Home რუბრიკები საზოგადოება ბატონ გიგი უგულავას, როგორც ზოგად სახეს გარყვნილების, მამათმავლობის, ჩვილთა მუცელში კვლის, ბოლო...

ბატონ გიგი უგულავას, როგორც ზოგად სახეს გარყვნილების, მამათმავლობის, ჩვილთა მუცელში კვლის, ბოლო ჟამის მქადაგებლებისა _ მისი ცდომილებების პასუხად

695

ამასწინათ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერილით “ბოლო ჟამის მქადაგებლები _ ლევან ვასაძის ჭმუნვების პასუხად” გამოეხმაურა ბიზნესმენ ლევან ვასაძის პუბლიკციას “გარყვნილების პროპაგანდის ანატომია”. ვინაიდან საკითხი ეხება გარყვნილების პროპაგანდასთან ბრძოლისა და ზნეობისა და სიწმინდის დაცვას, გთავაზობთ ბატონი გურამ ფალავანდიშვილის გამოხმაურებას უგულავას წერილის საპასუხოდ.

პირველი და მთავარი ცდომილება, რომელიც რეფრენივით გასდევს მთელ ტექსტს, არის ის, რომ ავტორი ქრისტიანობას ხმარობს კრებსითი ფორმით, ანუ მასში მართლმადიდებლებთან ერთად მოიაზრებს სხვა კონფესიებსაც.

ეს საკმაოდ ნაცადი და მაცდური ხერხია ქრისტიანობაზე შესატევად, კერძოდ, თუ ისინი მართლაც ერთ განზომილებაში მოიაზრებიან, მაშინ მართლმადიდებლები, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ავტომატურად პასუხისმგებლები ხდებიან სხვა განდგომილებების, ცრუ ქრისტიანების, მწვალებლობისა თუ ათასგავრი გადახრებისა.

ამის მაგალითი ამ სტატიაშიც ჩანს და “წარმატებითაც” მოიხმარება. კერძოდ, როდესაც ის კათოლიკეების ინდულგენციების გაყიდვას (კლასობრივ უთანასწორობას), თუ სხვა რომელიღაცა სექტების მიერ შავკანიანების უსულოდ გამოცხადებას (რასობრივ უთანასწორობას) და კიდევ სხვა მიუღებელ შემთხვევებს ზოგადად ქრისტიანობის ნაკლად თვლის. და ამით, რა თქმა უნდა, ჩირქსს ცხებს ჭეშმარიტ ქრისტიანობას, ანუ მართლმადიდებლობას.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და სემინარიაგამოვლილმა ავტორმა, მით უმეტეს რომლის ადრესატიც ამ შემთხვევაში სწორედ ჭეშმარიტი აღმსარებლობის, მართლმადიდებლობის დამცველი და აპოლოგეტია, არ შეიძლება არ იცოდეს მართლმადიდებლების მიერ სხვა კონფესიების ცრუ ქრისტიანებად, მწვალებლებად გამოცხადების შესახებ.

და, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში, არც ერთი წმინდა მამის ნაშრომში და საერთოდ არსად არ არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი უთანასწორობა, დიფერენციაცია, და ისინი, კვლავ განვმეორდები, მხოლოდ ცრუ ქრისტიანების, ანუ მწვალებლების მიმდინარეობაშია.

ეს რაც შეეხება ქრისტიანობის “უარყოფით” მხარეებს.

ბატონი გიგის მიერ ასევე ქრისტიანობის “დადებითი” მხარეების განხილვისასაც იმავე პრობლემას ვაწყდებით, რადგან იგი მართლმადიდებლებს კვლავ სხვა კონფესიების კონტექსტში მოიაზრებს.

კერძოდ, ის ქრისტიანობის კრებსით სახელს აიგივებს დასავლეთთან, როდესაც ბოლო პერიოდში და ბოლო ტერმინოლოგიებით, მაგალითად, ჩვენ, ქართველები და, ზოგადად, მართლმადიდებლები, ვასოცირდებით აღმოსავლეთის ქრისტიანობასთან, ხოლო დასავლეთი კი ასოცირდება რომის პაპთან და კათოლიკურ ქრისტიანობასთან, მისი ახალ-ახალი განშტოებებით, მაგრამ ნაშრომში ავტორი რატომღაც თითქოს შეუგნებლად ქრისტიანულ მსოფლხედველობას მხოლოდ დასავლეთთან აკავშირებს. და ქრისტიანობის დადებითობად მას მიაჩნია, რომ დასავლეთმა ზუსტად ქრისტიანული იდეალების საფუძველზე მიაღწია ბოლო 500 წელიწადში დომინირებას მსოფლიოში. თუმცა ავტორი, ჩვენი ღრმა რწმენით, კვლავ გზას უვლის მართლმადიდებლობის, ჭეშმარიტი ქრისტიანობის, აღმოსავლეთის ისტორიას.

