Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?!

გია კორკოტაშვილი: არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?!

609

“ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჩვენ გადავდივართ მოქმედებაზე, სხვა გზა აღარ დარჩა”, _ ამბობს ტელერადიოწამყვანი, საზოგადოებრივი გაერთიანება “ქართული მისიის” წევრი გია კორკოტაშვილი.


_ ბოლო ხანს ქვეყანაში ვითარება დაიძაბა. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად არის, ხელისუფლება კი საპირისპიროს აცხადებს. თქვენ როგორ შეაფასებთ ვითარებას?

 _ როგორ და რა პირობებში ცხოვრობს ხალხი, კარგად ვხედავთ. საზოგადოების უმრავლესობა, ფაქტობრივად, შიმშილობს. და ახლა რას ამტკიცებს ხელისუფლება, არავის აინტერესებს. წინა ხელისუფლებაც გამუდმებით ამბობდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და, რაც მოიმკეს ამით, ვნახეთ. ასეა დღევანდელი ხელისუფლების საქმეც. ქვეყანაში სტაგნაციაა და ამას ვერაფრით დამალავ. სავალალო მდგომარეობაა _ ადამიანების უმრავლესობა დაუსაქმებელია და რით უნდა იკვებოს? თუ ამას დროულად არ მიაქცია ყურადღება ხელისუფალმა, შეიძლება, მისი ხელისუფლებაში ყოფნა სავალალო შედეგით დასრულდეს. ამას ვერავითარი სიმპათია, რომელიც ბატონი ბიძინასადმი იყო, ვეღარ გადაფარავს.

_ ამ ხელისუფლების მთავარი დაპირება სამუშაო ადგილების შექმნა იყო, მაგრამ მხოლოდნაკურთხიპრემიების გამოწერით არიან დაკავებულნი

_ ცუდია, ადამიანს რაღაცას რომ დაჰპირდები და არ შეუსრულებ, მით უმეტეს, იმ ადამიანს, რომლის ხმითაც ხელისუფლებაში მოხვედი. ყბადაღებულ 100 საწარმოზე ლაპარაკიც აღარ ღირს, რამდენიმე ქარხანა მაინც აემუშავებინათ. ყველა ვერა, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც დასაქმდებოდა, ახლა კი არავინ არის დასაქმებული, მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავმეგობრების გარდა.

ვერა და ვერ გაძღა ამათი მუცელი _ ქვეყანაში ნეპოტიზმი ყვავის და ეს ყველაფერი უნდა დასრულდესჩვენ გადავდივართ მოქმედებაზე, სხვა გზა აღარ დარჩა: პირველი _ “ნაციონალური მოძრაობასაბოლოოდ უნდა მოშორდეს აქაურობას და დღევანდელ ხელისუფლებას აღარ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რაღაც მომენტებში თავისი უუნარობანაციონალებსგადააბრალოს; მეორე _ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და ამისთვის ყველა რჯულის ადამიანს უნდა დაველაპარაკოთჩრდილოელი იქნება ის, დასავლელი თუ აღმოსავლელი. დიახ, სულაც არ მაინტერესებს ვიღაც მეშჩანების ან ძალიან “პრადვინუტების” აზრი და  ძახილი, _ ვაიმე, რუსეთუმე და პრორუსიაო. რუსეთუმე კი არა, საქართველოს რაც აძლევს ხელს, როგორც უფრო კარგად იქნება, ისე უნდა მოიქცეს და იქით უნდა წავიდეს. ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს და მიაჩნია, რომ მხოლოდ ამერიკაზე უნდა დაიდოს ფსონი, მწარედ ცდება.

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების გასაღები არის რუსეთში, დიახ, გასაღები იმისა, რომ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ.

_ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გვაუწყა, რომ ნატოს კარი ჩვენთვის კვლავ დახურულია, თუმცა ხელისუფლება ნატოს კარზე კაკუნს ჯიუტად განაგრძობს

_ რაღაც შიში აქვს ხელისუფლებას. ფიქრობს, ასე რომ არ მოიქცეს, ცუდი რამ მოჰყვება, არ იცის, რა გააკეთოს. და თქვენ ვინ ხართ, ხელისუფლების წარმომადგენლებო, ჩვენი არჩეულები არ ხართ? მოდი, ჩავატაროთ თავისუფალი რეფერენდუმი, ხაზს ვუსვამ _ თავისუფალი, წნეხის გარეშე, და ვკითხოთ ხალხს _ საით უნდა და საით არ უნდა. არ გაინტერესებთ, ნატო საერთოდ უნდათ თუ არა? ან გონივრულია თუ არა ახლა ნატოში შესვლა, მაშინ, როდესაც ნატოსკენ ნაბიჯის გადადგმა და აქ რუსის ტანკის შემოგრუხუნება, ერთი იქნება, თანაც არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?! ხან მაპიო, ხან მაპზე უკეთესიო… კარგი რა, მართლა, თქვე კაი დედმამიშვილებო, უკაკუნეთ კარზე და იყავით, რით ვერ დაიღალეთ…

სახელმწიფოებრიობის განცდა “ნაციონალების” პერიოდში უფრო იყო, ვიდრე დღეს არის. როგორი სახელმწიფოსი _ ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. დღეს კი მე სახელმწიფოებრიობის განცდა არ მაქვს. ძალოვან სტრუქტურაში რამდენიმე ადამიანი კი ვიცი, მართლა ვაჟკაცურად რომ იბრძვის ყველაფერ ამის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა ვთქვა: ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, ნაცკადრების ნაცვლად, ის ადამიანები მოეყვანა თანამდებობებზე, რომლებიც ერთგულად იმუშავებდნენ. ჰოდა, ახლა თუ რამე მოხდება ქვეყანაში და საბოტაჟს ექნება ადგილი, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრები გვერდით ჰყავდათ.

_ საბოტაჟის რა გითხრათ, მაგრამ  “ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, აქციის გამართვას აპირებს და ბევრი საუბრობს მოსალოდნელ პროვოკაციებზე. თქვენ რას ელით?

_ “ნაციონალურმა მოძრაობამთავისი ჭირი მოჭამა უკვე. მართალია, მათ სურთ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. დიახ, დესტაბილიზაციის მოწყობა უნდათ, რადგან მხოლოდ ამ გზით თუ დაიბრუნებენ ხელისუფლებას, თორემ არჩევნების გზით ისინი ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში. იმუქრება კიდეც სააკაშვილი უკრაინიდან. უკრაინაში სააკაშვილის ყოფნა გავაპროტესტე და მივმართე კიდეც უკრაინელ ხალხს, მაგრამ რად გინდა?! _ პოროშენკოსა და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთის სურვილით მოხდა, დასავლეთის მიერ ხელდასხმულები არიან. სააკაშვილი დესანტივით არის, ჩამოსვეს საქართველოში, რაღაც-რაღაცები გააფუჭ-გამოაფუჭებინეს, მერე ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე და გადასვეს უკრაინაში. ახლა უკრაინაშიც გააფუჭებს რაღაც-რაღაცებს და მერე, ბანგლადეშშიც თუ დასჭირდათ რაღაც-რაღაცების გაფუჭება, იქაც გადასხამენ. აი, ეს არის. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, სააკაშვილის დავალებით, 21 მარტის აქციისთვის “ბოევიკები” ჩამოვიდნენ უკრაინიდანო. “ბოევიკები” კი არა, ვინც გინდა, ჩამოვიდეს, სულ არ მედარდება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა”. კაციშვილი აღარ დაემონება სააკაშვილს, აღარ ჩაიფურთხებს სულში!

ეს ხომ ზუსტად ვიცით!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here