Home რუბრიკები პოლიტიკა ხაზინა და “ხაზეინა” ანუ ღარიბაშვილის მთავრობა და ღარიბების ქვეყანა

ხაზინა და “ხაზეინა” ანუ ღარიბაშვილის მთავრობა და ღარიბების ქვეყანა

1043

არ გეგონოთ, სათაურში კორექტურული შეცდომაა დაშვებული. უბრალოდ, ქართული ჟარგონით, “ი” დაბოლოებას სიტყვას “ა”-თი მაშინ უცვლიან, როდესაც ვინმეს ამა თუ იმ საქმის შემსრულებლად და მომგვარებლად ირონიულად, აგდებით მოიხსენიებენ ხოლმე.

მაგალითად, კარგი ჟურნალისტი არის “ჟურნალისტ-ი”. ცუდ ჟურნალისტს კი ირონიულად “ჟურნალისტ-ა”-ს დაუძახებს ხალხი.

კარგი პოლიტიკოსი არის “პოლიტიკოსი”, ხოლო ცუდ პოლიტიკოსს ხალხი დაცინვით “პოლიტიკოს-ა”-ს ეძახის.

სწორედ ასევე, “ხაზეინი” იმ ადამიანს ჰქვია, ვინც რეალურად რაღაცის ან ვიღაცის პატრონია, სიტყვა ეთქმის, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მოქმედებს კიდეც.

აი, “ხაზეინა” (хозяин _ რუსული სიტყვაა და მეპტრონეს ნიშნავს) ის კაცია, რომელიც ცდილობს, თავი მოგვაჩვენოს, რომ “ხაზეინია”, სინამდვილეში კი არავინ არაფერს ეკითხება, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს თავისი ნება-სურვილით და უსიტყვოდ ემორჩილება სადღაც ზევით ვიღაც რეალურ “ხაზეინს”.

თქმაც არ უნდა, რომ მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მყისვე წარმოუდგა თვალწინ ჩვენი პრემიერმინისტრი, ამიტომ აზრიც აღარ აქვს ქარაგმებსა და ნართაულებს, მოდი, პირდაპირ ვთქვათ _ წინამდებარე სტატიის გმირი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია.

ის, რომ ეს ადამიანი საკუთარი თავისგან დიდი მონდომებით ცდილობსხაზეინისდახატვას, ყველა მისი საჯარო გამოსვლიდან ჩანს.

ხოლო ის, რომ სინამდვილეში, “ხაზეინიკი არა, “ხაზეინაგახლავთ, ნებისმიერი მისი გაუბედავი ნაბიჯით, დაგვიანებული გადაწყვეტლებებით, დასმულ საკითხებზე პასუხის რამდენიმედღიანი დაყოვნებით ან თუნდაც გაუაზრებლად მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მოგვიანებით და მოულოდნელად შეცვლითაც აშკარად ჩანს.

რეალური “ხაზეინი” ვინც არის, ყველამ კარგად ვიცით და სწორედ მასთან ყველაფრის შეთანხმების აუცილებლობითაა გამოწვეული დაყოვნებული გადაწყვეტილებებიცა და ნაჩქარევი, ანუ შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მოგვიანებით შეცვლაც.

ხოლო, აი, ასეთიხაზეინიხაზეინატიპის მმართველობა რასაც უშვრება ქვეყანას, ეს ყველაზე კარგად სწორედ სახელმწიფოს ხაზინაზე (ფართო გაგებით და არა კონკრეტულად მხოლოდ ფულად ხაზინაზე) აისახება ყველაზე მძაფრად!

დღეს საქართველოში ჩვენ, ყველანი _ სახელმწიფოც, ხალხიც, ხაზინაც და ჩვენიხაზეინაცერთიხაზეინოლიგარქისხიზნები რომ ვართ, არც ეს არის დასამალი.

