფეხი აღარ ვნახო პრაჟსკი გრადშიო! ასეთი “მკრეხელობის” მიზეზი კი აშშ-ის ელჩის “რჩევა” გახდა, რომ მილოშ ზემანი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების აღლუმს არ დასწრებოდა.

ვერ წარმომიდგენია, რომ ვაშინგტონში ჩეხეთის ელჩს ამერიკის პრეზიდენტისთვის ერჩია, სად წასულიყო და სად არა. და არც ერთ ელჩს არ მივცემ უფლებას, საკუთარი რჩევებით ჩაერიოს ჩემს საზღვარგარეთულ ვიზიტებში! ვშიშობ, რომ ამგვარი განცხადებების შემდეგ ბატონი ენდრიუ შაპიროსთვის პრაჟსკი გრადის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის) კარი დაიკეტება”, _ განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ელჩმა ჩეხეთში ერთ-ერთი ჩეხური ტელეკომპანიის ეთერში პრეზიდენტი ზემანი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა. სულ ხუთი თვეა, რაც შაპირო ელჩის მოვალეობების შესრულებას შეუდგა პრაღაში, მანამდე ის იურისტად მუშაობდა. გვარის მიხედვით, მამაციურისტიუნდა ჰყავდეს! ისე ვისვის და ებრაული წარმოშობის კაცს ფაშიზმზე გამარჯვების ფასი კი უნდა ესმოდეს, მაგრამ ვაშინგტონში ახლა ასეთი კონიუნქტურაა და ისიც დავალებას ასრულებს!

სხვათა შორის, ამერიკული მედია წერდა, რომ შაპირო ჩეხეთში ელჩად მხოლოდ იმიტომ დაინიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში 700 ათასი დოლარი ჩადო. დონორების დანიშვნა თანამდებობებზე ამერიკაში მიღებული პრაქტიკაა და ამას კორუფციას არ ეძახიან. ეს _ მათთვის, ვინც ამერიკელებთან ჩიოდა, თუ რატომ იგებდნენ ტენდერებს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სააკაშვილსა და მის პარტიას აფინანსებდნენ!

თუმცა პრეზიდენტისა და ელჩის პოლემიკას მივუბრუნდეთ. ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა: “მოსკოვში არჩასვლით შეურაცხყვყოფდი იმ 150 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას, რომლებმაც ჩეხეთი ფაშისტებისგან გაათავისუფლეს!” თუმცა მილოშ ზემანს მამლის ყივილამდე სულაც სამჯერ რომ უარეყო საბჭოთა კავშირის როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში, შეერთებული შტატების ელჩი მაინც გააკრიტიკებდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უაზრობა უწოდა; მეტიც, ევროკავშირს მოუწოდა, მოეხსნათ სანქციები; უფრო მეტიც, ევროკავშირს ურჩია, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაეწესებინათ. და კიდევ უფრო მეტიც: მან განაცხადა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია და იქ რუსეთის ჯარები არ შესულან, უკრაინა FAILED STATE, ანუ არშემდგარი სახელმწიფოა და მისთვის ფულის მიცემა, უბრალოდ, მფლანგველობაა!

თავის დროზე, როცა პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა, მისი კონკურენტი თავადი შვარცენბერგი იყო _ იგი ეთნიკური გერმანელია და მისი გაპრეზიდენტება იმავე ოპერიდანაა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში “დემოკრატიას” ქართულპასპორტიანი ნაცისტები აშენებენ! ცხადია, ჩეხებმა ზემანი არჩიეს შვარცენბერგს, რომელიც ერთდროულად გერმანელიცაა, თავადიც და ინტელიგენტ ვაცლავ ჰაველის მეგობარიც! ჩეხებს ჩეხოსლოვაკიისხავერდოვნადორად გაყოფის ამბავი ახლაც არ აქვთ მონელებული და არჩევანი სწორედ გლეხურად გონიერ და გასაგებ ზემანზე შეაჩერეს.

ჩეხეთში, როგორც საქართველოში, არიან რუსეთის მტრებიც და მეგობრებიც. მტრები მუდამ 1968 წელს საბჭოთა ინტერვენციას იხსენებენ. ზემანიც “პრაღის გაზაფხულის” მიმართ სიმპათიის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, თუმცა პრესტიჟული უმაღლესი ეკონომიკური სკოლის დიპლომი ჰქონდა და კარგა ხანს თავს სპორტული ჟურნალისტობით ირჩენდა. ხანი გამოხდა და გზა, რომელზეც იმ გაზაფხულმა გაიყვანა მისი სამშობლო, დღეს ნამდვილად არ მოსწონს. სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ ზემანი იყო, აქტიურად იბრძოდა ჩეხეთში ნატოს რადარების განლაგების წინააღმდეგ.

