Home რუბრიკები საზოგადოება პროდუქტების გაძვირებამ მოქალაქეების ჯიბეს დაარტყა

პროდუქტების გაძვირებამ მოქალაქეების ჯიბეს დაარტყა

548

2015 წლის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უსიამოვნო სიურპრიზებით დაამახსოვრდება… არადა, ეს ის 2015 წელია, ბიძინა ივანიშვილი რომ გვეუბნებოდა, კარგი წელი იქნებაო… თუმცა ყოფილი პრემიერი იხტიბარს არ იტეხს და ქართველთა გაუსაძლის ყოფაზე ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია და “ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს… “


ივანიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებას ჯანსაღი პროცესი უწოდა და მოსახლეობას ურჩია, კაპიტალის სწორი დაბანდების მიზნით, კერძო ბანკირები დაექირავებინა: ლარი აჩვენებს, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია, ჯანმრთელი ორგანიზმია, ეს არისრუსთავი 2”-ის აგიტაცია, ლარი არაფერს აჩვენებს, გარდა კარგისა, რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ის პოვებს ასახვას ჩვენს მოქალაქეებში. რაც შეეხება ვალებს, ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს, თუ არ ერკვევა, უნდა დაიქირავოს ბანკი ან ვინც ამ პროცესში ერკვევა, ბიზნესმენებიც კი ვერ ერკვევიან, ვერ ახერხებენ, სწორად გამოიცნონ, სად გადაიტანონ თავისი ფული, სად გადაიტანონ ლარში, დოლარში თუ სად. თუ გინდათ, ამ საკითხზე ნებისმიერ ექსპერტს დაველაპარაკები,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმაქრონიკასთანინტერვიუში. (სტილი დაცულია. _..)

ივანიშვილის რჩევების მიუხედავად, მოსახლეობა გამოსავალს ეძებს და ცდილობს, როგორმე იშოვოს დოლარში აღებული სესხის დასაფარავად საჭირო თანხა, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა.

ლარის გაუფასურებამ  ყველაზე მეტად საშუალო ფენა დააზარალა. ეროვნული ვალუტის დევალვაციის ყველაზე მძიმე შედეგი, რომელიც მოქალაქეების ჯიბეზე აისახება, არის ის, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში პროდუქტები მკვეთრად გაძვირდა. გაძვირებულია საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და წამლებიც.

ლარის მკვეთრი გაუფასურების შედეგად საქართველოში მედიკამენტები, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები თვალსა და ხელს შუა ძვირდება. სადაზღვევო კომპნიების ინფორმაციით, ყველა მედიკამენტზე ფასი 30%-ით გაიზარდა.

სააგენტო “კომერსანტის” ინფორმაციით, იანვარში ბოსტნეული და ბაღჩეული 7,5%-ით გაძვირდა, 4,2%-ით გაიზარდა ხილის ფასიც. წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 4,5 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასიც. ეს განპირობებულია აქციზის გაძვირებით. 1 მარტიდან კი აქციზის გადასახადმა ლუდზეც მოიმატა.

თბილისის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა ჩვენთან საუბრისას თქვა:

_ ყველაფერი გავაძვირეთ, ბრინჯითა და ზეთით დაწყებული, “ჩუპა-ჩუპსით” დამთავრებული. წიწიბურა ისე გაძვირდა, რომ ხალხმა საყვედურებით აგვავსო. ამბობენ, მალე პურიც გაძვირდებაო. ბოლო ორი თვის განმავლობაში სურსათი ჩვენს სუპერმარკეტში 10-დან 20 პროცენტამდე გაძვირდა. იგივე ხდება სხვა მაღაზიებშიც. მართალია, ეს ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ ისინი, ვინც გვამარაგებენ, თითქმის ყველაფერს დოლარში ყიდულობენ, და როცა გაძვირებულ პროდუქტს გვაწვდიან, ჩვენც, იძულებული ვხდებით, მომატებული ფასი დავადოთ.

გაძვირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობაც. დიასახლისები ამბობენ, ყველაფერი გაძვირდა, შეიძლება 10-20-30 თეთრით, მაგრამ ეს ჩვენს ჯიბეს მნიშვნელოვნად აზარალებსო.

გაძვირდა ზეთი, ჩაი, ყავა, რძის პროდუქტები, ტკბილეული, ჰიგიენური საშუალებები…

თუ მანამდე ტყუილი “სუპის” დამზადება 2-3 ლარი ჯდებოდა, ახლა მისი ფასი 5 ლარამდე ავიდა. კომბოსტო 1,20 თეთრი ღირს, ასეთი ფასი, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, არასოდეს ყოფილა. ახლა დიდი მარხვის პერიოდია, ამიტომ მწვანილის ფასმაც მოიმატა.