ის არ აღნიშნავს და თითქოსდა ივიწყებს იმას, რომ როდესაც ამ ბოლო 500 წელიწადში, დასავლეთის ქრისტიანებმა, მათ პირობითად ცრუ ქრისტიანებს ვუწოდებთ, ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწიეს, ამის საპირისპიროდ, იმავე პერიოდში, პირიქით, აღმოსავლეთის ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიმდევრები, მათთან შედარებით ეკონომიკურ სიდუხჭირეშიც კი აღმოჩნდნენ.

ანუ დასავლეთის ეკონომიკური ძლიერება და დომინირება არა ჭეშმარიტი აღმსარებლობის, არამედ სინამდვილეში მწვალებლური, ცრუ ქრისტიანული იდეოლოგიის ფონზე განვითარდა.

თუ ბატონ გიგის არ გაუგია, რომ არსებობენ როგორც ღვთით, ისე ეშმაკით გამდიდრებულები და ამ უკანასკნელთა რიცხვი ბევრად მეტია.

გავიხსენოთ, მაგალითად, თუნდაც ცნობილი იგავი გლახაკ ლაზარესა და მდიდრის შესახებ. რა, აქ მდიდარი პერსონაჟი დადებითია და გლახაკი ლაზარე უარყოფითი?!

და სამწუხაროდ, ბატონი გიგის სტატიაში მოხსენებული ჩინეთის ის იმპერატორიც, რომელიც ასე აღფრთოვანებული ყოფილა დასავლეთის ქრისტიანული მსოფლხედველობითა და მორალით, სინამდვილეში შეტრფოდა სწორედ ცრუ, მწვალებლურ, არაქრისტიანულ იდეოლოგიას, რომელიც მომხვეჭელობით, ლიბერტალიანიზმის მსგავსი იდეებითა და სხვა მასონურჯვაროსნული ბოროტი ძალებით იყო ნასაზრდოები.

თორემ ჩინეთის იმპერატორს ჭეშმარიტი, ანუ აღმოსავლეთის ქრისტიანების, მართლმადიდებლების შესაშური ეკონომიკურად რომ არაფერი ჰქონდა, ყოველი შემთხვევისთვის ამ ბოლო 500 წლის განმავლობაში, ცხადზე უცხადესია.

სამწუხაროდ, ბატონ გიგის მიერ სტატიაში შემდგომში განხილული სხვადასხვა პასაჟიც დასავლური ქრისტიანობის ისტორიიდან კვლავ და კვლავ სინამდვილეში ცრუ ქრისტიანობის, ჭეშმარიტი ქრისტიანობის უარმყოფელ და დაპირისპირებულ მიმართულებებს ეფუძნება.

და სწორედ ამ ფსევდოქრისტიანული, მას შეიძლება კრებსითად მასონურიც ვუწოდოთ, იდეოლოგიის გამოხატულებებია თანამედროვე დასავლეთში ასე ცნობილი ტოლერანტობები, ადამიანის უფლებები, ათასნაირი კონვენციები თუ დეკლარაციები, დემოკრატიები და სხვა მსგავსი, რომელთაც ასე შენატრის წერილის ავტორი.

ახლა კი ვნახოთ ბატონი გიგისა და მისი მისაბაძი დღევანდელი დასავლეთის, ქრისტეს “ახალი მოციქულების” მორალი და ცნობიერება. (ციტატა ნი გიგის სტატიიდან: “დიახ! ადამიანის უფლებების დამცველები და მებრძოლები ყველაზე უფრო მეტად ეწევიან ქრისტეს მოციქულთა საქმეს და ამ აზრით, ქრისტიანული ცივილიზაცია არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი და გავრცელებული მსოფლიოში, როგორც ეს დღესაა.”)