ახლახან, როცა პრაღაში ნატოს სამხედრო ტექნიკა გაატარეს, ჩეხებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს. მართლაც _ თუ რუსული ტანკი მიუღებელია პრაღაში, ნატოს ტანკი რატომ უნდა იყოს მისაღები? ჩეხურ პრაგმატიზმს უკრაინის კრიზისის მიმართაც ნამდვილად აქვს საფუძველი: რუს ტურისტებს მილიონობით მოგება მოაქვს მათთვის, უკრაინელი მიგრანტები კი დაბალ ანაზღაურებას თანხმდებიან და ჩეხ მუშებს სამუშაო ადგილებს ართმევენ. ამიტომაც მიიღო მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ მილოშ ზემანმა, რადგან რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებას სრულად იზიარებენ ბიზნესმენები და დაბალი კვალიფიკაციის მუშები.

ზემანის კრიტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ, რომ რუსეთის მიმართ მისი დამოკიდებულება პრორუსულობას კი არა, საღ აზრს ეფუძნება. მან გასაგებად აუხსნა ხალხს, რომ პუტინის რუსეთი არ არის ბრეჟნევის საბჭოთა კავშირი, ხოლო ზოგიერთი, ვინც პოლიტპატიმრობას იბრალებს, სულაც არ არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი. მაგალითად კი საყოველთაოდ ცნობილი Pussy Riot და ხოდორკოვსკი მოიყვანა.

ზემანის პოლიტპრაგმატულობის კიდევ ერთი მაგალითი: რუსეთს უნდა აღვიქვამდეთ, როგორც დოსტოევსკის, ტურგენევის, სოლჟენიცინის, ჩაიკოვსკის, რეპინის ქვეყანას. მე მას მსოფლიოს ზესახელმწიფოთა რიგში ვხედავ. და იქვე შეახსენა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს: “1968 წელს თქვენ ასეულობით ტანკი მოგვაწოდეთ ძალიან იაფად. ვფიქრობ, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები სულ სხვა საფუძველზე უნდა ავაგოთ”!

ზემანს კარგად ესმის, რომ ჩეხეთის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე. ევროკავშირის სანქციების გამო ჩეხებს რუსეთში ვეღარ შეაქვთ მანქანა-დანადგარები, ხოლო მოსკოვის საპასუხო სანქციების შედეგად ჩეხების მიერ წარმოებული რძე “ჩაწვა” თუ “ჩაიქცა”! თუ სანქციები გაფართოვდა, რუსეთიდან გაზის მიწოდებასაც შეიძლება პრობლემები შეექმნას, რაც საწარმოების გაჩერებას გამოიწვევს, ხოლო რა დღეში აღმოჩნდება ატომური ელექტროსადგური, რომელსაც დღემდე რუსი სპეციალისტები მართავენ, არავინ იცის.

სხვათა შორის, ზემანი ყოველთვის მკვეთრად აკრიტიკებდა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებაბენეშის დეკრეტებისგაუქმებას. 1945-1946 წლების ამ დოკუმენტების საფუძველზე ჩეხოსლოვაკიიდან 3 მილიონი გერმანელი გაასახლეს, რომლებიც ფაშისტებს ოკუპაციაში ეხმარებოდნენ.

 2002 წელს მილოშ ზემანის განცხადება ავსტრიასა და გერმანიასთან ურთიერთობებში სკანდალის გამომწვევი აღმოჩნდა: ავსტრია ჰიტლერის მსხვერპლი კი არა, მისი პირველი მოკავშირე იყო. სუდეტელი გერმანელები ჰიტლერის მეხუთე კოლონა იყვნენ. ისინი ჩეხი ხალხის გენოციდს უჭერდნენ მხარს”.

ამის გამო ავსტრიამ კინაღამ ვეტო დაადო ჩეხეთის მიღებას ევროკავშირში, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში “კინაღამ” არ ითვლება; მოხერხებულმა ზემანმა სასწრაფოდ ტურნე მოაწყო დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და რუსეთში, რათა ანტიჰიტლერული კოალიციის ყოფილი მოკავშირეების მხარდაჭერა მიეღო და მიიღო კიდეც. მკვახე განცხადებების მიუხედავად, მან გერმანელებთანაც და ავსტრიელებთანაც მოაგვარა ურთიერთობა.

