Home რუბრიკები საზოგადოება დავაბრუნოთ სტალინის ძეგლი კუთვნილ ადგილას!

დავაბრუნოთ სტალინის ძეგლი კუთვნილ ადგილას!

1865

სააკაშვილის რეჟიმმა 2010 წლის 21 ივნისს, ღამით, ფაშიზმზე გამარჯვების შემოქმედის _ იოსებ სტალინის ძეგლი გორში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოხსნა. ნიშანდობლივია, რომ “ნაცმოძრაობამ” ეს ბარბაროსული აქტი გერმანელების მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღეს (1945 წლის 21 ივნისს) მიუძღვნა… 

მას შემდეგ 5 წელიწადი გავიდა და ახლა, როცა მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სულის ჩამდგმელის მონუმენტი, გორის მოსახლეობის მოთხოვნისა დაქართული ოცნებისწინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ძეგლს თავის ადგილას დააბრუნებდნენ, კვლავაც არ დგას კუთვნილ ადგილას. სწორედ სტალინის მონუმენტის თავის ადგილას დაბრუნებას ითხოვენ გორელები საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს,

ბატონ გიორგი მარგველაშვილს,

საქართველოს პრემიერმინისტრს,

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

ბატონ დავით უსუფაშვილს!

მსოფლიო ემზადება მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად. მისი სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო ქალაქ გორში დაბადებული და გაზრდილი, გენერალისიმუსი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომლის სიყვარული და პატივისცემა უსაზღვროა ხალხში.

სტალინის ძეგლი, რომელიც ამაყად იდგა მისი მშობლიური გორის ცენტრში და წარმოადგენდა ხელოვნების ქმნილებას, მის მუზეუმთან ერთად უამრავ ტურისტს იზიდავდა.

 თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ წინა ხელისუფლებამ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, 2010 წლის 21 ივნისს, ღამით, პოლიციის გაძლიერებული დაცვის პირობებში ბარბაროსულად მოხსნა ძეგლი, რამაც მოსახლეობის უსაზღვრო გულისწყრომა გამოიწვია.

მეორე დღეს ხალხის რისხვის შესაჩერებლად წინა დღის რიცხვით გააფორმეს გორის საკრებულოს განკარგულება #29, რომლის მიხედვითაც ძეგლი უნდა გადაეტანათ სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე (აღნიშნული განკარგულება თან ერთვის), რომელიც არ შესრულდა, რის გამოც კვლავ მივმართეთ საკრებულოს აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად.

საკრებულომ 2013 წლის 1 მარტის #1267 წერილით გვაცნობა, რომ ძეგლის დასადგმელად ბიუჯეტიდან გამოყოფილია 25 ათასი ლარი (წერილს ასლი თან ერთვის), რაც ჯერ კიდევ არ შესრულდა.

ძეგლის დადგმის იმედი კიდევ უფრო გაგვიმყარდა, როცა წინასაარჩევნო მიტინგზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გორელებს შეჰპირდა, რომ სტალინის ძეგლს უთუოდ დადგამდნენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე.

ახლა, როცა მსოფლიო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს, საქართველოში რატომღაც რადიკალურად შეიცვალა ამ გამარჯვების დიდი ისტორიული მნიშვნელობა და ამ გამარჯვების სულის ჩამდგმელისა და ორგანიზატორის, გენერალისიმუსი სტალინის დამსახურების რეალური სურათი.

სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნითა და ხალხისადმი მიცემული დაპირების შესასრულებლად ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობაში ხელმოწერები, რომელსაც, იმედია, გაითვალისწინებთ.

გვინდა, გამოვხატოთ თქვენდამი ღრმა პატივისცემა და უმორჩილესად გთხოვოთ, გაითვალისწინოთ ხალხის ფართო მასების მოთხოვნა და შეასრულოთ თქვენი დაპირება სტალინის ძეგლის მშობლიურ ქალაქში დადგმის თაობაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას!

ღრმა პატივისცემით, ორგანიზაციაგორელებისსახელით,

ზაურ საგანელიძე,

ზურაბ წკრიალაშვილი, გიორგი კანდელაკი, ვახტანგ ყანჩაველი,

ილია ელიკაშვილი,

თემურ ხაჩიური,

ზურაბ ბიჭიკაშვილი, ვალერი სუხიშვილი

 

1 COMMENT

  1. არ გაგდამს ეს მთავრობა სტალინის ძეგლს არაა, იმიტომ რომ ესენიც ამერიკის შნირები არიან, ამერიკას და მთელ მასონურ სამყაროს 50წლის წინ გარდაცვლილი სატინის ხსენებაზე კრუნჩხვები ემართებათ და ესენი დაადგმევინებენ ვინმეს სტალინის ძეგლს?youtube ნეხეთ "stalin kotorogo nujno poniat" რუსული შრიფტით, და ყველაფერი გასაგები გახდება

  2. ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვერავინ იღებს! სირცხვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here