Home რუბრიკები საზოგადოება “მაკდონალდსის” დაბალზამებული ხორცი “გემრიელად” მიირთვით!

“მაკდონალდსის” დაბალზამებული ხორცი “გემრიელად” მიირთვით!

2103

ჯერ კიდევ 1996 წელს ჯანსაღი კვების კონსულტანტმა კარენ ჰანრაჰანმა ჩაატარა ცდა იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს გაძლებდა “მაკდონალდსის” ჰამბურგერი. წარმოიდგინეთ, სულ ცოტა, 12 წლის(!) განმავლობაში “ჰამბურგერი” არ გაფუჭებულა, ობიც კი არ მოჰკიდებია! მხოლოდ გახმა ფუნთუშა და საქონლის ხორცის კატლეტიც! ჰანრაჰანი, როგორც ჯანსაღი კვების სპეციალისტი, ირწმუნება, რომ “მაკდონალდსში” დამზადებული ჰამბურგერის “უკვდავების” საიდუმლო მარტივი ასახსნელია _ ჰამბურგერი გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის საშიში კონსერვანტებით.


2008 წელს ჰანრაჰანის ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნებამ არაერთ ამერიკელს გაუჩინა სურვილი, თვითონაც ჩაეტარებინა მსგავსი ცდა. ერთ-ერთი მათგანია ნიუიორკელი ფოტოგრაფი სალი დევისი. ამ ქალბატონმა უფრო გაამრავალფეროვნა ექსპერიმენტი _ ჰამბურგერს დაუმატა კარტოფილი “ფრის” სტანდარტული ულუფა. ყოველ კვირას ექსპერიმენტის შედეგებს დევისი სოციალური ქსელით აცნობდა საზოგადოებას. 2012 წელს მის ჰამბურგერსა და კარტოფილ “ფრის” 979 დღე შეუსრულდა; გახრწნის ან ობის ნიშნები არც ამჯერად შეინიშნებოდა, ოღონდ ჰამბურგერი გახმა და გაქვავდა. მსგავსი ცდა უნებლიეთ განახორციელა დენვერის მცხოვრებმა ჯოან ბრუსკომაც. ამ ხანდაზმულმა ადამიანმა “მაკდონალდსის” კლასიკური ნაკრები შეიძინა, დადო თაროზე და ერთი წელი არ გახსენებია; და, როცა შემთხვევით გადააწყდა, გაოგნდა _ ჰამბურგერიც და “ფრიც” მშვენივრად იყო შენახული!

“მაკდონალდსის” ხელმძღვანელობამ ყველაფერი მარტივად ახსნა: ჩვენთან ყველაფერი ნორმაშია, ხოლო ექსპერიმენტატორთა საცხოვრებელ სახლებში ძალზე მშრალი ჰაერიაო…

სხვათა შორის, მეც წამცდა ხელი და 2014 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში მდებარემაკდონალდსისრესტორანში 1 ლარად და 95 თეთრად ვიყიდე ჰამბურგერი. ხუთი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ვწერდი: უკვე მეოთხე დღეა, ჩემ მიერმაკდონალდსშინაყიდი ჰამბურგერი გაფუჭებას არ აპირებს: არც ობი, არც არასასიამოვნო სუნი! აი, ჰამბურგერთან ერთად ნათელა დეიდას თონეში შეძენილ პურს კი ობის წინწკლები მოედოაყროლდა 13-ლარიანი საქონლის ფარშიდან ოდნავ მოგვიანებით დამზადებული კატლეტიცარადა, “ამერიკელიწარმატებით უძლებს სექტემბრის პაპანაქებას და ღამღამობით მომატებულ ტენიანობასაც!”

“ჩემმა” ჰამბურგერმა ბევრ ჭირ-ვარამს გაუძლო. ხორცის სურნელი დაახლოებით სამი თვის შემდეგ დაკარგა. აივანზე მოთავსებულ ჰამბურგერს (ჰოი, საოცრებავ!) გვერდს უვლიდნენ ჭიანჭველებისა და ბუზების “ურდოები”, თუმცა მწერებს “ოკუპირებული” ჰქონდათ მის გვერდით მოთავსებული ჩვეულებრივი კატლეტი. ნახევარ წელზე მეტი გავიდა. “ამერიკული ცხოვრების წესის” ეს თვალსაჩინო “წარმომადგენელი” მხოლოდ გაქვავდა, პლასტმასივით გადაიქცა. “წარმატება” წილად ხვდა ფუნთუშასაც _ გახმა და წონა დაიკლო. მასზე ობის ნასახიც არაა!

რა ხდება?

