Home რუბრიკები საზოგადოება “საგანგაშოა კვლევის შედეგები, როგორც ჩანს, ამერიკელები ქართველ საზოგადოებას რაღაც საშინელებისთვის ამზადებენ!”

“საგანგაშოა კვლევის შედეგები, როგორც ჩანს, ამერიკელები ქართველ საზოგადოებას რაღაც საშინელებისთვის ამზადებენ!”

573

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ნელ-ნელა იკიდებდნენ ფეხს და უკვე 1998 წლიდან ყველა ძირითად პარტიასთან აქტიურად თანამშრომლობენ. 

სწორედ 1998 წლიდან დაიწყეს საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების გაყალბებაზე საუბარი. ერთერთი პირველი, ვინც 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა, პოლიტიკური გაერთიანებაერთობაიყო. “ბატონო ედუარდ, გეყოფათ! გეყოფათ ამდენი ცინიზმი, თორემ მე თუ არა, მაღალი ღმერთი გაგცემთ პასუხს!” _ ასეთი მიმართვა გაუგზავნა შევარდნაძეს პრეზიდენტობის იმჟამინდელმა კანდიდატმა ჯუმბერ პატიაშვილმა, ხოლო მისი გაერთიანების ერთერთმა ლიდერმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა: “არჩევნები საქართველოში არ შედგა. მოხდა მასობრივი გაყალბება. შევარდნაძემ არა თუ ვერ მოახერხა თავისი მოღვაწეობის მანძილზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისიც ვერ შეძლო, სამართლიანი არჩევნები ჩაეტარებინა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი”.

მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და საქართველო ყოველწლიურად გაყალბებული, უფრო ზუსტად, არაადეკვატური კვლევებისა და არჩევნების შედეგების მომსწრეა _ არც ერთი კვლევის შედეგი ხალხის აზრს არ ემთხვევა.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ახსოვს 2007 წლის ნოემბერი, როდესაც რუსთაველის პროსპექტი ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ხალხით იყო გადაჭედილი ისე, რომ ნემსიც კი არ ჩავარდებოდა… ამერიკულმა ინსტიტუტებმა _ IRI- მ და NDI-მ იმხანადაც გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები, რომელმაც ხალხი უკიდურესაც გააღიზიანა, მაგრამ “ნაცებსა” და სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მაინც დაუდასტურა.

2010 წლის ოქტომბერში, სასწრაფოდ შეცვლილი კონსტიტუციის კვალდაკვალ, IRI -ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 56% თანახმა იყო, 2013 წელს სააკაშვილს პრემიერმინისტრის პოსტი დაეკავებინა. ამავე კვლევით, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერდა მოსახლეობის 42%, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს კი – 22%. IRI-მ 26 მაისის დარბევის შემდეგაც სასწრაფოდ გამოაქვეყნა ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, თურმე სააკაშვილს მოსახლეობის 78% უჭერდა მხარს, ეს მაშინ, როდესაც “ნაცმოძრაობის” მიერ შეკვეთილ და დაფინანსებულ კვლევაშიც კი კომპანია “გრინბერგმა” 2010 წლის ოქტომბერში, 26 მაისამდე რამდენიმე თვით ადრე, სააკაშვილს 67%-ზე მეტი ვერ დაუწერა.

ძალიან გამაღიზიანებელი იყო IRI-სა და NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც. მათი კვლევის შედეგების მიხედვით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველთა 47% დაუჭერდა მხარს, “კოალიცია ქართულ ოცნებას” _ 10%; “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” _ 3%.

კოალიციაოცნებისწევრებმა იმხანად ბოიკოტი გამოუცხადეს ამერიკულ ინსტიტუტებს. ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილით მიმართა აშშის ელჩს საქართველოში _ ჯონ ბასს და NDI –ის და IRI-ის სოციოლოგიური კვლევების შეწყვეტა მოითხოვა. მიმართვას მალევე მოჰყვა ბასის პასუხი: “ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს”.

