Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჩალაბაშვილი: ეს არის სახელმწიფო?! ამას მივეცით ხმა?!

თემურ ჩალაბაშვილი: ეს არის სახელმწიფო?! ამას მივეცით ხმა?!

659

მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ ყველასათვის საყვარელ პოეტს, მართალ კაცსა და სუფთა სინდისის ადამიანს, ჭეშმარიტ მამულიშვილს _ თემურ ჩალაბაშვილს ვეწვიეთ. 

პირველივე შეკითხვა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პერიპეტიებზე უნდა დამესვა (გასაგებ მიზეზთა გამო თავიდანვე ასე მქონდა განზრახული, _ პოლიტიკამ ხომ ყველაფერი შთანთქა და საზოგადოებაც ერთობ პოლიტიზებული გახადა), მაგრამ შემოქმედის ერთმა ფრაზამ საუბრის გეზი გარკვეულწილად შეცვალა (იქნებ ასეც სჯობდა): “მარტის ყოველთვის მეშინია, გალაქტიონის გარდაცვალების თვეა,” _ მითხრა ბატონმა თემურმა საუბრის დასაწყისშიჰოდა, ამშიშნარევიპათოსით (გნებავთ, პესიმიზმი დაარქვით) ვაგრძელებთ საუბარს, ოღონდ არა პოეზიასა და ქართული სიტყვის ჯადოქარზე, მეფეპოეტზე, არამედ იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჭირვარამზე, რომელმაც ესოდენ დაგვავიწყა და გაგვიერთფეროვნა ყველაფერი

_ ბატონო თემურ, შიში და უნდობლობა დღეს საზოგადოებაშიც გაბატონდა, ნიჰილიზმი ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

_ ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელიც ფარ-ხმალს იოლად დაყრის, მაგრამ მზაკვრობასა და მუხანათობას მაინც თავისი გააქვს. ოცი წელია, ტყუილებში ვიხრჩობით, _ გამოჩნდება ვიღაც “მხსნელი”, მერე ვხედავთ, რომ გაგვაცურა, მერე კიდევ გამოჩნდება ახალი “მხსნელი”, ისიც მოტყუებულს გვტოვებს… ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ქართველი ერიც სადაცაა გატყდება. არც კი მინდა, წარმოვიდგინო, რომ ჩვენში ჩაკვდება ის მებრძოლი სული, რომელიც ოდითგანვე მოგვდგამდა, მაგრამ ყველაფერი კეთდება ამისთვის. ის ნიჰილიზმიც აქ შემთხვევითი არ არის, ყველამ ვიცით, ვინც არიან ამის მთესველები, ვის დაკრულზეც ცეკვავენ და ვის ხმალსაც იქნევენ…

_ ხელისუფლებას გულისხმობთ?

_ არამხოლოდ, საზოგადოდ, პოლიტიკურ სპექტრს. სიტუაციაა კომიკური; ოღონდ ეს არაა კომედია, რომელიც, უბრალოდ, ღიმილს მოგგვრის, ეს არის ტრაგიკომედია, უბედურება.

რაც შეეხება ხელისუფლებას, არ მოველოდი, თუ ასეთი სუსტები და უნიათოები იქნებოდნენ, მაგრამ ზუსტად ოცნებასავით ფარატინები აღმოჩნდნენ. შედეგიც ლოგიკურია, _ ოცნებაში დავრჩით. როგორც ჩანს, რამე სერიოზულ ცვლილებებს არც უნდა ველოდოთ. ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთ…

_ რაც მთავარია, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ დაწყებული პროპაგანდა უცვლელად გაგრძელდა. ამჟამინდელი ხელისუფლება წინამორბედზე არანაკლებ აქტიურად ცდილობს ერის მენტალიტეტის შეცვლას და .. დასავლური ღირებულებების რელსებზე გადაყვანას. როგორ ფიქრობთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?