აკი, სამი წელია, უკვე ლამის ყოველდღიურად გვაყვედრიან, რომუკანალში დუბინკებისგან”, ცემისგან, წამებისგან და კიდევ სხვადასხვა ფორმის დამცირებისგან გვიხსნეს და ახლა ამის გამო კრინტი აღარ უნდა დავძრათ და ამმხსნელჯაყოსყველაფრის უფლება აქვს _ რასაც უნდა, იმას უზამს მისგანხსნილხალხს; თუ მოისურვებს, სულაც შიმშლით მოკლავს!

მკითხველი, ალბათ, იტყვის _ მე ხაზინისა და ეგეთი სპეციფიკური რაღაცების რა გამეგება, მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ რიგითი მოქალაქე და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაზეთის რიგითი მკითხველი ვარო!

არადა, ხაზინა სწორედ ის “რაღაცაა”, რაც ყველაზე კარგად სწორედ “რიგითებზე” აისახება, ვიდრე “მარშლებსა” და “გენერალისიმუსებზე”.

მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერრიგითს”, ელემენტარულად, საკუთარ თავზე, ზურგსა თუ ტყავზე შეუძლია გამოთვალოს მათემატიკური სიზუსტით ყველა შედეგი, “ხაზეინიხაზეინასდუეტს რომ მოაქვს მათივეხიზნებისთვის”.

რა თქმა უნდა, მთელ ამ “რიგითულ” მსჯელობას მოჰყვება კლასიკური ქართულ-პოლიტიკური კითხვა: “აბა, მიშა ჯობდა?”

ეს კითხვა ხომ, უკვე ორ ათწლეულზე მეტია, მთავარი მოქმედი გმირის ცვლილების მიუხედავად, ვერ პოულობს პასუხს.

აბა, კომუნისტები ჯობდა?”, “აბა, ზვიადი ჯობდა?”, “აბა, ედიკა ჯობდა?”, “აბა, გრეჩიხა ჯობდა?”, “აბა, მიშა ჯობდა?” _ და, სავარაუდოდ, ახლო თუ შორეულ მომავალში ასევე პასუხგაუცემელი დარჩება კითხვა: “აბა, ბიძინა ჯობდა?”.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუკი ჩვენ არ გვაქვს გადამჭრელი, ღრმა და ყოვლისმომცველი პასუხი კითხვაზე _ “აბა, მიშა ჯობდა?” _ ის მაინც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომიმ ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში” (არნახულ ძალადობაზე საუბარი არ არის, მხოლოდ ხაზინასა და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ) რაღაც ნამდვილად იძვროდა, რაღაც ნამდვილად კეთდებოდა და ქვეყანა გაშეშებული არ იყო!

ალბათ, სიმართლესთან ძალიან ახლოს არის ის მტკიცება, რომ ამ “რაღაცებს” მიშასთან და “ნაცებთან” დაახლოებული საქმოსნები აკეთებდნენ და იმდენად ქვეყანა და მისი ინფრასტრუქტურა არ ადარდებდათ, რამდენადაც ძალიან დიდი ფულის შოვნა თავიანთი ჯიბისა და “ნაციონალების” პარტიული სალაროსთვის.

მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ დიდ ფულსნამცეცებიცცვიოდა და თუნდაც ელიავაზებალგარკითმდგარრიგით თვითდასაქმებულსკვირაში 3-4 კლიენტი მაინც ჰყავდა ისეთი, რომელიც ან აგარაკზე პატარა სახლს იშენებდა, ან ერთოთახიან ბინაში რემონტს აკეთებდა, ან სარდაფის კეთილმოწყობა სურდა, ან კიდევ სხვა ამგვარი.

ზევით მათემატიკა ვახსენეთ და ჩვენი ბავშვობის სასკოლო წიგნების ბოლო რამდენიმე გვერდიც გამახსენდა, რომლებსაც “სახალისო მათემატიკა” ერქვა და რომელიც, ხალისთან ერთად, გონებასაც უხსნიდა მას, ვინც წაკითხვასა და ამოხსნას მოიწადინებდა.

რაც მთავარია, ამ ამოცანების ამოხსნას არ სჭირდებოდა სპეციფიკური ცოდნა და განათლება.