აბორტი

ბატონი გიგი, მისი მასწავლებლების მსგავსად (რომელთა ტიტულატურა და რაოდენობა შთამბეჭდავია), აბორტის აკრძალვის მომხრე არ არის და ამას, როგორც ერული, ასევე “ქრისტიანული” გაგებითაც ხსნის.

) ერული

აბორტის აკრძალვა გამოიწვევს არალეგალური აბორტების ზრდას.

აქ საკითხი საკმაოდ მაცდურად დგას (ეს მაცდურობა, ბოროტის იარაღი, სწორედ ერთ-ერთი მთავარი იარაღია დღევანდელ, ახალგამოჩეკილ ლიბერალთა, “ქრისტეს ახალ მოციქულთა” ხელშიც, ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან ბრძოლაში), მაცდურად დგას იმიტომ, რომ თითქოსდა ცუდია, რომ რაღაცა არალეგალური იმატებს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ არის ნათქვამი, რომ ლეგალური იკლებს. და ის, რომ იმავე პერიოდში, როდესაც არალეგალურმა შეიძლება 10-ჯერ მოიმატოს, სრულიად არ არის გამორიცხული, რომ ლეგალურმა შეიძლება 1000-ჯერაც კი დაიკლოს.

და აქ ხომ ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი.

მკვლელობა, რომელიც მაგალითად რამდენჯერმე არალეგალურად მოხდება, უარესია უამრავ ლეგალურ მკვლელობაზე?

და ნუთუ მკვლელობა ჭუჭყიანი იარაღებით რაიმეთი უარესია, დახვეწილი სუფთა იარაღებით მკვლელობაზე?!

ეს ხომ მართლაც სატანური, შემზარავი აზროვნებაა.

) “ქრისტიანული

თურმე ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩასახვისთანავე ადამიანის გაჩენას აღიარებს, მაინც მას ნაკლებად აღნიშნავს, ვიდრე, მაგალითად, შობას და თურმე ზოგადად აქ სხვა კითხვა დაისმის: რატომ ვზეიმობთ მართლმადიდებლები და ყველა დომინაციის ეკლესიები შობას უფრო მეტი პომპეზურობით და ხაზგასმით, ვიდრე ჩასახვას?”.

პასუხი ამ “ქრისტეს მოციქულების” შეკითხვაში უკვე წინასწარ გამოსჭვივის: იმიტომ, რომ განთავისუფლებული სინდისით შევძლოთ ჩვენი ბავშვების მუცელში მოკვლა. და თან კიდევ, რომ გავმაგრდეთ ამ ეშმაკეულ რწმენაში, იმასაც გვამცნობენ, რომ არაა გასაკვირი, ვინაიდან “დაბადებულ ადამიანში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მეტი შრომა და ჯაფაა ჩადებული და თურმე მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ სამყაროში ჩანასახსა და ჩვილზე საერთო წარმოდგენა მაინც ურთიერთგანსხვავებულია, ის მაინც ჩვილის სასარგებლოდ იხრება.”

ეს ტექსტი, მის მაცდურობას თუ გავამჭვირვალებთ, ფაქტობრივად მოწოდებაა:

_ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი ჩვილის სასარგებლოდ იხრება, მოკალით, მოიშალეთ ბავშვები მუცელში.

საოცარია, მართლაც რომ ბოლო ჟამის ქადაგებაა!

მამათმავლობა _ ჰომოსექსუალიზმი

ქრისტიანული კუთხით

1. თურმე ახალი აღთქმის გულდასმით წაკითხვისას აღმოვაჩენთ, რომ თავად ქრისტე სექსუალური ორიენტაციის პრობლემას არ ეხება. აქედან “ქრისტეს ახალი მოციქულები” ცდილობენ დაირწმუნონ თავი და ჩვენც დაგვარწმუნონ, რომ იმიტომ არ ეხება, რომ მამათმავლობა დიდი ცოდვა არ არის (ან საერთოდ იქნებ არც არსებობს).

აგრეთვე მამათმავლობის მისაღებობის საქადაგებლად ისინი აღნიშნავენ, რომ მამათმავლობა ათ მცნებაში იმიტომ არარის მოხსენებული, რომ ნაკლები ცოდვაა”.

რა თქმა უნდა, ამ მსჯელობებშიც კვლავ მაცდურ ქადაგებებთან გვაქვს საქმე.

და, რა თქმა უნდა, ეს რეალობის დამახინჯებაა, რადგან კიდევ უამრავი საზარელი, საშინელი ცოდვა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც შეიძლება არ იყოს ნახსენები სახარებაში. მაგალითად, პედოფილია.