_ გააჩნია, რის საშუალებას მივცემთ. თუ მათი ჩანაფიქრი ბოლომდე განხორციელდება, მივიღებთ წელში გადამსხვრეულ, იდეოლოგიურად დაცემულ, გაღატაკებულ და ამორალურობის მორევში ჩაძირულ საქართველოს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება საკუთარ ისტორიასთან; ხოლო, თუ ფხიზლად ვიქნებით და ზოგიერთ ელემენტებს, მაგალითად, როგორიცაა რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ მივცემთ, მაშინ ღვთის წყალობით გადავრჩებით; ანუ აქ საკითხი დგას პრინციპულად: ან ვთმობთ და მკვდარი თევზებივით მივყვებით ეროვნული გადაგვარების პროცესის დინებას, ან ვეწინააღმდეგებით…

_ “ნაცმოძრაობისაქციაზეც გკითხავთ, მათ ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ _ მთავრობის გადადგომა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ კოალიცია არსებული გამოწვევების წინაშე უუნაროა. პრეტენზიები, ალბათ, არც ისე უსაფუძვლოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 15 ათასზე მეტი კაცი ვერ გამოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში პროტესტის მუხტი არაა მეტი თუ, უბრალოდ, “ნაციონალებსარ გაჰყვა ხალხი?

_ გეთანხმებით, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს . . მთავარ ოპოზიციურ პარტიას, საფუძვლიანია, მაგრამ, რაც უნდა სიმართლე ილაპარაკოს დღესნაცმოძრაობამ”, მის დაძახილზე არავინ გამოვა.

საპროტესტო მუხტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ძალიან დიდია უკმაყოფილება და უბედურება ისაა, რომ ხელისუფლება ამას ერთ ყურში უშვებს, მეორიდან ატარებს. არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაარქვა. ერთი ჩამახედა ჩვენი პრემიერის ტვინში, პრეზიდენტის, მინისტრების… რას ფიქრობენ. როგორ? კარგად ვართ და ჩვენ ვერ ვხვდებით?! ეგ რას ჰგავს, იცით?! ბრმას რომ ცოლი მოუკვდა და არ ეუბნებოდნენ. რა, გვერდით რომ აღარ მიუწვება, ხომ მიხვდება, რომ აღარ ჰყავს?! აი, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე და ამიტომაა ხალხშიც უკმაყოფილება, თორემ, ბოდიშს ვიხდი, მე ბინძური სიტყვები არ მიყვარს, და ძაღლი მიაკვდათ ნაციონალებს!..

_ აქციის დასასრულსნაცმოძრაობისლიდერებმა განაცხადეს, რომ პროცესი დაიწყო და ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ბევრმა ამაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც დაინახა. როგორ ფიქრობთ, არსებობს მსგავსი საშიშროება?

_ თუ ესენი არ მოიშლიან ამ გამოსვლებს და ხელისუფლებაც გონს არ მოვა, აუცილებლად მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვერ ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ ეს უნამუსო გაბაშვილები? თარგამაძეც, რომელსაც პირი ვერ გაუღეს კოვზითაც კი, უკვე როგორ ლაპარაკობს?

გივი თარგამაძეს ერთხელ ვკითხე _ ნეტა ძუძუს როგორ წოვდი-მეთქი? პირს არ აღებს კაცი და როგორ აჭმევდნენ, მიკვირს. არადა, ახლა როგორ წაიგრძელეს ენები, ხედავთ?!

_ იქამდეც მივიდნენ, რომ უკვე პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ. თურმე გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრები ყოფილან

_ და რა გიკვირთ?! როდესაც ხარ ისეთი უსუსური და უუნარო, რომ დამნაშავეს ვერ უმტკიცებ ბრალს, ვერ იყენებ მტკიცებულებებს და ვერ აცხადებ ძებნას საზღვარგარეთ გაქცეულ დამნაშავეებზე, გასაკვირია, რომ ის დამნაშავეები აქეთ გამუნათებენ?!

_ ამას წინათ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ “ნაცმოძრაობის” ან რომელიმე სხვა პარტიის გაქრობას, ეს მას მხოლოდ გააძლიერებსო. რას უპასუხებდით?

_ რომ არ ვიცოდე, ვინაა და რას წარმოადგენს ბატონი უსუფაშვილი, ვიფიქრებდი, რომ ესაა რეალობას მოწყვეტილი ადამიანის განცხადება, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რა მოთხოვნებიც არსებობს დღეს საზოგადოებაში. “ნაცმოძრაობის” გასამართლება ვინმეს მიზანი და აჩემება კი არ არის, ეს აუცილებელია, რომ სამართლიანობა აღსდგეს. უსუფაშვილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის და, რასაც ლაპარაკობს, საუბედუროდ, მიზანმიმართულად ლაპარაკობს.

