Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიო სტანდარტის პროდუქტი ელიტ ელექტრონიკისგან

მსოფლიო სტანდარტის პროდუქტი ელიტ ელექტრონიკისგან

1140

ტექნოლოგიები, რომლებიც გვიადვილებს არა მხოლოდ ყოველდღიურ ყოფას, არამედ მომავალსაც

მდგრადობისა და ენერგოეფექტურობის სიმბოლო

ბოშის ტექნიკის დიფერენცირებისა და ყველაზე ენერგოეფექტური მოდელების იდენტიფიცირებაში დასახმარებლად შემოვიღეთ Green­Technology Inside სიმბოლო. ეს სიმბოლო იმ პროდუქციას აღნიშნავს, რომელიც გამორჩეულია ინოვაციური ტექნოლოგიებით, აღწევს მაქსიმალურ წარმადობას და ამავე დროს საოცრად ეკონომიურია ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას.

სარეცხი მანქანა – ActiveWater

Bosch-ის სარეცხი მანქანები ActiveWater ტექნოლოგიით ზუსტად განსაზღვრავს ყოველი რეცხვისთვის საჭირო წყლის მოცულობას, ამიტომ არასოდეს იყენებს საჭიროზე ერთი წვეთით მეტ წყალსაც კი. ActiveWater 7 კგ. სარეცხის ჩატვირთვისას წყლის მოხმარებას 42 ლიტრამდე ამცირებს. შესაბამისად, სარეცხი მანქანა იმდენად ენერგოეფექტურია, რომ იგი A+++ კლასის უმაღლეს ნიშანს ატარებს. ჩვენი მაცივრები ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია მსოფლიოში. სარეცხი ან ჭურჭლის სარეცხი მანქანებისაგან განსხვავებით, მაცივარი 24 საათის განმავლობაშია ჩართული, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იგი ნაკლებ ენერგიას მოიხმარდეს. Bოსცჰ-ის სერიის ყველა მოდელს მინიჭებული აქვს, მინიმუმ, A+ ენერგოეფექტურობის კლასი, ხოლო შვიდ სუპერეფექტურ მოდელს – A++, რადგან მოიხმარს 40%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე “A” კლასის მოდელები.

“ActiveWater” _ ჩვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა

“ActiveWater” მკვეთრად ამცირებს წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარებას. Economy 50XC პროგრამით 13 კომპლექტი ჭურჭლის გასარეცხად მანქანა მხოლოდ 6 ლიტრ წყალსა და 0.92 კვ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარს. იმავე მოცულობის ჭურჭლის ხელით გარეცხვისთვის კი საჭიროა 49 ლიტრი წყალი. Bosch-ის ყველა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სულ მცირე, A+ ენერგოეფექტურობის კლასისაა. ხოლო ყველა ჩვენი EcoStar ჭურჭლის სარეცხი მანქანა ძალიან ეფექტური A+++ კლასისაა, რაც ნიშნავს ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სისტემის მაჩვენებელს (0.92 კვტ.სთ.) მინუს 10%.

ენერგოეფექტურობის მარკირების სქემა

ყველაზე ენერგოეფექტური საოჯახო მოწყობილობების არჩევაში დასახმარებლად ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკული ეფექტურობის სქემა. შესაბამისად, ყველა მოწყობილობა უნდა ატარებდეს ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ეტიკეტს. გაცივებისა და ჭურჭლის რეცხვის კლასიფიკაციები 2013 წელს განახლდა. ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, ტექნოლოგიური მიღწევების წარმოსაჩენად ძველი, “A”-დან “G”-მდე სისტემა ამჟამად განახლებულია შემდეგი სისტემით, რომელშიც A+++ ყველაზე ენერგოეფექტურ, ხოლო “D” ყველაზე ნაკლებად ენერგოეფექტურ მოწყობილობას აღნიშნავს. გარდა ამისა, წყლის წლიური მოხმარებისა და ხმაურის დონის აღმნიშვნელი ინფორმაციაც ასევე პირველად იქნება დატანილი აღნიშნულ ეტიკეტზე _ 6 | Bosch და გარემო Bosch და გარემო | 7 .

Bosch”-ის მუშაობის მთავარი პრინციპია ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მეთოდებით ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოკვლევა.

ყოველთვის მაწუხებდა ის აზრი, რომ ვიღაცას შეეძლო, ჩემი პროდუქცია შეემოწმებინა და აღმოეჩინა, რომ ხარისხით გარკვეულწილად სხვას ჩამოუვარდებოდა, ამიტომ მუდმივად ვცდილობდი, ისეთი ნაწარმი შემექმნა, რომელიც ყველაზე ჩასაფრებულ მზერას გაუძლებდა; შემექმნა პროდუქცია, რომელიც შეძლებდა თავისი უპირატესობის დამტკიცებას,” _ რობერტ ბოში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here