Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა პაპუაშვილი: რუსეთი მარადიული მეზობელია… დასავლეთისგან შეშფოთება, წყალი და პამპერსი მივიღეთ!

ზაზა პაპუაშვილი: რუსეთი მარადიული მეზობელია… დასავლეთისგან შეშფოთება, წყალი და პამპერსი მივიღეთ!

629

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა

“რუსეთი ჩვენი მარადიული მეზობელია, რომელსაც ვერ ამოვჭრით და სხვაგან ვერ გადავიტანთ, ამიტომაც ისე მოქცევა გვმართებს, როგორც ჩვენი წინაპრები იქცეოდნენ და ქვეყანას იცავდნენ! რას აკეთებდნენ ჩვენი მეფეები? _ ქვეყანა აწიოკებისგან რომ გადაერჩინათ, ხშირად ხარკსაც იხდიდნენ, შვილებს მძევლად ატანდნენ მტერს, თავიანთ დებსა თუ ქალიშვილებს მტერზე ათხოვებდნენ, ოღონდ საქართველო გადაერჩინათ. მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა ორი ზესახელმწიფოს ჯახის დროს შუაში გაიჭყლიტოს და გაქრეს! არ შეიძლება, გიჟებივით ვიძახოთ, პროევროპელები ვართ, პროამერიკელები ვართ, პრორუსები ვართ, პრო… პრო… პრო… ამდენი “პროს” ძახილში საქართველოზე აღარ ვლაპარაკობთ! პატრიოტიზმზე აღარ ვლაპარაკობთ! მიკროფონთან დგომით და რუსეთის ხმამაღალი გინებით რა მივიღეთ, ვინმემ გამაგებინოს! დღე-ნახევარში წაგებული ომი მივიღეთ! ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეული მთავარსარდალი მივიღეთ! რატომ ელაპარაკებიან რუსეთს სხვა ქვეყნების ლიდერები და რატომ არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ?! ჩვენს მეფეებს დამპყრობლებთან არ ჰქონდათ დიალოგი?! გამაგებინეთ, თუნდაც 2008 წლის ომის დროს რა დახმარება მივიღეთ ჩვენი მეგობრებისგან? _ მხოლოდ შეშფოთება, აღშფოთება, წყალი და პამპერსი?! დიახ, ჩვენ ჩვენი ფასეულობებით ევროპული ოჯახის წევრი ვართ და არავისთან სამათხოვრო არ გვაქვს ამ ოჯახის წევრობა. დიახ, მსოფლიო ცივილიზაცია საქართველოს გვერდს ვერ აუვლის! გვერდს ვერ აუვლის ქართულ დამწერლობას, ქართულ პოლიფონიას, ქართულ ხუროთმოძღვრებას!” _ განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here