Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ქორიძე: ივანიშვილს სააკაშვილი დაემართა

თემურ ქორიძე: ივანიშვილს სააკაშვილი დაემართა

996

“უმადურებო!” _ ამ ეპითეტით შეამკო ქართველი ხალხი ერთ-ერთი გაზეთის ფურცლებიდან რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. იმ წუთში, ალბათ, ბევრს გაახსენდა ხაინდრავას მიერ განვლილი გზა და მისი მეტსახელი “ტრულაილა მინისტრი”. 

გაახსენდათ 1992 წლის ბოლო დღეები, როდესაც სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში გოგა ხაინდრავა შეხვდა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი შეარაღებული ფორმირების ხელმძღვანელ ლოთი ქობალიას, რომელთან არცთუ სასიამოვნო საუბრისას ხაინდრავა გამუდმებით გაიძახოდა: “შე ჩემის ტრულაილა!”. მისი მეტსახელიც აქედან წამოვიდა. გოგა ხაინდრავა სააკაშვილის მთავრობაში სახელმწიფო მინისტრი იყო 2006 წლამდე. მართალია, დღეს ის საპასუხისმგებლო თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ ყოფილი პრემიერი ივანიშვილის მიერ დაფინანსებული 200-სერიანი ფილმის რეჟისორია და, თუ სხვა მთავრობების დროს მხოლოდ ჭკუის დარიგებით შემოიფარგლებოდა, ახლა ფილმის რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტი უფლებას აძლევს, ქართველი ხალხი გალანძღოსთუმცა გოგა ხაინდრავა ერთადერთი არ არის, ვინც ქართველ საზოგადოებას შეურაცხყოფს. ყოფილმა პრემიერმა და ახლა უკვე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინათ საზოგადოებასუმწიფრებიუწოდა. რატომ და რისთვის დაიმსახურა ქართველმა ხალხმაუმადურისადაუმწიფრისწოდება? _ ამ საკითხზე ეროვნული მთავრობის წევრი, უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პუბლიცისტი თემურ ქორიძე გვესაუბრება.

_ 2014 წლის მიწურულს თქვით, რომ 2015 წელი გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე გასული წელითქვენი სიტყვები ახალი წლის პირველივე თვეებში დადასტურდა, როდესაც დაიწყო ლარის დევალვაცია და მოსახლეობა მძიმე დღეში აღმოჩნდა, არადა, ყოფილი პრემიერი ივანიშვილი კარგ წელიწადს გვიწინასწარმეტყველებდა, ახლა კი გვარწმუნებს, ეკონომიკას არ გვულისხმობდი, დემოკრატიაზე ვსაუბრობდიო

_ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ივანიშვილისა და მის მიერ ხელდასხმული მთავრობის მიმართ.

გადაცემა “20/30”-ში, რომელიც ყოველ კვირას გადის ეთერში, ყველა ხედავთ სახეებს დათრგუნვილი, ფერდაკარგული, შეშინებული ახალგაზრდებისა, რომლებიც ივანიშვილის მიერ გადმოფრქვეულ ჯერარგაგონილ სისულელეებს უსმენენ. “20/30” _ ეს არის ივანიშვილის მცდელობა, ხალხს დაავიწყოს ის დაპირებები, რომლებიც გულუხვად დაარიგა და სურს, დაგვარწმუნოს, რომ ხალხსჭარბიმოლოდინი აქვს, რომ ისეთი გონებაჩლუნგი საზოგადოება ვართ, ძალიან მოკლე დროში ვითხოვთ შედეგებს.

თუნდაც გონებაჩლუნგ ადამიანსაც კი არც ერთი მედიასაშუალებით არ გამოუთქვამს სურვილი, ოთხ წელიწადში ბედნიერი საქართველო აგვიშენეთო. ასეთი რამ არ მომხდარა, სამაგიეროდ იყო საპირისპირო შემთხვევა. 2013 წელს ივანიშვილს ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება: “რამდენად მზარდია დღეს ქვეყნის ეკონომიკა? რა პრობლემები არსებობს და როდის უნდა ველოდოთ ციფრებში გამოხატულ შედეგებს?”. ივანიშვილი პასუხობს: ნორმალურ დროდ განიხილება ყოველთვის საარჩევნო პერიოდი, ოთხი წელიწადი. ვფიქრობ, კონკრეტული ციფრები და კონკრეტული შედეგი ამ პერიოდში უნდა ვიგრძნოთ. მუდამ ამას ვამბობ _ მეორე წელიწადი უნდა იყოს საგრძნობი, მესამე წელი უნდა იყოს კარგი, მეოთხე _ ძალიან კარგი. საარჩევნო პერიოდს არ გადავცილდებით”. აი, ამ დაპირებიდან გამომდინარე, გაკეთდა გადაცემა “20/30” და ამიტომ ბობოქრობს ტელევიზიაში ნირწამხდარი ივანიშვილი.

