Home რუბრიკები პოლიტიკა ზუგდიდში მოქალაქეებს 20-30 ლარს აძლევენ 21 მარტის აქციაზე დასწრების სანაცვლოდ

ზუგდიდში მოქალაქეებს 20-30 ლარს აძლევენ 21 მარტის აქციაზე დასწრების სანაცვლოდ

528

სააკაშვილის “ნარჩენები” 21 მარტის აქციისთვის გაშმაგებით ემზადებიან და, უბრალოდ, საპროტესტო გამოსვლას კი არა, პოლიტიკურ წარღვნასა და ცუნამის გეგმავენ. მათი გათვლით, იმ დღეს დაიწყება “ეტაპობრივი დესტაბილიზაციის” პროცესი, რომელმაც უახლოეს ორ-სამ თვეში ხელისუფლების სრული პარალიზება უნდა გამოიწვიოს. ეს არის გეგმა-მინიმუმი, რომელსაც პირველი აქცია დაძრავს, ხოლო მაქსიმუმს (და ზოგადად შედეგს) მერე ვიხილავთ, როცა სააკაშვილის ინკვიზიცია, უკრაინის მსგავსად, ევრომაიდნის კოცონს ააგიზგიზებს თბილისში.


წინა კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “ვარდოსნების” კრიმინალური სექტა ძალადობის ინსპირირებისთვის ემზადება. ჯერ იყო და, ფოთში სკოლის მოსწავლეებს “ნაციონალების” ცხრაწლიანი რეჟიმის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, შემდეგ კინოდარბაზიდან გამოსულ ახალგაზრდებს  სააკაშვილის ნიფხვის ტელევიზია “რუსთავი 2”-მა რიგრიგობით ათქმევინა, ფილმის სანახავად, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, სკოლის დირექციამ მოგვიყვანაო.

ცხადია, “რუსთავი 2”-ის ამ იაფფასიან სპექტაკლს ისედაც არ დავიჯერებდი, მაგრამ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი გახადა: წინა კვირას ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი დამიკავშირდა (ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებ) და დეტალურად მომიყვა, რა პროვოკაციაც მოაწყვეს იმ დღეს “ნაცრეჟიმის” ნომრიანმა დამქაშებმა. მისი თქმით, მოსწავლეების ორგანიზება და კინოჩვენებაზე წაყვანა იმ საჯარო სკოლების დირექტორებმა უზრუნველყვეს, რომლებიც წლების განმავლობაშინაციონალური მოძრაობისაქტიური მხარდამჭერები იყვნენ. მოსწავლეებიც საგულდაგულოდ შეარჩიეს, ანუ ისინი, ვინც  უკმაყოფილებას გამოთქვამდა ნანახის გამო. თავის მხრივ, დირექტორებს თითი ადგილობრივი ხელისუფლებისკენ უნდა გაეშვირათ _ რაც ზემოდან დაგვავალეს, ის გავაკეთეთო. მოკლედ, “ნაცებმა”, თავიანთი ჭკუით, “ქოცნებისტებიამხილეს: აი, ბავშვებს რას უჩვენებენ, ჩვენ მიმართ ზიზღსა და სიძულვილს აღვივებენო

ცხადია, რომ ეს “მხილება” ერთგვარი სამზადისი, ლოგიკური წინაპირობის იმიტაცია იყო იმ “ძალადობისთვის”, რომელიც, დიდი ალბათობით, 21 მარტს (ან ცოტა მოგვიანებით) განხორციელდება “ნაცმოძრაობაზე”. მერე გამოვა გივი თარგამაძე ან აკუნა მინაშვილი და იტყვის, რა გასაკვირია, საზოგადოება ძალადობდეს ჩვენზე, ხელისუფლება უკვე სკოლებშიც ეწევანაციონალური მოძრაობისდისკრედიტაციასო.

ერთი სიტყვით, რაც დრო გავა, “ვარდოსნებზე” “თავდასხმები” გახშირდება, იქნება “მივარდნები” და “ოფისების დარბევა”. ასე დაარწმუნებენ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და “დასავლელ პარტნიორებს”, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია მართლაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და ამის შემდეგ უკვე გზა ხსნილი ექნებათ, _ “დიქტატურის” გადაგდების მოთხოვნით ევრომაიდანს წინ რა დაუდგება?!