მაშ, მოდით, ერთად ამოვხსნათ ორი სახალისო ამოცანა:

1. ელიავას ბაზრობის ასახვევთანბალგარკითმდგარ ნუგზარს 9 წლის განმავლობაში ყოველ კვირა 3 ან 4 კლიენტი მიმართავდა. თითოეული მათგანი ნუგზარს უკვეთდა დაახლოებით 50 ან 100 ლარის სამუშაოს შესრულებას.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ნუგზარს კვირაში მხოლო 1 ან 2 კლიენტი აკითხავს და 30 ან 50 ლარის სამუშაოს უკვეთს.

კითხვა: გამდიდრდა ნუგზარი თუ გაღარიბდა?

2. ჩემი უბნის მაღაზიაში 9 წლის განმავლობაში, ყოველ კვირა 10-15 ისეთი კლიენტი შედიოდა, რომელიც სურსათ-სანოვაგესა და სასმელ-სიგარეტს ყიდულობდა მუშებისთვის, რომლებიც მის ბინაში რემონტს აკეთებდნენ.

ამ კლიენტების მიერ ნაყიდი სურსათ-სანოვაგის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 50-70 ლარს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემი უბნის მაღაზიაში მხოლოდ 2-3 ასეთი კლიენტი შედის და ისიც მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბინაში მილია გამსკდარი ან შუშა ჩალეწილი და მუშების მოყვანა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

ასეთი კლიენტების მიერ წაღებული სურსათ-სანოვაგის ფასი დაახლოებით 20-30 ლარია და ისიც ნისიად.

კითხვა: დააბრუნებენ თუ ვერა ნისიას ეს ადამიანები და გამდიდრდება თუ გაღარიბდება ჩემი უბნის მაღაზიის მეპატრონე?

აბა, რას იტყვით, ძნელი ამოსახსნელი ამოცანებია?

მგონი, სულაც არა!

თუ გნებავთ, მომწერეთ და კიდევ არაერთ ასეთ “სახალისო მათემატიკურ” ამოცანას შემოგთავაზებთ.

აქვე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს _ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვსაუბრობ იმ 9 წლის განმავლობაში არსებულ წარმოუდგენელ ძალადობასა და მანიაკობაზე; არც იმაზე, ძალადობა უფრო მნიშვნელოვანი თემაა თუ ეკონომიკა.

ამ კონკრეტული სტატიით მხოლოდ იმის ხაზგასმა მსურდა, რომხაზეინასმყვირალა გამოსვლები, სადაც ისრიგითი ბალგარკიანისთვისგაუგებარ ათასგვარ ტერმინსაბრეხვებსხოლმე, სულაც არ ცვლის ჩემი უბნის პატარა მაღაზიის მეპატრონის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას!

მით უმეტეს, საერთოდ არ აისახება ეს ჩემს ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობაზე! თუნდაც კარგად ჩავუჯდე და გავშიფრო, რას ნიშნავს ეს ხშირად გამოყენებული ჯადოსნური ტერმინი “მშპ” _ ჩემი ჰონორარი მაინც იმდენივეა, რამდენიც 9 წლის განმავლობაში იყო და მისი მეშვეობით მხოლოდ იმ ინტერნეტის, დენისა და გაზის საფასურის გადახდას თუ შევძლებ, რომელთა საშუალებითაც ვწერ კომპიუტერში და ვაგზავნი რედაქციაში პუბლიკაციებს, ვუცქერ და ვკითხულობ, რა დავწერე და ვთბები, კლავიატურაზე თითები რომ არ მიმეყინოს, ანუ, მხოლოდ და მხოლოდ პირველად, ელემენტარულ აუცილებლობას ვწვდები და ეგაა.

ვფიქრობ, “რიგითი თვითდასაქმებულისთვისყველაფერი გასაგებ ენაზე ავხსენი.

თუკი მაინც რაიმე დარჩა გაუგებარი, შემატყობინეთ და მომავალში აუცილებლად მოგაწვდითსახალისო ამოცანასგაჭირვებული ჟურნალისტისმშპ”- შესახებ!

წარმატებულ და ხალისიან სამუშაო კვირას გისურვებთ!

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here