მცირე მეწარმეების თქმით, მათ ის პროდუქტები გააძვირეს, რომლებსაც დოლარშიც ყიდულობენ და ფასის მომატების გარეშე მისი რეალიზიცია წაგების ტოლფასია: “სურსათის ერთი ნაწილი 5-10 %-ით გავაძვირეთ. 1 მარტიდან ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი გაძვირდა და მისი ფასიც მოიმატებს. ფასმა უკვე მოიმატა ჩაისა და ყავაზეც. 10 თეთრით გაძვირდა რძის პროდუქტები და ტკბილეული. მოიმატა ძეხვეულის ფასმაც. ცოტა გავაძვირეთ ბავშვთა საკვები, რასაც მომხმარებლის ყველაზე მეტი პრეტენზია მოჰყვა… რა ვქნათ, ჩვენც ხარჯები გვაქვს, _ ფართობის ქირას ვიხდი, პერსონალს ხელფასს ვაძლევ. გარდა ამისა, პირადად მე და ძალიან ბევრს ბანკის ვალი გვაქვს და ბიზნესს ვერ შევაჩერებთ”, _ ამბობენ მეწარმეები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი რამდენიმე დღის წინათ განაცხადა: “არანაირი ეკონომიკური კრიზისი საქართველოში არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომლის ეკონომიკაც გაიზრდება. მართალია ცოტათი, მაგრამ მაინც”. ხადურის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავს ვალდებულად არა ხალხის, არამედ მთავრობის წინაშე თვლის: “ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტის ინფორმაცია”.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა რამდენიმე თვის წინათ საარსებო მინიმუმი ხელახლა დათვალა. გვესაუბრება ამ ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი ქეთი კრიალაშვილი:

_ ჩვენმა ორგანიზაციამ ბოლოს საარსებო მინიმუმს შარშან ნოემბერში გადახედა და, ჩვენი გაანგარიშებით, საარსებო მინიმუმი 324 ლარს შეადგენს, ხოლო “საქსტატის” მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებით, _ 159,6 ლარს. ლარის კურსის ცვლილება დეკემბრიდან დაიწყო, ამიტომ, თუ საბაზისოდ ავიღებთ ნოემბერს, თებერვალში ნოემბერთან შედარებით ინფლაციამ შეადგინა 0,9%, ხოლო ვალუტის მყიდველუნარიანობა შემცირდა 1.0%-ით.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საარსებო მინიმუმმა შეადგინა 160,2 ლარი, ანუ მოქალაქემ დღიურად მხოლოდ სურსათის შესაძენად უნდა იმყოფინოს 3,7 ლარი.

_ რა ვითარებაა ეკონომიკური თვალსაზრისით  ქვეყანაში?

_ საქართველოს მიერ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შემცირდა 2%-მდე, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფო სექტორში სახელფასო განაკვეთების შემცირებებშიც. სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი საფინანსო ვალდებულებები ქვეყნისთვის დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს წარმოშობს. ვერ მოხდება აქამდე გათვალისწინებული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის შესავსებად გაზრდილი გადასახადები კი ხელს შეუშლის მცირე ბიზნესის განვითარებას და, საზოგადოდ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე და, შესაბამისად, დაბალია  ეროვნული პროდუქტის წარმოება, საქართველო დამოკიდებული ხდება უცხოურ ინვესტიციებზე, ხოლო უცხოური ინვესტიციების შემცირება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ეკონომიკას.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. წერილი უკვე დასაბეჭდად მზად იყო, როცა პარლამენტში ეკონომიკური გუნდი გამოვიდა და კრიზისიდან გამოსვლის სამი ვარიანტი გაგვაცნო: “უნდა გაიყიდოს: ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის შენობების კომპლექსი; წყნეთის სამთავრობო აგარაკები; ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა; თელასის 25%-იანი სახელმწიფო წილი; საქართველოს ფოსტა; გუდაურში სასტუმრო კომპლექსი, რეზიდენცია ათონელზე, თუმცა შეიძლება ცვლილება გავაკეთოთ და საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში, ხოლო საპრივატიზაციოდ სამინისტროს შენობის გატანა მოხდეს. ღვინის ქარხნები _ “გრუზვინპრომისადა აკურის; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ორთაჭალაში; ბათუმის .. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომლის აუქციონიც უკვე დასრულდა და ამ შენობაში სასტუმრო კომპლექსი განთავსდება; აღმაშენებელზე მდებარე ყოფილი რკინიგზის კოლეჯის შენობა, აგრეთვეყოფილი ნარკოლოგიურის შენობა; წყალტუბოს სანატორიუმები; თბილისში მდებარე სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, რომელიც სასტუმრო კომპლექსების მშენებლობისთვის მიმზიდველია.”

 

1 COMMENT

  1. ძალიან მაინტერესებ ვის ქონებას ყიდიან ტრაკი თუ არ ჰქონდათ ქვეყნის მართვის ხელისუფლებაში რას მიიწევდნენ, გამოიტანონ თავიანთი ქონება გაყიდონ და ქვეყანას მოახმარონ< ჩემ კუთვნილ ქონებას თავი გაანებონ. მაგრამ ხდება ქონების ხელახალი გადანაწილება ისევე როგორც შევარდნაძის დროს ქვეყანა მიჰყავთ გაკოტრებისკენ რომ შემდეგ ჩვენი ესეიგი სახელმწიფო ქონება კაპიკებში ჩაიგდონ ხელში. და ვინ იქნებიან მყიდველები? ივანიშვილი, ღარიბაშვილი< სანიკიძე რათქმა უდა, ხიდაშელები და დანარჩენები ვისაც ხელი მიუწვდებათ.ამისი ნათელი მაგალითია საყდრისი რომელიც შეუფასებელი განძია მაგრამ ივანიშვილმა რა აჟიოტაჟი ატეხეთ მანდ დიდი არაფერი არ არისო სინამდვილეში დიახაც დიდი სიმდიდრეა როგორც წიაღისელი ასევე ისტორიული მაგრამ სტატუსი მოუხსნეს რომ შემდგომ ფულები ჩაეჯობათ მიჰყევით ნაციონალებს ოცნებავ და თავი დაგვანებეთ ისებ კომუნისტები გჯობდნენ ყველას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here