Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: ამ კონტრაბანდული სქემის კურატორი, სავარაუდოდ, გივი თარგამაძეა!

ვალერი ხაბურძანია: ამ კონტრაბანდული სქემის კურატორი, სავარაუდოდ, გივი თარგამაძეა!

520

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია კონტრაბანდულ სქემაზე ალაპარაკდა, რომელსაც “ნაციონალი” გივი თარგამაძე კურატორობს.

“გეტყვით, რას საქმიანობდნენ “ნაციონალები” ჩემს დროს. მაგალითად, გივი თარგამაძე დასდევდა მანქანებს, რომლებითაც კონტრაბანდული საქონელი შემოჰქონდათ საქართველოში. ვითომ ჟურნალისტურად მუშაობდა, მაგრამ ფაქტია, რომ გივი თარგამაძე იმდროიდანვე ცდილობდა, ჩართულიყო ამ სქემებში. მერე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, კონტრაბანდული სქემის კურატორი იყო გივი თარგამაძე. ახლა შეიძლება გაიქცეს სასამართლოში და მიჩივლოს, მაგრამ ვერც მიჩივლებს, იმიტომ, რომ მე ამის თაობაზე მქონდა ინფორმაცია. თურქეთიდან შემოდის საქონელი, ძირითადად, ტანსაცმელი, რომელიც მიდის რუსეთში. ამ სფეროს კურატორს აუცილებლად ჰქონდა კავშირები ვლადიკავკაზში, ასევე რუს მაღალჩინოსნებთან, დიდი ალბათობით, სპეცსამსახურებთანაც და ამ ტვირთს რომ არაფერი დამართოდა საქართველოში, ამის გარანტორი იყო გივი თარგამაძე. ვლადიკავკაზში მოქმედი ჯგუფებისგან ვიცი, რომ ამ საქმის კურატორი 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში გივი თარგამაძე იყო. საუბარია დიდძალ ფულზე. ამით საქართველოს ზარალი არ მიდგომია, მაგრამ გივი თარგამაძე იღებდა დიდი ოდენობით შავ ფულს, დაახლოებით, წელიწადში მილიონზე მეტს, და გაამრავლეთ ახლა ეს, სულ ცოტა, 9 წელზე. ამოიღოს საბაჟომ სტატისტიკა და დათვალოს, რამდენ მანქანას აქვს გავლილი ტრანზიტით თურქეთიდან ვლადიკავკაზისკენ. ეს ფული მიდიოდა თარგამაძის ჯიბეში ან პარტიულ საქმიანობაში. ეს სქემა დღესაც მუშაობს. დღეს ამას ვინ აკონტროლებს, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, ისევ გივი თარგამაძე აკონტროლებდეს და, თუ ეს ასეა, კარგად ყოფილა ამ ხელისუფლების საქმე. ეს სქემა არსებობს და შესაძლებელია, არსებული ხელისუფლება ვერც კი გაერკვა ამ სქემაში, იმიტომ, რომ ადგილებზე ისევ ძველი კადრები მუშაობენ და ესენი ხომ არ ეტყვიან ახალ ხელმძღვანელებს, ყოფილი ხელისუფლების დროს დანაშაულს ჩავდიოდითო?!” _ განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here