Home რუბრიკები პოლიტიკა საელჩოები ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკელთა მიერ გატუტუცებულ ხელის ბიჭებად მიიჩნევენ!

საელჩოები ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკელთა მიერ გატუტუცებულ ხელის ბიჭებად მიიჩნევენ!

584

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვი-სოხუმი-თბილისი რკინიგზის ხაზის აღდგენის შესახებ ისაუბრა. “რუსეთი კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ და აფხაზეთმა უნდა მიიღონ. ამ საკითხით, ბუნებრივია, სომხეთიც დაინტერესებულია. 

რკინიგზის ხაზის აღდგენას ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუმცა პირობებზე, პირველ რიგში, თბილისმა და სოხუმმა უნდა მოილაპარაკონ”, _ თქვა ლავროვმა. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მოსკოვისოხუმითბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას? ვის აძლევს ხელს ამ გზის ამოქმედება და ვის _არა? ცვლის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ჰამლეტ, რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის კონსულტაციებისთვის და მხარს დაუჭერს მოსკოვისოხუმითბილისის სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებას. რას მოუტანს საქართველოს ამ გზის აღდგენა?

_ საქართველოსთვის ეს გზა ძალიან სასარგებლოა, ამ სარკინიგზო მაგისტრალის საშუალებით კავშირი აღდგება აფხაზეთთან. ერთი წლის წინათ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი დაიწყო, აფხაზებმა სასტიკი უარი განაცხადეს, ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ ქართველებსაც. მოგეხსენებათ, ქართული პოლიტიკა “უდრეკია” და, თავისი სიბრიყვიდან გამომდინარე, განაცხადეს, რომ ამ რკინიგზის აღდგენა საქართველოს ხელს არ აძლევს. რაც ასე ახსნეს: რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნიშნავს დაკარგული ტერიტორიების დაკანონებასო და ათასი სისულელე მოაყოლეს, თითქოს უამისოდ არ ხდება დაკარგული ტერიტორიების დაკანონება.

მოსკოვისოხუმითბილისის სარკინიგზო მაგისტრალი ჩვენსა და აფხაზებს შორის .. სარკინიგზო ურთიერთობებს წარმოშობს. რკინიგზა კი ყოველთვის აღმასვლის მომტანია. ამ გზის აღდგენით საქართველოცა და აფხაზეთიც ფულს მიიღებენ. ყურადღება გამახვილდება რკინიგზის ვარგისიანობაზე, ჩვენი რკინიგზა კი საკმაოდ მოძველებულია, აღდგენა სჭირდება.

ნორმალური ადამიანი, რომელსაც ეკონომკური გათვლის უნარი აქვს, და ასეთად ნამდვილად არ მიმაჩნია საქართველოს გონებადახშული ხელისუფლება, დაინტერესებული უნდა იყოს მოსკოვი-სოხუმი-თბილისის რკინიგზის გახსნით. ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, სატრანზიტო ფუნქციის გარდა, და ეს უნდა იყოს სასწრაფოდ გამოყენებული.

იმის ნაცვლად, რომ რკინიგზის აღდგენას მხარი დაუჭირონ, ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, ამ გზით პირველ ეტაპზე მოხდება რუსეთ-სომხეთის რკინიგზით დაკავშირებაო და თვლიან, რომ რუსები რკინიგზას სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენებენ, რადგან სომხეთში არის გიუმრის სამხედრო ბაზა. სინამდვილეში, მოსკოვისოხუმითბილისის რკინიგზის აღდგენა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აძლევს ხელს, რადგან ამ სარკინიგზო მაგისტრალზე დომინანტი იქნება მისი ორი მტერი _ რუსეთი და ირანი. ქართველი პოლიტიკოსები კი ამერიკელების ნააზრევს ახმოვანებენ. ამერიკა ამ რკინიგზის ამოქმედებას ხელს აუცილებლად შეუშლის, მაგრამ ჩვენ არაფერში გვარგია ამერიკის ყურება, ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ჩვენ ხომ ვიქტორ ორბანი არ გვყავს?!

_ ლავროვის განცხადებას _ თუ დასავლეთი საქართველოს ნატოში შეთრევას ისევ განაგრძობს, ზომებს მივიღებთო, მოჰყვა რკინიგზის ამბავი, შემდეგ _ გოგი თოფაძის განცხადება ნატოში საქართველოს შესვლა უტოპიააო. გოგი თოფაძე პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და ნატოზე უარყოფით განცხადებას დამოუკიდებლად არ გააკეთებდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოეგო და პოლიტიკის სხვა რელსებზე გადასვლას გეგმავს?