“ფასტფუდი” (სწრაფი კვება) უმტკივნეულოდ იბადებოდა გასული საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, იბადებოდა ტექნოლოგიებით მოჯადოებულ ეპოქაში ლოზუნგებით: “გავაუმჯობესოთ ცხოვრება ქიმიით”, “ატომი ჩვენი მეგობარია” და ა.შ. ამიტომ ჰამბურგერისა და კარტოფილი “ფრის” რეცეპტებს ნუ ვეძებთ კულინარიულ წიგნებში, მათი ხილვა შესაძლებელია მხოლოდ ამგვარ ნაშრომებში _ “კვების მრეწველობის ტექნოლოგია” და “საკვები ინჟინერია”.

“მაკდონალდსის” კაფეებში თითქმის ყველა პროდუქტი შეაქვთ გაყინულ, კონსერვირებულ ან გამხმარ მდგომარეობაში და ამ კაფეების სამზარეულო ხდება “უკანასკნელი ინსტანცია” რთული საწარმოო პროცესების რიგში. შესახედავად ეგზომ უბრალო საკვები ასჯერ მაინცაა გადამუშავებული. ჰამბურგერების გემოც და სუნიცკეთდებანიუჯერსის უზარმაზარ ქიმიურ ქარხნებში!

აი, ცნობილმა ბრიტანელმა შეფმზარეულმა ჯეიმს ოლივერმა ცხადად დაგვანახვა, როგორ კეთდება საქონლის ხორცის ნარჩენებიდან, ვითომდა ქათმის “ნაგეტსები”. ამ ნაგავს, _ ჰყვება ჯეიმსი, _ ათავსებენ ცენტრიფუგაში, ატრიალებენ, რათა ქონს მოაშორონ ხორცი. შემდეგ მიღებულ მასასამოავლებენამონიუმის ჰიდროქსიდში, რომელიც კლავს სალმონელას, ნაწლავის ჩხირებსა და სხვა პათოლოგენებს. პარალელურად ამონიუმიხორცსავარდისფრებს; მერე ამ საზიზღრობას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ვიღებთ იმ ფარშს, რომლისგანაც ამზადებენფასტფუდისკულინარიულშედევრებს”. ამონიუმის ჰიდროქსიდი, იგივე ნიშადურის სპირტი, სასარგებლოა გარეგანი მოხმარებისთვის, მაგრამ ეს ქიმიური ნივთიერება არასასურველია შინაგანი ორგანოებისთვის. ის ძლიერ აზიანებს კუჭნაწლავს და განსაკუთრებით _ ღვიძლს”.

რამდენიმე წლის წინათ მორგან სპერლოკმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი “ორმაგი ულუფა”. თავად მორგანი ერთი თვის განმავლობაში იკვებებოდა მხოლოდ “ფასტფუდით”. კონტრაქტის მიხედვით, მას დღეში ერთხელ მაინც უნდა ეჭამა “მაკდონალდსის” ნებისმიერი კერძი. ცდის დამთავრებისთანავე დამოუკიდებელ სამედიცინო დაწესებულებაში დაადგინეს ფილმის გმირის ჯანმრთელობის სავალალო შედეგები: 12 (თორმეტი) მომატებული კილოგრამი და სისხლში გაზრდილი შაქრის დონე, ტკივილები მუცლის არეში, პოტენციის მკვეთრი დაქვეითება და ა. შ. ექიმები განსაკუთრებით გააოგნა მორგან სპერლოკის ღვიძლის მდგომარეობამ. ალკოჰოლიკების უმრავლესობას ღვიძლის ამ მდგომარეობამდე მისაყვანად მრავალი წელი სჭირდება, აქ კი საკმარისი აღმოჩნდა ერთი თვე!.. ამ ფილმის ასაკრძალავადმაკდონალდსმამრავალი მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ უშედეგოდ.

დიდმა ერთობლივმა გამოკვლევამ, რომელიც ჩაატარეს ახალი ზელანდიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მეცნიერებმა, აჩვენა სწრაფი კვების პროდუქტების დამღუპველი გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და მის იმუნურ სისტემაზე. ამ დიდ გამოკვლევაში მონაწილეობდა თითქმის ორი მილიონი სხვადასხვა წლოვანების ბავშვი ასზე მეტი ქვეყნიდან. დადგინდა, ის ბავშვები, რომლებიც კვირაში სამჯერ იკვებებოდნენფასტფუდით”, ავადდებოდნენ ალერგიული ასთმით, ნეიროდერმიტითა და ალერგიული რინიტით. მათი გულსისხლძარღვთა სისტემა მუშაობდა მნიშვნელოვანი გადახრებით

როგორიკვებება” “მაკდონალდსიბავშვებით?