ივანიშვილი დაადგა ძალიან სათაკილო გზას, მან დაიწყო შეტევა ქართველ ხალხზე, შეტევის მიზეზი არის ის, რომ თვლის, თითქოს ხალხი იმას ითხოვს, რასაც არ დაპირებია და რომ ადამიანებს “ჭარბი” მოლოდინები გაუჩნდათ. ხალხის ეს არნახული შეურაცხყოფა ივანიშვილს არ უნდა ეპატიოს.

ივანიშვილის “20/30”-ის წინააღმდეგ რამდენიმე თანამოაზრე ვაყალიბებთ სახალხო მოძრაობას, რომლის სახელწოდებაც იქნება “20/16”. მისხალ-მისხალ ავწონით ყველა დაპირებას და 2016 წლისთვის ამ თაღლითებს არ მივცემთ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მოატყუონ ქართველი ხალხი; არ ვაპირებ ივანიშვილის სიცილ-ხარხარის ფონზე ამ ქვეყნიდან წასვლას.

ახალმა ხელისუფლებამ უკვე მოასწრო ისეთი დანაშაულების ჩადენა, როგორიცაა სააკაშვილის რეჟიმის გვერდით დგომა, მათი ხელშეწყობა და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც უდიდესი დანაშაულია და ამისთვის 2016 წელს პასუხს აგებენ არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ სასამართლოს წინაშეც. ივანიშვილის სახით ქართველმა ხალხმა დაინახა ურჩხული, ფულის მანქანა, რომელმაც ზნეობრიობას და ღირსებას ფეხი დაადგა და საკუთარი ფულით, საეჭვო ფულით, გაამაგრა სააკაშვილის ხელისუფლება. ვინმემ ამიხსნას, რომელი კანონის თანახმად აფინანსებდა კერძო პირი ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ცოლს, ბებიას, დედას, სადამსჯელო სტრუქტურას _ პოლიციას? ამას ჰაერზე არ ვამბობ, მისივე ნათქვამით დაგიდასტურებთ: ჩვენ მოვდივართ, რომ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვასაც კი უკეთესი პირობები ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს” (2012 წელი. ბიძინა ივანიშვილი).

შარლ-ლუი მონტესკიეს სიტყვები ზედგამოჭრილია ივანიშვილზე: “სიმდიდრის ცუდი ფორმაა ის, რომელიც შემთხვევითაა მოპოვებული და დამოკიდებული არ არის არც ინდუსტრიაზე, არც მცხოვრებთა რაოდენობაზე და არც მოწათმოქმედებაზე”. ივანიშვილის ფული არაფერზეა დაფუძნებული და ძარცვით არის მოპოვებული, სწორედ ამიტომ არ იცის, რა უყოს ამ ფულს და ხან სააკაშვილს აფინანსებს, ხან _ მსახიობებს, რომლებიც შემდეგ გამოდიან და თითს იშვერენ ქართველი ხალხისკენ.

_ ივანიშვილს ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ერთერთი კი არის ის, რომ მან სააკაშვილის რეჟიმი მოგვაშორა

_ უწინარეს ყოვლისა, ეს იყო პირადი შურისძიება იმ ადამიანის მიმართ, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანად დიდძალი ფული ჩადო, მაგრამ, როგორც კი მარიონეტი სააკაშვილი ხელიდან გაუსხლტა, “რიჩარდ მესამის შურისძიება” ჩაიდინა. ივანიშვილი იმავეს გაუკეთებდა მარგველაშვილსაც, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვს, მას ვადა არ ეწურება. მართალია, მარგველაშვილი საკმაოდ ვიწრო შესაძლებლობების პრეზიდენტია, და აქ მარგველაშვილის კონსტიტუციურ შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ, ის გონებრივადაც საკმაოდ შეზღუდული პიროვნებაა, მაგრამ სააკაშვილზე ადრე მიხვდა, რომ ივანიშვილის გავლენის ქვეშ ყოფნა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის დამღუპველი იქნებოდა, რაც დასაფასებელია.

_ ბატონო თემურ, ახლა თქვენს სიტყვებს ბევრი არ მოიწონებს და უმადურს გიწოდებს. პირველი კრიტიკისთანავე ივანიშვილმა ხალხს უმწიფრები უწოდა, ახლა კი გოგა ხაინდრავამ საზოგადოებას ასე მიმართა _ უმადურებო.

_ მადლიერებასა და უმადურობაზე ილაპარაკოს იმ ადამიანმა, რომელსაც საკუთარი ჯვარი ისე უტარებია, რომ არავის კარზე მათხოვრად არ დამდგარა.