 ისე, სააკაშვილს ევრომაიდანი თუ უნდა, ამის დასაჩქარებლად ყველაზე კარგი საშუალება მისი თბილისში ჩამოსვლაა. ასეთ შემთხვევაში მას, როგორც ძებნილს, აეროპორტშივე დააკავებენ. ეს კი პირდაპირ საბაბი იქნება დასავლეთისთვის, “ქართულ ოცნებას” წითელი აუნთოს. გაიხსენეთ, რას ეუბნებოდნენ უკრაინელებს ტიმოშენკოზე: კი, მოიპარა, დამნაშავეა, მაგრამ უნდა გამოუშვათო. ახლა წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხავენ სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში ტერნერები და მაკკეინები, ჯერ ისედაც რა განცხადებებს აკეთებენ, დღე არ გავა, რომ საქართველოს პროკურატურას თითი არ დაუქნიონ, ჭკუით იყავითო

მიუხედავად ამისა, ცხადია, სააკაშვილი პატიმრობაზე წამსვლელი არ არის _ ამისთვის გამბედაობა არ ეყოფა, სამაგიეროდ, უკრაინის მაგალითზე უკვე აქვს დესტაბილიზაციის გამზადებული სცენარი. ახლა მთავარია, პროცესი დაიძრას და შეუქცევადი გახდეს, ამისთვის კი გარკვეული წინაპირობებია საჭირო.

…წინა კვირას ზუგდიდიდანაც დამიკავშირდნენ და მომაწოდეს უტყუარი ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობისაქტივისტები მოსახლეობას 21 მარტის აქციაზე დასწრების სანაცვლოდ გარკვეულ მატერიალურ ანაზღაურებას სთავაზობენ. ოციდან ოცდაათ ლარამდე თურმე ადგილზე აძლევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წამოსვლაზე დათანხმდებიან და მეორე იმდენის დამატებას _ დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემთხვევაში. იმავე წყაროს ინფორმაციით, თვითონ აქტივისტები გაწეულ სამუშაოში 200 ლარს იღებენ. ჯამში კი, “ნაცებს” დაახლოებით ასამდე ასეთი აქტივისტი ჰყავთ ზუგდიდში…

წყაროს ვინაობას ამ შემთხვევაშიც მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებ _ ყველგან ისევ “ნაცები” არიან და, საჯაროდ რომ გამოვჩნდე, ათასგვარ სიბინძურეს ჩაიდენენ ჩემ მიმართო…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეოცნებეებისმიერ სისხლგადასხმული და ფერფლიდან აღდგენილინაციონალებისახელმწიფოს ახალ უბედურებას უნასკვავენ. მზადდება რეჟიმის პოლიტიკური რეინკარნაცია და, რაც მთავარია, მათ ამაში სრული მხარდაჭერა აქვთ ამერიკისგან. გაიხსენეთ, რა განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა წინა კვირას, როცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ზუგდიდში როლანდ ახალაიას სახლთან “ნაცრეჟიმის” მამხილებელი სტიკერები გააკრეს, _ საქართველო ასეთი ძალადობით ვერ იხეირებსო. რეზიდენტმა ამით, ფაქტობრივად, მიგვანიშნა, რომ “ნაცების ნარჩენები” მათი მფარველობით სარგებლობს და, მისთვის თითის დაკარების შემთხვევაში, საქართველო დასავლეთის ყველანაირ მხარდაჭერას დაკარგავს.

რა გაეწყობა, რადგან ამას ნორლანდი გვეუბნება, ჭკუით უნდა ვიყოთ, თუ არა _ მოგვჭამა ჭირიისტორიულმა არჩევანმა”. არჩევანს ვინ ჩივის, ქვეყანას დაგვამხობენ თავზე. აქ ამბავი ატყდება, უკრაინა მონაგონი იქნება, “ქოცმთავრობამამერიკის დაკრულზე თუ არ იცეკვა

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here