_ დავუბრუნდეთ ისევნაცმოძრაობისშეკრებას, ამ აქციაზე ბევრი იყო . . ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის, ის მსახიობები და მომღერლები, რომლებსაც ივანიშვილის ფონდი წლების განმავლობაში აფინანსებდა

 _ ეგეთი ინტელიგენცია გინდ გყოლია, გინდ _ არა, ეგენი არიან არარაობები. სხვათა შორის, თავის დროზე მე ამ ხალხზე მივმართე ბიძინა ივანიშვილს: ბიძინა ბატონო, აბა, ერთი შეუწყვიტეთ მათ ფულის მიცემა, რა ზნეს მიიღებენ-მეთქი… ესაა პირადი კეთილდღეობისთვის მებრძოლი, სტომაქს დახარბებული . . ინტელიგენცია, რომელსაც სირცხვილის მეტი არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. ეს არის ინტელიგენცია, რომელიც სააკაშვილმა ინდაურებით იყიდა, აბა, რა უნდა გაგვიკვირდეს მათგან?!

_ ისე, კოალიციაში შემავალი სუბიექტებიც ნაყიდი ჰყავს ივანიშვილს.

_ ამიტომაც არ შეიძლება მათი ნდობა. რესპუბლიკური პარტია და ეს ხიდაშელები, უსუფაშვილები თუ სხვები იგივე ძალა არიან, რაც “ნაცმოძრაობაა”.

_ იდეოლოგიურად თუ გულისხმობთ, ამას არც მალავენ.

_ ვერც დამალავენ. შენ არ უნდა მოგივიდეს ისეთი შეცდომა, რომ ეს ძალები დაიყენო გვერდით, თორემ ხიდაშელი და უსუფაშვილი რომ ბოკერიებისა და გაბაშვილების იდეოლოგიური ძმები არიან, მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი.

_ თანამდებობებზე ხალხის ნათესაური ნიშნით დანიშვნა ერთერთი ბრალდებაა, რომელსაც ხელისუფლებას ხშირად უყენებენ. ეს რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ?

_ ეს ფაქტია. ხიდაშელი ხომ იყო საგარეჯოს მაჟორიტარი? ჰოდა, იქ ახლა ბენზინგასამართ სადგურზე ვერ ნიშნავენ კაცს მომსახურედ, თუ მაგასთან არ იქნება შეთანხმებული. რატომ, რისთვის? იმიტომ, რომ ყველაფერი მაგათია. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო?! ამას მივეცით ხმა 2 ოქტომბერს?!

_ ხმის მიცემას რაც შეეხება, რა აზრის ხართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე? ბევრი ფიქრობს, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს.

_ რად უნდა მაგას ლაპარაკი, ახლა რომ არჩევნები ჩაატარო და ხალხს მართლა მისცე არჩევანის საშუალება, “ნაციონალები” ხომ გაქრებიან პარლამენტიდან, “ოცნებიდანაც” 90 პროცენტი გარეთ დარჩება. ეს ძალიან კარგად იციან იმ პარტიებმა, არსებობის მანძილზე რომ სამ პროცენტს არ ამცდარან და ბუნებრივია, მათ ხელს არ აძლევს რიგგარეშე არჩევნები.

_ ივანიშვილსაც არ აძლევს ხელს. ყოველ შემთხვევაში, მან თქვა, პატივი ვცეთ კონსტიტუციასო.

_ კონსტიტუცია დღეს რომაა შეურაცხყოფილი, ასე ოდესმე ყოფილა?! პარლამენტი, პრემიერი, პრეზიდენტი… ხელისუფლების სამივე შტო რომ ერთი პიროვნების ავტორიტეტს იქნება ჩამოკიდებული და თან ის პიროვნება უკვე ოფიციალურად აღარ არის პოლიტიკაში, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა?! ჩემი აზრით, ივანიშვილს რა ჰგონია, იცით? მილიარდები რომ აქვს, კანონის ყიდვაც შეიძლება და კონსტიტუციისაც. ასე არ არის, ბატონო ბიძინა, სამართალი ყველაფერზე მაღლა დგას და კიდევ უფრო მაღლა ხალხი და უფალია…

_ შეისმენს ამას, როგორ ფიქრობთ?

_ არ შეისმენს და კიდევ ვეუბნები: ყველაფერზე მაღლა ხალხი და უფალია. ვისაც ეს არ ესმოდა, ხალხმა უკვე მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მომავალშიც არაერთი აღმოჩნდება იმ ურნაში, თუ საზოგადოების პატივისცემას არ ისწავლის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here