ეს კომპანია ტყუილად როდი აქცევს ყურადღებას ბავშვებს. “ჰეფი მილზი” (“ბედნიერი საკვები”), ბავშვთა მოედნები და სადღესასწაულო ოთახები “მაკდონალდსის” თითქმის ყველა კაფეშია. ეს არ არის, უბრალოდ, “ზრუნვა ბავშვებზე”, რომელთა ფსიქიკაც ადვილად ითვისებს არაჩვეულებრივ შეგრძნებებს. ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი მეხსიერების დიდი დაძაბვით თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა რამდენიმე წლის წინათ, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ახსოვს ბავშვობისდროინდელი მოვლენები, რომლებიც დადებით ემოციებთან ასოცირდება. მაკდონალდსისვერაგი მარკეტოლოგები მიხვდნენ, რომ სიხარულის მოლოდინი ყუთიდან მიმზიდველი სათამაშოს ამოღებისას, ისევე, როგორც მარწყვის ნაყინის გემო, არაჩვეულებრივი სურნელი დაკეთილი დეიდა”, რომელიც აწვდის მას ბუშტს ბავშვის გონებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში იბეჭდება. გავა წლები და ადამიანი კვლავ გაიხსენებს იმ ბავშვურ განცდებს. მისთვის “მაკდონალდსი” იქცევა მშობლიურ სამზარეულოდ, სადაც იგი იკვებება სწავლისა თუ მუშაობის შემდეგ, “მაკდონალდსში” მიჰყავს თავისი მეგობრებიც. და, აი, ამ ადამიანს გაუჩნდება შვილები და ქვეცნობიერად მოუნდება, მათაც აჩუქოს სიხარულის ის წუთები, რომლებიც თვითონ განიცადა ბავშვობაში. მოუნდება, რომ მისმა შვილებმაც შეაგროვონ სათამაშოების კოლექცია; ის შეუგნებლად წაიყვანს შვილებს “მაკდონალდსში” და ეს გაგრძელდება თაობიდან თაობამდე, გაუთავებლად! მოკლედ, ბავშვებიმაკდონალდსისთვისმყიდველთა წაუგებელი კატეგორიაა, უფრო გასაგებად _ “მაკდონალდსიკვებავს ბავშვებს და ამასთანავე, იერშეცვლილი დემონ მოლოქივით, თვითონ იკვებება ბავშვებით!..

ბოლოთქმა

ცნობილია, რომ მაკდონალდსშიარათუ მილიარდერები, “რიგითიმილიონერებიც არ დადიან. არავის უნახავსმაკდონალდსშინაპრეზიდენტალი სააკაშვილი, არც შინნაზარდიჩე გევარა” _ გივი თარგამაძე; არც ქეიფისგამოჩენილიტრფიალი _ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; და, რაც ყურადსაღებია, არავის უხილავს ჰამბურგერით ხელში საქართველოშიმაკდონალდსისრესტორანკაფეების მფლობელი თეიმურაზ ჭყონია! დიდია ალბათობა იმისა, რომმაკდონალდსისნაწარმით არ იკვებება ბატონი ჭყონიას ოჯახის არც ერთი წევრი. მიზეზი გასაგებია _ “მაკდონალდსისაშიშია ჯანმრთელობისთვის! არც ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, “მაკდონალდსს”, კარგა ხანია, გააპანღურებდნენ ქვეყნიდან, როგორც, მაგალითად, ეს მავნე კომპანია გააძევა შვეიცარიამ _ ამ სახელმწიფოში 2012 წლიდან “მაკდონალდსი” კანონგარეშეა! და, რა უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას, რომელიც აშშ-ის მოჯამაგირეა და მხოლოდ იმიტომ იღებს პატრონისგან ხელფასს, რომ საქართველო ყოველთვის იყოს სტაბილურად ცუდად; ხოლო, თუ ცუდ ყოფას დაემატება მოსახლეობის შემცირება, ამაში ოკეანგაღმელი ბოსები “პრემიებსაც” არ დაიშურებენ.

სავალალოა, რომ თურმე ჩვენ ინტელექტუალურ იერარქიაში უფრო დაბლა ვდგავართ, ვიდრე ჭიანჭველები და ბუზები. ჩემ მიერ ჩატარებულ ცდაში მწერები გვერდს უვლიდნენმაკდონალდსისჰამბურგერს! ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ამ კომპანიის პროდუქციის მავნებლობაზე, მაინც მიგვყავს შვილები, ფაქტობრივად, სასაკლაოზე! ანუ უნებლიეთ ვხვდებით მოლოქის ქურუმები! მერე კი გულწრფელად გვიკვირს, რატომაა ასე მოდებული ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში!..

სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილში მე არ მოგიწოდებდით “მაკდონალდსის” ბოიკოტისკენ, ახლა კი, როდესაც დავრწმუნდი, რა სახიფათო საკვებით ვაჭრობს ეს დაწესებულება, ბოიკოტისკენ მოგიწოდებთ! მივყვეთ შვეიცარიის მაგალითს, მოვითხოვოთმაკდონალდსისსაკვებიწერტილებისდახურვა!

ხოლო ბატონ ჭყონიას რომ არ ვეგონო, მაგალითად, “შაურმისმაფიის მიერ მოსყიდული კალმოსანი, აქვე ვაცხადებ: არცშაურმამიირთვათ! მიზეზი? ჩვენთან სააკაშვილმა სანეპიდსადგური შეგნებულად გაანადგურა და ეშმაკმა უწყის, რა ხორცისგან მზადდება ესკერძი”!

და მთავარი: “მაკდონალდსი” ამერიკული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურ მოგებაზე, თანაც ნებისმიერი ხერხით. მისთვის ზნეობრივი კატეგორიები უსარგებლო ტვირთია. აქ მილიარდები კეთდება გროშიანი ნარჩენებისგან. ესაა წყეული კაპიტალიზმის არსი: რეკლამაზე _ ხორცი, “მაკდონალდსისჰამბურგერში კი _ ტყავი, ქონი და ნაწლავები!

კარგად მახსოვს, როდესაც “მაკდონალდსი” დიდი ზარ-ზეიმით “შემობრძანდებოდა” საქართველოში, თეიმურაზ ჭყონია თავს იმით “იმართლებდა”, “მაკდონალდსის” პროდუქცია დამზადდება ქართული ნედლეულითო, მაგრამ ცნობილია, რომ ეს კომპანია ადგილობრივ ნედლეულს თითქმის არ იყენებს და მას მხოლოდ სარეკლამო, სიმბოლური ხასიათი აქვს. ბატონ თეიმურაზს იმხანად არც “საწყალი სტუდენტები” დავიწყებია: ისინი იაფად ისადილებენ და დროსაც გაატარებენო, ერთიბიგმაკი”, რომელიც შიმშილის გრძნობას ვერ მოგიკლავთ, თითქმის ექვსი ლარი ღირს!..

როგორც ხედავთ, “მაკდონალდსმა” საქართველოში მოღვაწეობა სიცრუით დაიწყო და ქართველი საზოგადოების ღირსების საქმეა, ამ “ამერიკელის” თარეშს ბოლო მოუღოს!

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. რა გენიოსი ხარ როგორ გაკადრო არ ვიცი იკნებ ეს სტატია ნუიორკ ტაიმს გაუგზავნო იმდენ დოლარს მოგცემენ ხინკალზე გეყოფა

  2. ერთი ძველი ფრანგული კომედია გამახსენდა, ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით. პლსატმასისგან თუ რაღაც საშინელებისგან რომ ხორცს ამზადებენ.

  3. რამ გაგამწარათ ასე, ქალბატონო ანნა? ჭყონიასთან ხომ არ მუშაობთ?:)))))

  4. ნაციონალური უარი სათარტველოში შემოთრეულ ამერიკულ უმსგავსოებას. ძირს "მაკდონალდის" ნაგავი,ობსტრუქცია მათ პროდუქციას. ძირს ქურდი არაკაცი თემურ ჭყონია, ყოველივე უმსგავსოების შემომტანი.

  5. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასეთი აგრესიული ტონი ნამდვილად ზედმეტია სტატიისთვის 😀

  6. როდიდან გახდა ფაქტების მოყვანა "აგრესიულ ტონად", თათა? ბავშვებს გვიწამლავენ!

  7. ანამ დაწერა სწორად,როცა წერ,უნდა ჯდებოდე რაღაც ფარგლებში,თუ რა თქმა უნდა თავს ჟურნალისტს უწოდებ,მაგრამ აქ ერთი გაბრაზებული ადამიანის მიერ მორალის კითხვაა სიძულვილის ენით და მეტი არაფერი,ხო კიდე ყველაზე ღადაობა ისაა,რომ თავად სჯერა თავისი ჟურნალისტობის. 😀

    ჯურნალისტობა საიტზე პოსტებს არ ნიშნავს,ჟურნალისტობა სტანდარტებს მოითხოვს)

  8. დიტო, თავად ჟურნალისტი ხარ, ნოტაციებს რომ მიკითხავ? :)))) ერთი, რომელი დიტო ხარ? :)))))) შენც გისურვებ, "მაკდონალდსის" ჰამბურგერზე უკეთესი არაფერი გეჭამოს :))))))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here