და რა, რადგან, მაგალითად, პედოფილია არ არის ნახსენები სახარებაში და არც ათ მცნებაში წერია, ამიტომ ნაკლები მომაკვდინებელი ცოდვაა?!

ეს ხომ ბავშვისთვისაც გასაგები სოფიზმი და აბსურდია.

2. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში თურმე მამათმავლობას რიგით ცოდვებში ჩამოთვლის. მაგალითად, ურჩთა, ფიცის გამტეხთა გვერდზე.

მოგვყავს თვითონ ბატონ გიგის მიერ მოყვანილი ციტატა: არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, დედმამისა და კაცის მკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, კაცის მსყიდველთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, რაც საღი მოძღვრების საწინააღმდეგოა, კურთხეულ ღვთის სახარების თანახმად, რომელიც მე მაქვს მინდობილი”.

ბატონო გიგი, რომელმა “მოციქულებმა” დაგანახეს, რომ აქ მამათმავლების გვერდზე ჩამოთვლილ ცოდვებში, მაგალითად, “დედ-მამისა და კაცის მკვლელობა”-ც სუსტი ცოდვაა, რა, რადგან იგიც ასევე ურჩთა და ფიცის გამტეხთა გვერდით წერია?!

კვლავ აბსურდი.

3. ძველი აღთქმა _ ლევიანნი

აქ არ მოველოდი, მაგრამ უკვე არა შენიღბული მაცდური, არამედ პირდაპირ ტყუილი წერია.

კერძოდ, თქვენ ბრძანეთ: ძველ წიგნ ლევიანნში არის მოხსენიებული მამაკაცის მამაკაცთან დაწოლა, მსგავსად როგორც ქალისა, როგორც სისაძაგლე, ოღონდ აქაც მოსეს წესებისა და კანონების უამრავ ჩამონათვალს შორის (მაგალითად, საქონლის დაკვლის თუ სხვა საყოფაცხოვრებო აკრძალვების პარალელურად მამათმავლობა ცოდვათა იერარქიაში 10 მცნებაში ნახსენებ ცოდვებზე დაბალ ცოდვად მიიჩნევა).”

მომყავს რეალური ტექსტი ლევიანნიდან.

კერძოდ: არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა. არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.” (ლევიანნი თავი 18, 22-24)

ბატონო გიგი, აქ გარკვევითაა ლაპარაკი ზოოფილიაზე, რომელიც მართლაც მამათმავლობის მსგავსია და რა შუაშია აქ საქონლის დაკვლა და სხვა საყოფაცხოვრებო აკრძალვები?

4. და ბატონი გიგისქრისტიანულიწიაღსვლების შესაჯამებლად.

ბატონო გიგი, როდესაც მამათმავლობას ახალი აღთქმისა და ძველი აღთქმის ტექსტებით განიხილავთ, როგორ გავიწყდებათ (როგორ ივიწყებთ) ბიბლიაში მამათმავლობის უკეთურების შესახებ ყველაზე დიდი მოწმობასოდომგომორი, რომელიც ღმერთმა სწორედ მამათმავლობის და კიდევ სხვა მსგავსი, ინცესტის და სხვა სექსუალური სიბილწეების გამო გადაწვა და გაანადგურა.

როგორ ივიწყებთ სოდომგომორს, რომელიც ფაქტობრივად კაცობრიობის ისტორიაში ამ ბინძური, მომაკვდინებელი, წარსაწყმედელი ცოდვის სინონიმად იქცა.

თუნდაც რუის-ურბნისის ცნობილი კრების ძეგლისწერა გავიხსენოთ, რომლის დადგენილებაშიც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირი ცოდვა ოდითგანვე არსებობდა, არც ერთი ამ ცოდვის გამო ისე არ აღელვებულა ღმერთი, რომ ჩამოსულიყო და ქალაქები გადაეწვა (სოდომი და გომორი). არამედ ეს მოხდა სწორედ სექსუალური უკუღმართობის, მამათმავლობის, ინცესტის და სხვა სიბლიწეების გამო:

მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისიკერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: “სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21).”

თუმცა ალბათ ამ სტატიის ავტორისთვის არა რუისურბნისის კრების დადგენილება, არამედ ახლადგამოჩეკილი მოციქული ფსიქიატრებისა თუ მოსყიდული ფსიქოლოგების დაიდენტობისსხვა მსგავსი ბილწი ორგანიზაციების კრებები და დადგენილებებია ავტორიტეტი.