მკვახე იყო მისი განცხადებები ალბანური კოსოვოს მიმართაც, რომლის დამოუკიდებლობასაც ზემანი არ სცნობს: “კოსოვო ტერორისტული რეჟიმია, რომელიც ნარკომაფიის მიერ ფინანსდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა 1999 წელს პირობა დაარღვია და ამერიკელებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს”. განა ეს სიმართლე არ არის? მაგრამ “პოლიტკორექტულ” ევროპაში სიმართლის მოსმენა, კარგა ხანია, აღარ სურთ.

რუსეთზე ყურადღების გადატანა, პირველ რიგში, სწორედ ამერიკელებს აძლევთ ხელს, რადგან, როგორც ირკვევა, 2013 წელს პეტრ ნეჩასის მთავრობის გადაყენებაში ლომის წილი სწორედ აშშ-ს შეუტანია, ზემანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების უკანაც ამერიკელები იდგნენ. ამერიკის საელჩოსთან პრობლემები ჩეხეთის წინა პრეზიდენტს _ ვაცლავ კლაუსსაც ჰქონდა. 2003 წელს მას აშშ-ის იმჟამინდელ ელჩთან – კრეიგ სტეპლტონთან მოუვიდა უთანხმოება. კლაუსმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ აშშ-ს აქვს მტკიცებულება, თითქოს სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელია. სამხედრო ოპერაცია ერაყში ხომ სწორედ ამ საბაბით დაიწყო. გამოხდა ხანი და გაირკვა, რომ ეს ამერიკელების მორიგი ბლეფი იყო, მაგრამ აშშ-ის ელჩმა იმხანად სულ თითი უქნია ჩეხეთის პრეზიდენტს!

ვისაც ჰგონია, რომ ამერიკის ელჩები მხოლოდ საქართველოში ერევიან ქვეყნის საშინაო (და საგარეო) საქმეებში, ის უთუოდ მიამიტია ან თავს ისულელებს; ჩეხეთი ნატოს წევრიც არის და ევროკავშირისაც, მაგრამ საკუთარ თავს ვერ განკარგავს _ არცთუ მაღალი კვალიფიკაცის ელჩი ჭკუას არიგებს არჩეულ პრეზიდენტს და, როგორც ირკვევა, ეს კარგა ხნის წინათ ჩამოყალიბებული ტრადიციაა!

*ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ პირდაპირ დაადო ხელი აშშ-ის საელჩოს, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მზადებაში და ვაშინგტონისგან საელჩოს პერსონალის 100-დან 17 თანამშრომლამდე შემცირება მოითხოვა.

*ინდონეზიაში აშშ-ის საელჩო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. აშშ-ის ელჩმა The Wall Street journal-ს მისწერა, რომ გულდასმით შეემოწმებინა ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები.

*აზერბაიჯანში მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ელჩი რიჩარდ მორნინგსტარი, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის დათრგუნვა ბაქოში “მაიდნის” გამეორებას მოიტანს.

ცნობისთვის: სააკაშვილის მიერ სასტიკად დარბეული ოპოზიციური მიტინგების სასტიკად დარბევა იმჟამინდელ ელჩს არ შეუმჩნევია. და კიდევ _ საქართველოშივარდების რევოლუციისმხარდამჭერმა რიჩარდ მაილსმა ბაქოში ელჩად არასრული ორი წელი დაჰყო და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო თავაზიანად მიუთითეს კარისკენ.

ჩვენ ამის თავიც არ აღმოგვაჩნდა: ჩვენი უთავმოყვარო და უსამშობლო პოლიტიკოსები თითის ქნევასაც იტანენ და პანღურის ამორტყმასაც, კვირაგამოშვებით ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაწანწალებენ, ერთმანეთს აბეზღებენ და იქაურ ბიუროკრატიას არწმუნებენ, რომ თვითონ უფრო უკეთ მოემსახურებიან მათი სახელმწიფოების ინტერესებს! იქიდან კი მოდის დაკვეთილი რეიტინგები, რომელთა თანახმადაც პირველ სამ ადგილს სწორედ დასავლეთისკენ კისერმიღრეცილი პოლიტიკური ძალები იკავებენ!

ქართველო პოლიტიკოსებო! რომელს გაქვთ ამის თავი, მილოშ ზემანივით კარზე მიუთითოთ ამერიკის ელჩს?

გამოდით, უნდა დაგთვალოთ!

თამარ დავითულიანი

 

2 COMMENTS

  1. ჩვენი მთავრობა რისი მთქმელია,ან როგორ შეეწინააღმდეგება შტატებს,ერთ ადგილს ულოკავს რომ გრანტები მოიპოვოს და თავისი ჯიბეები გაისქელოს ქვეყნის ხარჯზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here