Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი „კავეენშიკების“ წარმატებული დებიუტი უმაღლეს ლიგაში

ქართველი „კავეენშიკების“ წარმატებული დებიუტი უმაღლეს ლიგაში

484

მხიარულთა და საზრიანთა კლუბების საერთაშორისო თამაშების უმაღლეს ლიგაში ქართველი „კავეენშიკების“ წარმატებული დებიუტი შედგა.

14 მარტს, მოსკოვში გამართულ მერვედფინალურ თამაშებში, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები დამაჯერებლად გამოვიდა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი აქამდე წარმატებით გამოდიოდა სხვადსახვა ფესტივალებზე, ხოლო შარშან მხიარულთა და საზრიანთა კლუბების საერთაშორისო პრემიერ – ლიგის ჩემპიონი გახდა და  ამით უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

როგორც ჩანს, გუნდმა გაამართლა დამსახურებული ნდობა, ვინაიდან უმაღლეს ლიგაში სულ 20 გუნდი ირიცხება, ხოლო ქართული გუნდი იმ 12 საუკეთესოს შორის მოხვდა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი მადლობას უხდის რუსეთში ქართველთა კავშირს და პირადად ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ხუბუტიას.

ქართველი „კავეენშიკები“ უკვე არარერთი წელია, საერთაშორისო თამაშებში ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით გამოდიან.

გუნდის წარმატებული გამოსვლები იმის მანიშნებელია რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და ქართველ მხიარულებსა და საზრიანებს მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსაც მივულოცავთ.

მანამდე კი გვინდა სასიამოვნო სიახლეც გაუწყოთ – ამავე გუნდის თაოსნობით, მალე თბილისში ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა „საქართველოს საერთაშორისო რეგიონალური ლიგის“ თამაშები, რომელიც ოფიციალურად არის ლიცენზირებული ალექსანდრე მასლიაკოვის ორგანიზაცია „ამიკ“-ის მიერ.

თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას გუნდი უახლოეს მომავალაში გაავრცელებს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here