5. სოდომიზმის გამართლება სიყვარულის ნიშნით

ბატონი გიგი ციტირებს:

“გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს და ამიტომ სიყვარული სჯულის აღვსებაა.”

და ამატებს, რომ ზიზღი ყველაზე დიდი ცოდვაა, იგი ამბობს: “რომ ვასაძის მსგავსი, ავადმყოფურად ჰიპერბოლიზებული და ზიზღით დამუხტული დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმისადმი არა თუ ქრისტიანული, არამედ პირიქით, ქრისტეს მოძღვრების საწინააღმდეგოა.”

რა თქმა უნდა განსაზღვრება “ავადმყოფური ჰიპერბოლიზაცია” თავისთავად ნეგატივია, მაგრამ სიბილწის ზიზღი (ამ შემთხვევაში მამათმავლობის) პოზიტიურია.

ანუ აქაც, სამწუხაროდ, პრინციპში კვლავ მაცდურად ცნებების აღრევასთან გვაქვს საქმე.

კერძოდ, მეტი სიცხადისთვის ვეცდები, განვმარტო.

სიყვარული მართლაც არის ის, რაც არის მაცხოვნებელი და რომელიც თავის თავში მოიცავს ღმერთის, სიკეთის, ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს, როგორც ღვთის ხატისას. და ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ზიზღი, სიძულვილი არის ყველაზე დიდი ცოდვა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, სიბილწის, მამათმავლობის ან რაიმე ცოდვის, ბოროტის სიყვარული კარგია. და, პირიქით, სიბოროტე (და არა ადამიანი) აუცილებლად უნდა გძულდეს.

გეზიზღებოდეს სიბილწე და სიბოროტე, მოიძულო ცოდვა, სწორედ რომ ქრისტიანული სიყვარულისა და სიწმინდის გამოხატულებაა.

ერთსქესიანი ქორწინება

ბატონი გიგი და “ახალი მოციქულები”, რომელი თანამედროვე ლიბერალური განვითარებული იდეოლოგიის მატარებლები იქნებოდნენ, რომ არ შეხებოდნენ დასავლეთის კიდევ ერთ “მიღწევას” _ ერთსქესიან ქორწინებას.

ჩვენდა გასაოცრად “ეკლესიურ მხარდაჭერას”, ბატონი ავტორი მაინც “პოულობს”. კერძოდ ის ამბობს: ამ საკითხზე დისკუსიები იმართება და ოთხიდან სამი თეთრკანიანი ევანგელისტი პროტესტანტი რჩება ამის მოწინააღმდეგედო.” ანუ დაფარული აზრი ამ კონტექსტში ასე მოიაზრება: “ეკლესიისოთხი მსახურიდან, ერთი ხომ არის მომხრე, იქნებ ის არის უფრო მართალიო.

საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ამ ერთსქესიანი ქორწინების შენიღბულ დაცვაში ბატონი გიგი ცოტა მოისუსტებს და ამიტომ მისი აზრის გასატარებლად, “ძლიერი არგუმენტების” უქონლობის გამო, ცოტა გაურკვეველ ბურუსში გვაქცევს.

კერძოდ:

1. მრავალმნიშვნელობისთვის ახვავებს უამრავი უცხოელიბოლო ჟამის მქადაგებლებისტიტულებსა და გვარებს და აგრეთვე უამრავ თანამედროვე ტერმინს, რომელთა ნაწილი ინტერნეტშიც კი რთულად იძებნება.

2. ხოლო, მეორე მხრივ, ერთსქესიანი ქორწინებები უნდა გავამართლოთ თუნდაც იმიტომაც რომ:

) რუსეთი საშინელი და ბნელია და უგანდა კიდევ უარესი.

) რომ ვასაძე ფაშისტია და არ აქვს კულტურა ამ საკითხებზე ოპონირებისა, თუნდაც ამერიკელი კონსერვატორების დონეზე.

) რომ უკვე 50 წელი გავიდა ლუთერ კინგის მარშიდან და 30 მარიხუანას აკრძალვიდან, 15 წელი ჩვენი საზოგადოების რელიგიური შეუწყნარებლობიდან და მოკლედ, უბრალოდ მხოლოდ წლების პრობლემაღაა და ერთსქესიანი ქორწინებაც (ღმერთმა ნუ ქნას) ისეთივე ბუნებრივი გახდება ჩვენთვის, როგორც, მაგალითად, ფერადკანიანობა.