თუკი ვინმე გაბედავს და იმ თაობას, რომელმაც 200 წლის შემდეგ, ავად თუ კარგად, საქართველოს დამოუკიდებლობას მიაღწია, უმადურობას დასწამებს და ივანიშვილის ვალზე დაუწყებს ლაპარაკს, ეს სამშობლოსთვის დაღუპული ადამიანების სულში ჩაფურთხების ტოლფასია. ისე წავიდნენ დალეწილი მერაბ კოსტავა ამ ქვეყნიდან და სამშობლოში დევნილი ზვიად გამსახურდია, რომ ერთი სიტყვითაც არ დაუყვედრებიათ ხალხისთვის თავიანთი წამება…

ამ დროს მოდის თავხედი ივანიშვილი და გვაყვედრის, რომ ხიფათში ჩაიგდო თავი პოლიტიკაში მოსვლით. ივანიშვილს მხარს უბამენ ის ადამიანები, რომლებიც მისგან ფულს იღებენ.

ივანიშვილის ღვაწლი არის ის, რომ მან ყველაფერი გააკეთა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ზნეობრივი გადაგვარებისთვის, რათა ადვილი სამართავები ყოფილიყვნენ, რამაც ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანა.

გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილთან ერთად სააკაშვილის გვერდით იდგა, ხაინდრავამ ივანიშვილის აფერებიც ბევრი მოისმინა და მაინც ხალხისკენ იშვერს ხელს? – ეს მის დაცემას ნიშნავს. აკაკის სიტყვები მახსენდება, რომელიც დაცემულ საქართველოს ეხება, დაცემულს, მაგრამ ვერმიმხვდარს. ყველა, ვინც ივანიშვილის ფულს არის მიშტერებული და ხალხისკენ იშვერს თითს, აკაკის სიტყვების ადრესატია: “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო!”

ბიძინა ივანიშვილი ჭირვეულია, ეს აშკარად ჩანს გადაცემა “20/30”-ში. ივანიშვილს უკვე “სააკაშვილი” დაემართა. მიშა სინგაპურზე ლაპარაკობდა, ეს – დუბაიზე, თუმცა ამბობს, რომ 2030 წელს საქართველო მეორე იტალია იქნება. მის გონებრივ შესაძლებლობებში არაერთხელ დავეჭვებულვარ, მაგრამ ამას არ ველოდი.

საინტერესოა, როგორ გავხდებით იტალია? ე. ი. ამ 15 წელიწადში საქართველოში აშენდება ვენეცია, ფლორენცია, მოიგონებენ და ჩადგამენ ვატიკანის მსგავსს, ააშენებენ “ალფა-რომეოსა” და “ფერარის” მსგავს საწარმოებს და ჩვენ 2030 წელს ვიცხოვრებთ იტალიისნაირ ქვეყანაში. ამის შემდეგ კი _ დუბაიში, სადაც ნავთობია და სადაც შეიხებმა ზღვაში პალმის მსგავსი კუნძულები გააკეთეს, ააშენეს სასტუმროები და მოოქრული “როლს-როისები” ემსახურებათ… და ამას საქართველოში აკეთებს ივანიშვილი, კაცი, რომელიც ამბობს: “საქართველოში ბიზნესი არ მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ” (2013 წელი. ნოემბერი).

ივანიშვილმა უნდა აღიაროს, რომ შეცდა. მას არ შესწევს უნარი, მართოს ქვეყანა, მმართველობის ისეთი ფორმა, როგორიც ივანიშვილმა მოგვიტანა, არც ერთ ქვეყანაში არ არის. მას უმაღლესი ქურუმის ტახტი უნდა. ივანიშვილიაწ განსვენებული სააკაშვილისსინდრომით არის შეპყრობილი და მასაც, როგორც მიშას, ძალიან მოსწონს სიტყვები _ პირველად საქართველოშიივანიშვილი იბრალებს, რომ პირველად მან ჩაატარა მშვიდობიანი არჩევენები, პირველად მან მოახერხა კოაბიტაცია. არადა, გაიხსენეთ, 1990-იანი წლები, მინისტრებიც და ვიცეპრემიერებიც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. ამისთვის მადლობა არც კომუნისტებს მოუთხოვიათ და არც ეროვნული მოძრაობის წევრებს.

_ თქვენ ახლა ივანიშვილს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს სანანებელი გაგვიხდეს, რადგან მისი დაფინანსებით იღებენ ფილმს, რომელმაც, შეიძლება, საქართველოს ბედი შეცვალოს

_ ვიცი, ფილმს იღებს და თანაც _ მრავალსერიანს. ვიცი ისიც, რომ ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდს ეძღვნება, მაგრამ ვერაფრით ვირწმუნებ რეჟისორის ობიექტურობას, თუკი ამ ფილმში დეტალურად არ იქნება ახსნილი ივანიშვილ-სააკაშვილის ურთიერთობები, რადგან ისინი ძალიან გადაჭდობილი არიან ერთმანეთზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება წყალში გადაყრილი შრომა, ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here