_ გოგი თოფაძე პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე ნამდვილად არ არის, მაგრამ, თოფაძესაც რომ არ ეთქვა, ისედაც ცხადია, რომ ნატოზე საუბარი უკვე აღარ ღირს. არაჩვეულებრივი რამ გააკეთა თქვენმა გაზეთმა _ რა ენაზე დაგელაპარაკოთო და მეგრულადაც რომ მიმართა ხელისუფლებას

დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება ამ ყველაფერს.

_ თინა ხიდაშელმა ორღობეში ნაჭორავები უწოდა ოლანდის ნათქვამს და მთავრობამაც მხარი აუბა.

_ თინა ხიდაშელი პოლიტიკაში რომ არის, სირცხვილია. ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, თანაც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის ასეთ განცხადებაზე ისეთი რეაქცია უნდა ჰქონოდა საფრანგეთის საელჩოს, როგორიც ირანის საელჩოს ჰქონდა თეა წულუკიანის განცხადების მიმართ. ირანის საელჩომ თავზე დაგვამხო მთელი პოლიტიკა. საფრანგეთის საელჩოს თავშეკავება შეცდომაა და ნათელია, რომ არც ისინი არიან დამოუკიდებლები და ამერიკის თამაშს თამაშობენ. გარდა ამისა, არც ერთი საელჩო ქართველ პოლიტიკოსებს სერიოზულად არ აღიქვამს და ტუტუც ბავშვებად მიიჩნევს, ამერიკელთა მიერ გატუტუცებულ ბავშვებად.

თინა ხიდაშელი ერთი ჩვეულებრივი გოიმია, რომელმაც გუშინ დაინახა, რა არის ქვეყანა, სწორედ ამიტომ ლაპარაკობს იმას, რაც ენაზე მოადგება, ამ საქციელის გამო ამ დედაკაცისთვის სტრასბურგში ჩასვლა საერთოდ უნდა აეკრძალათ.

ფრანსუა ოლანდის განცხადების შემდეგ ძალიან ბრიყვული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც _ ვინ თქვა, რომ ოლანდმა საქართველო იგულისხმაო… ჰკითხეთ, აბა, ვინ იგულისხმა?

ნატოს საკითხი დასრულებულია, ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა ბარაკ ობამამ, მაგრამ დამპალმა ქართულმა პოლიტიკამ ვერაფერი გაიგო, არადა, სწორედ მისთვის ითქვა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დელიმიტირებული საზღვრები არ აქვს, ერთადერთი საზღვარი გვაქვს თურქეთთან და ისიც იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა გვიფეშქაშა. 23 წელიწადია, საზღვრების რევიზია არ მომხდარა. ყველა მდინარეს კალაპოტი აქვს შეცვლილი, საქართველოს ხელისუფლება კი ამ საკითხით არ ინტერესდება, სხედან და არ იციან, რა აკეთონ. ნებისმიერ მეზობელთან საზღვარი საკამათო გვაქვს. კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ რომ ცნოს აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკები, წარმოგიდგენიათ, რა პრობლემის წინაშე დავდგებით? ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ტვინდახშულმა პოლიტიკოსებმა, განა არ იციან, რომ ტერიტორიული პრობლემებით ნატოში არავინ მიგვიღებს? რად უნდა ამას ოლანდის, ობამას, მერკელის ან სარკოზის თქმა? ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ადარდებთ _ ფული.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ჩვენი ხელისუფლება ისეა-ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.ებრაული წყევლისა არ იყოს-შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს.ზუსტად რომ დაწყევლილები არიან და ქვეყანასაც უფსკრულისკენ მიაქანებენ.მთავარია გრანტები აიღონ და მუცელი ამოიყორონ,ქვეყანა და ხალხი ფეხებზე კიდიათ,ასწრებენ,იმიტომ რომ იციან დიდი დღე არ უწერიათ

  2. ჩვენი ხელისუფლება ისეა-ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.ებრაული წყევლისა არ იყოს-შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს.ზუსტად რომ დაწყევლილები არიან და ქვეყანასაც უფსკრულისკენ მიაქანებენ.მთავარია გრანტები აიღონ და მუცელი ამოიყორონ,ქვეყანა და ხალხი ფეხებზე კიდიათ,ასწრებენ,იმიტომ რომ იციან დიდი დღე არ უწერიათ

  3. საკმე იმაშია რომ უამრავ კარტველს ესმის დღევანდელი სიტუაცია ე.წ. მტავრობაზე უკეტ, მაგრამ ხალხი დაძაბუნდა და ვერაპერს აკეტებს, რომ კვეყანა გადარჩეს… ბატონო ჰამლეტ დიდი პატივისცემიტ ტკვენ ყოველტვის ზუსტად ახდენყტ მდგომარეობების ანალიზს!!!!

    უტვინო მტავრობა რომ გვ ყავს ამიტომაა კვეყანა ასე რომ "განვიტარდა" ამ ბოლო2,5 წელიწადში!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here