ორ წელიწადზე მეტია, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და ამერიკულ ინსტიტუტებზე “გაბრაზებული” “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ NDI-სა და IRI-სგან საქართველოს დატოვება არავის მოუთხოვია, უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარეს ამერიკაში ვიზიტისას გვერდს უმშვენებენ ამ ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრებს, “ნაცებსა” და ყველა წამყვან პარტიას ე. წ. ტრენინგებს უტარებენ.

27 მარტს IRI- მ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკოსთა შორის 62%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს, ხოლო მოსახლეობის 57%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს. კითხვაზე _ დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას? _ პასუხების მიხედვით “ქართული ოცნება” 36%-ით ლიდერობს; მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 14%-ით; “თავისუფალ დემოკრატებს” 10% აქვთ; ლეიბორისტულ პარტიას _ 6%; “დემოკრატიულ მოძრაობასა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” _ 5-5%.

კვლევის შედეგით კმაყოფილი არიან “ნაცები” და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ხელისუფლება კი ამერიკული ინსტიტუტების მიმართ ისეთივე მკაცრი აღარ არის, როგორც 2012 წელს და მწვავე შეფასებებისგან თავს იკავებს. ერთადერთი, ვინც თამამად განაცხადა, – ეს კვლევები უსაქმურების საქმეაო, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილიც დიდად კმაყოფილი არ ჩანს, მაგრამ, 2012 წლისგან განსხვავებით, ამერიკის ელჩისთვის ამჯერადნოტაარ გაუგზავნია და მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა: “მრავალჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ბოლო 20 წლის ერთერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა. NDI-ის, IRI-ის და სხვა ორგანიზაციებს ძალიან ბევრი კარგი აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კვლევებს, კოალიციამ თავისი პოზიცია უკვე ჩამოაყალიბა და განცხადებაც გაავრცელა. მე ვთვლი, რომ კარგი იქნება, ეს კვლევები აღარ ჩატარდეს, რათა ხალხში არ გაფერმკრთალდეს მათი დამსახურება”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

IRI-ის ახალი კვლევების შედეგებზე კომენტარი აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესა და ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს ვთხოვეთ:

ელიზბარ ჯაველიძე:

_ ამერიკის მსახურნი აქვეყნებენ იმ გაყალბებულ რეიტინგებს, რომლებიც მათი ქვეყნის ლიდერებს აძლევთ ხელს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, წინასწარ ვიცოდი, რა შედეგიც დადგებოდა. არჩევნების შემდეგ, როცა მარგველაშვილს 60% დაუწერეს, ვთქვი, რომ ეს იყო ამერიკაში დაწერილი, იქ შეკვეთილი ქულები. ერთ-ერთ მინისტრს ვკითხე კიდეც: როგორ ხდება, რომ წინასწარ არის ყველაფერი დაწერილი-მეთქი? მისი პასუხი ასეთი იყო: “რა ვქნათ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამერიკის რჩევებს ანგარიში უნდა გავუწიოთ”.

ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში კვლევებს ატარებენ, ყველა გაყიდულია. მათ არ აინტერესებთ ხალხის აზრი. ისინი არიან აგენტები, რომელთა მიზანიც საზოგადოებისთვის ტვინის არევა და გამორეცხვაა.

თუ მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ალასანია ქვეყნის პირველი პოლიტიკოსები არიან, მაშინ საქართველო დაღუპულა და ეგ არის. ვთვლი, რომ ხალხი ამერიკული ინსტიტუტების ოფისებთან უნდა მიცვივდეს და განდევნოს საქართველოდან.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ალასანიას რეიტინგი, ეს ნიშნავს ჩვენს საბოლოო განადგურებას. ამაზე დიდი სიყალბე, რომელიც ახლა კვლევებმა აჩვენა, არ არსებობს. საგანგაშოა კვლევის შედეგები, როგორც ჩანს, ამერიკელები ქართველ საზოგადოებას რაღაც საშინელებისთვის ამზადებენ. გვეყო ამდენი სიყალბის მოსმენა, საკმარისად გავუწიეთ ანგარიში ამერიკის ხელდასხმულ პოლიტიკოსებს, ამიტომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნიდან უნდა განიდევნოს.