) და თურმე თუ არ გვინდა ჯორჯ ორუელის ცხოველთა ფერმას დავემსგავსოთ, ამისათვის სინამდვილეში სწორედ რომ ცხოველური, ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო ერთსქესიანი ქორწინების სიბილწე უნდა დავაკანონოთ.

ხოლო ფინალში, ბატონო გიგი უკვე ახალი მოციქულების, ახალი პატრიარქის (ყოველი შემთხვევისათვის შთაბეჭდილების მოსახდენად ეს პიროვნება სტატიაში პატრიარქზე არანაკლები ტიტულებითაა წარმოდგენილი: Washington Post-ის კოლუმნისტი, ფსიქიატრი, Fox  News-ის Special Report with Breat bair-ს კონტრიბუტორი და კონსერვატორული ფრთის ანალიტიკოსი) ჩარლზ კრაუტჰამერის აღმოჩენას გვამცნობს.

რომ თურმე ტრადიციული ოჯახის დამცველებს მომავალი პოლიგამიის, უფრო სწორად პოლიამორიის უნდა ეშინოდეთ, სადაც ყველა ყველას წყვილი ხდება, საკუთრება იშლება და რაღაც “ატომების ოჯახის მსგავსი” იქმნება, თორემ ერთსქესიან ოჯახებზე მათ სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ისინი გარკვეულწილად ტრადიციული ოჯახების ნაირსახეობასაც კი წარმოადგენენ, ვინაიდან მათი “ორთა კავშირი” საკუთრების გრძნობას შეიცავსო. (და მერე რა, რომ ეს ბილწი და გარყვნილი საკუთრების გრძნობაა).

რაოდენ დიდი ცინიზმია, ამ ბოლო ჟამის გარხწნის მქადაგებლებში. მართლაც ყველა ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი მომაკვდინებელი სიბილწეები დაგვიმკვიდროს.

დასასრულს მინდა პოზიტიურ ნოტებზე გადავიდე:

1. ბატონი გიგი მართალს ბრძანებს, რომ ბატონი ვასაძის ნაშრომი პოლიტიკურ-რელიგიური მანიფესტია, რადგან, ის მართლაც ასეთია და ჭეშმარიტებას ქადაგებს.

2. აგრეთვე ისიც მომწონს და იმედს მაძლევს, რომ ბატონ გიგის თავისი სტატია არ გამოაქვს აუცილებელ პირობად და მას დისკუსიისათვის განსახილველად გვაძლევს.

3. აგრეთვე მინდა პოზიტივი დავინახო იმაშიც, რომ ბატონი გიგი საერთოდ გვერდს უვლის და არ ეხება ბოლო ჟამის ქადაგებების, დასავლეთში ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვისა და უფლებების დაცვის კიდევ ერთ “უმაღლეს მწვერვალს” – როდესაც ისინი პატარა ბავშვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ერთსქესიან ოჯახებში აშვილებენ.

4. და საერთოდ ეს ბავშვთა გაშვილების თემა, იმედს გამოვთქვამ, რომ იქნებ აღმოჩნდეს კიდევაც ის საბოლოო საფეხური, რომელიც შეიძლება ამ ბინძურ, ამორალურ კიბეზე ჩამოიშალოს და მიწასთან გაასწოროს ეს, დასავლეთში სახელმწიფო რელიგიის დონემდე აყვანილი, მამათმავლობის დოქტრინა.

ამის იმედს თუნდაც ისიც მაძლევს, რომ ამას წინათ ერთსქესიანი ოჯახების მიერ ბავშვთა აყვანის გაუქმების მოთხოვნით, თვით ჰოლანდიაში (მამათმავლობის აღიარებულ მექაში) 800 000 კაცი გამოვიდა და სხვა გამოსვლებიცაა.

და ბოლოს, ბატონო გიგი, მინდა მთელი გულით გისურვოთ მალე განთავისუფლებულიყავით როგორც მატროსოვის ციხიდან, საპყრობილიდან, ისე უფრო მეტად ამ თქვენი თავსმოხვეული წყეული იდეოლოგიისგან.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით და ქრისტესმიერი სიყვარულით,

გურამ ფალავანდიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here