ნახეთ, რა ამბავი ატეხეს ტელევიზიებმა გოგი თოფაძის განცხადებაზე, ნატოში რა გვესაქმებაო, რომ თქვა? დიახ, ჩვენ იქ უნდა წავიდეთ, სადაც სიკეთეს მოვიპოვეთ და არა იქ, სადაც საქართველოს “განსასვენებელ ტახტზე” ააბობღებენ.

გამკვირვებია ხელისუფლების, ამ “აირაებსა” და “დაირაებს” ამდენს რომ უთმენს; ააღებინონ ხელში “დაირა” და მოასმევინონ აქედან, რა…

პეტრე მამრაძე:

_ საქართველოში კვლევებს ამერიკული ორგანიზაციები არ ატარებენ, ამას ადგილობრივი ორგანიზაციები აკეთებენ, თუ NDI-ისა და IRI-ის ვინმე შეედავება, ისინი უცბადვე წარადგენენ დამადასტურებელ დოკუმენტებს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ივანიშვილს საერთო სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა და გიორგი თარგამაძე უსწრებდა რეიტინგებში, რაც სასწაულის ტოლფასი იყო.

IRI-ის ახლანდელი კვლევა პარტიების რეიტინგების შესახებ საკამოდ დამაჯერებელია, რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ბოლო რამდენიმე თვეა, მას სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხსენიებს დადებითად, მათ შორის, ისინიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ მარგველაშვილისნაირი პრეზიდენტი სამარცხვინოა. მარგველაშვილის მიმართ აზრის ცვლილება გამოიწვია ტელეეკრანზე ნანახმა გამოსვლებმა; ხალხი თვლის, რომ მარგველაშვილმა რაღაცები ისწავლა და უკეთესად საუბრობს. “ქოცების” გამოსვლებმა და საქციელმა მარგველაშვილს რეიტინგი აუწია. ხალხი გაზეთს არ კითხულობს, სადაც სიმართლის გაგებაა შესაძლებელი, ეს ნუ ეწყინებათ ტელეჟურნალისტებს…

გაოცებული ვარ ირაკლი ალასანიას რეიტინგით. ალასანიაზე ხალხი ძალიან ცუდი აზრისაა. ვფიქრობ, კვლევაში ბევრმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა, რადგან ალასანია ქალებს ძალიან მოსწონთ და ეს არაერთხელ დადასტურდა იმავე კვლევებით. ალასანიას “ანჯელინა ჯოლის” უწოდებენ.

_ რეიტინგების შედეგების შეფასებაში ძალიან ფრთხილი იყო ხელისუფლება, მაშინ, როდესაც 2012 წელსოცნებისლიდერები ამერიკული ინსტიტუტების საქართველოდან გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. რით არის გამოწვეული ასეთი სიფრთხილე?

_ სიფრთხილე გამოწვეულია იმით, რომ დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან, ყველა სტრუქტურა მათია, ამიტომ არ ფიქრობენ, რომ რომელიმე ორგანიზაციის კვლევა მათთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. გარდა ამისა, 36%, რომელიც ხელისუფლებას აქვს, სულაც არ მეჩვენება დაბალ რეიტინგად, ასეც ვფიქრობდი. საქართველოში უკვე ძალიან ბევრი ადამიანიაქოცებზეგაბრაზებული და ამბობენ, “ნაცებსადაქოცებსერთმანეთზე დავაწყობთო და ერთად გავისტუმრებთო. 36% ძალიან კარგი ნიშნულია, თუ გონს მოეგნენ და პროფესიონალურად იმუშავეს, შესაძლებელია, რეიტინგი ასწიონ კიდეც.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here